geurasia.org » ირანი-რუსეთი-აშშ

ავის მომასწავებელი ახლოაღმოსავლური დუღილი
გთავაზობთ ჰამლეტ ჭიპაშვილის მოსაზრებებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებთან და შეერთებული შტატების, რუსეთის და ირანის პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

არეულობას აქვს ადგილი ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ეს რეგიონი არასდროს ყოფილა დაწყნარებული. განსაკუთრებული შფოთი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დიდი სახელმწიფოების ძალისხმევით, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეულ ებრაელებს, საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად, მიწა მიეზომათ. იმთავითვე, პალესტინელი არაბები მიიჩნევდნენ, რომ ებრაელთათვის მიცემული ტერიტორია მათია და არა ებრაელების. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ებრაელები.

ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და ისრაელ–რუსული ურთიერთობები

ებრაული სახელმწიფოს შექმნაში ლომის წილი საბჭოეთის ხელმძღვანელმა, იოსებ სტალინმა შეიტანა. მის გათვლას ებრაელთა სახელმწიფოსთან მიმართებაში ღრმა საფუძველი ჰქონდა, რამეთუ ებრაელ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ან საბჭოთა კავშირში იყო დაბადებული ან სოციალისტური იდეებით გაჟღენთილი. ისინი უდიდესი სიმპათიით იყვნენ განმსჭვალულნი ომში გამარჯვებული სუპერ სახელმწიფოს მიმართ.

სტალინის პოზიციას არაბთა მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებაც ამტკიცებდა. დღიდან ახალი სახელმწიფოს შექმნისა, ანალოგიურის შექმნით დაპირებულმა, მაგრამ დღემდე დაპირებააუსრულებელმა პალესტინამ, სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა ისრაელს.

დაპირისპირებამ ორ ნაწილად გაყო მსოფლიო – ისრაელის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, არაბთა გულშემატკივრებად და ნეიტრალურად განწყობილებად. ახლო აღმოსავლეთი დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ძალთა მოსინჯვის არენად გადაიქცა. ასე იყო ცივი ომის დროს, ასეა დღეს.

პალესტინა-ისრაელის პერმანენტულ კონფლიქტს დიდი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აგვარებენ, მათ შორისაა რუსეთიც, მაგრამ პირველობას ამ საქმეში, ისე, როგორც სხვაში, აშშ-ს ვერავინ შეეცილება.

ისრაელის დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ, გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისიდანვე შეიცვალა. ფერიცვალებაში უდიდესი წვლილი შეიტანა აშშ-ა. ისრაელის მილიტარისტულმა მიდგომამ პალესტინელთა, საერთოდ არაბთა მიმართ, უკმაყოფილობა გამოიწვია კრემლში. მან მტრად მიიჩნია ისრაელი და მხარი დაუჭირა არაბულ ქვეყნებს. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კულმინაცია ისრაელის მორიგმა აგრესიამ გამოიწვია, რასაც მოჰყვა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა. მრავალი წლის შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა.

მას შემდეგ ისრაელი გამდიდრდა ჯერ საბჭოთა კავშირიდან, შემდეგ რუსეთიდან წასული ებრაელებით. დღეს მათი გარკვეული ნაწილი არა მარტო სხვადასხვა დარგებს ამშვენებს, არამედ პოლიტიკასაც. იშვიათობას არ წარმოდგენს ისრაელის პარლამენტარები და მინისტრები, რომლებიც მშობლიურ ენასავით ფლობენ რუსულს.

რუსეთის ინტერესები და პოზიცია დღევანდელ ვითარებაში

რუსეთს პრაგმატული კავშირები აქვს ისრაელთან, არანაკლები პალესტინელ არაბებთან, საერთოდ არაბულ ქვეყნებთან. რუსეთმა რახანია აღიარა პალესტინის სახელმწიფო და მჭიდრო კონტაქტები დაამყარა მასთან. რუსეთს კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს ღაზის სექტორთან და იქ გამაგრებულ „ჰამასთან“ ისე, როგორც დასავლეთ სანაპიროსთან და პარტია „ფათეჰთან“.

მოსკოვი ლოიალურად არის განწყობილი ლიბანში არსებული „ჰესბოლასადმი“. „ჰამასსა“ და „ჰესბოლას“ დასავლეთი, ისრაელისა და აშშ-ს მტრად აღიქვამს და საყვედურობს რუსეთს მათთან კავშირებისთვის. მაგრამ ეს რუსეთს ნაკლებად ადარდებს, ვინაიდან ის მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარება, ყველაფერთან ერთად, ისეთ ორგანიზაციებზეც გადის, როგორებიცაა „ჰამასი“ და „ჰესბოლა“.

რუსეთი, რა ხანია, საკუთარ თამაშს თამაშობს და მტკიცედ იკავებს ადგილს ახლო აღმოსავლეთის საკითხის მოსაგვარებელ კვარტეტში – აშშ, რუსეთი, გაერო, ევროკავშირი.

გასული წლის არაბულმა რევოლუციებმა სერიოზული გავლენა იქონიეს არა მარტო ახლო აღმოსავლეთისა და არაბული ქვეყნების, არამედ მსოფლიო პოლიტიკაზე. სახალხო რევოლუციების შედეგად არაერთი არაბული სახელმწიფოს მმართველობა დაემხო. ჯერი სირიაზე მიდგა.

ერთი წელია ამ ქვეყანაში მიმდინარეობს ანტისახელისუფლებო გამოსვლები, შეიარაღებული დაპირისპირება ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის. ფაქტიურად სახეზეა სამოქალაქო ომი. დასავლეთი კატეგორიულად მოითხოვს სირიის პრეზიდენტის გადადგომას. ის მკაცრ სანქციებს აწესებს ოფიციალური სირიის მიმართ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი.

სირიის ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან და რომ არა კრემლის სოლიდარობა, სირიას დაახრჩობდა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები. რუსეთი მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსგავსის დაწესებას და მოითხოვს ასადის ხელისუფლებასთან, მოლაპარაკების გზით, სირიის შიდა გართულებების დარეგულირებას.

სირიის ხელისუფლების დაცემა ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოზიციების შესუსტების მომასწავლებელი იქნება. ამდენად, რუსეთი ცდილობს, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადოს ბაშარ ასადის მთავრობას. სოლიდარობის გამომხატველია რუსეთის ავიამზიდის „ადმირალ კუზნეცოვის“ და მისი თანმხლები გემების სირიის პორტ ტარტუსში შესვლა.

ფლოტილია, რა ხანია, გავიდა ჩრდილოეთის ზღვის პორტ სევერომორსკიდან ხმელთაშუა ზღვისკენ. ავიამზიდს ახლავს გემი „ადმირალი ჩაბანენკო“, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების გემები: „ნიკოლაი ჩიკერი“, „სერგეი ოსიპოვი“, „ვიაზმა“ და „კამა“. ჩრდილოეთის ზღვიდან, ატლანტიკის ოკეანის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში შესვლასთან ერთად მას შეუერთდნენ გემები: „იაროსლავ მუდრი“, „ლენა“ და „ლადნი“.

ატლანტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში „ადმირალ კუზნეცოვის“ მრავალთვიანი ცურვა მეტი არაფერია, თუ არა ძალის დემონსტრირება და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ რუსეთი ანგარიშგასაწევი „დერჟავაა“. მოდი და ანგარიშს ნუ გაუწევ მართლაცდა ძალას, თუმცა უფრო ნაკლებს, ვიდრე ამერიკისა.

„კუზნეცოვზე“ არის CУ-33 კლასის 26 ავიაგამანადგურებელი, 18 გემსაწინააღმდეგო Ка-27 კლასის შვეულმფრენი, 4 შორი მანძილის რადიოსალოკაციო Ка-31 სახის შვეულმფრენი, 2 სამძებრო შვეულმფრენი К-27 ПС. „ადმირალს“ აქვს გემთსაწინააღმდეგო რაკეტების 12 დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს „გრანიტის“ კლასის რაკეტების გაშვებას.

სირიის წყლებში „ადმირალ კუზნეცოვის“ გამოჩენამდე პენტაგონმა  ახალი ატომური ავიამზიდი CVN-77 „ჯორჯ ბუში“ მიავლინა, 2 სარაკეტო კრეისერითა და 2 სარაკეტო გემით. „ბუშზე“ 68 ავიაგამანადგურებელი და შვეულმფრენია განთავსებული, სხვა სახის თვითმფრინავები და შვეულმფრენები.

სპეციალისტთა აზრით, ორი ძალის ერთმანეთთან შედარებისას უპირატესობა ამერიკელთა მხარეზეა, მაგრამ არც ერთი მხარე არ გარისკავს პროვოკასიას, რამაც მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს.

რუსეთი და აშშ-ი სირიისთვის ომს არ გააჩაღებენ, მაგრამ კუნთების დემონსტრირებას ადგილი აქვს და ექნება. ორივეს აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ კინკლავი ომში არ გადაზარდოს. მაგრამ, როგორც გურულები იტყვიან – მშვიდობა „ელანძეა“ და ერთ პატარა პროვოკაციას დიდი გართულება შეიძლება მოჰყვეს.

ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, „ჯორჯ ბუშმა“ „ადმირალ კუზნეცოვის“ სირიის წყლებში გამოჩენამდე დატოვა იქაურობა, რითაც მოსალოდნელი დაძაბულობა განელდა.

დასავლეთის ზეწოლის ობიექტი – ირანი და ჰორმუზის სრუტის პრობლემა

დაძაბულობის სერიოზულ კერად სპარსეთის ყურე და ჰორმუზის სრუტე რჩება, რაც გამოწვეულია რეგიონის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშის ირანის მტკიცე პოლიტიკით. გაღიზიანების ფაქტორი ირანის ბირთვული კვლევებია და დასავლეთის მტკიცებით, ირანის მიერ მალულად ბირთვული ბომბის შექმნაზე მუშაობა.

ამის შესახებ გაცხადდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებაში. დასავლეთს არ სჯერა ირანის ხელისუფალთა მტკიცებისა, რომ ის არ ამზადებს ბირთვულ ბომბს. დასავლეთი ცდილობს ყველაფერი იღონოს ატომური ბომბის გარეშე ირანისათვის. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც სულ ახლახანს ირანმა განახორციელა ურანის საშუალო (20%) გამდიდრება. ცნობისათვის, ბომბისთვის საჭიროა ურანის 90%-მდე გამდიდრება, რასაც არაერთი წელი სჭირდება.

რახან ირანი არ აპირებს კვლევითი სამუშაოების შეწყვეტას, დასავლეთი ცდილობს სანქციების დაწყების გზით აიძულოს ის შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. სანქციების წინააღმდეგ გამოდიან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ორი – რუსეთი და ჩინეთი, თუმცა ეს დღეს. ადრე კი, აშშ-ნ სხვადასხვა პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად, ორივემ ოთხჯერ მხარი დაუჭირეს სანქციებს.

აშშ-ა, გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდით ავლით, თვით დააწესა სანქციები. ამასთანავე სთხოვა ევროკავშირს ანალოგიური ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკვე შეთანმხდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ძალაში 23 იანვრის სხდომის შემდეგ შევა.

სანქციები გააუარესებს ირანის ეკონომიკურ ცხოვრებას, წინ აღუდგება ირანის ნავთობის ექსპორტს, გაართულებს ირანის ბანკების ურთიერთობას დასავლეთის ბანკებთან. ერთი სიტყვით, ისეთ ვითარებას შექმნის, უარესს რომ ვერ ინატრებს კაცი.

ირანი მდიდარია ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით, გაზით. ირანის ენერგომატარებლების ექსპორტიდან ქვეყანაში შესული ფული უაღრესად მნიშვნელოვანია ირანის ბიუჯეტისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ გაყიდული ნავთობის საგრძნობი რაოდენობა, ბენზინის სახით, ისევ ირანს უბრუნდება.

ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება ვერ წააქცევს ირანს, თუმცა პრობლემებს შეუქმნის. ირანის ნავთობის დიდი რაოდენობა საექსპორტოდ ჩინეთში მიდის, რომელიც თვლის, რომ სანქციების შემოღება არასამართლიანი ქმედებაა და ის გააგრძელებს ირანთან ამ დარგში ურთიერთობას.

ამას წინათ ირანმა სპარსეთის ყურეში ფართომასშტაბიანი სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარა, თან ისიც განაცხადა, რომ სანქციების შემოღების საპირისპიროდ ირანი გადაკეტავს ორმუზის სრუტეს, რაც გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთიდან საექსპორტოდ მიმავალი ნავთობის ბლოკირებას. ორმუზის სრუტიდან კი მსოფლიო ნავთობის 40% მიედინება.

ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა მკვეთრად გაზრდის ნავთობის ფასებს, დასაბამს მისცემს ენერგეტიკულ კრიზისს. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პანეტამ განაცხადა, რომ აშშ-ი არ დაუშვებს ორმუზის სრუტის ბლოკირებას, რაც თავისთავად სამხედრო დაპირისპირების მომასწავლებელია.

თუ გუშინ პანეტა მიზანშეუწონლად თვლიდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმას, დღეს მას რეალურად მიაჩნია ირანის საზღვაო-სამხედრო გემებზე შეტევა. და თუ ამას ექნა ადგილი, არც ბირთვული კვლევის ობიექტების დაბომბვა იქნება გამორიცხული.

ირანის ბირთვული კვლევით არა მარტო დასავლეთი, არამედ რეგიონის ქვეყნებიც გამოთქვამენ უკმაყოფილობას, მათ შორისაა საუდის არაბეთი, რომელიც აცხადებს, რომ ბირთვულიარაღიანი ირანი ბირთვულიარაღიან საუდის არაბეთს ნიშნავს.

ბირთვულიარაღიანი სახელმწიფო ანგარიშგასაწევია. ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს წინაშე მოკრძალებას გამოხატავს ყველა, ვისაც აქვს თუ არა ასეთი იარაღი. ბირთვული იარაღი სხვაგვარ ავტორიტეტს უქმნის ქვეყანას. ბირთვული იარაღის მფლობელი ირანის როლი ამაღლდება რეგიონში. ის რეალურ ლიდერად გადაიქცევა.

არაბეთის ნახევარკუნძულის ლიდერის – საუდის არაბეთის პოზიცია

ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებს საუდის არაბეთიც. დიდი ფინანსების მქონე ქვეყანას არ გაუჭირდება ბირთვული იარაღის შექმნა. საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მარჯვენა ხელია, ისე, როგორც ისრაელი.

ირანის და საუდის არაბეთის დაპირისპირების მიზნით ვაშინგტონმა მორიგი სპექტაკლი დადგა – აშშ-ი საუდის არაბეთის ელჩზე ირანის სპეცსამსახურების ტერაქტის იმიტაცია. თეირანმა უმალ გააბათილა ამერიკული სპექტაკლი, მაგრამ ამან საუდის არაბეთს ეჭვი მაინც დაუტოვა. მას შემდეგ კარგა დრო გავიდა. ახლახანს, ერ რიადს ირანის დაზვერვის სამსახურის უფროსი, ირანის მეთაურის აიათოლა ხამენეის სპეციალური წარმომადგენელი მოსლეჰი ეწვია. მან მოლაპარაკება გამართა სამეფო კარის მაღალ წარმომადგენლებთან და მიაღწია შეთანხმებას, რომ ნავთობის კრიზისის შემთხვევაში საუდის არაბეთი არ გაზრდის ნავთობის მოპოვებას.

ირანის მხარდაჭერა სირიას

ირანს მჭიდროო მეგობრული ურთიერთობა აქვს სირიის ხელისუფლებასთან. ბაშარ ასადის ჩამოგდება, ისე, როგორც რუსეთისთვის, ირანისთვისაც დიდი დანაკლისი იქნება. ირანის კავშირები „ჰამასთან“ და „ჰესბოლასთან“ ცნობილია და დიდ გაღიზიანებას იწვევს აშშ-ი, ისე, როგორც ისრაელში.

