geurasia.org » მოვლენა–კომენტარი

სააკაშვილის რეჟიმი შეგნებულად ახდენს ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის განხეთქილების პროვოცირებას
თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურის მინისტრების დონეზე მიღწეული შეთანხმებები რელიგიური ისტორიული ძეგლების აღდგენის შესახებ მეტად დესტრუქციული ლოგიკიდან გამომდინარეობს.

თურქეთის მხრიდან ყველაფერი ისედაც გასაგებია: ახლად მოვლენილი „მეგობრები და პარტნიორები“ თავიანთ ეროვნულ ინტერესებს ატარებენ, ცდილობენ ისლამის პოლიტიკური მიზნებისათვის ინსტრუმენტალიზებას. კერძოდ, თურქეთი ცდილობს, საბოლოოდ დამკვიდრეს აჭარაში როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. აჭარაში პოლიტიკური დანერგვა თურქებს სავსებით რეალისტურად წარმოუდგენიათ აჭარელთა შორის თურქული ყაიდის ისლამური განწყობების გაძლიერების საშუალებით. ეს ნიშნავა აჭარის თურქიზაციის დაწყებას, რაც, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს თურქეთის რესპუბლიკას.

ჩნდება კითხვა, თუ რატომ დათანხმდა ქართული მხარე წამგებიან პირობებზე, როდესაც თურქეთში მდებარე ორი ქართული ისტორიული მონასტრის რემონტის სანაცვლოდ გარემონტდება ერთი, „აჰმედიეს“ მეჩეთი, ხოლო მეორე – „აზიზიეს“ მეჩეთი თავიდან აშენდება? რა თქმა უნდა, სიმართლეა, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ანტიქართული ხელისუფლება მართავს, მაგრამ კიდევ უფრო კონკრეტული მიზეზები უნდა არსებობდეს. ძალზე სავარაუდებელია, რომ სააკაშვილის რეჟიმი „შემოწირულობას“ მიიღებს თურქეთის მხრიდან. მაგრამ ასევე იკითხება შორს მიმავალი პოლიტიკური აზრიც: საქართველოს ქრისტიანებსა და მუსლიმანებს, აქამდე მშვიდობაში და თანხმობაში მცხოვრებთ, ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობები უნდა შეექმნათ; რადგან ხომ გასაგებია, რომ ქრისტიანული მოსახლეობა, რომელიც აჭარის სანაპირო ნაწილში, ბათუმის ჩათვლით, დომინირებს, არ მიესალმება ახალი მეჩეთის მშენებლობას, მით უმეტეს, როდესაც ეს მეჩეთი ოსმალეთის სულთნის სახელს ატარებს. უკვე გამოვლინდა საზოგადოებრიობის მხრიდან პროტესტი. საქართველოში ისლამოფობიის (ამჯერად ეს დასაბუთებული ისლამოფობია იქნება) გაძლიერება ხელს აძლევს რადიკალურად პროდასავლურ რეჟიმს, რომელიც ისლამის „ბალანსის“ სახით საქართველოს დასავლური კურსის კიდევ უფრო გაძლიერებას შემოგვთავაზებს, რათა სწორედ დასავლეთი იყოს შესაძლო ისლამიზაციისგან საქართველოს უსაფრთხოების გარანტი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს სთავაზობენ არჩევანს – ან მარტონი დარჩებით თურქეთისა და საერთოდ, მუსლიმანების წინაშე, ანდა ისარგებლებთ ჩვენი დასავლური მხარდაჭერით. ამგვარ ვითარებაში ისლამი და მუსლიმანური მოსახლეობა უნებურად ნეოწარმართული დასავლეთის მოკავშირეებად გამოდიან. ბევრ მუსლიმანს გულიბრყვილოდ ჰგონია, რომ მეჩეთის აშენება სწორედ მათ ინტერესებს ემსახურება და ამასთან ვერ ხვდებიან მათი თურქი და ქართველი „კეთილისმყოფლების“ რეალურ მოტივებს.

რეგიონში ქრისტიანთა მფარველად ოდითგანვე რუსეთი მიიჩნეოდა. სწორედ მართლმადიდებელი ქრისტიანობის გადარჩენა წარმოადგენდა ქართველი ხალხის მამოძრავებელ მოტივს, როდესაც იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ისწრაფოდა. ამჟამად რუსეთი არ ერევა პროცესებში და სხვა პრობლემებითაა დაკავებული. მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით. საქართველოს ხელისუფლების გამყიდველურმა გადაწყვეტილებამ და თურქების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ თავხედურმა ქცევამ შეიძლება უკუეფექტი იქონიოს და შეიქმნება სიტუაცია, რომელიც მე–18 საუკუნის ბოლო მეოთხედში არსებული სიტუაციის მსგავსი იქნება: ხალხი მიმართავს რუსეთს, როგორც საქართველოში ეკლესიისა და ქრისტიანული მოძღვრების უსაფრთხოების გარანტს.

სხვათა შორის, თურქები აჭარაში მას შემდეგ იქცევიან მასპინძლებივით, როდესაც გაყვანილ იქნა რუსული სამხედრო ბაზა, მესაზღვრეებითურთ. აჭარის ტერიტორიაზე შეზღუდული რაოდენობით მყოფი რუსი სამხედროები, მარტო თავიანთი იქ ყოფნის ფაქტით ამცირებდნენ პრაგმატული თურქი მეზობლების მადას და ხაზს უსვამდნენ, რომ აჭარა არ არის და ვერც იქნება თურქეთი. რუსული ჯარების გასვლის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, თურქეთი გააქტიურდა: დაიწყო მეზობელთა ეკონომიკური ექსპანსია (ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური ეფექტის გარეშე), უხვად ფინანსდება მთიანი, მუსლიმანური აჭარიდან ახალგარდობის სასწავლებლად მივლინება თურქულ რელიგიურ სასწავლებლებში, აშენდა ბევრი მეჩეთი და ასე შემდეგ. სახეზეა დიდი და უფრო განვითარებული თურქეთის კოლონიური პენეტრაცია პატარა და ჩამორჩენილ საქართველოში.

ქართულმა საზოგადოებრიობამ, ეკლესიის მეთაურობით, გადამჭრელი საპროტესტო ღონისძიებებით ძირშივე უნდა აღკვეთოს მთავრობის დესტრუქციული გეგმები, თორემ შემდეგ გვიანი იქნება, ქრისტიანების და მუსლიმანების დაპირისპირება საქართველოს შიგნით არაფერში გვჭირდება.

ჩვენ თავი უნდა დავანებოთ ისტორიულ მიწებზე ოცნებას, რითაც მანიპულირებს სააკაშვილის რეჟიმი. ისტორიული ქართული მონასტრები თურქეთის ტერიტორიაზე მხოლოდ შირმაა რეჟიმისთვის, ეს თემა მას არ აღელვებს. ქართველები არ უნდა ჩავებღაუჭოთ ისტორიას, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, შესაძლოა, საქართველოა ისტორიულად, მაგრამ დღეს სულ სხვა რეალობაა. არ შეიძლება, საქართველოს მომავალი წარსულს შეეწიროს. ხომ ცხადია, რომ გარემონტებული ქართული მონასტრებიც არ იფუნქციონირებენ დანიშნულებისამებრ, ხოლო ეკლესია ღვთისმსახურებისა და ლოცვის გარეშე – ეკლესია არ არის. თურქების სინდისზე იყოს ისტორიული ძეგლების მდგომარეობა, ხოლო მათთან ამ თემაზე მოლაპარაკებების წარმოება საჭიროა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით. ბოლო დროს თურქეთმა ისედაც საკმაო რაოდენობის არამეგობრული ნაბიჯი გადადგა საქართველოს მიმართ, დაწყებული მსუბუქი ავტომანქანების ტრანზიტზე ბაჟის დაწესებით, დასრულებული თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის ახალი რეჟიმის შემოღებით. ამიტომ განსაკუთრებული საფუძველი ანკარასთან ცერემონიული დამოკიდებულებისა, არ გაგვაჩნია. საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, თავისი ბერკეტებიც აქვს თურქეთზე ზემოქმედების მოსახდენად, საქართველოს გარეშე თურქეთს არ გააჩნია იოლი მისასვლელი გზა აზერბაიჯანთან, ხოლო თუკი თურქეთში ვინმე მივა აზრამდე, რომ მოახდინოს საქართველოს შანტაჟირება აფხაზეთ–სამხრეთ ოსეთის აღიარების თემის საშუალებით, ამ შემთხვევაშიც არსებობს მანევრის საშუალება, თურქეთი თავად განიცდის მწვავედ სეპარატიზმის პრობლემას.

გულბაათ რცხილაძე

მიშა ურდოში
გუშინ დიდი დღე იყო. 31 იანვრის ღამით, სადეზინფორმაციო პროგრამა „კურიერი“ სპეციალური გამოშვებით მოევლინა ჯერ კიდევ შემორჩენილ ქართველ მაყურებელს და „ისტორიული მოვლენის“ შესახებ აუწყა: სამწლიანი მცდელობის, დერეფნებში ჩასაფრებების და წუთნახევრიანი ეპიზოდური გასაუბრებების შემდეგ, „ობამა ყაენმა“, როგორც იქნა, თვით ოვალურ კაბინეტში მიიღო „დემოკრატიის შუქურა“ კავკასიიდან.

ამის შემდეგ, მიუხედავად გვიანი ღამისა, საქართველო აჩოჩქოლდა და გამოცოცხლდა. სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ-საიტებზე გაჩაღდა გარჩევა იმისა, თუ რას გულისხმობდა „ყაენი“ „ხელისუფლების ფორმალურ გადაცემაში“ – იყო ეს ფორმულირება მომგებიანი „მიშისტებისთვის“, თუ „ბიძინისტებისთვის“.

