geurasia.org » ქართული დიასპორა

ალექსანდრე ებრალიძის გრანდიოზული პროექტი აბუ-დაბიში და გეგმები რუსეთსა და საქართველოში
ბიზნესმენისა და მეცენატის ალექსანდრე ებრალიძის მტრები – ქართველი კაცისა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყვიტა, ჩაერთოს რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების საქმეში და საქართველოს დაეხმაროს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ განვითარებაში, პერიოდულად ავრცელებენ ხმებს იმის შესახებ, რომ ებრალიძეს რაღაც ფინანსური პრობლემები აქვს. საქართველოში დაიწყეს ებრალიძის გადაწყვეტილების ტირაჟირება პეტერბურგის ცენტრში მდებარე ექსტრა-კლასის სასტუმრო “ტალიონის” გაყიდვის შესახებ. მართლა ფინანსური პრობლემების გამო ჰყიდის ებრალიძე ელისეევის სასახლეს? ამით დაინტერესდა საქმიანი ჟურნალი “Город812″, რომელმაც ინტერვიუ სთხოვა მას. ევრაზიის ინსტიტუტი ექსკლუზიურად აქვეყნებს ამ ინტერვიუს ქართულ თარგმანს, თანაც ჟურნალის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე.

–	მაინც რატომ ჰყიდით „ტალიონს“?

–	მოკლედ რომ ვთქვა, მიზეზი ერთია. მოცემული სივრცის ფარგლებში – მხედველობაში მაქვს ეს შენობა, რომელსაც მიწის 0,7 ჰექტარი და 26 ათასი კვადრატული მეტრი უკავია, შეიძლება მხოლოდ სრულყოფა. მაგრამ არ შეიძლება განვითარება. მე კი მსურს განვაგრძო შენება, ვაკეთო ის, რაც საინტერესო და უფრო მასშტაბურია. ამიტომაც დავისახე ისეთი მიმართულება, როგორიც ხის გადამუშავებაა. ამჟამად მიმდინარეობს ქარხნების მშენებლობა, რომელთა საშუალებითაც მე დავიწყებ ხის, ეკოლოგიურად სუფთა სახლების წარმოებას. ორი რიგი უკვე მზად არის, ახლა მესამე შენდება.

–	თქვენ ამბობთ, რომ განვითარება აღარ შეიძლება. მაშ რატომ უნდა იყიდოს ვინმემ თქვენი შენობა?

–	ჩემი პასუხების ინტერპრეტირებას თქვენ სხვა შინაარსობრივი ფორმით ახდენთ, მე კი სხვა რამ განვაცხადე. მხედველობაში მქონდა ის, რომ განვითარება შეზღუდულია ამ შენობის მასშტაბებით. განვითარება აღარ შეიძლება, შეიძლება მხოლოდ სრულყოფის მიღწევა მართვაში, ბიზნესის სტრუქტურირებაში. ძირითადი საქმე ჩვენ უკვე გავაკეთეთ.

ამ ობიექტის სტრუქტურირების პროცესი 1992 წლიდან მიმდინარეობდა 18 წლის მანძილზე. ჩიჩერინის სახლის მშენებლობის და რესტავრაციის მხოლოდ ბოლო ეტაპზე (ჩიჩერინის სახლი ელისეევის სახლის მიმდებარე შენობაა, ორივე ერთად დღეს შეადგენს „ტალიონს“ – ევრაზიის ინსტიტუტის შენიშვნა), რაც აქ არსებული კომუნალური ბინებიდან ხალხის გადაყვანად გაკეთდა, შესყიდულ იქნა 139 იზოლირებული კომფორტული ბინა. ბოლო დარჩენილ კომუნალურ ბინებში, რომლებიდანაც მოვახდინეთ ხალხის გადმოსახლება, 9 – 10 ოჯახი ერთად ცხოვრობდა, 350 კვადრატულ მეტრზე, არ მოეწოდებოდათ ცხელი წყალი და მათთვის გამოყოფილი იყო მხოლოდ 3 კილოვატი ელექტროენერგია. ჩვენ 1 კვადრატულ მეტრზე დავხარჯეთ 20 ათასი ევრო. ეს შესყიდვის ფასია. ჩვენ უზარმაზარი სამუშაო ჩავატარეთ.

–	ვინ არიან ეს „ჩვენ“?

–	ჩვენ – ანუ მე, ჩემი მეგობრები, კოლეგები, კოლექტივი. ახლა სხვა ხალხის ჯერი დადგა და ჩვენ წინ მივდივართ, რათა განვაგრძოთ შენება, რათა განვვითარდეთ.