ირანი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინელთა საქმეს და მიიჩნევს, რომ ისრაელის სახელმწიფოს არსებობა უდიდესი ნეგატივის მატარებელია მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო – ისრაელი, შემართული თოფივითაა ირანის მიმართ და რომ არა ამერიკელთა მუხრუჭი, დიდი ხანია დაჰკრავდა ირანის ბირთვულ ობიექტებს. სხვა საკითხია, რას გამოიწვევდა თავდასხმა.

ისრაელის აგრესიას ირანის წინააღმდეგ უდავოდ მოჰყვება აშშ-ს, რუსეთის, თურქეთის, ნატოს სხვა ქვეყნების პირდაპირი თუ ირიბი ჩათრევა. სავარაუდოდ ირანზე საჰაერო შეტევისთვის გამოყენებული იქნება თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზები.

თურქეთის გააქტიურება

2008 წლის ცხინვალის ომის შემდეგ, სულ უფრო გამოკვეთილად ისმის რეგიონის ლიდერობის პრეტენდენტის თურქეთის ხმა, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობით არის გამოწვეული. ეკონომიკურმა წარმატებამ თავდაჯერება შემატა ოფიციალურ ანკარას. ის უპასუხოდ არ ტოვებს არც ერთი სახელმწიფო მეთაურის განცხადებას, თუ ის თურქეთს ეხება.

ასე იყო სულ ახლახანს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა გააკრიტიკა ფრანგი კოლეგა სომხების გენოციდთან დაკავშირებით. საფრანგეთის მიმართ თურქეთს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რაც განპირობებულია პრეზიდენტ სარკოზის ნეგატიური განწყობით თურქეთის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით.

„შემოგვხედეთ ჩვენ და შეხედეთ თქვენს თავს, რა დღეში ხართ“, – განაცხადა ერდოღანმა ნიშნის მოგებით. მან უპირველესად იგულისხმა თურქეთის ეკონომიკური წარმატება და ევროკავშირის კრიზისი. ვერბალური დუელი ძვირად დაუჯდება თურქეთს და ხელს არ შეუწყობს ევროკავშირში შესვლას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თურქი პოლიტიკოსების გაწევრების სურვილიც არც ისეთია, როგორც წინათ.

ოფიციალურმა ანკარამ საკუთარი პოლიტიკა სხვა მიმართულებით გაააქტიურა, უპირველეს ყოვლისა არაბული ქვეყნების. ეგვიპტის რევოლუციამ და ამ ქვეყანაში გაჩენილმა არასტაბილურმა ვითარებამ არაბული ქვეყნების ლიდერი ეგვიპტე დროებით გამორთო საერთოარაბული და რეგიონული საქმეებიდან. ეგვიპტე თურქეთმა ჩაანაცვლა.

არაბული რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მყარ პოზიციებს იკავებენ მუსლიმანური ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური გზა თურქეთის მსგავსი იქნება. საერთოდ უნდა ითქვას, რომ თურქეთის გავლენა მკვეთრად გაიზარდა ოსმალეთის იმპერიაში შემავალ ყველა ქვეყანაში. ანკარამ გვერდზე გადადო ტრადიციული პოლიტიკა – არ იჩხუბოს მეზობლებთან.

ამჯერად ის აქტიურად არის ჩართული სირიის საქმეებში. თურქეთის ხელისუფლება გადადგომისკენ მოუწოდებს ბაშარ ასადს. თურქეთის ტერიტორიაზე მტკიცედ დაფუძნდა სირიის ხელისუფლების ოპოზიციური დაჯგუფებები და არა მარტო ისინი, არამედ მეამბოხეებიც. ნატოს შტაბ-ბინაში ხშირად გაისმის სირიის ტერიტორიაზე, ხელისუფლების კონტროლისგან გათავისუფლებული ზონების შექმნის და ამ საქმეში თურქეთის გამოყენების თაობაზე. თურქეთის არმია მეორეა თავისი მასშტაბით ნატოში.

თურქეთის არამეგობრული დამოკიდებულება სირიასთან უკმაყოფილებას იწვევს სირიის მეგობარ ირანში. ირანი იარაღით ეხმარება სირიას, მაგრამ ბოლო დროს თურქეთმა ჩაკეტა სატრანზიტო გზა.

თურქეთის აქტიურობა მარტო ამ რეგიონით არ შემოიფარგლება. ის საგრძნობია პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, განსაკუთრებით კავკასიასა და ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებში. იქ არა მარტო ეკონომიკურ გავლენასთან გვაქვს საქმე, არამედ კულტურულთანაც. გაჩნდა სკოლები, უნივერსიტეტები, რომლებსაც თურქეთი აკონტროლებს. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მიდის თურქეთში სწავლის გასაგრძელებლად.

ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, კერძოდ აჭარა. თურქეთის გავლენა ქართულ ავტონომიაზე დღითიდღე საგრძნობი ხდება. მედრესეები, მეჩეთები, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების სწავლა თურქეთის სასულიერო სკოლებში უკვე ჩვეულებადაა ქცეული. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მოუზომავმა პოლიტიკამ, ზომაზე მეტად ჩახუტებამ, სავალალო შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს.

თურქულ საზოგადოებაში შემთხვევით არ ტრიალებს „დიდი ოსმალეთის“ თემა. მართალია მას არ აქვს ძველებური აგრესიული მიდრეკილება, მაგრამ ის, რაც წინათ მახვილით მიიღწეოდა, დღეს ეკონომიკური და ფინანსური ექსპანსიით მიიღწევა.

არაბული რევოლუციის დასაწყისშივე თურქეთმა, ადრინდელთან შედარებით, განსაკუთრებული პოზიცია დაიკავა. მან უარი თქვა არაბული ქვეყნების რეჟიმებთან ურთიერთობაზე და მხარი დაუჭირა მეამბოხეებს, რითაც ამერიკა-ევროპის გული მოიგო. აშშ-ი მზადაა აღიაროს რეგიონში თურქეთის ლიდერობა, მაგრამ მანამდე თურქეთმა მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკას.

ოფიციალური ანკარის ვაშინგტონისკენ გადახრამ, მისმა აგრესიულმა პოზიციამ სირიასთან მიმართებაში თეირანს ათქმევინა ის, რომ, თურქეთის სირიაში სამხედრო ჩარევის შემთხვევაში, ირანი ადეკვატურ ზომებს მიიღებს.

„ოსმალური ამბიციებიდან“ გამომდინარე ანკარის ახალი სტრატეგია აშკარად არ უწყობს ხელს ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას.

შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონის მიმართ

და ბოლოს ახლო აღმოსავლეთში ძირითადი მოთამაშის აშშ-ს შესახებ. ეს ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს გავლენა იქონიოს რეგიონზე, რასაც წარმატებით ახორციელებს კიდევაც. აშშ-ს პოლიტიკას ხელს უწყობს მისი სტრატეგიული პარტნიორი ისრაელი. სწორედ ისრაელის ხელით მიმდინარეობს აშშ-ს ინტერესების გატარება. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, ვაშინგტონს მჭიდრო ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთთან. ვაშინგტონის სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ერთობ გაურკვეველი ვითარებაა ძველ პარტნიორ ეგვიპტეში.

ხოსნი მუბარაქის მმართველობა ისტორიას ჩაბარდა. ხოსნი მუბარაქის ეგვიპტე არა მარტო აშშ-ს მოკავშირე იყო, არამედ არაბული ქვეყნების ლიდერი სახელმწიფო, ისრაელთან პრაგმატული ურთიერთობის მქონე. როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება ამერიკა-ეგვიპტეს შორის მუსლიმანთა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

სპეციალისტთა აზრით, არაბული სახელმწიფოების ხელისუფლებაში მუსლიმანთა გამოჩენა გაზრდის ირანის გავლენას, რაც აშკარად მიუღებელია ვაშინგტონისთვის. ირანის ირგვლივ შექმნილი კრიზისი არც სამხედრო ძალის გამოუყენებლობისგანაა დაზღვეული და სრული შესაძლებელია ამ მხრივ ვითარება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაიძაბოს. გადადგამს თუ არა აშშ-ი მილიტარისტულ ნაბიჯს ირანის წინააღმდეგ, სულ მალე გამოჩნდება.

ამას წინათ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ს სრული ძალით მხოლოდ ერთ ომში შეუძლია ჩართვა, რაც ჯორჯ ბუშ უმცროსის დოქტრინას ეწინააღმდეგება. ბუშმა პარალელურად ორ ომში გაჩხირა აშშ-ი – ერაყისა და ავღანეთის.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ა უცხოეთში არაერთხელ იომა, მაგრამ წარუმატებლად. აშშ-ი დამარცხდა კორეაში, ვიეტნამში, მარცხდება ავღანეთში, ფაქტიურად ვერაფერს გახდა ერაყში. ეს ომები ქვეყანას ტრილიონები და ათეულ ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლედ დაუჯდა.

1952 წელს ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ჯოუ ენლაისთან საუბრისას სტალინმა შემდეგი შეფასება მისცა აშშ-ს: „კორეის ომი სისხლს უშრობს აშშ-ს. მან აჩვენა ამერიკის სისუსტე. ამერიკელებს არ შეუძლიათ დიდი ომის წარმოება. მათი მთავარი ძალა საჰაერო თავდასხმებში და ატომურ ბომბშია. გერმანელებმა 20 დღეში დაიპყრეს საფრანგეთი. ამერიკა კი 2 წელია ვერაფერს გახდა პატარა კორეის წინააღმდეგ. ამერიკელებს უნდათ მთელი მსოფლიოს დაპყრობა, მაგრამ ვერაფერი უღონიათ პატარა კორეის მიმართ“.

ამერიკას სურს მსოფლიო ჰეგემონიზმი და აქედან გამომდინარე, ახლო აღმოსავლეთში დომინირება, რაც ჭირს ირანის ანტიამერიკული პოზიციების გამო. თუ ანტიირანული პოლიტიკის განხორციელებას ვაშინგტონი სამხედრო ძალის გამოყენებით შეეცდება, შედეგი სავალალო იქნება, ვინაიდან ამ რეგიონში თავს იყრის არა მარტო ძლიერთა ამა ქვეყნისათა (აშშ-ს, რუსეთის), არამედ თურქეთის, ირანის, სირიის, საუდის არაბეთის, ისრაელის, ევროკავშირის, ჩინეთის ინტერესები. ეს რეგიონი საქართველოს მეზობლადაა და იქ განვითარებული მოვლენები მეტნაკლებად ჩვენზეც იმოქმედებს. ღმერთს უნდა შევევედროდ, რომ ნაკლებად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

საქართველო და აშშ-ირანის შესაძლო ომი
როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში მწვავდება სიტუაცია ირანის გარშემო, რომელსაც დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა, აშშ-ს მეთაურობით, ბირთვული იარაღის შექმნის საიდუმლო მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა თეირანის „ბოროტი განზრახვების“ არავითარი დამადასტურებელი საბუთი არ წარმოდგენილა, აშშ-ს ადმინისტრაცია მაინც ახროციელებს ძლიერ ზეწოლას ევროკავშირის ქვეყნებზე და აზიის სახელმწიფოებზე, რათა მათ გაწყვიტონ ირანთან კონომიკური კავშირები, კერძოდ, უარი თქვან ირანული ნავთობის შეძენაზე.

ამგვარი აგრესიული პოლიტიკა იწვევს სპარსეთის ყურეში დაძაბულობის ზრდას, რომელშიც მსოფლიოს ნავთობის ექსპორტის 40% გადის. დღეისათვის შეიარაღებული დაპირისპირების კერების წარმოქმნა აღარ გამოიყურება დაუჯერებლად.

ამ სიტუაციაში, საქართველო, რომელიც ირანთან ახლოს მდებარეობს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგება.

ისტორიულად საქართველოს და ირანს (სპარსეთს) მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ. დაწყებული პირველი ათასწლეულით ჩვენს ერამდე, როცა აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების აღმოცენება დაიწყო, ეს ტერიტორია სპარსული კულტურის და რელიგიის გავლენის სფეროში იმყოფებოდა. ძველი ირანული იმპერიების გაძლერების პერიოდებში, საქართველო მათ შემადგენლობაში ხვდებოდა და ვასალურ ქვეყნად ან შემადგენელ ნაწილადაც კი იქცეოდა. ქართულ ენაში, ანტროპონიმიკაში (ადამიანთა სახელები) და ტოპონიმიკაში სპარსული და არაბულ-სპარსული გავლენის ძლიერი კვალი შეინიშნება. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, საქართველოს, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის მთელი ტერიტორია, სპარსეთის და თურქეთის მეტოქეობის ასპარეზად იქცა. აღმოსავლეთ საქართველო (ქართლ-კახეთი) ძირითადად სპარსეთის გავლენის სფეროში შედიოდა.

ამ დროს წარმოიქმნა ქართული დიასპორა ირანში. როგორც ვიცით, მე-17 საუკუნის დასაწყისში, სპარსეთის შაჰმა აბას I-მა ბრძანა, კახეთის რამდენიმე ათეული ათასი მცხოვრები ირანის შიდა რეგიონებში ჩაესახლებინათ. მათი დიდი ნაწილი აღმოჩნდა ოლქში, რომელსაც ეწოდება ფერეიდანი. დღეისათვის ამ რაიონში სახლობს 10-15 ათასამდე ქართველი (1 ქალაქში და ათზე მეტ სოფელში). მათ შენარჩუნებული აქვთ ქართული ენა და ეთნიკური იდენტობა.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს, დაიწყო მცდელობები, რომ ამ ხალხის ნაწილი საქართველოში გადმოსახლებულიყო. მართლაც, რამდენიმე ათეული ოჯახი ჩამოვიდა აქ, თუმცა მათი ნაწილი 90-იან წლებში ისევ უკან გაბრუნდა. პრაქტიკულად ყველა ირანელი ქართველი, ვისაც შენარჩუნებული აქვს ქართული ენის ფლობა ამა თუ იმ დონეზე, აღმსარებლობით მუსლიმია. ეს ფაქტორი აძნელებს მათ ადაპტაციას ქართულ გარემოში, სადაც ეჭვის თვალით უყურებენ სხვა რელიგიების წარმომადგენლებს. ეს ეხება არა მარტო ფერეიდნელებს, არამედ ე.წ. „თურქ-მესხებსაც“.

რაც შეეხება ურთიერთობებს სახელმწიფო დონეზე ირანს და საქართველოს შორის, მათი განვითარება დაიწყო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან, 1992 წელს. 90-იანი წლების პირველ ნახევარში შედგა პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტი ირანში, ხოლო შემდეგ პრეზიდენტი რაფსანჯანიც ეწვია საქართველოს. აღდგა ეკონომიკური კავშირები ქვეყნებს შორის. მაგრამ იმის გამო, რომ ქართულ პოლიტიკაში იმძლავრეს ე.წ. პროდასავლურმა ძალებმა, ირანთან ურთიერთობებმა, მათ შორის ეკონომიკურმა, სერიოზული განვითარება ვერ ჰპოვა.

“ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, თითქოსდა, ირან-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაყინულიყო, რადგან ხელისუფლებაში მოსული სააკაშვილი მთლიანად პროამერიკულ ფიგურად ითვლებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. სააკაშვილი უკვე 2004 წელს გაემგზავრა ირანში ვიზიტად, სადაც ფერეიდნელებსაც შეხვდა. და აგიტაციასაც კი უწევდა საქართველოში დასაბრუნებლად. თუმცა, ეს უფრო სტანდარტული პროპაგანდისტული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან, რადგან, როგორც ცნობილია მიშა თავს ნაციონალისტ მოღვაწედ ასაღებს.

2006 წლის ზამთარში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, რაც გამოწვეული იყო ჩრდილო კავკასიაში გაზსადენების აფეთქებით, ირანმა მზადყოფნა გამოხატა საქართველოსთვის მოეწოდებინა გარკვეული რაოდენობის ბუნებრივი აირი. ამის შესახებ განცხადება თავად სააკაშვილმა გააკეთა. ამის შემდეგ ქვეყნდებოდა წინააღმდეგობრივი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის გაზი მოეწოდა საქართველოს, რა ფასად და საერთოდ, იყო თუ არა მოწოდება. მაგრამ, როგორც ჩანს, თავად განცხადებამ ამის შესახებ იმოქმედა აფეთქებული გაზსადენის აღდგენის ტემპებზე და გაზის მოწოდება საკმაოდ მალე განახლდა.