პირველნი (ანუ მიშისტები) აღტაცებით იმეორებდნენ ჰუსეინის ძის (წინათ იტყოდნენ – ჰუსეინოვიჩის) სიტყვებს იმის შესახებ, რომ ჩვენი პრეზიდენტი კვლავ რჩება რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ და „მაღალ შუქურად“. მეორენი (ბიძინისტები) აქცენტს ისევ და ისევ „ძალაუფლების ფორმალურ გადაცემაზე“ აკეთებდნენ და ოპონენტებს ინგლისური ენის არცოდნაში სდებდნენ ბრალს (მძიმე ცოდვაა). საბოლოოდ, როგორც შევატყეთ, კმაყოფილები, უფრო სწორად, დაკმაყოფილებულები, უფრო მიშისტები დარჩნენ, ხოლო ბიძინისტთა რიგებში  ალაგ-ალაგ პანიკის ელემენტებმა იჩინა თავი.

დღეისათვის ასეთი სიტუაციაა: მიშიკო აცხადებს, რომ „ყაენის იარლიყი“ (იგივე „შაჰის ფირმანი“) ჩამოიტანა, ამიტომ ე.წ. არჩევნებში იმდენს ჩაყრის და ისეთ ციფრებს დახატავს, როგორიც მოეპრიანება (რომელიმე რესტორანში მოლხენის შემდეგ). მეორე მხარეს კი მაინც ბოლომდე არ სჯერა იმის, რომ „ყაენმა“ „მიშა-ულუ“ ერთპიროვნულად დაამტკიცა ტახტზე და სულ მცირე, „ნარინობის“ პერსპექტივას ეპოტინება.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასაცილო იქნებოდა, სევდის მომგვრელი რომ არ იყოს. აშკარაა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მონური დამოკიდებულება „პატრონის“ მიმართ, რაც გამოიხატება „დიდი ყაენის“ სიტყვებში ათასგვარი ქვეტექსტების ძიებაში, რომლის მიხედვითაც ქვეშევრდომები ცდილობენ დაასკვნან, თუ რომელ პრეტენდენტს გადმოხედეს წყალობის თვალით ყარაყორუმიდან (ვაშინგტონიდან).

რაც შეეხება ამ შეხვედრის რაიმე არსებით შედეგს, სასაცილოა აღტაცებით საუბარი იმაზე, რომ თურმე აშშ და საქართველო (ოდესმე) დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. იმ დროს, როცა ქვეყანაში არ შექმნილა არანაირი წინაპირობა ეკონომიკის და კერძოდ, წარმოების განვითარებისთვის, და არც ამის პოლიტიკური ნება არსებობს, აშშ-თან „თავისუფალი ვაჭრობა“ ისევე დაეტყობა ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებს, როგორც ავსტრალიის აბორიგენების მიერ ნიანგების რეწვის გაზრდა. თუმცა, რა ვიცით, შესაძლოა, მინისტრი ქობალია აპირებდეს წაახალისოს თონის და ლავაში პურების ექსპორტი ამერიკაში.

კიდევ უფრო ტრაგიკომიკურია მორიგი ბუნდოვანი დაპირებები „სამხედრო თანამშრომლობის“ გაგრძელების შესახებ. ყველამ იცის, რაც მოუტანა სააკაშვილის და მისი „არწივების“ მხრიდან იარაღის ჟღარუნმა საქართველოს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ახლა უკვე ამერიკული იარაღის ჟღარუნით განსხვავებული შედეგი დადგება, ძალიან სცდება. ერთადერთი რეალური შედეგი „სტრატეგიულ პარტნიორებს“ შორის „სამხედრო თანამშრომლობისა“ კვლავ იქნება დაღუპული და დასახიჩრებული ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში, სადაც აშშ ომებს აწარმოებს. ხოლო ყბადაღებული „ნატო“ და მისი „მაპი“ ისევ კომუნიზმის მსგავს „ნათელ მომავლად“ დარჩება.

„ყარაყორუმებიდან“ მართული, დამონებული ან გასულელებული ერების ხვედრი მუდამ ასეთია: დამპყრობლის უაზრო ომებში თავის შეკვლა და ამქვეყნიური ცხოვრების ფუჭად გატარება. თუმცა, თუ ძველად ქართველი მეომრები მხედრული სიმამაცის გამოვლენას მაინც ახერხებდნენ და ამით თავის ცხოვრებას რაღაც აზრს აძლევდნენ, ამერიკელების სამსახურში გაგზავნილი ჯარისკაცების ხვედრი, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაღმებზე აფეთქებაა.

გიორგი ვეკუა

ევროკავშირის უსუსურობის დემონსტრაცია
2012 წლის 23 იანვარს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, დააწესონ აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნების მიერ ირანიდან ნავთობის შესყიდვის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 1 ივლისიდან.

ძნელია ისტორიის სახელმძღვანელოებში მოიძებნოს ამაზე უფრო აბსურდული ნაბიჯი, როცა ქვეყნების ჯგუფი ნებაყოფლობით უარს ამბობს სხვა ქვეყნიდან სტრატეგიული და დიდად საჭირო ნედლეულის შესყიდვაზე, იმ დროს, როცა ის ქვეყანა არაფრით არ ემუქრება მათ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს. თითიდან გამოწოვილი და სასაცილო ბრალდებები, თითქოს ირანი საიდუმლოდ ქმნის ბირთვულ იარაღს, არ შეიძლება სერიოზულად იქნეს განხილული.

მართლაც, უკვე რამდენი წელია ათეულობით და ასეულობით უცხოელი ექსპერტი ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებს ირანის ბირთვულ ობიექტებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამონტაჟებული აქვს ვიდეოკამერები ამ ობიექტებზე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იწერენ არსებულ სიტუაციას. დღემდე ინსპექტორებმა და ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ირანის სამეცნიერო და სამხედრო დაწესებულებები უშუალოდ მუშაობენ ბირთვული იარაღის შექმნაზე. ეს იძულებული არიან აღიარონ თავად დასავლელმა პოლიტიკოსებმა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, “მგელი და კრავის” იგავის ანალოგიით, ისინი მაინც დამნაშავედ აცხადებენ ირანის ისლამურ რესპუბლიკას. როგორც ჩანს, ამ ქვეყნის მთავარი და ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ არსებობს და არ ემორჩილება დასავლეთის დიქტატს სხვადასხვა სფეროებში.

ევროკავშირის გადაწყვეტილებაში აშკარად ჩანს ამ ბლოკის უსუსურობა „უფროს ძმასთან“ დამოკიდებულებაში (იგულისხმება აშშ). საიდუმლო არაა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები, ისევე როგორც ისრაელის წარმომადგენლები, აწარმოებდნენ მრავალთვიან ზეწოლას, რომ ეიძულებინათ გარკვეული ევროპული ქვეყნები, შეეწყვიტათ ირანული ნავთობის შესყიდვა. ეს ზეწოლა ატარებდა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური შანტაჟის ფორმას. რომ არაფერი ვთქვათ საბერძნეთზე, რომელიც ირანული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია ევროპაში (საბერძნეთის ფინანსური მდგომარეობის სირთულეები კარგად არის ცნობილი), თავად ევროკავშირის „მძიმეწონოსანი“ ქვეყნებიც შეტევის ქვეშ მოექცნენ. ამის მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ რიგი ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის საფრანგეთისთვის, იტალიისთვის და ა.შ., სუვერენული რეიტინგების დაქვეითება. ბოლო თვეებში მიმდინარეობდა ევროს კურსის სერიოზული დაცემაც. სხვათა შორის, როგორც კი ევროკავშირმა მიიღო ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება, ევროს კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში „მოულოდნელად“ კვლავ გაიზარდა, თითქოს უხილავმა რეჟისორმა ასწიაო.

აშკარა ხდება, რომ ევროკავშირი კვლავ რჩება სუსტ მოთამაშედ მსოფლიო პოლიტიკაში, რომელსაც არ ძალუძს აშშ-ს და ისრაელის პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური ზეწოლისგან თავის დაღწევა. ამასთან, მის რიგებში არ არის ერთიანობა, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, სტრატეგიულად კვლავ აშშ-ს და ისრაელის მოკავშირე რჩება და არა საფრანგეთ-გერმანიის. იმის გამო, რომ ევროკავშირს არ გააჩნია იუდეო-პროტესტანტული იდეოლოგიისგან განსხვავებული საკუთარი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა, ის ვერ ახერხებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად ქცევას და კმაყოფილდება მეორეხარისხოვანი როლით.

ევროკავშირის ემბარგოს საპასუხოდ, ირანის მაჯლისის (პარლამენტის) წევრებმა დასვეს საკითხი, რომ ირანმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობის მიწოდება შემდეგი ქვეყნებისთვის: ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი, რომლებიც ევროპაში მისი ნავთობის ძირითადი მომხმარებლები არიან. თუ ეს ასე მოხდა, ირანი ცხადად დაანახებს ჩიხში შესულ ევროპას, რომ აშშ-დმი მონური მორჩილებით ის მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს ზიანს და მომავლის პერსპექტივას ისპობს.

პუტინის მორიგი „აღიარებითი ჩვენება“ კი არა, გზავნილი ქართველებს
ეს ბოლო კვირაა, ქართული მედიის მთავარი სალაპარაკო თემა, რუსეთის ახლანდელი პრემიერის და მარტიდან უეჭველად პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოულოდნელი მიმართვაა ქართველი ხალხისადმი.

დიახ, ხალხისადმი და არა მომავალი და მით უმეტეს, ახლანდელი ხელისუფლებისადმი.

რატომ მოულოდნელი? იმიტომ რომ რუსული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, არავის რომ არ უხსენებია საქართველო, ვლადიმერ პუტინმა, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ბოლო დროინდელ ურთიერთობებზე. უფრო სწორედ, ამ ურთიერთობების პრაქტიკულად არ არსებობაზე…

პუტინის მიმართვის, ჩემის აზრით გულწრფელი  პათოსი, თითქმის თანაბრად მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც მმართველი მიშნაცებისთვის, ასევე რესპუბლიკელების თამადობით იმ ოპოზიციისათვისაც, ვინც წლეულსვე აპირებს არჩევნების გზით ხელისუფლების ჩანაცვლებას. დიახ, ჩანაცვლებას, რადგან ჩანაცვლებასა და შეცვლას შორის, როგორც დიდი შოთა იტყოდა – „შუა უზის დიდი მზღვარი“ და ამაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ ქართველი საზოგადოების გონიერ, ანალიზის უნარის მქონე ნაწილში.