–	ხარჯებმა გაამართლა?

–	ობიექტი სამ ეტაპად იქნა ექსპლუატაციაში შეყვანილი. პირველი ეტაპი იყო კლუბის გახსნა 1997 წელს, მეორე ეტაპია 2003 წელი, მეორე რიგის და მათ შორის, 29 ნომრის გახსნა. პირველი და მეორე ეტაპების შედეგად, კაზინოს ფუნქციონირებასთან ერთად, ეს მაღალმომგებიანი საწარმო იყო. კაზინოს დახურვისა და მესამე რიგის მწყობრში შეყვანის შემდეგ გაწეული ხარჯების ამოღება შესაძლებელია მხოლოდ გაყიდვის გზით.

–	ის, ვინც ამ ობიექტს იყიდის, შეძლებს მოგების მიღებას?

–	პასუხისათვის ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ივლისში ჩემთან სტუმრად იმყოფებოდა დელეგაცია აბუ-დაბიდან, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს ერთი საწარმო და ერთი მინისტრია. მან განაცხადა, რომ ასეთი არაფერი უნახავს მსოფლიოში და შემთავაზა, ავაშენო ასეთივე კომპლექსი აბუ-დაბის ცენტრში. ერთი თვის შემდეგ მე მივიღე ოფიციალური მოწვევა და რუკა, რომელზეც აღნიშნულია მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწა ერთი ჰექტრის ოდენობით, ზღვაზე ხედით. 15 ოქტომბრამდე ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი აბუ-დაბის და, შესაძლოა, დავიწყებთ კომპლექსის მშენებლობას. აი ჩემი პასუხი თქვენს შეკითხვაზე.

–	მაშ, უკვე ჩანან თქვენი სასტუმროს პოტენციური მყიდველები?

–	სასტუმრო და შენობათა კომპლექსი – ორი სხვადასხვა საკითხია, ამიტომ დღესდღეობით შენობათა კომპლექსი დაყოფილია 20 კადასტრად. შესაბამისად, ეს 20 სხვადასხვა ობიექტია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ცალკეული სათავსოების გაყიდვასთან, მათ შორის სასტუმრო კომპლექსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი სწრაფი არ იქნება, შეთანხმების მიღწევა და მისი სისრულეში მოყვანა ერთიდან ორ წლამდე გაგრძელდება.

–	პეტერბურგში აღარაფრის აშენებას აპირებთ?

–	ეს ჩემი ოცნებაა – ნულიდან ავაშენო პეტერბურგში ისეთი სასტუმრო კომპლექსი 200–250 ნომრით, რომელიც ფუნქციონალურად იქნება სასტუმრო ბიზნესთან შესაბამისობაში. ამიტომ ჩვენი სამშენებლო კომპანია და რესტავრატორები ცალკე ასაწყობებენ და სათუთად ინახავენ ყველა ფორმასა და ინტერიერის მორთულობას. აუცილებლად ავაშენებ ასეთ კომპლექსს, რათა თაობამ იცოდეს, 21-ე საუკუნეშიც შეგვიძლია ავაგოთ არქიტექტურის ისეთი შედევრები, როგორებსაც აშენებდნენ მე-18 – მე-19 საუკუნეების კორიფეები. შესაძლოა, ეს იქნება ვასილევის კუნძულზე, შესაძლოა, ლახტაზე, მაგრამ აუცილებლად ხედით ზღვაზე.

–	ეს უბრალოდ თქვენი ოცნებაა თუ კონკრეტულად უკვე აკეთებთ რამეს ამ მხრივ?

–	უკვე ვეძებ შესაფერის ადგილს. მე ყველაფერს საკმაოდ ნელა ვაკეთებ. აი გაგიზიარეთ ახლა ჩემი სურვილი, მაგრამ სურვილიდან მის რეალიზაციამდე დიდი გზაა. ასეთი სურვილი მე მაქვს. დღეს დარწმუნებული ვარ ჩვენს შესაძლებლობებში. ჩვენ ვფლობთ დიდ სარესტავრაციო სახელოსნოებს. ჩვენ შეგვიძლია ნულიდან დავიწყოთ ცარიელ ადგილზე და შევქმნათ შენობები რუსული კლასიციზმის ტრადიციებში ბაროკოს ან გვიანი ბაროკოს ელემენტებით, რომლებიც გადმოსცემენ მეთვრამეტე საუკუნის სულისკვეთებას. დავუშვათ, შერემეტიევის სასახლე ჩვენ აღვადგინეთ ნულიდან, „ტალიონშიც“ ბევრი შემადგენელი ნაწილი განადგურებული იყო და ჩვენ აღვადგინეთ ისინი.