მაგრამ ამის შემდეგ ირანის და საქართველოს ურთიერთობები ისევ გაუარესდა. 2007 წელს თბილისში დაპატიმრებული იქნა ირანის მოქალაქე ჰ. არდებილი, რომელიც შემდგომ ამერიკის ხელისუფლებას გადაეცა. მას ბრალი წაუყენეს სამხედრო თვითმფრინავებისთვის მარაგნაწილების შესყიდვის მცდელობაში. ირანის მოქალაქის დაკავების ოპერაცია ერთობლივად ჩაატარეს ქართულმა და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა. ამან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია თეირანის მხრიდან, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების მაღალჩინოსანთა დელეგაცია გამოგზავნა თბილისში. 2010 წელს, ირანული ინგლისურენოვანი გაზეთის „ტეჰრან თაიმსის“ მტკიცებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ ბოდიში მოუხადა ირანულ მხარეს იმ ინციდენტის გამო და ქართული მხარის გადაწყვეტილება 2007 წელს ქვეყანაში შექმნილ მძიმე შიდაპოლიტიკურ ვითარებას დააბრალა. თუმცა, ვაშაძის უწყება უარყოფდა ბოდიშის მოხდის ფაქტს.

იმავე 2010 წელს, ქვეყნებს შორის მორიგი დათბობა მოხდა. იმ წლის იანვარში მინისტრი ვაშაძე ვიზიტით იმყოფებოდა ირანში, სადაც შეხვდა არა მარტო თავის კოლეგა მოტაკის, არამედ პრეზიდენტ აჰმადინეჟადსაც. შემოდგომაზე მოტაკი საპასუხო ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა. მას-მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ელჩთან შეხვედრის დროს სააკაშვილმა პრეზიდენტი აჰმადინეჟადი მოიწვია თბილისში. თუმცა თავად მიშამ უარყო ეს ინფორმაცია, განაცხადა რა, რომ ამის შესაძლებლობა იყო 4-5 წლის წინათ, ახლა კი სიტუაცია შეიცვალაო.

ამ ვიზიტების დროს განიხილებოდა უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი ორი ქვეყნის მოქალაქეებსითვის. პროდასავლური მას-მედია საქართველოში მკვეთრად აკრიტიკებდა ამგვარი რეჟიმის შემოღების საშუალებას და პროგნოზებს აკეთებდა, რომ ეს გამოიწვევდა ამჟამინდელი ხელისუფლების მთავარი სპონსორის – ვაშინგტონის გაღიზიანებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, უვიზო რეჟიმი საქართველოს და ირანს შორის რეალობა გახდა 2011 წელს. სხვადასხვა მოსაზრება გამოითქმებოდა, თუ რატომ „დაუშვა“ აშშ-მ თბილისის მხრიდან ამგვარი ნაბიჯის გადადგმა, დაწყებული იქიდან, რომ თავად ამერიკელები არ იყვნენ ამის წინააღმდეგი და დამთავრებული იმით, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა დაენახვებინა „სტრატეგიული პარტნიორისთვის“ საკუთარი შემორჩენილი ბერკეტები.

ამგვარი გადაწუვეტილების შედეგად, მკვეთრად გაიზარდა ირანელ ტურისტთა ნაკადი საქართველოში. ოფიციალური მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა ისლამური რესპუბლიკიდან გასამმაგდა და 60 ათასს მიაღწია. ბათუმში გაიხსნა ირანის საკონსულო. ამავე დროს, სავაჭრო ბრუნვა ირანს და საქართველოს შორის შედარებით მოკრძალებული რჩება – ირანი არ შედის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. თუმცა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა საკმაოდ გაიზარდა, განსაკუთრებით ირანის ექსპორტი საქართველოში.

დავუბრუნდეთ ირანის ირგვლივ სიტუაციის გამწვავებას. თუმცა საქართველო უშუალოდ არ შედის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მაგრამ მჭიდროდ ემეზობლება მას. ამგვარად, ნებისმიერი სერიოზული დესტაბილიზაცია უშუალოდ შეეხება მასაც. როგორც ცნობილია, საქართველო არ ფლობს ნავთობის და გაზის რესურსებს და მათი იმპორტიორია. შეიარაღებული კონფლიქტი სპარსეთის ყურეში აუცილებლად გამოიწვევს ნავთობზე ფასების ზრდას, რაც ძლიერ დარტყმას მიაყენებს საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკას. ასევე გართულდება სიტუაცია ტურისტულ სექტორში, რომელიც ძალზე მგრძნობიარეა ფორს-მაჟორული მდგომარეობების მიმართ.

მეორე მხრივ, საქართველოს ტერიტორია თეორიულად შეიძლება განიხილებოდეს როგორც პლაცდარმი ირანის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად. საქმე ისაა, რომ აშშ-ს სახმელეთო ინფრასტრუქტურა ირანის გარშემო მუსულმანურ ქვეყნებში არის განლაგებული, და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების მმართველი ზოგიერთი რეჟიმი საკმაოდ მტრულად არის ისლამური რესპუბლიკის მიმართ განწყობილი, საზოგადოებრივი აზრი მათში მკვეთრად უარყოფითი იქნება ირანის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის. ამან შეიძლება აიძულოს დასავლეთი, ძალების გასაშლელი სხვა ადგილები მოძებნოს, საქართველო კი, ერთი შეხედვით, გამოდგება ამისთვის, რადგან მთლიანად პროდასავლურ სახელმწიფოდ ითვლება, რომელიც ნატო-ში შესვლას ცდილობს. საზოგადოებრივი აზრი საქართველოში არ არის დიდად სიმპატიით განწყობილი ირანის მიმართ, თუმცა არც მტრული განწყობებია.

ახლახან ქართველმა ოპოზიციონერმა ე. ჯაველიძემ გაავრცელა „სენსაციური“ ინფორმაცია, თითქოს ის საავადმყოფოები რეგიონებში, რომლებიც სააკაშვილის მონაწილეობით იხსნება, ამერიკის თანხებით არის აშენებული და გამიზნულია საომარო მოქმედებების შემთხვევაში დაჭრილების მისაღებად. ზემოთქმულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამგვარი შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ინფორმაციის სიზუსტე ეჭვს იწვევს. უფრო ალბათ წინასაარჩევნო პიარ-კამპანიასთან გვაქვს საქმე. ვრცელდება ხმები, რომ ეს კლინიკები გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შინიდან მოყვარეს, რადგან მათში დადგმულია 90-იანი წლების ჩამოწერილი აპარატურა, რომელისაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი ადგილიდან მეორეში დაატარებენ, თავად სააკაშვილთან ერთად.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას დილემის წინაშე, თუ როგორ მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკელები გადაწყვეტენ ირანზე თავდასხმას: შესთავაზოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ამისთვის და დაადასტუროს მისწრაფება ნატო-ში ინტეგრაციისკენ, თუ თავი შეიკავოს ამ რისკიან საქმეში ჩართვისგან. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში წელს უნდა ჩატარდეს არჩევნები (შესაბამისად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო). სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, დაძაბულობა რეგიონში დიდხანს არ შენელდება, თუნდაც აქტიური ფაზა დროებით შეჩერდეს. ამგვარად, წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვევა ახლო აღმოსავლეთში მასშტაბურ დესტაბილიზაციას. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა აშშ-ს წინა, რესპუბლიკურ ადმინისტრაციასთან, ხოლო თეთრი სახლის ახლანდელ ბინადართან ურთიერთობა მანიცდამანიც არ აეწყო, ამგვარი სიტუაცია შეიცავს როგორც შესაძლებლობებს, ასევე რისკებს.

ერთი მხრივ, ამერიკელები სხვა საქმეებით იქნებიან დაკავებული და მათ არ ეცლებათ ქართული არჩევნებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებაში ღიად პროამერიკული რეჟიმის ყოფნის ფასი მათთვის აიწევს. ამ ფაქტორის გამოყენებას შეეცდება სააკაშვილი და მისი გუნდი.

მეორე მხრივ, თუკი თეთრი სახლი მოითხოვს თბილისისგან საქმით დაამტკიცოს თავისი ლოიალურობა და ჩაერთოს შესაძლო ანტიირანულ ქმედებებში, ეს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს რეჟიმს. აშშ შორსაა, ირანი კი ახლოს, და იმ შემთხვევაში, თუკი მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი ამერიკის წინააღმდეგ იქნება, საქართველო ასევე აღმოჩნდება იზოლაციაში. ახლაც კი, თბილისი თავს იკავებს ირანთან უერთიერთობების გამწვავებაზე. უვიზო რეჟიმის შემოღების გარდა, შეიძლება აღინიშნოს ისეთი ფაქტიც, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე ქართული დელეგაცია თითქმის არასოდეს არ უერთდება ანტიირანული რეზოლუციების პროექტებს (თავს იკავებს ან არ ესწრება სხდომებს).

ამჟამად იმის ალბათობა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი გაჩაღდება სახმელეთო ძალების მონაწილეობით, არც ისე დიდია, მაგრამ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, საქართველო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. გარდა ეკონომიკური ზარალისა, რაც ზემოთ აღინიშნა, არ არის გამორიცხული ლტოლვილების გამოჩენა კავკასიის რეგიონში. რა თქმა უნდა, მათი ძირითადი ნაკადი სავარაუდოდ აზერბაიჯანში და სომხეთში იქნება, მაგრამ გარკვეული (მცირე) რაოდენობის ნაკადი საქართველოშიც შეიძლება მოხვდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია აპოკალიფსურ ხასიათს არ მიიღებს.

რაც შეეხება ქართულ ოპოზიციას, ის ამჟამად თითქმის არ საუბრობს აშშ-ირანის შესაძლო დაპირიპირების თემაზე და საქართველოსთვის მოსალოდნელ შედეგებზე. წარსულში ამაზე განცხადებებს აკეთებდა ეროვნული ფორუმის ლიდერი გ. სანიკიძე, რომელიც აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ არ ჩარეულიყო ამ საქმეებში. დანარჩენი ოპოზიციონერები სხვა საქმეებით არიან დაკავებული და ეტყობა, ვერ იცლიან საგარეო-პოლიტიკური თემებისთვის. მდგომარეობის რეალურად გამწვავების შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილი, როგორც ჩანს. გარკვეულ კომენტარებს გააკეთებს. ვფიქრობთ, მათი უმეტესობა, ისინიც კი, რომლებიც შემჩნეული არიან ხელისუფლებასთან ფარულ კავშირებში, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავშეკავებისკენ. თუმცა თუ ზეწოლა ვაშინგტონიდან ძლიერი იქნა, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს აშკარად პროამერიკული განცხადებების გაკეთებაც ცალკეული ოპოზოციონერების მხრიდან, რადგან, როგორც ცნობილია, ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში ისეთივე პროდასავლურია, როგორც არსებული რეჟიმი.

თუ შევაჯამებთ ძირითად მომენტებს, შეიძლება შემდეგ დასკვნები გავაკეთოთ: ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ამ ეტაპზე მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და 2012-2013 წლების არჩევნების „გადაგორება“ ნებისმიერ ფასად. თავის ქმედებებში ის აქედან გამოვა. ისე უბრალოდ საქართველო ძნელად თუ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ შესაძლო ავანტურაში, განსხვავებით ავღანეთისგან, სადაც სააკაშვილმა 2000-კაციანი კონტინგენტი გააგზავნა. ამერიკული მხრიდან ძლიერი ზეწოლის შემთხვევაში, რასაც შეიძლება დაერთოს შიდა ოპოზიციის გააქტიურება (ივანიშვილის ფაქტორი), რეჟიმი ალბათ წავა დათმობებზე, ოღონდ იმ პირობით, რომ გარანტია მიიღოს ხელისუფლებაში დარჩენაზე და იმ ეკონომიკური ზარალის შემსუბუქებაზე, რაც საქართველოს ელის. გარდა ამისა, სააკაშვილი შეეცდება სანაცვლოდ მიიღოს ე.წ. მაპი. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას, ამჟამად უკვე კავკასიაში, რადგან პირდაპირ დაარტყამს რუსეთის ინტერესებს. ამ შემთხვევაში მოვლენათა განვითარების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელი ხდება.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები დიდ ინტერესს აღარ იწვევს
4 იანვარს აიოვას შტატში ჩატარდა აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევი პირველი არჩევნები – ე,წ. პრაიმერი. რამდენიმე თვეში გადაწყდება ამ პარტიის შიდა არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა, რომელიც დაასახელებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და წარდგება უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნებში.

დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ უკვე ვწერდით აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის რეიტინგული კანდიდატების შესახებ და მათგან გამოვყავით ორი – მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი რომნი და ტეხასის ამჟამინდელი გუბერნატორი პერრი. თუმცა მოხდა ისე, რომ პერრის გამოსვლები ტელევიზიით და დებატებში მონაწილეობა მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და ამ კანდიდატმა დაკარგა რეიტინგი. მისი ადგილი დაიკავა ყოფილმა სენატორმა სანტორუმმა, რომელიც ახლა მთავარ კონკურენციას უწევს რომნის.

სანტორუმი ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური კანდიდატია რესპუბლიკელებს შორის. ის ცნობილია რადიკალური ანტიმუსლიმური, ანტირუსული და პროსიონისტური გამონათქვამებით და წარმოადგენს რესპუბლიკური პარტიის იმ ფრთას, რომელიც ე.წ. ქრისტიან-სიონისტების მოძრაობას ეყრდნობა. გარდა ამისა, სანტორუმს მჭიდრო კავშირები აქვს ამერიკის სომხურ ლობისთან – იგი ყოველთვის მხარს უჭერდა სომხების გენოციდის აღიარებას აშშ-ს სენატის მიერ.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმაც ბოლო თვეებში აქტიური კამპანია გააჩაღა, არის წარმომადგენელთა პალატის წევრი ტეხასის შტატიდან რონ პოლი. ამ პიროვნების პოზიციები თითქმის დიამეტრულად განსხვავდება სანტორუმის და მისთანების პოზიციებისგან: რონ პოლი მოითხოვს აშშ-მ შეწყვიტოს ისრაელის უპირობო მხარდაჭერა, შეწყვიტოს აგრესიული ომები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში და ა.შ.

აიოვას შტატის პირველად არჩევნებში სწორედ ეს სამი კანდიდატი მოექცა სიის სათავეში – რომნიმ და სანტორუმმა ხმების დაახლოებით 25% მიიღეს, ხოლო პოლმა 22%. რონ პოლისთვის ეს საკმაოდ კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ ის უფრო მაღალ ადგილას აღმოჩენილიყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნაკლები შანსია, რომ აშშ-ს პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა დაუშვას რონ პოლის მსგავსი ფიგურის გასვლა არჩევნების ფინალურ ეტაპზე.

სავარაუდოდ, მთავარი ბრძოლა წარიმართება რომნის და სანტორუმს შორის, თუმცა კიდევ რჩება შანსი, რომ პერრიმაც უკანასკნელი ძალები მოიკრიბოს და ლიდერებს შორის მოექცეს. ოღონდ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს რესპუბლიკელთა კონკურსში, მას ნაკლები შანსები ექნება მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან ყველა მათგანი წარმოადგენს „არგამსვლელ“ კანდიდატურას.

ზოგი უფერულია და უქარიზმო (რომნი, პერრი), ზოგი – ოდიოზური და ზედმეტად რადიკალური (სანტორუმი), ზოგი – ამერიკისთვის უჩვეულო და ჯერ კიდევ ახალი ხილი (პოლი). ამის გამო, მთლიანად რესპუბლიკური პრაიმერი დიდ ინტერესს არ იწვევს მსოფლიოში, განსხვავებით 4 წლის წინანდელი მოვლენებისგან, როცა დემოკრატების და რესპუბლიკელების შიდა არჩევნები ლამის მსოფლიო პოლიტიკის მთავარ ახალ ამბავს წარმოადგენდნენ. აშშ-ს პოზიციების შესუსტება მსოფლიო არენაზე ამგვარადაც, ირიბად დაიმზირება.