მაგრამ ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს…

მიშნაცებმა, როგორც მოსალოდნელი იყო,  აკუკი მინაშვილების და ნუგზარ წინკლაურების პირით, ამ ყველაფერს პუტინის „მორიგი აღიარებითი ჩვენება“ უწოდეს იმის შესახებ თუ ვინ და რატომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი. მორიგი, რადგანაც ამ მიმართებით პირველ აღიარებად დიმიტრი მედვედევის „ჩვენება“ ითვლება.

ხოლო ბიძინაჩვენის ოპოზიციაში ვერავითარი განსაკუთრებული ვერ აღმოაჩინეს და ეს მიმართვა, პუტინის წინასაარჩევნო პიარს მიაწერეს მხოლოდ. თუმცა, ყასიდად ისიც აღინიშნა, რომ ნატოსკენ სწრაფვასთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაა საჭირო. რაც ერთმანეთს გამორიცხავს. ეგეც არ იყოს, ქართველი საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, არა „დალაგებაა“ (დალაგება ოთახის გამიგია, აი, „უბორკასაც“ რომ ეძახიან), არამედ იმ კეთილმეზობლური, უფრო მეტიც, ყოფით დონეზე რუს-ქართველთა შორის უაღრესად თბილი, მეგობრული (და არა მარტო ე.წ. შემოქმედებით ელიტებს შორის) ურთიერთობების აღდგენაა!

რასაც, მიუხედავად რუსი ერის გენეტიკურად და აქედან სავსებით ლეგიტიმური თუ არა, გასაგები და ახსნადი  იმპერიული მენტალობისა, მაინც ახერხებდნენ ჩვენი ძველები!

და ვინ ვისი მონა, ან მსახური იყო, ეგ კიდევ საკითხავია…

„ვინც ერთხელ უკვე გაიკვლია გზა რუსეთისკენ და პუტინს ხელი ჩამოართვა“ _ პალიკო კუბლაშვილის ამ „სხარტ“ ნიშნისმოგებას თუ გავიხსენებთ, რომელიც ხშირად ტრიალებს „მაესტროს“ სარეკლამო რგოლში (ვისაც უგებს ნიშნს, არც ეგ არის საიდუმლო) და წინამდებარე წერილის თემას მივუსადაგებთ _ ჩვენმა წინაპრებმა ამ 200 წლის წინ გაიკვლიეს გზა რუსეთისკენ და იმ გზებით მატერიალური თუ სულიერი ფასეულობების შემოზიდვა დაიწყეს გაპარტახებულ-დაქცეულ საქართველოში.

და თუ როგორი დაქცეული იყო იმჟამინდელი საქართველო, დიდი ილიას ციტატებს მოვიყვან მისი ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილიდან, „ასის წლის წინათ“. რომელიც 1899 წელს დაწერა და რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის ასი წლისთავს მიუძღვნა საქართველოს უგვირგვინო მეფემ, აწ, ილია მართალმა:

… „დასუსტებული საქართველო, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით „რკინის კარი შეეხსნა“, უფრო კარღია შეექმნა და ადვილი საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტერს. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი, ხმალამოღერებულნი თავს ადგნენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას, მუქარაზე უთვლიდნენ“… (რადგანაც. ავტ.)

… „ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუს გატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში _ ერთი იყო“…

მიშნაცებს კი, ილიას სურათები მხოლოდ ანტურაჟად სჭირდებათ კაბინეტებში და მის ნააზრევთან მწყრალად გახლავან. იქამდეც კი, რომ მიხეილ მაღალს ამას წინათ გადატრიალება მოუხდენია ქართულ ისტორიოგრაფიაშიც („ც“ იმიტომ, რომ მანამდეც ბევრი რამე გადაუტრიალებია, არქიტექტურა და ა.შ.), როცა გიორგიევსკი ტრაქტატისთვის საქართველოს პირველი ოკუპაცია უწოდებია.

ამაზე „თურმეობითში“ იმიტომ ვსაუბრობ, რომ თავად არ მომისმენია მსგავსი რამ და მიშიკოს ამ „აღმოჩენაზე“ რუსეთის საგარეო მინისტრის შეშფოთებული კომენტარი წავიკითხე სოციალურ ქსელში _ ეტყობა ამას ქართველ ბავშვებს ასწავლიან სკოლებში, რაც საშიშიაო..

და მეც არანაკლებ შევშინდი და შევშფოთდი, რადგანაც შეიძლება სულ მოკლე ხანში უკანასკნელი დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორეს ძეგლის აღების მოწმენიც გავხდეთ თელავში! პატარა კახის, როგორც გეორგიევსკი ტრაქტატის მთავარი შემოქმედის და ააქედან, რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაციის თანამონაწილისა.

როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე _ რა, ჭკუა დაუშლით თუ თანამდებობა?

თუ დიდიან-პატარიანად გამოვალთ ქუჩაში და არ დავანებებთ ჩვენი ისტორიის ხელყოფას?

ისე, როგორც არ დავანებეთ დავით აღმაშენებელი თბილისსა თუ ქუთაისში და გორში იოსებ სტალინი…

მაგრამ, როგორც იტყვიან, მგონი კალამი გამექცა და მთავარს დავუბრუნდეთ. ანუ რა აღიარა ამისთანა ჯერ დიმიტრი მედვედევმა და ახლა ვლადიმერ პუტინმა?

რა აღიარებითი ფაღარათი დაეწყოთ მიშნაცებს, რომ ყველა ერთად და ცალკცალკე, ვითომ ნიშნს უგებენ პუტინს _ ამათ, რუსთხელმწიფე ოფუცხოველ თუ გალელ კოჭოიაში ხომ არ ერევათ, აღიარა, აღიარაო, რომ გაჰყვირიან?

რა აღიარება და ჩვენება უნდა იმას, რომ თუ ცხვირში მოგვხვდა რუსეთის სახელმწიფოსგან, სწორედ ჩვენი ახირებული ნატო, ნატოს ძახილის გამო. დახედეთ რუკას და დაინახავთ, რომ დაწყებული ბალტიის და გაგრძელებული აღმოსავლეთ ევროპის ახლად გამოჩეკილი „ლიბერალური დემოკრატიის“ ქვეყნებით, რუსეთი პრაქტიკულად ალყაშია მოქცეული ე.წ. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ბაზებით თუ რაკეტსაწინააღმდეგო რადარებით.

მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ვიწრო ზოლიღაა დარჩენილი და აქაც თუ რაიმე სახით შემოაღწია ნატოს ინფრასტრუქტურამ, რუსეთის სრული ალყა სახეზე იქნება.

იმ ზღაპრების, რომ ჩვენს რეგიონში აშშ-ს (დავანებოთ თავი ევროპას, რადგანაც კარგად ვიცით თუ „ვინ უკვეთავს მუსიკას“ კონკრეტულად ნატოში და მითუმეტეს გლობალურ გეოპოლიტიკაში) აქტივობა, მხოლოდ ირანული საფრთხის გამოა. და აქედან, რატომ არ გვინდა იმის აღიარება, რომ რუსეთის იძულებითი კონტრაქტივობები, აგვისტოს ომის ჩათვლით, რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, ამ შემთხვევაში ელემენტალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხდებოდა და თუ საჭირო გახდა მომავალშიც მოხდება.

ან, ჯერ პუტინ-მედვედევის „აღიარებითი ჩვენებები“ სად იყო, როდესაც, თუ არ ვცდები 2008 წლის დასაწყისში, ანუ, აგვისტოს ომამდე კაი ხნით ადრე, რუსეთის საგარეო მინისტრმა ლავროვმა განაცხადა ჩვენს საყურადრებოდ _ არ გინდივართ ქართველებს რუსები? კი ბატონო, მაგრამ ამერიკასაც ნუ შემოუშვებთ, ნეიტრალიტეეტი გამოაცხადეთო (ციტირებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსით ნაღდად ეს იყო). რაც, როგორც ხელისუფლებამ, ასევე „ოპოზიციამაც“, ერთხმად მასხრად აიგდეს რუსეთის ეს შეთავაზება…

ახლაც დაახლოებით იგივე ხდება – ირანი-აშშ-ს (ალბათ ისრაელისაც) მოსალოდნელი და ბევრის აზრით გარდაუვალი სამხედრო დაპირისპირების წინ, ვლადიმერ პუტინის „აღიარებითი ჩვენება“ სხვა არაფერია თუ არა კეთილისმსურველის გაფრთხილება. რადგანაც რუსეთს, ამა თუ იმ ფორმით (სავარაუდოდ უფრო „იმ“, აქტიური სამხედრო ქმედებების ფორმით) მოუწევს რეაგირება მის სამხრეთ საზღვრებთან მიმდინარე, რბილად რომ ვთქვათ, ცხელ კონფლიქტზე და რუსეთის სამიზნედ ნუ იქცევითო ქართველები.

ჩვენი ხელისუფლება და ივანიშვილის ოპოზიციის რესპუბლიკური ფრთა, ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, შეხმატკბილებულად აფიქსირებენ, რომ ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, არა გონიერი და ბუნებრივი ნეიტრალიტეტი, არამედ უგუნურად უნდა დაიჭიროს საქართველომ „სტრატეგიული პარტნიორის“, აშშ-ს მხარე.

საერთოდ კი, რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობა, ეჭვიანი ცოლისა და უმადური ქმრის ამბავს მაგონებს:

ანუ, ცოლმა მომაკვდავი ქმარი მოასულიეროს, მოუაროს, ასვას-აჭამოს და მერე ამ ქმარმა პირველშემხვედრ მახინჯთან უღალატოს, ასეთ ქმარს ცოლმა ღამით ყურში მარილი რომ ჩააყაროს,  ცოლს გაემტყუნება?

ასეა აქაც, 200 წლის წინ, ამერ-იმერ საქართველოს, ზრდასრული მამაკაცებით, ანუ მეომრებით, ერთი პაიჭაძის სახელობის სტადიონის შევსებაც კი გაუჭირდებოდა, 2 საუკუნე გასვას, გაჭამოს, შენს მოსისხლე და ამომგდებ მტრებთან მრავალი ომები აწარმოოს, მათ მიერ წართმეული ტერიტორიები ფორმალურად რუსეთის იმპერიას, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებს  შეუერთოს, რეალურად კი ქართულენოვან კულტურულ სივრცეს დაუბრუნოს, მის იმპერიაში ფიზიკური გადაშენების რეალური პერსპექტივით შესული ერი 5 მილიონი გახდე და მოღონიერებულ-მომრავლებულმა განუცხადო – რუს „ნატაშას“, ამერიკელი „ნატო“ მირჩევნიაო, რა ჰქვია ასეთ საქციელს?

როგორც მინიმუმ, ისტორიული უმადურობა!!!

და ბოლოს ისევ დიდი ილია:

… „ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომებისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაქრა ცეცხლი რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის. უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნოების სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული.

დღეს, 26 ნოემბერს 1899 წ., სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ“.

ამაზე მეტი და კარგად, ვინ და როგორ შეიძლება სთქვას ლიბერასტო ურწმუნო თომებო? თუ, როცა დიდი ილია ამ სტრიქონებს სწერდა, არაფერი სმენოდა გაუქმებული ბაგრატოვანთა სამეფო ტახტის, გადაღებილი ფრესკების, გაუქმებული ავტოკეფალიის, რუსი ეგზარხოსების, ეგზეკუციების თუ სხვა ბოროტებების შესახებ, რაც ვიწვნიეთ ქართველებმა რუსეთის იმპარიაში?

რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ, როგორც სტალინმა უწოდა უმცირესი ბოროტება საქართველოს რუსეთთან შეერთებას, დიდი ილიაც ამასვე ფიქრობდა, მაგრამ არც ის დიდი სიკეთეები დავიწყნია, რომელიც მჰოყვა უმცირეს ბოროტებას და რომელთაც ასეთი მადლიერებით ჩამოთვლის თავის ბრწყინვალე წერილში „ასის წლის წინათ“.

თუმცა, როდესაც ამ წერილს წერდა ილია ჭავჭავაძე. რუსეთის იმპერიაში ნელ–ნელა კარგავდა ინერციას ქართველთა რუსიფიკაციის უტოპიური იდეა და რომანოვების დინასტიის მიწურულს სერიოზულად აღარავინ ფიქრობდა ამაზე. და რომ არა მსოფლიოს მასონთა შეთქმულება მართლმადიდებელი რუსული მონარქიის წინააღმდეგ, ჯერ თებერვლის ბურჟუაზიული რევოლოციის, ხოლო შემდეგ ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების სახით, საქართველო დღეს, თუნდაც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ერთერთი განვითარებული ქვეყანა იქნებოდა კულტურული ავტონომიით.

სწორედ ამას, კულტურულ ავტონომიას ითხოვდნენ იმ ეტაპზე და არა სრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან, დიდი ილიას მეთაურობით ე.წ. თერგდალეულები, 60-იანელები, საქართველოს უკეთესი შვილები. თუმცა ვინ იცის, დროთა განმავლობაში იქნებ სრული დამოუკიდებლობისათვისაც მიგვეღწია. მაგალითად, რუსეთის მონარქიის დომინიონის სტატუსით და იქნებ ქართული მონარქიის აღდგენითურთაც.

ან ისე, როგორც დღეს არსებობენ ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნები.

მაგრამ სამწუხაროდ ისტორიამ არ იცის იქნებ, ასე რომ ყოფილიყო და მსგავსი სენტიმენტები და ისა გვაქვს, რაც გვაქვს. უფრო მეტიც, ჩვენ, ილიაზე კიდევ მეტი ბოროტებები გვახსოვს სსრკ-ს სახით, მაგრამ რომანოვების რუსეთის არ იყოს,  ბოლშევიკურ ბოროტებებსაც ახლდა სიკეთეები, თუნდაც ქართული კულტურის, ლიტერატურის, კინოს, მეცნიერების არნახული რენესანსის სახით. აღარაფერს ვამბობ პრაქტიკულად უფასო კომუნალურ მომსახურებაზე, მედიცინაზე, გაზზე და შუქზე.

სხვათა შორის სტალინის გენიამ გაშიფრა თავის დროზე ბოლშევიკებში მსოფლიო მასონების აგენტები, ტროცკისტი სიონისტების სახით და მათი განადგურებით მინიმუმ 50 წლით შეაჩერა, დღეს მიშნაცებისთვის სანატრელი, რუსეთის ჩამოშლა.

ახლა კი, ხრუშჩოვ-ბრეჟნევ-გორბაჩოვს გადარჩენილ რუსეთს, მხსნელად ვლადიმერ პუტინი და ზოგადად ახალი რუსების თაობა მოევლინა და გვინდა თუ არა, კიდევ მინიმუმ 50 წელიწადი რუსეთს ვერავინ, მათ შორის ამერიკაც ვეღარ ჩამოშლის და იქნებ ამ რეალობიდან ამოვიდეთ?

სწორად გავიგოთ პუტინის „მორიგი აღიარება“, რაც სხვა არაფერია, თუ არა ცნობილი რუსული მულტსერიალიდან „კოტ ლეოპოლდის“ რეფრენად ქცეული რეპლიკა – „Ребята, давайте жить дружно!“ რაც ასე ითარგმნება – ქართველებო, რაც იყო, იყო, მოდით ამიერიდან მაინც ძველებურად, მეგობრულად ვიცხოვროთ, ყველაფერს მოევლება, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებსაცო!

თორემ იმ თაგუნებივით კატას გამოვთხრით, თუმცა არა ლეოპოლდივით კეთილს, რომ მსუბუქ-უწყინარ წკიპურტებს დაგვაჯეროს და ახი იქნება ჩვენზე…

დავით მხეიძე

ევრაზიის ინსტიტუტის კომენტარი პუტინის განცხადებაზე: იხ. “რატომ ალაპარაკდა პუტინი საქართველოს შესახებ”.

ეგვიპტეში ახალი ხელისუფლება ჩამოყალიბდა
დაახლოებით ერთთვიანი პროცედურის შემდეგ დასრულდა საპარლამენტო არჩევნების ძირითადი ნაწილი ეგვიპტეში. არჩევნები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და აირჩეოდა პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატები.

მუბარაქის დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდეგ ეგვიპტეს დროებით მართავდა სამხედრო საბჭო, რომელიც ძირითადად პროამერიკული გენერალიტეტის მიერ იყო დაკომპლექტებული. სამხედრო საბჭოსა და რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, და ასევე პოლიტიკური პარტიების აქტივისტებს შორის პერიოდულად ხდებოდა შეტაკებები, რომელთაგან ყველაზე სერიოზული გასული წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც ამ შეტაკებებში ორმოცზე მეტი მომიტინგე დაიღუპა. პარალელურად მიდიოდა მზადება არჩევნების ჩასატარებლად.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „თავისუფლების და სამართლიანობის პარტიამ“, რომელიც მოძრაობა „მუსლიმი ძმების“ მიერ არის შექმნილი. ვარაუდობდნენ, რომ ეს პარტია პარლამენტში ადგილების 30-35%-ს დაიკავებდა. მაგრამ საბოლოო შედეგის მიხედვით 47% აიღო, ანუ სულ ცოტა დააკლდა აბსოლუტურ უმრავლესობამდე.

„მუსლიმი ძმების“ მოძრაობა ამ ბოლო დროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ბევრი მსჯელობებია მისი მომავალი ქმედებების შესახებ, რაც ჯერჯერობით ვარაუდების საგანია მხოლოდ. ერთი მხრივ, მათზე „ისლამისტების“ მიკერებული იარლიყი არც მთლად შეესაბამება სინამდვილეს, მეორე მხრივ, შექმნილი სიტუაცია, როგორც ჩანს, აიძულებს ამ მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ პარტიას, რომ გარკვეულად „ისლამისტური“ პოლიტიკა მართლაც გაატაროს.

ამის მიზეზია ის, რომ ეგვიპტურ საზოგადოებაში არსებობს საკმაოდ დიდი მოთხოვნა ე.წ. ისლამური პოლიტიკის განხორციელებაზე. ეს ჩანს იქიდანაც, რომ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა კიდევ უფრო რადიკალურმა ისლამისტურმა პარტიამ „ნურ“, რომელმაც პარლამენტის დეპუტატთა მეოთხედი მოიპოვა. თუმცა გამარჯვებული პარტია არჩევნების წინ აცხადებდა, რომ არ აპირებდა „ნურ“-თან თანამშრომლობას, მაგრამ ძალთა გადანაწილებამ პარლამენტში შეიძლება აიძულოს ის ამგვარ ნაბიჯზე წავიდეს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, არჩევნებში კრახი განიცადეს ე.წ. ლიბერალურმა და ღიად პროდასავლურმა ძალებმა. მათ პარლამენტის წევრთა მანდატების 10%-ზე ნაკლები მოიპოვეს.

მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და ჩამოყალიბდება მთავრობა, ხელისუფლება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი ახალი ხელისუფლებისთვის იქნება ისრაელთან ურთიერთობების საკითხი. როგორც ცნობილია, „მუსლიმ ძმებს“ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ პალესტინურ ორგანიზაცია „ჰამასთან“. ეს უკანასკნელი ფაქტიურად „მუსლიმი ძმების“ ერთ-ერთ ფილიალად ითვლება. ამავე დროს, ჯერ კიდევ 1979 წელს ეგვიპტის იმდროინდელმა პრეზიდენტმა სადათმა გააფორმა სამშვიდობო ხელშეკრულება ისრაელთან, რომელიც დღემდე ძალაშია. რამდენიმე თვის წინ, ეგვიპტელი „ისლამისტები“ ფრთხილად საუბრობდნენ ამ თემაზე და აცხადებდნენ, რომ არ მოხდება ამ ხელშეკრულების ერთბაშად გაუქმება. თუმცა იმ პირობებში, როცა ისრაელი არავითარ დათმობებზე არ მიდის და განაგრძობს რეპრესიებს პალესტინელების წინააღმდეგ (კერძოდ, ამ დღეებში ისრაელის ძალებმა დააპატიმრეს ხუთი პალესტინელი დეპუტატი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე), ეგვიპტის ახალ ხელისუფლებას საკმაოდ გაუჭირდება ამ დაპირების შესრულება.