რუსეთი რევოლუციის მოლოდინში
2000-იანი წლების დასაწყისის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების უშუალო მონაწილე, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი ომბუდსმენი ნანა დევდარიანი, აანალიზებს ეგრეთ წოდებული “ფერადი რევოლუციების” ხასიათს რუსულ პოლიტიკურ რეალობასთან მიმართებით.

გასული საუკუნის 80–იანი წლების დამლევიდან დაწყებული „ხავერდოვანი რევოლუციების“ ტალღამ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებამდე ოცი წლის დაგვიანებით მოაღწია. თუმცა ამ დროის განმავლობაში აწ გარდაცვლილი ვაცლავ ჰაველის მიერ ორ სახელმწიფოდ „ხავერდოვნად“ გაყოფილი ჩეხოსლოვაკიისგან განსხვავებით, სასტიკი და სისხლიანი რუმინული რევოლუციაც იყო და ისევ ქვეყნის დაშლის გზით დამყარებული „დემოკრატია“ ყოფილ იუგოსლავიაში.

ჩვენში ხშირად ტოლობის ნიშანს სვამენ ორ ტერმინს შორის: „ხავერდოვანი“ და „ფერადი“ რევოლუციები, მაგრამ განსხვავება მათ შორის თვალსაჩინოა. პირველ შემთხვევაში ეს არის ხელისუფლების არაძალადობრივი ცვლა (გარე ძალების ზომიერი ჩარევით), რომელსაც მმართველი ელიტისა და საზოგადოებრივი წყობის კარდინალური ცვლილება მოჰყვება, ხოლო მეორეში – ერთ მმართველ ელიტას მეორე ენაცვლება ისე, რომ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ცვლილება არ ხდება. სწორედ ამიტომ დაერქვა 2003 წლის მოვლენებს „ვარდების რევოლუცია“ და არა იმიტომ, რომ სააკაშვილს ვარდი ეკავა ხელში.

2004 წელს უკრაინაში იმავე სცენარით გათამაშდა ამჯერად „ფორთოხლისფერი რევოლუცია“, ხოლო 2005 წელს – ყირგიზეთში „ტიტებისა“ (ზოგიერთი ვერსიით – „ლიმონისფერი“). მოვლენათა შეფასება და კანონზომიერებათა გამოვლენა, ერთეული გამონაკლისების გარდა, ანალიტიკოსთა კორპუსმა მხოლოდ 2008 წლისთვის შეძლო. ნელ–ნელა გაიხსენეს ლენინი და ტროცკი, როგორც სახელმწიფო გადატრიალების პრაქტიკოსები, შემდეგ კი – ის თეორეტიკოსებიც, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ რევოლუცია შეიძლება მოაწყო ნებისმიერ ქვეყანაში, რომელშიც არსებობს  სახელმწიფო გადატრიალების ჟინი შეპყრობილ ადამიანთა ჯგუფი. მითი სტიქიური სახალხო რევოლუციების შესახებ საბოლოოდ დაინგრა.

ბრიტანელი ჟურნალისტის და მკვლევარის, „დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის“  კვლევითი პროგრამების დირექტორ ჯონ ლაფლენდის აზრით, რეჟიმის შეცვლისას მედიაზე კონტროლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი რევოლუციების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლად ვირტუალური რეალობის შექმნა იქცა. საქართველოს შემთხვევაში ეს ვირტუალურობა მხოლოდ გადატრალების განხორციელებას როდი ემსახურებოდა; იგი 2003 წლის შემდგომ სახელმწიფოს მართვის ძირითად ინსტრუმენტად რჩება.

ჯონ ლაფლენდმა ასე შეადარა ერთმანეთს ბელგრადისა და თბილისის გადატრიალებები: „ბელგრადში გამოყენებული პრაქტიკა ისევ ამოქმედდა საქართველოში 2003 წლის ნოემბერში პრეზიდენტ შევარდნაძის დასამხობად. წამოაყენეს და გაუთავებლად იმეორებდნენ არჩევნების გაყალბების ბრალდებებს. დასავლური მედია, ისე, რომ კითხვა არ გასჩენია, იმეორებდა ამ განცხადებებს, რომლებიც ხმების დათვლამდე გაცილებით ადრე იყო ფორმულირებული. ორივე პრეზიდენტის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომი გააჩაღეს. შევარდნაძის შემთხვევაში – მას შემდეგ, როცა მას კარგა ხნის განმავლობაში დემოკრატ–რეფორმატორად წარმოგვიდგენდნენ. ორივე „რევოლუცია“ ძალიან მსგავსი „პარლამენტის აღებით“ განხორციელდა, რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ორივე შემთხვევაში ხელისუფლების გადაცემაზე მოლაპარაკებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩართული, რომელიც ბელგრადშიც ჩაფრინდა და თბილისშიც, რათა მოქმედი პრეზიდენტების დამხობა უზრუნველეყო. და სხვათა შორის, ორივე შემთხვევაში ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი იყო.

ყველაზე დიდი მსგავსება სტუდენტური მოძრაობის გამოყენებაში იყო – „ოტპორი“ სერბეთში და „კმარა“ საქართველოში. ორივეს ერთი სიმბოლო ჰქონდა – შეკრული მუშტი თეთრ ფონზე. „ოტპორის“ ხალხი წვრთნიდა „კმარას“ ხალხს და ორივეს აშშ უჭერდა მხარს. ორივეს ჰქონდა აშკარა სტრუქტურა, რომელიც კომუნისტური პრინციპებით იყო ფორმირებული, – ავტონომიური უჯრედების ხილული სტრუქტურის შეხამებით ძლიერ ცენტრალიზებულ ლენინურ დისციპლინასთან.

როგორც სერბეთში, საქართველოშიც როლი, რომელსაც საიდუმლო ოპერაციები და ამერიკული ფული ასრულებდა, მხოლოდ მოვლენათა შემდგომ გაცხადდა. მოვლენებისას კი ტელევიზია განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, რომ „ხალხი“ გამოვიდა შევარდნაძის წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც ამ ოპტიმისტურ სიცრუეს ეწინააღმდეგებოდა, იფარებოდა, როგორც, მაგალითად ის, რომ „მარში თბილისზე“ სააკაშვილის მეთაურობით გორიდან, სტალინის ძეგლიდან დაიწყო. მედია არც მაშინ შეშფოთდა, როცა ახალმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნებზე სტალინური 96% მიიღო“.

2005 წელს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში განხორციელებული გადატრიალებებით გულმოცემულმა ჯონ მაკკეინმა, ჯოზეფ ლიბერმანთან და კიდევ ორ კონგრესმენთან ერთად ამერიკის კონგრესს წარუდგინა კანონპროექტი „არადემოკრატიულ ქვეყნებში დემოკრატიისა და დემოკრატიული ფასეულობების გავრცელების შესახებ“. კანონპროექტი ლოგიკური შედეგი იყო იმ პრაქტიკული საქმიანობისა, რომელსაც გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან ეწეოდნენ ამერიკელი ნეოკონსერვატორები. 90–იანი წლებიდან მხოლოდ ე.წ. „დამოუკიდებელ“ ტელეკომპანიებზე ჩეხეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, რუმინეთსა და უკრაინაში 600 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ეს სწორედ ის რესურსი აღმოჩნდა, რომელმაც უზრუნველყო სახელმწიფო გადატრიალებების წარმატება ამ ქვეყნებში. და რაღა თქმა უნდა, სრულიად “შემთხვევითია”, რომ ამერიკული სცენარის განვითარებისას სცენაზე ერთი და იგივე ფონდები, საერთაშორისო სააგენტოები და ერთი და იგივე პერსონები ფიგურირებენ! მაგალითად, მარკ პალმერი (კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი) სხვადასხვა წლებში ყველა ამ ქვეყნის ანტისამთავრობო მოძრაობებს ეხმარებოდა ჯორჯ სოროსთან ერთად.

2003 წლის შემოდგომაზე პალმერმა გამოსცა წიგნი „ბოროტების ღერძის მსხვრევა: როგორ ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას 2025 წლისთვის უკანასკნელი დიქტატორები“. იგი 25 პირობას აღწერს, რომელთა შესრულება ამერიკისთვის არასასურველი რეჟიმების წარმატებით შეცვლას უზრუნველყოფს. მათ შორის: ლიბერალური და პროდასავლური მედიის შექმნა (პრესა, რადიო, ტელეკომპანიები, საიტები); დასავლური მედიის ინტენსიური პროპაგანდა „არადემოკრატიული რეჟიმის“ დელეგიტიმაციისა და დემონიზაციის მიზნით; დასავლური და ადგილობრივი მედიის საშუალებით ოპოზიციის ლეგიტიმაცია  და მათთვის „ხალხის ჭეშმარიტი წარმომადგენლების“ იმიჯის შექმნა; საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ევროკავშირი, ეუთო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და სხვ.) ისეთი რეზოლუციების მიღების ლობირება, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს „რევოლუციისთვის“ შერჩეულ ქვეყანას ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობის გამო; ოპოზიციური ჯგუფების ტრენინგები ქუჩის „არაძალადობრივი“ აქციების, მანიფესტაციების, მიტინგების, სამთავრობო შენობების ბლოკირების განსახორციელებლად; იმგვარი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ხელისუფლების მომხრეებში წინააღმდეგობის გაწევის უნარს მოსპობს; „დიქტატორზე“ დიპლომატიური და ფინანსური მეთოდებით ზეწოლა, რათა აიძულონ ძალაუფლების „მშვიდობიანად“ დათმობა.

საქართველოს მოსახლეობამ ეს ყველაფერი  საკუთარ ტყავზე იწვნია, მაგრამ „მსოფლიო დემოკრატიული რევოლუცია“ დედამიწაზე სვლას განაგრძობს. მართალია, ამ ექსპორტირებულ რევოლუციებში მარცხი მეტია, ვიდრე გამარჯვება, მაგრამ ჯონ მაკკეინი საქართველოსა და უკრაინის წარმატებას ეყრდნობა და იმავე სცენარის სხვა ქვეყნებში განხორციელებას იმედოვნებს. მისი ერთ-ერთი წინასწარმეტყველება, რომ „პუტინი კადაფის ბედს გაიზიარებს“, სწორედ ამის მინიშნებაა.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პერიოდულად „ჟონავს“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფერადი რევოლუციის“ მატარებლის შემდგომი გაჩერება რუსეთში იგეგმება. საქართველოს ცალსახად პროამერიკული ხელისუფლების წარმომადგენლები დაუფარავად საუბრობენ გარდაუვალ რევოლუციასა და რუსეთის მოსალოდნელ დაშლაზე. რას უქადის საქართველოს დაშლილი რუსეთი და რა პროცესები მოჰყვება ამას კავკასიაში, მათ მაინცდამაინც არ აწუხებთ; მიაჩნიათ, რომ თავად ამთავითვე „მოგებულების“ ბანაკში არიან.

ორიოდე კვირის წინ ვწერდით, რომ მოსკოვში სათათბიროს არჩევნების შემდეგ გამართული მიტინგები სხვა არაფერია, თუ არა ტესტი, რამდენი ადამიანის გამოყვანა შეიძლება ქუჩაში ხელისუფლების წინააღმდეგ. თავად ეს ტესტი კი არა სათათბიროს არჩევნების, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებაა, რომელიც 2012 წლის მარტში უნდა ჩატარდეს. რამდენიმე დღეში რუსეთის პრემიერმა პუტინმა თითქმის სიტყვა-სიტყვით იგივე თქვა. მომდევნო დღეებში თავად საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების მხრიდან გაისმა განსხვავებული ნოტები, რომ ისინი დარწმუნებული არიან, – პუტინი მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ მათი მიზანია „დაასუსტონ პუტინი“.

თავად პუტინმა უკვე რეფორმების შესახებ დაიწყო ლაპარაკი. უბნებზე ვიდეოკამერების დადგმა, გამჭვირვალე ყუთები, საარჩევნო კომისიაში ყველა საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლების ჩასმა და ბოლოს, პუტინმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ ხალხის ნდობის მანდატით სურს პრეზიდენტობა. მისი ინიციატივები იმდენად ჰგავს შევარდნაძისთვის მისი მეგობრის – ჯეიმს ბეიკერის მიერ 2003 წელს ჩამოტანილ „ფორმულას“, რომ რუსეთის პრემიერი თავადაც უნდა ხვდებოდეს: ამ პირობების შესრულების მიუხედავად, ის, ვინც დღესვე იცის, რომ პუტინი გაიმარჯვებს (სოციოლოგიური კვლევები ამას ადასტურებს), მაინც იყვირებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა! მაშ, რისთვისაა ეს დათმობები? იმისთვის, რომ ოპონენტებმა იგი უკვე „დასუსტებულ პუტინად“ მიიჩნიონ?

რუსეთში „სამოქალაქო საზოგადოების“ ჩამოყალიბებისკენ მიმართული ამერიკული პროექტები ჯერ-ჯერობით მცირერიცხოვანი და არასაკმარისად გაპიარებულია. წლები დასჭირდება იმას, რომ ვითარება იმ კონდიციამდე მივიდეს, როგორც 2003 წლის თბილისში. ეს მხოლოდ სტარტია. მარათონის სტარტი. ამ მარათონში კი, როგორც დასაწყისში ვთქვით, უმნიშვნელოვანესია მედიის ფუნქცია და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ მოსკოვის მიტინგებზე ე.წ. „ტელესახეები“ გამოჩნდნენ.

მიტინგების იდეოლოგი და ორგანიზატორი, ბლოგერი ალექსეი ნავალნი, სლოგანის «Единая Россия – партия жуликов и воров» ავტორი, მიტინგზე ისეთი სიტყვით გამოვიდა, რომ ხელისუფლების არცთუ მომხრე რუსული მედიაც კი დააფრთხო. შეძახილები „ხო თუ არა?“, შეკრებილთაგან სკანდირების დაჟინებული მოთხოვნა, მუშკეტერების კრედოს გუნდური გამეორება – „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“! ყოველივე ამან ჟურნალისტებს ბევრი კითხვა გაუჩინა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მედიის შეფასებით, ქსენია სობჩაკი ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურებოდა, ვიდრე ნავალნი. სააკაშვილის ფანი – ქსენია სობჩაკი დღესაც აღტაცებული ყვება, როგორი დემოკრატია ააშენა მიხეილმა საქართველოში, თუმცა იმის ჭკუა მაინც ეყო, რომ მიტინგზე ეთქვა: „ხელისუფლებისთვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ, არამედ მასზე ვიმოქმედოთ“!

სხვა ცნობადმა სახემ – ალექსეი ვენედიქტოვმა ვლადიმერ პუტინს მრავალსაათიანი შეხვედრისას პირდაპირ დაუსვა კითხვა: „თქვენ ოპოზიციაზე ლაპარაკობთ, მაგრამ მერწმუნეთ, მიტინგზე მხოლოდ ოპოზიცია როდია. თქვენ ახლა პასუხობთ იმას, რაზეც ოპოზიცია გეკითხებათ, მაგრამ რას უპასუხებთ უსამართლობით გაღიზიანებულ, განაწყენებულ ადამიანებს? მათ მიაჩნიათ, რომ ხმები მოპარეს“! ვფიქრობ, არ ღირს შეხსენება, რომ ეს 2003 წლის ქართული რევოლუციური რიტორიკის ზუსტი ასლია. იგი სიტყვა-სიტყვით იმეორებს გადაღეჭილ ფორმულირებებს და შელოცვებს. პუტინმა ვენედიქტოვს უპასუხა, რომ არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ ყველაფერი სასამართლოში უნდა გაირკვეს. ოღონდ ეგ არის, რევოლუციონერები სასამართლოში არ დადიან, ისინი სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობენ.