კიდევ ერთი რთული პრობლემა იქნება ეგვიპტის მოშლილი ეკონომის ფეხზე დაყენება და კორუფციის შემცირება. სწორედ ამას ელოდება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც გამწარებული იყო მუბარაქის დროს არსებული სოციალური უთანასწორობით და უპერსპექტივობით. თუ ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა ხელისუფლებამ ნაწილობრივ მაინც შესძლო ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაცია, მაშინ მას საშუალება მიეცემა უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა გაატაროს. ამან კი ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა შეიძლება გამოიწვიოს.

რატომ გახდა ნანა დევდარიანი საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტის და პოლიციური ტელეარხის აგრესიის ობიექტი?
სავალალოდ ცნობილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება ასევე სავალალოდ ცნობილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვ.მერაბიშვილს, შაბათს საღამოს, საინფორმაციო გადაცემაში, ნამდვილი სიურპრიზი მოამზადა.

ნანა დევდარიანი – ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც თავის დროზე საქართველოს ომბუდსმენად მუშაობდა, ხოლო ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მომენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა (სხვათა შორის, იგი ხშირად წერს სტატიებსა და კომენტარებს ევრაზიის ინსტიტუტის საიტისთვის), მოულოდნელად იქცა შსს-ს ტელეარხის აგრესიის ობიექტად. საამისო საბაბად გამოყენებულ იქნა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ გამოქვეყნებული მისი სტატია (სიტყვამ მოიტანა და, „რუსთავი2“-მა ბეჯითად დამალა ეს ფაქტი, არ დაასახელა სტატიის პირველწყარო, რათა ამ კრიტიკულად განწყობილი გაზეთისთვის რეკლამა არ გაეწია). ნანა დევდარიანი თავის სტატიაში არგუმენტირებულად და დამაჯერებლად ხსნის მიზეზებს, რომელთა გამოც მან დატოვა ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა „ქართული ოცნება“. დევდარიანის მხრიდან წამოსული კრიტიკა ძალზე კეთილგანწყობილია ივანიშვილის მოძრაობის მიმართ, ამასთან – საქმიანი, რომლის წაკითხვის შემდეგ ნებისმიერი გონიერი პოლიტიკოსი, სულ ცოტა, სერიოზულად დაფიქრდება.

პრინციპში გასაკვირი არ არის, რომ ტელეკომპანიამ, რომელმაც თავის პროფესიად აქცია შავი პიარი და ვანოიდური პოლიცაების კონტროლს ქვეშ იმყოფება, ხელებს იფშვნეტს იმის გამო, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ ორგანიზაციაში „რაღაც ისე არ არის“. მაგრამ საინტერესოა ის, რომ საინფორმაციო გამოშვების იმ სიუჟეტში, რომელიც ნანა დევდარიანის სტატიას მიეძღვნა, დროის დაახლოებით ¾ ეთმობა სტატიის ავტორის „გაშავებას“ – ნანა დევდარიანი თითქოს 2003 წლის არჩევნების გაყალბებით იყო დაკავებული, ტელეკომპანიის ვერსიით – „საქართველოს ისტორიაში ყველაზე გაყალბებული არჩევნები“. ცხადია, რომ სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა ამ შემთხვევაში დევდარიანის წინააღმდეგ ამუშავდა და არა მათ წინააღმდეგ, ვინც მან გააკრიტიკა თავის სტატიაში (მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები). ასევე საინტერესოა, რომ ეს სიუჟეტი „რუსთავი2“-მა მეორე ნომრად გაუშვა, რუსეთში სიტუაციის „მიმოხილვის“ შემდეგვე, სადაც, ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნები ასევე გაყალბდა.

ჩვენმა წყარომ სამთავრობო სტრუქტურებში ევრაზიის ინსტიტუტს განუცხადა, რომ ამგვარი სიტუაცია იმით აიხსნება, რომ ხელისუფლებაში ესმით – ნანა დევდარიანმა გაზეთის საშუალებით ივანიშვილს სწორედ ის აცნობა, რაც მან უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იმოქმედოს და რა ვითარებაა რეალურად მის სახელთან ასოცირებულ მოძრაობაში. ამიტომ საჭირო გახდა, კიდევ ერთხელ ეცადათ ნანა დევდარიანის დისკრედიტირება, არა იმდენად ქართული საზოგადოებრიობის თვალში, არამედ პირველ ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის თვალში.

ეს მართლაც სწორი ახსნა ჩანს, რადგან გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო დევდარიანის წინააღმდეგ ცილისწამება მაშინ, როდესაც მან დატოვა ივანიშვილის მოძრაობა? პროპაგანდის თვალსაზრისით უფრო სწორი იქნებოდა, დევდარიანი წარმოეჩინათ დადებით ფონზე, ხოლო დისკრედიტაციის ობიექტად ისინი ექციათ, ვინც „ქართულ ოცნებაში“ დარჩა. მოცემულ შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა გაკეთებული. ამიტომ, ჩვენი წყაროს ინფორმაცია გონივრულად და სწორად მიგვაჩნია – ნანა დევდარიანი უნდა გახდეს ივანიშვილისთვის მიუღებელი ფიგურა, რომლის სიტყვები უგულებელყოფილი უნდა იქნას, ხოლო თავად იგი – დავიწყებული.

მაგრამ ყველაზე საინტერესო (და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვერსიის სისწორეს) ფაქტობრივი პრეზიდენტის მ.სააკაშვილის განცხადებებია, „რუსთავი2“-ის სიუჟეტამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთებული, იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე „დემოკრატიულ არჩევნებზე ლაპარაკობს ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება არჩევნებს აყალბებდა“. ვის გულისხმობდა სააკაშვილი, შეიძლება თავად მას ვკითხოთ, მაგრამ პრინციპში ისედაც გასაგებია, ასე უცებ რატომ ალაპარაკდა იგი ამგვარად.

ვნახოთ, რამდენად ძლიერ პოლიტიკურ ინტუიციას გამოავლენს თავად ბიძინა ივანიშვილი.

რატომ ალაპარაკდა პუტინი საქართველოს შესახებ
რუსული ტელერადიოკომპანიებისა და ბეჭდვითი მედიის მთავარ რედაქტორებთან ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და სავარაუდოდ, რუსეთის მომავალმა პრეზიდენტმა, მოულოდნელად საქართველოზე ჩამოაგდო სიტყვა.

მოულოდნელად – იმიტომ, რომ პუტინის მიერ საქართველოს ხსენებამდე მისთვის არავის დაუსვამს შეკითხვა საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკასთან და კერძოდ, საქართველოსთან დაკავშირებით.

ციტატი:

„მე არ ვარ წინააღმდეგი, არ ვარ. გესმით, ადამიანები მოქმედებენ სრულიად განსხვავებული მოსაზრებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ჩვენ ყველას გვიყვარს მწერალი აკუნინი. იგი წერს ძალიან საინტერესო რამეებს (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესოა, მე მიყვარს რუსეთის ისტორია). ხდება ყოველივე ამის ეკრანიზაცია. იგი, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ეთნიკური ქართველია. მე მესმის, რომ მას, შეიძლება, არ გაეზიარებინა რუსეთის ქმედებები კავკასიაში ცნობილი კრიზისული მოვლენების დროს, არსებითად კი საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული ბრძოლის დროს, როდესაც რუსეთი იძულებული გახდა, დაეცვა სამხრეთელი ოსები და ჩვენი მშვიდობისმყოფელები, რომლებსაც თავს დაესხნენ და ელემენტარულად, დახოცეს. ჩვენი ხალხის საკმაო რაოდენობა დახოცეს იქ. რა უნდა გაგვეკეთებინა? ხალხს, მათ შორის ჩვენთან, რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, დარწმუნებული ვარ აგრეთვე, ქართველების მნიშვნელოვან ნაწილს უშუალოდ საქართველოში, თავიანთ სამშობლოში, ესმით ჩვენი საქციელის მოტივები. მეტი რაღა დაგვრჩენოდა? ეს ჩვენ ხომ არ დაგვირღვევია საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში დაფიქსირებული შეთანხმებები! რა უნდა გაგვეკეთებინა? ეს, ჯერ ერთი.

მეორეც, მე ხომ არც მიფიქრია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მოვბრუნდებოდით, მაგრამ თქვენ იცით, რომ მუდმივად ხდება შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის თემაზე დისკუსია: აღნიშნული თემა მუდმივად დგას დღის წესრიგში. თქვენ იცით, ალექსეი, ჩვენთვის სულ ერთი არ არის, სად გამოჩნდება ეს სისტემები – ჩვენს საზღვრებთან ახლოს თუ უფრო შორს. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, თუკი ისინი განთავსდება ბოლოსდაბოლოს, საქართველოში, თუ არ განთავსდება. და რა, ჩვენ ჩვენი დამრტყმელი სისტემები საქართველოს ტერიტორიას უნდა დავუმიზნოთ? წარმოგიდგენიათ, რა საშინელება იქნება ეს? თუმცა გვაქვს კი გარანტია, რომ მსგავსი რამ არ მოხდება? არ გვაქვს! როდესაც ჩვენ ჩვენს ქართველ კოლეგებს ვეუბნებოდით, რომ ‘მოდით, გავაკეთოთ ესა და ეს’, ისინი ყველაფერზე უარს ამბობდნენ. გარდა ამისა კიდევ რაღაც აგრესუულ მოქმედებებს ახორციელებდნენ სამხრეთ ოსეთის მიმართ. ჩვენ კი რა უნდა გავაკეთოთ ასეთ ვითარებაში? ჩვენ მზად ვართ, ქართულ საზოგადოებრიობასთან ერთად ვეძებოთ გამოსავალი, თუკი ჩვენთან საუბარი სურთ. უნდა ითქვას, რომ ბევრს მართლაც სურს, მათ შორის, ქართულ ოპოზიციას, ისინი ხომ ჩვენთან ჩამოდიან: მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში, დიდ სამამულო ომში, დაღპული ქართველებისთვის ძეგლის საფუძველის ჩაყრაში, ასევე ამ ძეგლის გახსნაში. ამას ჩვენ ხომ რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოსახატავად ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოებრიობის ნაწილისთვის ეს ამბები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ადამიანები აუცილებლად მიაქცევდნენ ამას ყურადღებას. ასევე ქართული დიასპორის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც აქ ცხოვრობს, სავსებით სწორად ესმის ჩვენი.