მოსკოვის ლიბერალური პუბლიკა შეძრა იმან, რომ პრემიერმა პუტინმა ოპოზიციას ბანდერლოგები უწოდა. თუმცა ალექსეი ნავალნი მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას მეტისმეტად გაერთო და რუსული მედიის შეფასებით ზუსტად ისე მოიქცა, როგორც კიპლინგის მახრჩობელა გველი – ბანდერლოგებთან. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, როცა ბანდერლოგს გეძახიან, მაგრამ ქართველი „რევოლუციონერები“ აქაც გამონაკლისს წარმოადგენენ. გიორგი არველაძე, ტელეკომპანია „იმედის“ ახლადაღმოჩენილი მეწილე, საკუთარ „რევოლუციურ მემუარებში“ ასე აღწერს პარლამენტში შევარდნას: „მოკლედ, ბანდერლოგებივით შევესიეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზს. აგერ-ეგერ ლოკალური ჩხუბები (თუ უფრო ძიძგილაობები) მიდიოდა. თუ რომელიმე მათგანთან მისწრება გინდოდა, ყველაზე სწრაფი გზა მაგიდებზე გადაირბენა იყო. მახსოვს, ცოტნე ბაკურიას ქოჩორა თავმა ისე მიმიზიდა, რომ მაგიდებზე მეც გადავირბინე, თუმცა მაინც ვერ მივწვდი“. ასე რომ, საწყენი არ უნდა იყოს, თუ ბანდერლოგს ბანდერლოგს დაუძახებ.

მოსკოველი ლიბერალები დასკვნებს გააკეთებენ, მთავარია, ეს დაგვიანებული არ აღმოჩნდეს. მეტისმეტმა თავგამოდებამ მათ შეიძლება ისეთივე „დემოკრატია“ და „ადამიანის უფლებები“ მოუტანოს, როგორიც საქართველოშია. ის, რამაც ქსენია სობჩაკი ავლაბრის რეზიდენციაში მოხიბლა, საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება.

ჯონ ლაფლენდმა აუცილებლად მიიჩნია საკუთარი კვლევისათვის ამგვარი დასკვნის დართვა: „ყველაფერი, რაც გადმოვეცი, შეთქმულების თეორიებს არ ეხება. ეს ნამდვილი შეთქმულებებია. აშშ-სთვის დემოკრატიის გავრცელება მისი ეროვნული უსაფრთხოების  გენერალური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია. სახელმწიფო დეპარტამენტის ბევრი სექტორი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და პროსამთავრობო სააგენტოები, როგორიცაა დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ინსტიტუტი და აშშ–ს მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა კარნეგის ფონდი, ყველას ამათ ბევრი საერთო აქვთ: ისინი თავს ახვევენ სხვა ქვეყნებს გარეშე ჩარევას, დასავლურს, ძირითადად, ამერიკულს. ეს ჩარევა ხშირად მეტისმეტად ხისტია და ამგვარი ჩარევები სწორედ იმისთვის გამოიყენება, რომ რევოლუციის გზით რეჟიმის შეცვლას შეუწყონ ხელი“.

საქართველომ ეს ყველაფერი უკვე გაიარა. ისინიც კი, ვინც რევოლუციური რიტორიკით ერთობოდნენ, ძალიან მალე მიხვდნენ, რომ გამოცხადებული ღირებულებები მხოლოდ ნიღაბი იყო, სინამდვილეში კი სახელმწიფო საკუთარი მოქალქეების დამსჯელ მანქანად ჩამოყალიბდა. მან ყოველგვარი ვალდებულება მოიხსნა ხალხის მიმართ და ვიწრო ჯგუფის ბატონობას ემსახურება. სამართლიანობა მოდური აღარ არის. სისასტიკე ნორმად იქცა. და, რაც მთავარია, ქვეყანაში ადამიანის უფლებები (სიცოცხლის უფლებიდან – საკუთრების უფლებამდე), დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია სულს ღაფავს, მაგრამ 2003 წლისგან განსხვავებით, ამას არავინ იმჩნევს დასავლეთში. ხანდახან, მცირე შენიშვნებსა და საყვედურებს სჯერდებიან.

მაშინდელი საქართველოსგან განსხვავებით, ექსპორტირებული რევოლუციების ტექნოლოგია უკვე კარგად არის გაშიფრული და შესწავლილი. თუ რუსეთის საზოგადოება ამაზე შეგნებულად დახუჭავს თვალს და პროცესებს იმავე სცენარით მიუშვებს, მაშინ დღესვე უნდა ემზადოს იმისთვის, რომ მორიგი სააკაშვილი მიიღოს ქვეყნის სათავეში, ოღონდ ისეთი, როგორიც იგი ქართველებისთვისაა და არა ისეთი, როგორიც „ორ ქსენიას“ (სობჩაკსა და სოკოლოვას) ჰგონიათ!

ნანა დევდარიანი

ისტორიის გახსენება
უკანასკნელ თვეებში განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ირანის ისლამური რესპუბლიკის გარშემო. აშშ-ს და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები ხმამაღლა მსჯელობენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ საჰაერო თუ სხვა სახის თავდასხმის განხორციელების შესახებ. ბოლო დროს საქართველოშიც, განსაკუთრებით ინტერნეტ-სივრცეში, ერთგვარად გაიზარდა ინტერესი ირანის მიმართ, რაც, ალბათ, გამოძახილია მსოფლიოში შექმნილი სიტუაციისა.

რამდენიმე დღის წინ ჩვენი საიტის ერთ-ერთმა მკითხველმა კომენტარი გაუკეთა ერთ-ერთ სტატიას. (ბმული). ეს არ იყო პრიმიტიული ლანძღვა-გინება და ისლამური რესპუბლიკის „მხილება“ შუასაკუნეებრივ ჩამორჩენილობაში და ა.შ., რაც ახასიათებთ პროდასავლური პროპაგანდით გონებაამღვრეულ ცალკეულ მოქალაქეებს. ამიტომ შევეცდებით პასუხი გავცეთ მკითხველის მიერ მოტანილ ზოგიერთ ინფორმაციას.

პირველი, ეს არის მტკიცება, თითქოს ირანის ბოლო შაჰის, რეზა ფეჰლევის მმართველობის 38 წლის განმავლობაში, „მხოლოდ“ 5 000 კაცი იმსხვერპლა სამთავრობო რეპრესიებმა, რაც თითქოსდა აიათოლა ხომეინის მიერ შექმნილმა კომისიამ დაადგინა და რომლის დასკვნა „გასაიდუმლოებულია“. შეიძლება იყო კიდეც შემდგარი რაიმე კომისია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მხოლოდ ე.წ. 15 ხორდადის მოვლენების დროს (1963 წლის 5-6 ივნისი) დაიღუპა და მძიმედ დაიჭრა 15 ათასამდე ადამიანი, როცა შაჰის ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს ხალხს თეირანის მისადგომებთან და თავად ქალაქში. ათასობით (რამდენიმე ათასი, ზუსტი ციფრი უცნობია) ადამიანი დაიღუპა 1978 წლის 8 სექტემბერს, თეირანის ერთ-ერთ მოედანზე გამართული დემონსტრაციის დახვრეტის შედეგად. ამ მოედანს ამჟამად შაჰიდების (წამებულთა) მოედანი ეწოდება.

შაჰის რეჟიმის ბევრი ოპოზიციონერი დაპატიმრებული იყო, განსაკუთრებით 1963-1978 წლებში. ბევრ მათგანს უშიშროების სამსახური, ე.წ. „სავაკ“ სასტიკად აწამებდა. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ რეჟიმი, როგორც წესი, ვერ ბედავდა ისლამური ოპოზიციის ლიდერების სიკვდილით დასჯას.

ამის მიზეზია ის, რომ ირანში მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვითაც მეცნიერი, რომელსაც აიათოლას ტიტული ჰქონდა. არ შეიძლებოდა სიკვდილით დასჯილიყო. იმდენად ძლიერი იყო ისლამის და შიიტი „სასულიერო პირების“ გავლენა, რომ შაჰის პროამერიკულმა რეჟიმმაც კი ვერ გაბედა ამ კანონის გაუქმება. ამის გამო ვერ მოიყვანეს სისრულეში თავად ხომეინის მიმართ გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი, რადგან აღმოჩნდა, რომ მას უკვე მინიჭებული ჰქონდა აიათოლას ტიტული. იმის გამო, რომ ისლამისტურ ოპოზიციას, ძირითადად, სწორედ მაღალი რანგის „სასულიერო“ პირები მეთაურობდნენ, მათი სიკვდილით დასჯა ვერ ხერხდებოდა.  თუმცა, რეჟიმი მაინც ცდილობდა თავისი მიზნების მიღწევას. მაგალითად, აიათოლა ხომეინის უფროსი შვილი მუსტაფა, რომელიც მისი უახლოესი თანაშემწე და თანამებრძოლი იყო, მოწამლეს 1977 წელს, რევოლუციამდე ორიოდე წლით ადრე.

მეორე საკითხი, რომელიც ხანდახან ეჭვს იწვევს და ზემოთნახსენებ კომენტარშიც არის მასზე საუბარი, გახლავთ ის, რომ „ირანის შაჰის დამხობა აწყობდათ როგორც აშშ, ისე საბჭოებსაც“. სხვათა შორის, 70-იანი წლების ბოლოს შაჰის რეჟიმის პროპაგანდაც შეეცადა ეს მოსაზრება გაევრცელებინა. კერძოდ, 1978 წლის 7 იანვარს, ერთ-ერთ გაზეთში, გამოქვეყნდა წერილი, რომლის ანონიმი ავტორი ამტკიცებდა, რომ ირანის წინააღმდეგ ერთდროულად მოქმედებს „შავი და წითელი იმპერიალიზმი“ (იგულისხმებოდა დასავლეთი და საბჭოთა კავშირი). ამ სტატიამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მაშინ და მას საპროტესტო დემონსტრაციებიც მოყვა, რომელიც ასევე იარაღის გამოყენებით ჩაახშეს (დაიღუპა ათეულობით ადამიანი).

1976 წლის ნოემბერში, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კარტერის გამარჯვებამ, თავიდან თითქოს გაართულა შაჰის ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან. ცნობილია, რომ რეზა ფეჰლევი აქტიურად აფინანსებდა და მხარს უჭერდა რესპუბლიკელ კანდიდატს. მაგრამ მალე შედგა კარტერის პომპეზური ვიზიტი ირანში და ამ უკანასკნელმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა შაჰის მიმართ. ცნობილია, რომ შაჰის მმართველობის ბოლო წლისთვის, ირანში მუდმივად იმყოფებოდა ამერიკელ და ისრაელელ ინსტრუქტორთა მთელი არმია, რომლის რიცხოვნობამ ბოლოს 60 ათასს მიაღწია. თუმცა, ამერიკელები ხედავდნენ, რომ შაჰის რეჟიმი უკვე ძირგამომპალი და მორყეული იყო და მისი გადარჩენა შეუძლებელი ჩანდა. თავად შაჰი სიმსივნით იყო ავად, რაც ამერიკელებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო უკვე 1978 წლის ბოლოსთვის. ასე რომ, აშშ ცდილობდა ირანში დაესვა ან სამხედრო დიქტატურა, ან ხელისუფლებაში მოეყვანათ ე.წ. ლიბერალები, რომლებიც მრავლად იყვნენ მაშინ ირანში. სხვათა შორის, ლიბერალებმა მოახერხეს კიდეც მართვის სადავეების ხელში ჩაგდება მცირე ხნით, თუმცა შემდეგ ხომეინიმ და მისმა მომხრეებმა ჩამოაშორეს ისინი ხელისუფლებას, რადგან ხალხის აქტიური ნაწილის უმრავლესობა სწორედ ისლამისტების მხარეს იყო.

ამავე დროს, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დასავლეთის ქვეყნებს ნაწილობრივ ხელს აძლევდათ ისლამისტების მოსვლა ხელისუფლების სათავეში, რადგან ამ დროისთვის მწიფდებოდა კრიზისი ავღანეთში, რამაც საბოლოოდ აიძულა საბჭოთა კავშირი, შეიარაღებული ძალები შეეყვანა ამ ქვეყანაში. ირანის მხარდაჭერა ავღანელი მუჯაჰედების მიმართ კრიტიკულად საჭირო იყო დასავლეთისთვის, რაც ირანში ისლამისტური რეჟიმის პირობებში იყო შესაძლებელი. ამავე დროს, მათ სჭირდებოდათ საპირწონე, რომ დაებალანსებინათ სპარსეთის ყურის მონარქიები, რომლებიც ისლამის რადიკალური სექტის მიმდევრები არიან და მიუხედავად დასავლეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისა, ხანდახან ავლენენ ტენდენციას, თავისივე პატრონებს უკბინონ.

თუმცა, უკვე 1980 წელს, დასავლეთმა, კერძოდ აშშ-მ, პირდაპირ მიუსია ახლადშექმნილ ისლამურ რესპუბლიკას სადამ ჰუსეინის მმართველობის ქვეშ მყოფი ერაყი, რასაც სისხლიანი ომი მოჰყვა (1980-1988 წ.). ცნობილია, რომ როგორც აშშ, ისე სსრკ, დიდძალ სამხედრო დახმარებას უწევდა ერაყს, განსაკუთრებით 80-იანი წლების პირველ ნახევარში, რამაც საშუალება მისცა მას, არ წაეგო ომი.

სავარაუდოდ, ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები, შესაძლოა, არც ელოდნენ, რომ ისლამური რესპუბლიკა წარმატებით გადალახავდა სიძნელეებს და აქამდე მოაღწევდა. მათ, ალბათ, ჰქონდათ გათვლა, რომ როგორც საბჭოთა კავშირში, იმ დროისთვის, უკვე შეინიშნებოდა იდეური კრიზისი, იგივე დაემართებოდა მომავალში ხომეინისტურ იდეოლოგიასაც, თუმცა ჯერჯერობით ეს პროგნოზი არ მართლდება.

ირანის გეოპოლიტიკური ტრიუმფი ახლოსაა
სწორედ ირანის „გეოპოლიტიკური ტრიუმფი“ შეიძლება ეწოდოს იმ ვითარებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იწყებს ფორმირებას.

ამაზე მიუთითებს ერაყის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თავი შეეკავებინა არაბულ სახელმწიფოთა ლიგის სამიტზე კენჭისყრის დროს, როდესაც ამ ორგანიზაციაში სირიის რესპუბლიკის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, სირიის ხელისუფლების მხრიდან აჯანყებულთა მიმართ ძალის გამოყენების გაგრძელების გამო. სხვა არაბულ სახელმწიფოთაგან განსხვავებით, ამგვარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა მისცეს ლიბანმა და იემენმა, ხოლო ერაყმა, როგორც ზემოთ ითქვა, თავი შეიკავა.

სიახლეს არ წარმოადგენს, რომ არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებს ამერიკული სატელიტები – მონარქიული დიქტატურები მართავენ. ბაჰრეინის მონარქიამ საუდის არაბეთის დახმარებით მშვიდობიანი ბაჰრეინელების საკმაო რაოდენობით სისხლი დაღვარა, და ეს მაშინ, როდესაც ბაჰრეინელი შიიტები, განსხვავებით სირიაში აჯანყებულებისაგან, არ იყვნენ შეიარაღებულნი. ასე რომ, არაბული დიქტატურების პოზიცია გასაკვირი არ არის. რაც შეეხება არაბული მაღრიბის ქვეყნებს – ეგვიპტიდან მავრიტანიამდე, ისინი ჯერ კიდევ ტუნისის, ეგვიპტისა და ლიბიის რევოლუციების შთაბეჭდილებების ქვეშ იმყოფებიან, ამიტომ მათი პოზიცია ასევე გასაგებია და პროგნოზირებადიც იყო. მაგრამ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი ხარისხია. კერძოდ, ახლო აღმოსავლეთისათვის სტრატეგიულად მცირე სახელმწიფო ლიბანი (რომელშიც არ გამოვიდა ამერიკული სცენარი და ეს ქვეყანა მთლიანობაში დარჩა ანტიამერიკულად და ანტისიონისტურად) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ალჟირი, მაროკო და სუდანი, ერთად აღებული. აღმოსავლეთით ლიბანს, როგორც ცნობილია, საკუთრივ სირია ესაზღვრება, რომელსაც ლიბანში დიდი გავლენა აქვს და რომელიც ირანთან ახლო კავშირში იმყოფება, სირიის აღმოსავლეთით კი ერაყი მდებარეობს, რომელიც, მიუხედავად იქ განლაგებული ამერიკული სამხედრო შენაერთებისა, მეგობრობს თავის აღოსავლელ მეზობელ ირანთან და საერთაშორისო ასპარეზზე არ დგამს ირანის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს (გასაგებია, რომ არაბული ლიგის სამიტზე ერაყის მიერ გამოხატული პოზიცია იმით არის განპირობებული, რომ ბაღდადს ერთი მხრივ არ სურდა ლიგის წევრთა უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ მეორეს მხრივ იგი ძალზე უფრთხილდება თეირანის პოზიციას, რომელიც სირიის საქმეებში ჩარევის წინააღმდეგია; ამიტომაც ერაყმა, ირანის პოზიციის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა). თუკი ირანულ-ერაყული დაახხლოება ამგვარი ტემპებით გაგრძელდება, ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მკვეთრი შემცირების ფონზე ირანი სახმელეთო გზით პირდაპირ უკავშირდება სირიას და შემდეგ ლიბანს, მათი საშუალებით იღებს გასასვლელს ხმელთაშუა ზღვაზე. ეს კონსტრუქცია ჯერ კიდევ საკმაოდ მყიფეა, მაგრამ გამოირჩევა სწრაფი გამყარების ტენდენციით.