ჩვენ მზად ვართ, დისკუსია ვაწარმოოთ ამ და ყველა სხვა თემაზე, მათ შორის ეგრეთ წოდებულ არასისტემურ ოპოზიციასთან, რომელიც რაღაც სხვა მოსაზრებებით ხელმძღვანელობს“.

აშკარაა, რომ პუტინმა ერთგვარად ხელოვნურად წამოჭრა ქართული თემატიკა და იგი დაუკავშირა კერძო, ნაკლებად აქტუალურ საკითხს – მწერალ ბ.აკუნინის წარმომავლობას. თითქოს არანაირი საჭიროება ამაში არ იყო. მით უმეტეს, რომ თავად აკუნინი მაინცდამაინც არ ახდენს თავისი ეთნიკური წარმომავლობის აფიშირებას და არც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებებით გამოუჩენია თავი. მაგრამ ვინაიდან პრემიერი თავად შეეხო საქართველოს თემას, და თან საკმაოდ დაწვრილებით, ეს, ჩვენი აზრით, მეტყველებს შემდეგზე:

– კრემლში „როქის“ შემდეგ რუსეთი თანდათან გამოვა საქართველოს მიმართ უმოქმედობის მდგომარეობიდან და კვლავ დაიწყებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების წახალისებას დასუსტების პროცესში მყოფი სააკაშვილის ფონზე. როგორც ჩანს, რუსეთის ოფიციალურ წრეებში საქართველოში რეჟიმის შეცვლას რეალურად მიიჩნევენ;

– კრემლს არ დაუკარგავს რეალობის გრძნობა, ზოგიერთი რუსი ვაი-ექსპერტისგან განსხვავებით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მოსკოვის პრიორიტეტი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს, ხოლო საქართველოს უგულებელყოფა შეიძლება;

– საქართველო რუსეთის ლიდერის მიერ აღიქმება ძმურ ერად, რომლის წინააღმდეგ ქვემეხების და ტანკების მიმართვა ტრაგედიის ტოლფასია. 2008 წლის აგვისტოს ომს კი სავსებით სწორი და მისაღები შეფასება აქვს მიცემული – მაშინდელი რუსული სამხედრო ჩარევა წარმოადგენდა იძულებით ზომას, რომელიც არ იყო განპირობებული რუსების სურვილით, დაენაწევრებინათ და დაემცირებინათ საქართველო.

ჩინეთი და იაპონია სავალუტო შეთანხმებას ამზადებენ
მუდმივი კონკურენტები პარტნიორები ხდებიან: პეკინი და ტოკიო ერთობლივ სავალუტო შეთანხმებას გეგმავენ, რომელიც, სავარაუდოდ, უზარმაზარ გავლენას იქონიებს აზიის ეკონომიკაზე.

ორი სახელმწიფოს მთავრობებმა განცხადება ამ მოულოდნელი ნაბიჯის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოშიჰიკო ნოდას პეკინში ვიზიტისას გააკეთეს. ამ გეგმის მიხედვით ჩინეთი და იაპონია ორმხრივ ვაჭრობაში თავიანთი ვალუტების გამოყენებას მიანიჭებენ უპირატესობას.

ბოლო დრომდე მსოფლიოში სიდიდით მეორე და მესამე მაკროეკონომიკებს შორის ვაჭრობის ლომის წილი ამერიკულ დოლარზე მოდის. „უოლ სტრიტ ჯორნელის“ მონაცემებით, დოლარი ჩინეთსა და იაპონიას შორის განხორციელებული ოპერაციების 60 პროცენტ შემთხვევაში გამოიყენება. შუალედური ნაბიჯი აშშ ვალუტის საშუალებით ჩინური და იაპონური საწარმოებისთვის დამატებით ხარჯებს მოასწავებს.

ამ პრაქტიკას ახლა ბოლო უნდა მოეღოს: ნოდასა და მის ჩინელ კოლეგას ვენ ცზიბაოს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, შესაძლებელი უნდა გახდეს იუანისა და იენის პირდაპირი გაცვლა – შორს მიმავალი და მნიშვნელოვანი გეგმა. ჩინეთი იაპონიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, ორივე სახელმწიფო კი აზიის უდიდეს ეკონომიკებს წარმოადგენს.

იუანის მნიშვნელობა იზრდება

თუკი საფინანსო შეთანხმება განხორციელდება, აღმოსავლეთ აზიაში დოლარის დომინირებული მდგომარეობა საგრძნობლად დასუსტდება – ამავე დროს კი იუანის მნიშვნელობა გაიზრდება. მით უმეტეს, რომ სავალუტო შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური ფირმების მიერ სახელმწიფო სესხების გაყიდვისას ჩინური იუანის გამოყენებას. ამჟამად იუანის გამოყენება ჩინეთის ფარგლებს გარეთ მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება, ამიტომ იაპონიასთან საფინანსო თანამშრომლობა ამ პროცესს სერიოზულ ბიძგს მისცემს.

როგორც ჩინური ყოველდღიური გაზეთი “China Daily” წერს უმაღლესი დონის სამიტის შესახებ, მოწმენი ვართ „არსებითი ნაბიჯისა იუანის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით“. პეკინი თავის მხრივ აპირებს იაპონური სახელმწიფო სესხების შესყიდვის ინტენსიფიკაციას.

კალიფორნიის შტატის ბერკლის უნივერსიტეტის ეკონომისტი-თეორეტიკოსი ბერი ეიჩინგრინი „უოლ სტრიტ ჯორნელისთვის“ გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ არსებული ფაქტებიდან გამომდინარე, იაპონია „ირიბად აღიარებს, რომ მომავალში მხოლოდ ერთი დომინანტი აზიური ვალუტა იარსებებს, და ეს ვალუტა იაპონური იენი არ იქნება“. თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება, როდის შევა ძალაში სავალუტო შეთანხმება: არც ჩინეთს და არც იაპონიას კონკრეტული კალენდარული გეგმა არ გამოუქვეყნებია.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები ჩინეთს, იაპონიას და სამხრეთ კორეას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ.

spiegel.de

როცა 30 ათასი მეტია, ვიდრე ნახევარი მილიონი
ვინც 10 დეკემბერს „პირველი კავკასიურის“ გადაცემებს უყურა, უთუოდ დეჟავიუს შეგრძნება დაეუფლებოდა; ეს 2003 წლის „რუსთავი 2“ იყო, ოღონდ რუსულ ენაზე ამეტყველებული. რიტორიკაც ზუსტად 8 წლის წინანდელი იყო და ხბოს აღტყინებაც.

30 ათასი მომიტინგისათვის ნებართვა აქციის ჩატარებაზე რევოლუციის მოედნის ნაცვლად „ბალოტნი“ (ანუ ჭაობის) მოედანზე გაიცა. ცხადია, ამ არცთუ მიმზიდველ სახელზე „გასამარჯვებელი რუსი ხალხის“ ქართული ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიას ხმაც არ ამოუღია. მთავარი აქცენტი იმაზე კეთდებოდა, რომ მიტინგზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა. დასახელდა სხვადასხვა ციფრები – 30 ათასიდან 80 ათასამდე, მაგრამ შეფასება ყველა შემთხვევაში „ძალიან ბევრის“ შესაფერისი იყო.

ესეც ერთგვარი „რევოლუციური“ არითმეტიკაა, როცა 15–მილიონიან მეგაპოლისში გამოსული თუნდაც 80 ათასი (ტვიტერში გავრცელებული მონაცემი) უფრო ბევრია, ვიდრე ზუსტად ათჯერ ნაკლები მოსახლეობის თბილისში გამოსული 500 ათასი მომიტინგე. თუმცა, არც ამ შემთხვევაში ხდება რაიმე ახალი. 2008 წელს აშშ იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჯერ კიდევ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს. ახლა, რუსეთის სათათბიროს 4 დეკემბრის არჩევნების შემდეგ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქვეყნოდ ბრძანა, რომ ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი.

ისმის კითხვა: სამართლიანი და თავისუფალი იყო 2003 წლის შემდეგ ჩატარებული რომელიმე არჩევნები საქართველოში? ცხადია არა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის მხოლოდ ის არჩევნებია „სამართლიანი და თავისუფალი“, რომელსაც სხვა ქვეყნის სათავეში ამერიკისთვის სასურველი რეჟიმი მოჰყავს, ან ტოვებს. პუტინი, რომლის თვალებში ჯორჯ ბუშმა „მონათესავე სული“ დაინახა, ჰილარი კლინტონისთვის კგბ–ს ყოფილი თანამშრომელია, რომელსაც არ შეიძლება სული ჰქონდეს. არ შეიძლება იმიტომ, რომ პუტინმა ელცინის მეშვეობით ამერიკული ინტერესების წინაშე დაჩოქილი რუსეთი წამოაყენა და დასავლეთს აგრძნობინა, რომ მისი გეოპოლიტიკური ინტერესების მონურად გამტარებელი აღარ იქნება.