არ უნდა დაგვავიწყდეს იემენიც, რომელშიც სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, მაგრამ ჩანს, რომ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ამ ქვეყანაში პროამერიკული რეჟიმი აღარ იარსებებს. ირანის მხარეს მომზირალი იემენელი შიიტები პოლიტიკურად ძლიერდებიან. თავიანთი ქვეყნის ბევრ სუნიტთან მათ აერთიანებს რეგიონში შეერთებული შტატების მთავარი დასაყრდენისადმი – ერ-რიადში მოკალათებული საუდიტების რეჟიმისადმი ანტიპათია. პერსპექტივაში იემენის სიტუაციამ, შეიძლება, საუდის დიქტატურაზე მადესტაბილიზებელი გავლენა მოახდინოს, რაც უკიდურესად არ აწყობს ვაშინგტონს.

საკუთრივ ირანი აგრძელებს მყარად დგომას ატომური პროგრამის საკითხში და არ იხრის ქედს დასავლეთისა და ისრაელის ზეწოლის წინაშე, რაც ამ უკანასკნელთა დაბნეულობას იწვევს. ცხადია, რომ არც დასავლეთი და მით უმეტეს, არც ისრაელი, დღეს არ იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რომ ირანის იძულებითი დაყოლიება მოახდინონ. რუსეთი და ჩინეთი გამოფხიზლებას იწყებენ და ისინი აღარ აპირებენ თეირანის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გამკაცრების მხარდაჭერას. ყოველივე ეს კი მიუთითებს, რომ ირანის ისედაც მაღალი გეოპოლიტიკური ფასეულობა შეუქცევადად და სწრაფად იზრდება.

ამერიკული “გადატვირთვის” პოლიტიკისა და “დემოკრატიული” რიტორიკის არსი რუსეთში აშშ ელჩის მ.მაკფოლის ბიოგრაფიის ფონზე
ევრაზიის ინსტიტუტის საიტზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ე. წ. “გადატვირთვის” პოლიტიკა რუსეთისთვის მეტ რისკებს შეიცავს, ვიდრე უპირატესობებს. რუსეთი სტრატეგიულად მოქცეულია დასავლური იდეოლოგიის ფარგლებში და თავის პოლიტიკას სწორედ ამ  ფარგლებში უძებნის ლეგიტიმაციასა და გამართლებას. საკუთარი იდეოლოგიის არარსებობა კი  არსებითად აბრკოლებს საშუალებას, რუსეთი ჩამოყალიბდეს თვითკმარ გეოპოლიტიკურ ცენტრად.

ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ დასტურდება რუსეთის ფედერაციაში შეერთებული შტატების ახალი ელჩის, მაიკლ მაკფოლის ბიოგრაფიითაც. სააგენტო “რეგნუმს” საკმაოდ ბევრი მკითხველი ჰყავს, მაგრამ საჭიროდ მივიჩნიეთ, ამ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთი მასალისადმი ჩვენი მკითხველების ყურადღებაც მიგვეპყრო, კერძოდ, ალექსანდრე ჩაიკოვსკის ვრცელ სტატიაზე, რომელიც შესაბამისი წყაროების მითითებით არის გამყარებული.

ამ სტატიიდან კეთდება მთავარი დასკვნა: ყველაზე “რბილი” ამერიკული ადმინისტრაციაც კი ცდილობს, შეინარჩუნოს და გაამყაროს აშშ-ის ჰეგემონია მსოფლიოში. რუსეთის ხელისუფლება კი ხშირ შემთხვევაში ამერიკულ კეთილმოსურნე რიტორიკაზეც თანახმაა ისე, რომ მის უკან რა დგას, არ უღრმავდება. რუსეთში ამერიკელებმა შეძლეს არა მხოლოდ მარგინალური ძალების დახმარება, არამედ მრავალრიცხოვანი მოკავშირეების გაჩენა გავლენიანი პოლიტიკის ექსპერტების,  ბიზნეს-წრეების, საზოგადო მოღვაწეების და თვით მაღალი რანგის პოლიტიკოსებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში მოქმედებს ამერიკული ლობი, და არცთუ ისე წარუმატებლად. საინტერესოა, რომ თავის დროზე მაიკლ მაკფოლმა პუტინს “პარანოიდალური ლიდერი” უწოდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ამჯერად მაინც დათანხმდა მის ელჩად მოვლინებას და ე. წ. “აგრემანი” მასზე გასცა.

ყოველივე ამის შესახებ სტატიაში, რუსულ ენაზე.

დასავლეთის ამბიციები კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში
აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბრძოლა თეთრი სახლისთვის დაწყებულია. განსაკუთრებული აქტიურობაა რესპუბლიკელთა ბანაკში, ისინი ბეჯითად ემზადებიან რევანშისთვის.

როგორც ჩანს, მომავალი არჩევნები დიდი სიმძაფრით წარიმართება. ამის დასტურად ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ერთ-ერთი მათგანია პრეზიდენტი ობამას პროგრამა მზარდი უმუშევრობის (9,2%) შემცირებასთან დაკავშირებით. კონგრესის წევრთა გამონათქვამებიდან გამომდინარე, პროექტი ვერ მიიღებს რესპუბლიკური უმრავლესობის მხარდაჭერას, რაც თავისთავად გამოიწვევს უმუშევრობის შემცირების გეგმის შეფერხებას, პრეზიდენტის ისედაც დაბალი რეიტინგის გაუარესებას.

რესპუბლიკელები ძალას არ იშურებენ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტების დაბლოკვისათვის. კრიტიკის ქარ-ცეცხლში ტარდება პრეზიდენტის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. საშინაოში – ეკონომიკურ-ფინანსური, საგარეოში – „გადატვირთვა“, ახლო აღმოსავლეთი, ირანი და სხვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკით აღინიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, რესპუბლიკელი ჯონ ბეინერის ამასწინანდელი გამოსვლაც. მან მკაცრად გააკრიტიკა ობამა რუსეთთან ზედმეტი ლოიალურობისა და დამთმობი პოლიტიკისთვის, რასაც, მისი აზრით, რუსეთი არაკეთილსინდისიერად იყენებს – ავითარებს რა ურთიერთობას, ამერიკის მტერ ირანთან.

სენატორმა აღშფოთებით აღნიშნა, თითქოს ადმინისტრაცია აძალებს საქართველოს დაეთანხმოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლაზე. ბეინერს მიაჩნია, რომ რუსეთისთვის აღნიშნული ორგანიზაციის კარი მხოლოდ მაშინ უნდა გაიღოს,  როდესაც ის უარს იტყვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბეინერის მიხედვით, რუსეთი ვერასოდეს ეღირსება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, ვინაიდან 2008 წლის ომის შედეგებს ის „შექმნილ რეალობად“ აღიქვამს.

ამერიკის ადმინისტრაციის, ისე, როგორც ევროკავშირის სურვილია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ჩარჩოებში მოქცევა, სადაც რუსეთს ძალაუნებურად მოუწევს წევრი სახელმწიფოებისთვის ანგარიშის გაწევა.

თვით რუსეთში სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით არაცალსახა მიდგომაა. ბევრი მიიჩნევს, რომ შესვლით რუსეთი უფრო წააგებს, ვიდრე მოიგებს.

აშშ-ს ადმინისტრაციისა და ევროკავშირის ამ საკითხისადმი მიდგომა პრაგმატულია და შორს რუსეთისადმი ლოიალურობისგან.

რუსეთის ერთადერთ ბარიერად საქართველო დარჩა. მოლაპარაკება მასთან, რუსეთის აზრით, ტყუილი წყლის ნაყვაა, ვინაიდან საქართველოს პოზიცია ძველებურად უცვლელია, თუმცა სულ ახლახანს გაჩნდა ახალი წინადადება – რუსეთ-აფხაზეთის (საქართველოს) საზღვარზე ნაცვლად ქართველი მებაჟეებისა, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩაყენება.

საქართველოს ხელისუფლება, 2008 წლის ომში „გამარჯვების“ მსგავსად, მთელი ძალით გაჰყვირის ახალი „გამარჯვების“ შესახებ, თან იმასაც აცხადებს, რომ საქართველო ყოველთვის მზად იყო რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის.

დაეთანხმება თუ არა რუსული მხარე ქართულ წინადადებას, ძნელად გამოსაცნობია, ვინაიდან ეს საკითხი ფორმალურად მაინც „დამოუკიდებელ“ აფხაზეთთანაც არის შესათანხმებელი. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დათანხმდება, ეს ისეთი თანხმობა იქნება, რომელიც არ დააფიქსირებს საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ მონაკვეთს.

რუსეთის პასუხს ნოემბრის პირველ დეკადაში უნდა ველოდოთ. როგორც ჩანს, ბეინერის აღშფოთების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებაზე მაინც მოხდა ზეწოლა, არც ევროკავშირს დაუკლია ხელი.

რესპუბლიკელთა შეტევების მოსაგერიებლად დემოკრატები ვალში არ რჩებიან, თუმცა ესეც რუსეთის ხარჯზე ხდება, თანაც ამერიკელთა გულის მოსაგებად. მედიის წყალობით, რუსეთისადმი დამოკიდებულება ვერაფრით გასცდა „ცივი ომის“ დროინდელს.

ჯერ იყოდა ამერიკას არ მოსწონდა იდეოლოგიური მტერი – საბჭოთა კავშირი, ახლაა და – არ მოსწონს კაპიტალისტური რუსეთი. როგორც ჩანს, საქმე იდეოლოგიაში არ ყოფილა. აქ უფრო მძაფრ კონკურენციასთან გვაქვს საქმე, ბრძოლასთან, რომელსაც გავლენის სფეროების მოპოვება ჰქვია.

ეკონომიკური და სამხედო პაექრობა სახეზეა – უმეტესად გაუმჭვირვალე საბურველით მოსილი, ხან პირდაპირი კრიტიკითა და გამომწვევ ქმედებათა სიუხვით, ხან დაყვავებით, ურთიერთის მიმართ რევერანსული დამოკიდებულებით.

„ცივი ომის“ პერიოდი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ამჟამინდელი პოლიტიკა არცთუ იშვიათად გვახსენებს წარსულს – ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განლაგების სახით და ენერგეტიკის სფეროში რუსეთის ნეიტრალიზების თვალსაზრისით.

აშშ-ს და ევროკავშირის საფინანსო-ეკონომიკური კრიზისი გარკვეულწილად ხელს უწყობს რუსეთის თვითდაჯერებას, მაგრამ არა შორეული პერსპექტივისათვის, ვინაიდან გლობალიზაცია, რუსეთის ეკონომიკური კავშირები დასავლეთთან – ერთობ მჭიდრო და ინტენსიური, მეტნაკლებად ამ ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ყოფაზეც მოქმედებს.

2007 წლის წინაკრიზისულ პერიოდში ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოების ტემპმა 8,5% მიაღწია. 2008 წელს, როდესაც მსოფლიომ პირველი ფინანსური დარტყმა იგემა, ეროვნული პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 5,2%-ე იკლო. წელს ეს მაჩვენებელი 4%-ს არ ასცდება. პრემიერ-მინისტრ პუტინის განცხადებით, მატება მხოლოდ მომავალი წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი.

მიუხედავად ვარდნისა, რუსეთის ეკონომიკური მაჩვენებელი უსწრებს ევროპის ლიდერი სახელმწიფოებისა და აშშ-ს მაჩვენებლებს, რაც ნაკლებად ახარებს ვაშინგტონის პოლიტიკურ ელიტას, განსაკუთრებით ნეოკონსერვატორებს.

რუსეთის შედარებითი ეკონომიკური მდგრადობა თავისთავად უკავშირდება სამხედრო მშენებლობის საქმესაც, თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციას, თანამედროვე იარაღით ჯარის აღჭურვას.

თავდაცვის საქმისთვის გამოყოფილი თანხები მომავალი სამი წლის განმავლობაში გაცილებით დიდია გასული წლების სამხედრო ხარჯებზე, თუმცა მრავალჯერ ჩამოუვარდება ამერიკისას.

რუსეთ-ჩინეთის გაძლიერება, მათი მხრიდან გარკვეული ინტერესების დაფიქსირება მოსაზღვრე რეგიონებში, უარყოფითად აღიქმება ვაშინგტონში. ვაშინგტონმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთ-ჩინეთი სირიის საკითხთან დაკავშირებით. უკმაყოფილების საგნად იქცა ამ ორი ქვეყნის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკა-ევროპის პროექტისთვის ვეტოს დადება.

ლიბიაში განვითარებული ერთობ შემაშფოთებელი ვითარებიდან გამომდინარე, რაშიც რუსეთის პირდაპირი თუ არა ირიბი წვლილიც არის, რუსეთმა ჭკუა იხმარა და არ დაეთანხმა სირიის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებას. რუსეთმა არც ირანთან გაწყვიტა ურთიერთობა და ბუშერის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა ბოლომდე მიიყვანა.

ვაშინგტონისთვის ირანის მოდრეკვა სერიოზულ პრობლემად რჩება. მისი აზრით, რომ არა რუსეთ-ჩინეთის ლოიალურობა ირანისადმი, ეს ქვეყანა ნაკლები თავსატეხი იქნებოდა ამერიკისთვის. ვაშინგტონს და არა მარტო მას, არამედ ახლო აღმოსავლეთში მის მოკავშირე საუდის არაბეთს, რომ არაფერი ვთქვათ ისრაელზე, აწუხებს რეგიონში ირანის ავტორიტეტის ზრდა, ირანის მიმართ არაბული ქვეყნების მოსახლეობის დადებითი განწყობა.

ირანის დისკრედიტაციას ემსახურებოდა პრეზიდენტ ობამას, ჰილარი კლინტონის, სხვა ამერიკელი პოლიტიკოსების განცხადება ირანის მიერ დაგეგმილი ტერაქტის გამო. ირანის მეთაურმა, აიათოლა ჰამენეიმ, შეაფასა რა ამერიკელთა მორიგი ანტიირანული განცხადება, აღნიშნა, რომ აშშ-ს რთული საშინაო ცხოვრებიდან ყურადღება ირანზე გადააქვს.

აშშ-ი საუდის არაბეთის ელჩზე „დაგეგმილი“ ტერაქტის „გამოაშკარავება“ საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვის ერთ-ერთი კომპონენტია. თუმცა საზოგადოების დარწმუნება ირანის მზაკვრობაში არცთუ იოლია, მარტივი მიზეზის გამო – რა ისეთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ელჩი, რომ მისი ლიკვიდაციისთვის ერთობ ჩახლართული ტერორისტული გეგმა შეემუშავებინათ?

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ა მიაღწია მთავარ მიზანს – მსოფლიოს ერთპიროვნულ ლიდერობას, რასაც მოჰყვა თუნდაც მოკავშირე ქვეყნების მიმართ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მენტორული ტონით ლაპარაკი, ქედმაღლური დამოკიდებულება.