არ არის სადავო, რომ მოსახლეობა მეტ–ნაკლებად, ყველა ხელისუფალით არის ხოლმე უკმაყოფილო, მაგრამ შეერთებული შტატები, რომელსაც წესად ექცა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ღია ჩარევა, ამ შემთხვევაშიც იმ გზას მიჰყვება, რომლითაც ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ ექსპორტი საქართველოსა და უკრაინაში მოახერხა. თუმცა არის განსხვავებაც. რა შედეგები უნდა მოჰყვეს რევოლუციას რუსეთში? მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიაა გასული, მას მართლაც აქვს მხარდაჭერა. მესამე–მეოთხე ადგილებზე – ჟირინოვსკის „ლიბერალ–დემოკრატები“ და მირონოვის „სამართლიანი რუსეთი“. ის ძალები, რომელთა ხელისუფლებაში მოყვანა ამერიკელებს ასე სწადიათ, ჩვენი რესპუბლიკელებისა არ იყოს, ხალხში უკიდურესად არაპოპულარულნი არიან. „იაბლოკო“ და „მემარჯვენე ძალთა კავშირი“, როგორი სამართლიანი არჩევნებიც უნდა ჩატარდეს, ერთად 3%–საც ვერ მიიღებენ.

მაშ, რისთვისაა ეს ყველაფერი მოწოდებული?

ყველაზე დიდ მიღწევად 10 დეკემბრის მიტინგზე ის ჩაითვალა, რომ ექსცესები არ ყოფილა, პოლიცია კორექტულად იქცეოდა და რომ „ისევ შეიკრიბებიან“. ჰილარი კლინტონს ისევე აწუხებს რუსეთის სათათბიროში მანდატების განაწილება, როგორც მის ქმარს – პრეზიდენტ ბილ კლინტონს აწუხებდა ელცინის მიერ 1993 წელს დახვრეტილი პარლამენტის შენობა.

აქციის წინა დღეებში სოციალურ ქსელებში ინსტრუქციები ვრცელდებოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მომიტინგეები (შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჰილარი კლინტონმა „დემოკრატიის გავრცელებისთვის“ სოციალური ქსელების მრავალმილიონიან დაფინანსებაზე გააკეთა განცხადება), სხვა მრავალს შორის, ხაზგასმით იყო მითითებული, რომ აქციის მონაწილეებს თეთრი ლენტები უნდა ჰკეთებოდათ და ყვავილები სჭეროდათ. წინსწრებით ზოგიერთმა დასავლელმა ჟურნალისტმა (ნათია ზამბახიძის 2003 წლის აღმოჩენის – „ეს ნამდვილი „ვარდების რევოლუციაა“ – წაბაძვით) უკვე ახსენა აქა–იქ ტერმინი „თეთრი რევოლუციაც“, მაგრამ ბედის ირონიით ამ წინასწარ მომზადებულმა ტერმინმა ვერ „ითამაშა“. მოსკოვში დეკემბერში თოვლი არ იყო!  სინამდვილეში ეს ლენტები და აქციაც  სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი დათვალიერება. ეს არის ტესტი, თუ რამდენი ადამიანის გამოყვანა შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ.

თავად ეს ტესტი კი არა სათათბიროს არჩევნების, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებაა, რომელიც 2012 წლის მარტში უნდა ჩატარდეს. ამერიკული ლოგიკით, პუტინის დაბრუნება ხელისუფლებაში არ შეიძლება, სააკაშვილის პრემიერმინისტრის მანტიით დატოვება კი – სრულიად ბუნებრივი. და ამ შემთხვევაშიც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ აძლევს ხმას ამომრჩეველი. მის ნაცვლად არჩევანს მსოფლიოს ჰეგემონი – ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს.

საკმარისია, რუსეთის ხელისუფლებამ ხმა ამოიღოს მის საშინაო საქმეებში ჩარევაზე, რომ მას ნაციონალისტობაში სდებენ ბრალს. უცნაურია, მაგრამ საკუთარი „სტრატეგიული პარტნიორის“ – საქრთველოს ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებისთვის ასე მძაფრად არც პუტინი გაუკრიტიკებია კლინტონს და არც მედვედევი.  ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ისე, ცალყბად დაუჭირა მხარი. ბუშზე აღარაფერი ითქმის – სარკოზისაც ურჩევდა 2008 წელს, ნუ ჩაერევი მაგ საქმეშიო!

პუტინის მომხრეებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან ხელისუფლების მხარდასაჭერად მილიონი ადამიანი გამოიყვანონ ქუჩაში. ექსპერტები უკვე ალაპარაკდნენ სისხლიან სცენარზეც. ამერიკელები ამ შემთხვევაშიც მოგებული იქნებიან: საშინელი „რუსული ბუნტის“ შემთხვევაში ქვეყანაში ქაოსი დაისადგურებს და მის დაშლას დიდი ძალისხმევა სულაც არ დასჭირდება. თუმცა ეს ამერიკული გეგმაა და არა ევროპული, რომელსაც საკუთარი პრობლემები აქვს, ხოლო ამერიკელები ამ პრობლემებზე ხელის მოთბობით არიან დაკავებული.

ლაპარაკი არ არის რუსეთის მიმართ ევროპის ენერგოდამოკიდებულებაზე, თუმცა ზამთარში ეს სერიოზული ფაქტორია. აქ უფრო ის არის მნიშვნელოვანი, რომ ქაოსში ჩაძირული რუსეთი ყველაზე მეტად სწორედ ევროპას არ აძლევს ხელს. ქაოსი გადამდებია, მით უფრო, როცა ევროპაში კრიზისის გამო „ბირთვის“ ქვეყნებს არაორდინარულ ზომებზე უწევთ წასვლა. რუსეთის ფაქტორი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია ამ თვალსაზრისითაც. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ევროპის ლიდერები ჰილარი კლინტონის მოწოდებას აჰყვნენ. ეს ჩვენმა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც იცის. აკი ბრძანა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ – გიორგი (გივი) თარგამაძემ: „ჩვენ უნდა გავუძლოთ პუტინის პერიოდსო“!

თარგამაძის დარად, ჩვენი ექსპერტები უფრო იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ პუტინი პირველ (მესამე) ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს. სინამდვილეში ეს ყველაფერი ყავაზე მკითხაობაა. საქართველოს ხელისუფლებამაც და მისმა ამერიკელმა მეგობრებმაც ერთი მარტივი ჭეშმარიტება უნდა გააოცნობიერონ: რუსეთს კი არ უნდა უთხრიდნენ ძირს (ნათქვამია,სხვისთვის გათხრილ ორმოში ბევრი თვითონ ჩავარდნილა), არამედ იმ ხელისუფალთან უნდა ეცადონ ურთიერთობის მოგვარებას, რომელსაც რუსი ხალხი აირჩევს. თუმცა, როდის იყო ან ჩვენი ხელისუფლება, ან ამერიკის ადმინისტრაცია ხალხის არჩევანს დაგიდევდათ?

ნანა დევდარიანი

ვის სჯერა გამოკითხვის შედეგების?
სულ ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა, არც ამჯერად უღალატა დამკვიდრებულ ტრადიციას და ისე, როგორც ყოველთვის, მრავალი კითხვა გააჩინა, უმთავრესად – თარგამაძე ჯობნის ივანიშვილს?

გამოკითხვის არც დანარჩენი შედეგებია სარწმუნო, მაგრამ თარგამაძის პერსონალური და მისი პარტიის მოწინავეობა ყოველგვარ რეკორდებს ხსნის.

დავუშვათ, მართლაც ასეთი შედეგი მიიღეს გამომკითხველებმა, დავუშვათ, არა მარტო ერთი რიგითი დაიცალა გონებიდან, რომ იტყვიან, გამოშტერდა, არამედ 4 ათასი, მაგრამ რა ვუყოთ იმ რეალობას, რასაც ჩვენს ირგვლივ აქვს ადგილი, იმ ანტისახელისუფლებო განწყობას, რასაც ვხედავთ ქუჩაში, საქალაქო ტრანსპორტში, ნებისმიერი თავშეყრის ადგილში.

როგორც ჩანს ქუჩა ერთია და ტელეფონის ყურმილი მეორე – ქუჩაში და სამზარეულოში ნათქვამი – გულწრფელი, ხოლო ტელეფონში ნათქვამი – გულწრფელობის გარეშე.

ოფიციალური შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იმ დოზით გამოშტერებულა, როგორიც ხელისუფლებას სურს, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ყველა ჩვენგანმა კარგად ვიცით. საქმე სხვაშია – სიცრუეში, ქამელეონობაში, შიშში, სხვა ნეგატიურ თვისებებში. ასე, რომ „აირაის“ ნაცვლად სხვა ინსტიტუტის დაკვეთით შესრულებული გამოკითხვაც თუ იგივე შედეგს არ აჩვენებდა, მიახლოებულს მაინც დააფიქსირებდა, რატომ, რა არის ამის მიზეზი?

უპირველეს ყოვლისა ის, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, შორსაა სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან, არასერიოზულად ეკიდება სატელეფონო შეკითხვებს, საერთოდ მსგავს გამოკითხვას. საზოგადოების დაბალი პოლიტიკური განათლება, ანალიზის უნარის არქონა, მიკერძოება, არ აძლევს მას ობიექტური პასუხის გაცემის შესაძლებლობას. აღნიშნულ „სიკეთეს“ ერთვის ხელისუფლებისადმი ღრმადგამჯდარი შიში.

შეკითხვის დასმისთანავე ყველა ჩვენგანი უმალ ვიხსენებთ საკუთარ სამსახურს, შვილების სამსახურს, სამსახურის ქონის შემთხვევაშიც გაძაღლებულ ცხოვრებას, მისი არარსებობით კატასტროფული ყოფის პერსპექტივას, მინიმალური პრივილეგიის დაკარგვას, პენიტენციური სისტემის გაუსაძლისობას და ზომაზე მეტად გადატვირთულობას, ასეთში მოხვედრის ამაზზრზენ შანსს, სხვა „ბედნიერებას“, რაც ესოდენ უხვად გვარგუნა ჩვენმა „საყვარელმა“ ხელისუფლებამ.