ამგვარმა პოზიციამ შეარყია ამერიკელთა იმიჯი და აიძულა ისინი სხვაგვარად შეეგრძნოთ ვითარება. ობამამ და დემოკრატებმა, მართალია სხვებთან მიმართებაში, შეცვალეს საგარეო-პოლიტიკური მიდგომები მენტორობიდან – პარტნიორობაზე, მკაცრი კურსიდან – „გადატვირთვაზე“, მაგრამ ძირითადი მიმართულება – გავლენის სფეროთა გაფართოება უცვლელი დატოვეს.

ვაშინგტონისთვის მიუღებელია რუსეთის ან ირანის მხრიდან საკუთარი ინტერესების გამოხატვა, მაგალითად კავკასიისადმი ან ახლო აღმოსავლეთისადმი, იმ ფონზე, როდესაც თვით ცდილობს იგივეს მისგან ათეულ-ათასობით კილომეტრზე მდებარე რეგიონებში. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს მაგალითიც კმარა.

ვაშინგტონმა, ქართველთა დაყოლიებისა და გამყიდველი ხელისუფლების წყალობით, მოახერხა ის, რასაც ვერ ახერხებდა ვერც ერთი მომხდური. აზროვნების გადაგვარება, ტრადიციებზე შეტევა, საზოგადოების გარკვეული გავლენიანი ფენების, მათ შორის ე.წ. ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების ფულით გახრწნა, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ხელის აღმართვა და სხვა. და ეს ყველაფერი გააკეთა თითზე ჩამოსათვლელ პერიოდში.

რაც მთავარია, მან შეძლო პოლიტიკური ელიტის და ე.წ. ინტელიგენციის მისდამი უაღრესად პოზიტიურად განწყობა. და ისმის სახელისუფლებო ტელეეკრანებიდან, რადიოებიდან, ბეჭდვითი მედიიდან, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ფულსაც გვაძლევს და სულიერ საკვებსაც.

არც ერთი მეხოტბე წამითაც არ ფიქრობს – რატომ აკეთებს აშშ-ი ამას, თუ რატომ აკეთებს, შესანიშნავად აქვს აღწერილი ამერიკელ ავტორს ჯონ პერკინს თავის წიგნში „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“. ამერიკის მეხოტბეებს ვურჩევდი თვალი გადაევლოთ ამ წიგნისთვის, ისე, როგორც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ალბერტ გორის წიგნისთვის „შეტევა აზროვნებაზე“.

არც ერთი მეხოტბე არ სვამს კითხვას, ამერიკა ამას იმიტომ აკეთებს, რომ ქველმოქმედია და ღარიბ-ღატაკი ქვეყნების დამპურებელი თუ? . . . ძნელია დაიჯერო ქვეყნის ქველმოქმედება, როდესაც თვით 60 მილიონი ღარიბ-ღატაკი ჰყავს. მეხოტბენი დღემდე ვერ მიმხვდარან, რომ „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია“.

საკუთარი მიზნების მისაღწევად დასავლეთი მზადაა აწარმოოს კოლონიური ომებიც, სხვას ვერაფერს დაარქმევთ. იმას, რასაც ლიბიაში ჰქონდა ადგილი. ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა თქვა, რომ ნატომ წარმატებით გაართვა თავი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას კადაფის აგრესიისგან. აშშ-ს და მის მოკავშირე ევროპის ქვეყნებისთვის 25 ათასზე მეტი ლიბიელის დახოცვა და 50 ათასზე მეტის დასახიჩრება, ნახევარი ლიბიის ნანგრევებად ქცევა – „მშვიდობიანი ლიბიელების“ დაცვაა.

კადაფის თითქმის მთელი ოჯახის ამოხოცვა, მათ შორის მცირეწლოვანი შვილებისა და ჩვილი შვილიშვილების, კეთილშობილურ საქმედ ითვლება. სისასტიკე ემსახურებოდა მხოლოდ ერთს – მართალი სიტყვის სამარადისო ჩაჩუმებას, კადაფის მიერ ევროპელი ლიდერებისთვის ფულის და ძვირფასი საჩუქრების გადაცემის არაერთი ფაქტის მიჩუმათებას.

აშშ-ი და ევროკავშირი, სამხედრო ძალასთან ერთად, ხშირად მიმართავს ეკონომიკურ ბერკეტებსაც, რაც კარგად ჩანს კავკასიის მაგალითიდანაც. ბოლო დროს ახალი ძალით ამოქმედდა კასპიის ზღვის ფსკერზე მილსადენების გაყვანის პროექტებზე საუბარი.

ტრანსკასპიურ მილსადენებს აშშ-ი და ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს. ინტერესი უპირველესად გამოწვეულია პოლიტიკური მოტივებით, კასპიის ზღვის ქვეყნების, გეოპოლიტიკური ინტერესების გაღვივებით, მათი რუსეთთან დაპირისპირებით.

დასავლეთი ახერხებს ახალი მილსადენების პროექტებთან მიმართებაში ენერგეტიკული რესურსების მქონე ისეთი ქვეყნების მიმხრობას, როგორებიცაა აზერბაიჯანი და თურქმენეთი. ამ ქვეყნებში მილსადენის მშენებლობას განიხილავენ, როგორც საშინაო საქმედ, იგნორირებენ, რა რუსეთ-ირანის ნეგატიურ პოზიციას მილსადენის პროექტების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

ცნობისათვის მოგახსენებთ, რომ დღემდე ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს კასპიის ზღვის ქვეყნების მოლაპარაკება ზღვის სექტორებად დაყოფასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს საკითხი არ გადაიჭრება, მილსადენების პროექტების განხორციელება გაჭირდება, თუმცა აშშ-ი და ევროკავშირი არ უშინდება პრობლემებს და შემოვლითი გზებით ცდილობენ დასახული მიზნის მიღწევას – აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და ყაზახეთის საკუთარი ინტერესების მორევში ჩათრევით.

დასავლეთის მიზანი არა მარტო ენერგეტიკული რესურსების მოპოვებაა, არამედ რუსეთის ინტერესების შეკვეცაც. დღეს, ისე, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით აზერბაიჯან-საქართველოს მიბმა დასავლეთზე და რუსეთიდან ჩამოშორება, ტრანსკასპიური პროექტებით ხდება ცენტრალური აზიის მიბმა დასავლეთზე.

ტრანსკასპიური გაზსადენის და ნავთობსადენის პროექტების რეალიზაციის შემთხვევაში ადგილი ექნება კასპიის ზღვის ქვეყნების ერთმანეთთან დაპირისპირებას, რეგიონულ დაძაბულობას, რამეთუ ამ აუზში გაცილებით დიდია პოლიტიკური წინააღმდეგობა, ვიდრე აზრთა თანხვედრა.

დასავლეთთან მილსადენური კავშირები, რომლებიც მესამე ქვეყნების ინიციატივით ხორციელდება, დააკნინებს თვით კასპიის ქვეყნების ერთმანეთთან ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმს, პროექტში მონაწილე ქვეყნებს გაუჩენს მოჭარბებულ ამბიციებს, შეასუსტებს მათ ურთიერთობას რუსეთთან, დააკნინებს რუსეთის პოზიციას კასპიის ზღვის ქვეყნების სექტორებად დაყოფის მოლაპარაკების დროს. პროექტში ირანის სრული იგნორირება დაძაბავს კასპიის რეგიონსა და კავკასიაში ისედაც დაძაბულ ვითარებას.

ცენტრალური აზიის ქვეყნები ფლობენ გაზის მარაგის უმსხვილეს პოტენციალს ანუ მსოფლიო მარაგის 12%-ს, 22 ტრილიონ კუბ.მეტრს. ცნობისათვის, რუსეთის მარაგი 24 ტრილიონი კუბ.მეტრია. ამ ქვეყნებს დღესაც გააქვთ საკუთარი გაზი ექსპორტზე, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე დსთ-ში. 2009 წელს უზბეკეთმა გაიტანა 60 მილიარდი კუბ.მეტრი,  ყაზახეთმა – 30.

ცენტრალური აზიის ქვეყნების გაზი 10-15% იაფია, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის და 30-33%-ით იაფი, ვიდრე ტიუმენის (რუსეთის) გაზი. ამ რეგიონს არ აქვს ევროპისა და მსოფლიოსაკენ მიმავალი საექსპორტო გზები. ისინი ამას რუსეთის გავლით ახერხებენ, სწორედ ამ გზის სხვა გზით ჩანაცვლებისთვის იღწვის აშშ-ი და ევროკავშირი. თუ რა გამოუვათ, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ერთია – ბრძოლა იქნება სერიოზული, კონფრონტაციული, დაუნდობელი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

შეერთებულ შტატებში სიღარიბის დონე რეკორდულ ზღვარს აღწევს
ადამიანები აშშ-ში სულ უფრო ღარიბი ხდებიან. ერთი მხრივ, ფინანსური კრიზისის დაწყების მომენტიდან, სახელმწიფოს სოციალური ხარჯები გაიზარდა, გახშირდა გადასახადებისაგან გათავისუფლების პრაქტიკა, და როგორც შედეგი, გაიზარდა სახელმწიფო დეფიციტის მოცულობა.

მაგრამ მაინც, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველ შემთხვევაში, 2010 წლის მონაცემებით რომ ვიმსჯელოთ, ამერიკელთა შემოსავლების საშუალო დონემ დაიწია და მოიმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და უმუშევრობის პირობებში ცხოვრობენ.

ამერიკელთა თითქმის ნახევარი, უფრო ზუსტად, მათი 48,5 პროცენტი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომელშიც მისი მინიმუმ ერთი წევრი სახელმწიფოსგან შემწეობას იღებდა. ეს ისტორიული რეკორდია. 34 პროცენტზე მეტი ცხოვრობს ოჯახებში, სადაც სარგებლობდნენ ან სარგებლობენ საკვები პროდუქტების ტალონებით, სოციალური დახმარებით, ბინის ქირაზე დარიცხვებით ან ღარიბთათვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარების პროგრამა “Medicaid”-ით. ჯერ კიდევ 2008 წლის მესამე კვარტალში ყოველივე ეს ეხებოდა აშშ მოსახლეობის მხოლოდ 44,4 პროცენტს, ხოლო 1983 წელს, როდესაც ამგვარი სტატისტიკა პირველად იქნა შედგენილი, აღნიშნული მაჩვენებელი 30  პროცენტის ფარგლებში იმყოფებოდა. რეცესიისა და უმუშევრობის ზრდის შედეგად სულ უფრო მეტი ამერიკელი გაღარიბდა, მაგრამ მეორე მხრივ, ადგილი ჰქონდა სოციალური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას.

თუკი გავითვალისწინებთ აშშ იმ მოქალაქეთა წილს, რომლებიც საერთოდ არ იხდიან გადასახადებს, მაშინ დინამიკა ამ ციფრებშიც აისახება. ყველა ამერიკული ოჯახის 46,6 პროცენტი 2011 წელს არ გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს; ჯერ კიდევ 2007 წელს მათი რიცხვი 40 პროცენტზე ქვევით იყო. ხელფასზე შემოსავლის დაქვითვისგან ამ დროს მხოლოდ 18,1 პროცენტია გათავისუფლებული.

ახალი მონაცემები სავარაუდოდ რესპუბლიკელთა არგუმენტებს გააძლიერებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ სახელმწიფო ხარჯები და დავალიანება შემცირდეს გადასახადების გაზრდის გარეშე. მოცემულ მომენტში სახელმწიფო ვალი შეადგენს 14 ტრილიონ 856 მილიარდ დოლარს. ბ.ობამას მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ დავალიანება 4 ტრილიონზე მეტით გაიზარდა. რესპუბლიკელები ბლოკავენ ობამას მისწრაფებას, გაზარდოს გადასახადები მდიდრებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც წელიწადში 250 ათას დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს. დემოკრატთა სენატორებმა ალტერნატივის სახით მოამზადეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების ზრდას 5,6 პროცენტით მათთვის, ვინც წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, რათა დაფინანსდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამა.

ამ შემთხვევაშიც არგუმენტად გამოიყენება ის, რომ აშშ საგადასახადო შემოსავლები ძირითადად შედგება მდიდარი და შეძლებული მოქალაქეების მიერ გამომუშავებული ფულისაგან. მაგრამ ამგვარი გათვლების დროს ივიწყებენ ხოლმე, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადს, ისევე, როგორც სხვა სამომხმარებლო გადასახადებს ყველა იხდის, ეს კი ღარიბთა და ნაკლებად შეძლებულთა ხარჯების საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს. ხოლო კონსერვატორებისა და ეკონომიკური ლიბერალების მიერ შეპირებული თუ განხორციელებული საგადასახადო შეღავათებისგან მათ, ვისაც არ გააჩნია გადასახადები, ბუნებრივია, არაფერი რჩებათ. მხოლოდ სახელმწიფო დავალიანება იზრდება.

ფლორიან რიოტცერი,

Telepolis.de

აგრეთვე იხ. უახლესი სტატისტიკური მონაცემები: “მშიერ ადამიანთა რიცხვი შეერთებულ შტატებში პროცენტულად სამჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთში”

ირანი აგვისტო-სექტემბერში
ჩვენს მკითხველებს ამიერიდან ვთავაზობთ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და მის გარშემო მომხდარი ძირითადი მოვლენების პერიოდულ მიმოხილვებს. მსგავსი მიმოხილვები დაახლოებით ერთი თვის ინტერვალის მომცველი იქნება. დღეს იხილეთ პირველი მათგანი.

წლევანდელი აგვისტო არა მარტო ჩვეული და, როგორც ირანის მცხოვრებნი ჩიოდნენ, ჩვეულებრივზე გაუსაძლისი ხვატით აღინიშნა ისლამურ რესპუბლიკაში, არამედ ის დაემთხვა ისლამის წმინდა თვეს – რამადანს. როგორც ცნობილია, ამ თვის განმავლობაში ისლამის მიმდევრებმა უნდა დაიცვან მარხვა – მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე საკვების მიღება და წყლის დალევა აკრძალულია. რამადანის თვე ისლამურ რესპუბლიკაში გამოირჩევა ეკონომიკური და ბიუროკრატიული პროცესების შენელებით, სამაგიეროდ პოლიტიკური აქტიურობა იზრდება ხოლმე.

საუბარია არა იმდენად შიდა პოლიტიკური ბრძოლის გააქტიურებაზე, არამედ ისლამური რევოლუციის მონაპოვრების უფრო ენერგიულად გავრცელებაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ამ მიზნით აიათოლა ხომეინიმ, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლად ითვლება, დააწესა ე.წ. კუდსის დღე, რომელიც  რამადანის თვის ბოლო პარასკევს აღინიშნება. ალ-კუდსი არაბულად იერუსალიმს ნიშნავს, ანუ „კუდსის დღე“ ნიშნავს იერუსალიმის დღის აღნიშვნას, რომელიც, ირანელების თვალსაზრისით, ოკუპირებულია (ისრაელის მიერ).

ირანის სასულიერო და პოლიტიკური ელიტა დიდ ყურადღებას უთმობს ამ დღეს. ფაქტიურად, ყველა წამყვანი რელიგიური თუ სახელმწიფო მოღვაწე გამოდის მოწოდებით, რომ მოქალაქეებმა რაც შეიძლება ფართო მონაწილეობა მიიღონ ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში. ძირითადად ეს არის საპროტესტო აქციები და მსვლელობები, სადაც ისმის ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების საწინაააღმდეგო ლოზუნგები, ხოლო პალესტინელებს მხარდაჭერას უცხადებენ. ირანის პრეზიდენტი და სხვა ჩინოვნიკები, ასევე სასულიერო პირები უშუალოდ ერთვებიან ამ მსვლელობებში. მათში, როგორც წესი, ათეულობით ათასი ადამიანი მონაწილეობს ყველა მსხვილ ქალაქში. წელს, როგორც ირანული მას-მედია აღნიშნავდა, „კუდსის დღის“ აღსანიშნავი აქციები და ღონისძიებები გაიმართა არა მხოლოდ ირანში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ინდოეთში, პაკისტანში, ბაჰრეინში, ერაყში და ა.შ. აღნიშნავდნენ, რომ აქციების გეოგრაფია და მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

უკვე რამადანის თვის დასრულების შემდეგ, ირანში კიდევ ერთი დღე აღინიშნა – დღე, რომლის დადგომა ბოლო 1-2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო. საუბარია ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მიერთებაზე ქვეყნის ელექტროქსელთან. სწორედ ეს ფაქტი ჩაითვალა სადგურის გაშვების ცერემონიის ჩატარების მიზეზად. ცერემონიას დაესწრო რუსეთის სახელმწიფო დელეგაციაც, ენერგეტიკის მინისტრის ს. შმატკოს მეთაურობით. როგორც ცნობილია, ბუშერის აეს-ი რუსეთის ტექნოლოგიებით და მათი სპეციალისტების მეშვეობით აშენდა. ჯერჯერობით სადგური თავისი სიმძლავრის ნაწილს გამოიმუშავებს და საპროექტო სიმძლავრეზე, რომელიც 1000 მეგავატს შეადგენს, დაახლოებით წლის ბოლოსთვის გავა. ერთი წლის განმავლობაში ბუშერის აეს-ის მუშაობას უზრუნველყოფენ რუსი ინჟინრები და ტექნიკური პერსონალი, შემდეგ კი ირანელი სპეციალისტები გადაიბარებენ.

ატომური სადგური ირანში პირველია მთელს ახლო აღმოსავლეთში. მას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან ატომური სადგურის ექსპლუატაციის შესაძლებლობა ზრდის ქვეყნის პრესტიჟს, მიუთითებს მის საინჟინრო პოტენციალზე. დასავლეთის ქვეყნები, პირველ რიგში აშშ და ასევე, ისრაელი, ყველანაირად ცდილობდნენ ჩაეშალათ ეს პროექტი, ან მაქსიმალურად გაეჭიანურებინათ მისი რეალიზაცია. ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი, მაგალითად, აშშ-ს ყოფილი წარმომადგენელი გაერო-ში ბოლტონი, იქამდეც კი მივიდა, რომ ღიად მოითხოვდა ატომური სადგურის დაბომბვას, სანამ „გვიან არ იყო“ (ანუ სანამ მასში ბირთვული საწვავი არ იყო შეტანილი). მაგრამ ეს თავზეხელაღებული გეგმები განუხორციელებელი დარჩა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დელეგაციის ვიზიტის დროს გაფორმდებოდა ხელშეკრულება სხვა ატომური სადგურების აშენების თაობაზეც. თუმცა ასე არ მოხდა. ეს მოსალოდნელიც იყო, თუ გავითვალისწინებთ იმ ზეწოლას, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ახდენდნენ რუსეთზე, ჯერ კიდევ ბუშერის აეს-ის მშენებლობის დროს. თუმცა ირანის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელობა და ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანი საკუთარი ძალებით გააგრძელებს ატომური სადგურების დაპროექტებას და მშენებლობას. პირველი საცდელი სადგურის მშენებლობა, რომლის სიმძლავრე დაახლოებით 350 მეგავატი იქნება, რამდენიმე წელიწადში უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება ენერგეტიკას, კიდევ ერთი სიახლე ამ სფეროდან ირანში და მის გარშემო ის იყო, რომ პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და სანგტუდეს ჰიდროელექტოსადგურის პირველი აგრეგატის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო. ეს ჰესი ძირითადად ირანული ინვესტიციით აშენდა და მისი სიმძლავრე 220 მეგავატი იქნება. ბოლო წლებში ირანის და ტაჯიკეთის ეკონომიკური თანამშრომლობა სწრაფი ტემპებით ვითარდება. 2010 წელს სწორედ ირანი გახდა ყველაზე დიდი უცხოელი ინვესტორი ტაჯიკეთის ეკონომიკაში, გაუსწრო რა რუსეთს და ჩინეთს. ამ ვიზიტის დროსაც ორი ქვეყანას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ირანი კიდევ ერთ ჰესს ააშენებს ტაჯიკეთში, რომლის სიმძლავრე 130 მეგავატი იქნება. გარდა ამისა, ირანული ინვესტიციით ტაჯიკეთში შენდება მნიშვნელოვანი საავტომობილო გვირაბი და სხვა ობიექტები. თუმცა ჯერჯერობით ვერ ხერხდება ყველაზე მსხვილი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა ავღანეთზე გამავალი სარკინიგზო ხაზის და ნავთობსადენის მშენებლობის დაწყება. ამას ხელს უშლის ავღანეთში შექმნილი არასტაბილური სიტუაცია და ამ ქვეყნის ოკუპაცია დასავლეთის ქვეყნების მიერ.

არასტაბილური სიტუაციის შექმნას აშშ და მისი მოკავშირეები მუდმივად ცდილობენ თავად ირანის შიგნითაც. მას შემდეგ, რაც 2009 წელს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მარცხი განიცადა შიდა არეულობის მოწყობის მცდელობამ ადგილობრივი ოპოზიციის ერთი ნაწილის გამოყენებით, ძირითად „მიმართულებად“ არჩეულია სასაზღვრო რეგიონები, სადაც, ხშირ შემთხვევაში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

2010 წელს ამ მხრივ ყველაზე „ცხელ წერტილად“ ითვლებოდა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სისტან-ბელუჯისტანის რეგიონი, რომელიც პაკისტანს და ავღანეთს ესაზღვრება. აქ ცხოვრობს ბელუჯების ეთნიკური უმცირესობა, რომლის ნაწილი ისლამის სუნიტური ხაზის მიმდევარია. ამ რეგიონში აქტიურობდა ტერორისტული ორგანიზაცია „ჯუნდ“-ი, მაგრამ მისი ლიდერების დაპატიმრების და აქტიური წევრების განადგურების შემდეგ, ამ რეგიონში სიტუაცია შედარებით სტაბილური გახდა.

სამაგიეროდ, დაიძაბა სიტუაცია ირანის ჩრდილო-დასავლეთში. აქ, როგორც ცნობილია, ცხოვრობენ ირანის აზერბაიჯანელები და ქურთები. ირანის მეზობელ ერაყში, თურქეთში და ასევე, სირიაში, არის მრავალრიცხოვანი ქურთი მოსახლეობა. ერაყში მათ ერთგვარი ავტონომიური სახელმწიფო წარმონაქმნიც კი აქვთ. ამერიკული ოკუპაციის პირობებში, ერაყის ქურთისტანი გახდა ამერიკის და ისრაელის სპეცსამსახურთა განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი, რომლებიც ცდილობენ ე.წ. ქურთული ფაქტორის გამოყენებას. ეს ფაქტორი მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ერაყიდან საოკუპაციო ჯარის სავარაუდო გამოყვანის შემდეგ.

ერაყის ქურთისტანში ამჟამად ბაზირებულია რამდენიმე შეიარაღებული და ტერორისტული დაჯგუფება, რომლებიც იბრძვიან როგორც ირანის, ასევე თურქეთის წინააღმდეგ. ორგანიზაციას, რომელიც იბრძვის ირანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ და აწყობს ტერორისტულ აქტებს ირანის ქურთულ პროვინციებში, ეწოდება PJAK, ანუ „ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების (თავისუფლების) პარტია“. ამა წლის პირველ ნახევარში ამ ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა აიღო ირანის ქალაქებში მომხდარ რამდენიმე ტერაქტზე, რის შედეგადაც დაიღუპა ათეულობით მშვიდობიანი მცხოვრები. ამის გამო, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა და სახმელეთო ძალებმა, დაიწყეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე მთიანი რეგიონის გაწმენდა შეიარაღებული მებრძოლებისგან. შეტაკებების შედეგად დაიღუპა ქურთ სეპარატისტთა ათეულობით მებრძოლი და ირანელი სამხედროების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის 2 გენერალი, (ერთი მათგანი მანქანის აფეთქებას შეეწირა).

ერაყის ქურთისტანის პოლიტიკურმა ლიდერებმა მოუწოდეს თავის თანამოძმეებს, შეწყვიტონ ოპერაციები ირანის წინააღმდეგ და მოლაპარაკება დაიწყონ ირანის ხელისუფლებასთან. გუშაგთა კორპუსმა მათ ერთი თვე მისცა, რათა დაეტოვებინათ ირანის ტერიტორია, თუმცა ტერორისტთა გარკვეული ძალები მაინც რჩებიან მთიან რეგიონში. ამის გამო ამჟამადაც იქ მიმდინარეობს ე.წ. გაწმენდითი ოპერაციები ირანის შეიარაღებული ძალების მიერ.

გარკვეული დაძაბულობა შეინიშნება ირანის ჩრდილო-დასავლეთის მეორე რეგიონშიც – ირანის აზერბაიჯანში. თუმცა, აქ სულ სხვა პრობლემა დგას. როგორც ცნობილია, ირანის მთავრობა ახორციელებს მსხვილ ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის ყველა რეგიონში. მათ შორის არის კაშხლების მშენებლობა, რომლებიც წყალს აგროვებენ და შემდეგ ეს წყალი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად და სხვა მიზნებისთვის. ბევრი ასეთი კაშხალი აშენდა დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში. თუმცა, ამან, დადებითთან ერთად, უარყოფითი შედეგიც მოიტანა, კერძოდ ის, რომ ისტორიულად ცნობილი მლაშე ტბა ურმია მნიშვნელოვნად დაშრა. მასში აღარ ჩაედინება წყალი, რომელიც მიწების მოსარწყავად იხარჯება.

ამით ისარგებლეს ირანის მთავრობის მოწინააღმდეგეებმა ამ რეგიონში და შეეცადნენ ერთგვარი მოძრაობის „აგორებას“, ურმიის ტბის გადარჩენის ლოზუნგით. მათ გამართეს მიტინგები ქალაქ ურმიაში, რომელიც ტბის მახლობლად მდებარეობს, და ასევე ირანის აზერბაიჯანის ყველაზე დიდ ქალაქ თავრიზში. მიტინგებში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა საიდუმლო არავისთვისა, რომ რეალურად არსებული ეკოლოგიური პრობლემები ხშირად პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენება, მათ შორის ე.წ. ფერადი რევოლუციების შემოქმედთა მიერ. ამჯერადაც, როგორც ჩანს, ასე ხდება. თავრიზში 9 სექტემბერს გამართულ მიტინგში, რომელშიც ხუთასამდე ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, მონაწილეობდა, უკვე გაისმა პანთურქისტული და ირანის საწინააღმდეგო ლოზუნგები.

ირანის ხელისუფლებამ ყურადღება მიაქცია ამ პრობლემას და გაააქტიურა ღონისძიებები მის გადასაჭრელად. ამჟამად განიხილება სხვადასხვა გზა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ურმიის ტბაში წყლის მარაგის შევსება. ერთ-ერთი ვარიანტი არის მდინარე არაქსიდან არხის გაყვანა, რომელიც ტბას შეუერთდება, თუმცა არის სხვა ვარიანტებიც. ამ ეტაპზე ძნელი სავარაუდოა, რომ ისლამური რესპუბლიკის მოწინააღმდეგეები ან სეპარატისტები მოახერხებენ ურმიის ტბის საკითხის გარშემო სერიოზული პოლიტიკური პრობლემების შექმნას.

ირანის აზერბაიჯანს უკავშირდება კიდევ ერთი მოვლენა, რომელსაც ადგილობრივი მას-მედია დიდ ყურადღებას უთმობს. საუბარია ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ მსხვილმასშტაბიანი წვრთნების გამართვაზე, რომელიც ამ რეგიონში მიმდინარეობს. თვითმფრინავები განლაგებული არიან ქალაქ თავრიზის სამხედრო ბაზაზე. წვრთნებში მონაწილეობს ირანის საჰაერო ძალების თითქმის ყველა ტიპის თვითმფრინავი, როგორც ამერიკული წარმოების (შემდგომში გადაკეთებული და გაუმჯობესებული), ასევე რუსულ-საბჭოთა და თავად ირანული წარმოების. წვრთნების დროს სცდიან ზუსტი დამიზნების ბომბებს და სხვა თანამედროვე მოწყობილობებს, რომლის ათვისება ირანის სამხედრო წარმოებამ მოახერხა.

როგორც ცნობილია, აშშ-ს და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მცდელობით, ირანის მიმართ მოქმედებს სანქციები, რომელიც კრძალავს მისთვის იარაღის მიწოდებას. ამიტომ ირანისთვის შეუძლებელია არა მხოლოდ ახალი თვითმფრინავების შეძენა საზღვარგარეთ, არამედ ძველად ნაყიდი საფრენი აპარატებისთვის მარაგ-ნაწილების ყიდვაც. ამ მარაგ-ნაწილების წარმოება ირანმა თავად შესძლო, რის შედეგადაც ჯერ კიდევ 70-იან წლებში შეძენილი ამერიკული წარმოების თვითმფრინავები F-4, F-5 და F-14 დღესაც მწყობრში არიან. თუმცა დრო მაინც თავისის შვება და ძნელია ასაკოვანი სამხედრო მანქანების დიდი ხნით შენარჩუნება საბრძოლო მდგომარეობაში. ამ პრობლემამ ამჯერადაც იჩინა თავი, როცა ერთ-ერთი F-5 წვრთნების დროს ჩამოვარდა და ქალაქ თავრიზის ტერიტორიაზე დაეცა. მაგრამ პილოტის ოსტატობის წყალობით, რომელმაც ბოლო წუთამდე არ მიატოვა მანქანა და მიმართა ის დაუსახლებელი ადგილისკენ, მსხვერპლი თავიდან იქნა აცილებული. თავად პილოტმა ბოლო მომენტში მოახერხა კატაპულტირება და ადგილობრივმა მოსახლეობამ შესძლო მისი გამოყვანა ალმოდებული თვითმფრინავის ნარჩენებიდან.

თუ შევეხებით უფრო ნაკლებად დრამატულ თემებს, 11-დან 14 სექტემბრის ჩათვლით ირანის დედაქალაქ თეირანში მიმდინარეობდა შიიტთა მსოფლიო ასამბლეის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულმა 400-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთა შორის ძირითადად იყვნენ ისლამის სპეციალისტები, სასულიერო პირები და პოლიტიკოსები. კონფერენციის მიმდინარეობის დროს შედგა რამდენიმე სექცია (კომიტეტი), კერძოდ, ეკონიმიკური საკითხების, არაბული ქვეყნების, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის და ა.შ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ირანის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები: პრეზიდენტი აჰმადინეჟადი, ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე მაჰდავი-კანი და სხვ, მონაწილეებს მიმართვა გაუგზავნა ირანის ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ.

და ბოლოს, ამ მიმოხილვაში აღვნიშნავთ ერთ, ჩვენი აზრით, საინტერესო ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა კვირაში. ირანის სახელმწიფო ტელეომპანია IRIB-ის მსოფლიოზე მაუწყებლობის რედაქციის უფროსმა მოჰამად სარაფრაზმა წარმოადგინა თავისი წიგნი მოძრაობა თალიბანის შესახებ. ამ წიგნში ის ამტკიცებს, რომ თალიბანის შექმნის სათავეებთან იდგა არა პაკისტანი და მისი სპეცსამსახურები, არამედ დიდი ბრიტანეთი.  სარაფრაზი იმოწმებს პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს ინტერვიუს ბიბისისთან, რომლის ყველა ჩანაწერი ამჟამად განადგურებულია. ირანელი ავტორი ამტკიცებს, რომ სწორედ ეს გახდა ბჰუტოს მკვლელობის მიზეზი 2007 წლის დეკემბერში.

ბჰუტოს მკვლელობის ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილი საზოგადოებრივი აზრის მიერ იყო პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

მოჰამად სარაფრაზის წიგნში ასევე საუბარია ავღანეთის ოკუპაციის პერიოდზე საბჭოთა კავშირის მიერ და როლზე, რომელსაც პაკისტანის სპეცსამსახური (ISI) ასრულებდა ავღანეთის ომის დროს. ავტორი ასევე აკეთებს პროგნოზებს მოძრაობა თალიბანის და აშშ-ს ურთიერთობების და ავღანეთის მომავალი განვითარების შესახებ. წიგნი „თალიბანის აღზევების და დაცემის საიდუმლო“ პირველი წიგნია, რომელიც თალიბანის შესახებ გამოიცა სპარსულ ენაზე.

მოამზადა გიორგი ვეკუამ