ჩამოარაკრაკებ ყოველივე ამას გონებაში და უმალ მიხვალ დასკვნამდე, რომ ბიძინას მოწოდება – გადავლახოთ შიში კი არა, იესოს მოწოდებაც ვერ გვიხსნის სადამსჯელო აპარატის კლანჭებიდან.

ამომრჩეველი, რომელიც ხმის მიცემის ჯიხურში, ვიდეოთვალის შიშით, სასურველი პარტიის ნომერს არ ავლებს წრეს, სატელეფონო შეკითხვაზე გასცემს ობიექტურ პასუხს? ის სხაპა-სხუპით უპასუხებს იმას, რასაც ელის გამომკითხველი.

მოპასუხე არასდროს ცდება გამომკითხველთა წარმომავლობაში. მან ზედმიწევნით კარგად იცის, რომ ის ხელისუფლების პირმშოა, მისი ძუძუთი ნაკვები, მასთან ანგარიშვალდებული, რომ ის უცხოელი, ამ შემთხვევაში ამერიკელი, კი არა, მისი სისხლი და ხორცია, ოღონდ პრივილეგირებული, მოპასუხის ნამდვილი სახის გამომვლენი და ამით საკუთარი ბედნიერების გამჩარხველი.

საქართველოში, წლის განმავლობაში, განსაკუთრებით პოლიტიკური ცხოვრების ოდნავი გამოფხიზლების დროს, უმალ ტარდება მსგავსი სახის „გამოკითხვები“. მიზანი? რომ ეს ფაჩუნიც ჩაიხშოს. ვის სჭირდება თავის ატკივება? მითუმეტეს არ სჭირდება პატივცემული მიხეილის ხელისუფლებას. სწორედ ამიტომაც გვკარნახობს იგი, ვითომ უცხოელთა პირით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, ვის, ვინ უყვარს, ვის ვინ მოსწონს პოლიტიკური თვალსაზრისით და ა.შ.

მიხეილ-USA ტანდემი, ისე, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. გაფაჩუნება ვერ მოასწრო ივანიშვილმა და უმალ რეიტინგები აძგერეს – რაც არ უნდა იხტუნაო, ასეთია შენი სახალხო პოპულარობა, გინდ დაიჯერე, გინდ არაო.

საგულდაგულოდ დაშინებული გამოკითხული თარგამაძეს, რომ ამჯობინებს ივანიშვილს, ეჭვი გვეპარება? სააკაშვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ის ზევით არის, ღრუბლებში, უმაღლესი პროცენტებით.

ყველაფერთან ერთად გამოკითხვის შედეგები იდუმალების მატარებელია ანუ თავისებური მესიჯია ივანიშვილისთვის სააკაშვილის მხრიდან, დაახლოებით ასეთის – საჩხუბარი რა გვაქვს, შევთანხმდეთ საპარლამენტო ადგილების ისეთ განაწილებაზე, როგორსაც „აირაი“ და „გელაპი“ გვთავაზობს, სამპარტიანი პარლამენტით, ისე, როგორც გსურდათ – ნაციონალებით, ივანიშვილებით, თარგამაძეებით. სხვა დანარჩენების ჭაჭანებაც არ იქნება.

გამოკითხვის მიხედვით, ალასანიები და ნათელაშვილები ორ პროცენტს ვერ ასცდნენ. როგორც ჩანს, სრულდება ჩემი წინასწარმეტყველება – ივანიშვილის შიშით ნაციონალებს საკუთარი თავი ექნებათ გადასარჩენი და ისინი სხვა სატელიტი პარტიების პარლამენტში შეყვანისთვის თავს არ გამოიდებენ. გაიყვანს თუ არა ივანიშვილი სხვა პარტიებს, ძნელი სავარაუდოა, ვინაიდან ქართულ პოლიტიკაში შეყრა-გაყრა თვალის დახამხამებაში ხდება.

ისე კი, კაცმა რომ თქვას, ივანიშვილის რა პარტიაზეა საუბარი, ჯერ ჩანასახშიც, რომ არ არის? სწორედ ეს მაფიქრებს, რომ გამოკითხვას უფრო სააკაშვილის მიერ ივანიშვილისთვის გაგზავნილი მესიჯის დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა რამ.

ერთის შეხედვით, პრიმიტიული ქართული პოლიტიკა ზომაზე მეტად ჩახლართულია, თავისი ცუდი და ცუდზე ცუდი მაგალითებით. თუმცა ეს საზომი ჩვენებურია, მათებურად კი – მთელი ქართული ცხოვრება პოლიტიკით დაწყებული, რიგითი მავანის ცხოვრებით დამთავრებული, დადებითიცაა და წარმატებულიც. ასე გვასწავლის ქვეყნის მედია, ასე გვასწავლის სააკაშვილი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამერიკელები.

როდესაც 24-საათიან რეჟიმში, ყველა ტელევიზია შეხმატკბილებულად ჩაგძახის გრანდიოზულ წარმატებებზე, როდესაც გაურკვეველ რეიტინგებში საქართველო ან პირველია ან პირველ ათეულში, როდესაც ქართული „საოცრების“ შესასწავლად, ვარდების რევოლუციის მონაპოვრის ახლო გაცნობის მიზნით ჯოგებად ჩამოდიან უცხო ქვეყნის დელეგაციები, როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური წარმატებების შესახებ უცხოეთში ტომები ისტამბება, როდესაც დასავლური ტელეკომპანიები და ბეჭდვითი ორგანოები ხოტბას ასხამენ ქართულ წარმატებებს, დემოკრატიას, კორუფციასთან ბრძოლას. . .  როდესაც საქართველოს პრეზიდენტს ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით დასავლეთის, გუიმპლენივით გაღიმებული ხვდებიან, როდესაც დასავლეთი, უპირველესად აშშ-ი ლამის მესამე მსოფლიო ომის წამოწყებისთვის ყურებს არ ახევს პატივცემულ მიხეილს – პირიქით მილიარდებით ასაჩუქრებს, როდესაც სააკაშვილის მიერ შეურაცხყოფილი და თავსლაფდასხმული რუსეთის ხელისუფლება ხმას არ იღებს, როდესაც არანაკლებ თავსლაფდასხმული უკრაინის პრეზიდენტი, საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ზონდერების გაგზავნის პასუხად სააკაშვილს დელეგაციას-დელეგაციაზე უგზავნის, როდესაც „არაეფექტიან“ მმართველობაში „მხილებული“ სომხეთის პრეზიდენტი, ნაცვლად მკაცრი რეაგირებისა, თბილისში ეახლება საკუთარ სისხლსა და ხორცს, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები გუნდ-გუნდად აკითხავენ სააკაშვილის კარს, ისე, როგორც ევროპარლამენტარები და ა.შ., ბოლო გამოკითხვის შედეგებმა არ უნდა გაგვიკვირდეს.

არც ახალი ქალაქის – ლაზიკის მშენებლობამ, არც ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის გადაყვანამ, მათთვის ძვირადღირებული სახლების მშენებლობამ, ველოსიპედისა და კვერცხების ძევლებმა, საქართველოს სახელმწიფო მოხელეთა მსოფლიო ჩემპიონობამ, არც წაგებული ომის მოგებულად გამოცხადებამ არ უნდა გაგვაკვირვოს.

დიახ, ყოველივე აღნიშნული და მრავალი აღუნიშნავი ერთი კაცის შემოქმედებაა, მისი შრომით შექმნილი – უკუღმართი, ღვარძლიანი, უამრავი ნეგატივით აღვსილი შრომით, რაც ყველამ ვიცით, მაგრამ თავს ვიკატუნებთ, თითქოს არ ვიცით. რატომ? იმიტომ, რომ… თუ ვიცით, მინიმუმ ისეთი პასუხი არ უნდა გავცეთ გამომკითხველს, როგორიც გავეცით, მაგრამ გავეცით, რატომ? იმიტომ, რომ მიშა მაგარია.

მაგარია იმიტომ, რომ ერთმა შეძლო ყველას დაჩოქება – ერისა და ბერისა, შინაურისა და გარეულის, დიდისა და პატარის, ქალისა თუ კაცის.

მან შეძლო საზოგადოების გახლეჩა, ახალგაზრდისა და ძველგაზრდის დაპირისპირება, პარტიების ერთმანეთზე გადაკიდება, მოქრთამვა, გადაბირება, დაჩმორება, ძველი თაობის კანალიზაციას გატანება, ახალი თინეიჯერული „ინტელიგენციის“ ჩამოყალიბება.

მან კარგად დააზეპირებინა თითის სიგრძე ბავშვებს და არა მარტო მათ, „მიშა“, „მიშას“ ბღავილი, წივილი, ყვირილი. მავანი იტყვის – ყოველივე დადგმული სპექტაკლებიაო. კეთილი. გეთანხმებით. მაგრამ ოპოზიციამაც დადგას, თუ თავი აქვს, მაგრამ, რომ არ შეუძლია და რომ არა, ნათლად გამოჩნდა თეთრი სახლის წინ მოწყობილ „გრანდიოზულ“ მიტინგში, ესოდენ „გაშაყირებულში“ სააკაშვილისა და სააკაშვილების მიერ.

8 წელი გავიდა „ვარდების რევოლუციიდან“, მძიმე, გაუსაძლისი 8 წელი, თუმცა ვისთვის გაუსაძლისი და ვისთვის საამური. საამური ნაციონალების, მათი ახლობლების, ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოებისთვის, „საკუთარი“ ბიზნესმენებისთვის, ყველა იმათთვის, ვინც მორჩილად თვალში შეჰყურებს მამა-მარჩენალს.

ვინც არა – ცხოვრების უკუღმართობით არის დაოსებული, ხელჩაქნული, ბრძოლის უნარიდან დაცლილი. მისთვის სულ ერთია, რა პასუხს გასცემს გამომკითხველს, ვინაიდან იცის, რომ მისი ობიექტური პასუხი ნანატრ გაზაფხულს ვერ მოიყვანს.

ორივე კატეგორია ერთმა კაცმა შექმნა, რაც ყველამ ვიცით, მაგრამ, “მერე რა”…

ჰამლეტ ჭიპაშვილი