–	თქვენი კუთვნილი სხვა უძრავი ქონება პეტერბურგში – მას რა ელის?

–	სრულდება ანგლიისკაია ნაბერეჟნაიაზე 1730 წლის სახლის რესტავრაციის შესახებ კონსულტაციები. იქ განთავსდება ჩვენი ცენტრალური ოფისი. თუკი „ტალიონში“ 26 ათასი კვადრატული მეტრი ფართია,იქ – დაახლოებით 7 ათასი კვ. მ. შესაბამისად, ყველაფერი პროპორციულად გადატანილ იქნება ამ ფართზე. ყველაფერი, რასაც ხედავთ „ტალიონში“, განთავსდება იქ. რესტავრაცია, როგორც ვფიქრობ, 2013 წელს დასრულდება.

–	გამოდის, რომ პეტერბურგში მხოლოდ ანგლიისკაია ნაბერეჟნაიაზე არსებული პროექტი რჩება?

–	დიახ, ჯერჯერობით მხოლოდ ეს პროექტი.

–	თქვენი ხის გადამამუშავებელი ქარხანა – ვისთვის მუშაობს იგი, დასავლეთისთვის თუ რუსეთისთვის?

–	ქარხანა – უნარჩენო წარმოებაა წელიწადში 140 კუბური მეტრი წარმოების მოცულობით. ნარჩენებისგან ხის გრანულები კეთდება ანუ იგივე ბიოლოგიური საწვავი. პროდუწციის 20 პროცეტამდე რუსეთში იყიდება, 80 პროცენტი დასავლეთ ევროპაში, არაბულ ემირატებში, ტაივანში, შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში გადის. ხის გრანულების ექსპორტირება ძირითადად ხდება ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით დანიასა და შვედეთში.

–	თქვენ გახარებთ ფაქტი, რომ ასე ბევრი საზღვარგარეთ გადის?

–	წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი „ლადა“ გადის გერმანიაში. დასვით შეკითხვა: ბევრი გვაქვს ისეთი რუსული ნაწარმი, რომელიც დასავლეთ ევროპაში მიდის ექსპორტზე? სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენს პროდუქციაზე აბსოლუტური მოთხოვნაა დასავლეთ ევროპასა და თვით შეერთებულ შტატებში, რომელიც ითვლება ხის განსაკუთრებით გამძლე მასალის, ე. წ. ЛВЛ-ის სამშობლოდ. მშენებლობის ტექნოლოგია დასავლეთში ემყარება ჩვენს პროდუქციას, იქ ცხრასართულიანი სახლებიც ხისგან შენდება. ეს კონსტრუქციული მასალა თავისი ხარისხით მეტალს და ბეტონს აღემატება და მათ ნაცვლად გამოიყენება!

–	ჩვენთან არ აშენებენ?

–	ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არსებობს შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტები, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივედით აქამდე ტექნოლოგიურად, ნებართვების მხრივაც.

–	ექსპორტი ალბათ უფრო მომგებიანიცაა?

–	ეკონომიკური ფაქტორი, ამაში, ეჭვს გარეშე, არის, იმის გათვალისწინებითაც, რომ ფასი ნედლეულზე – ხეზე – ძალზე გაიზარდა, ხოლო მზა ნაწარმზე (ЛВЛ) 30 პროცენტით დაეცა მთელ მსოფლიოში. საერთოდ რომ ვიმსჯელოთ ჩვენს მიერ განხორციელებული რეალიზაციის მაგალითზე, შემიძლია დავადასტურო, რომ დასავლური ეკონომიკა კრიზისულ ვითარებაში იმყოფება. მშენებლობა ხომ ეკონომიკის მდგომარეობის მთავარი მაჩვენებელია. ევროპაში პირველ რიგში გერმანია აშენებს. ჩვენ ასევე აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ გაერთიანებულ არაბულ საემიროებთან და ტაივანთან. აი სად ჩანს სინათლის სხივი ბნელით მოცულ სივრცეში.

–	რუსეთშიც აშენებენ…

–	ჩვენთან ძირითადად საცხოვრებელ ფართებს აშენებენ, რომლის რეალიზება იპოთეკური დაკრედიტებით ხდება. ერთი–ორი წლის შემდეგ, როდესაც დადგება იპოთეკური ფულების დაბრუნების დრო დადგება, ჩემი აზრით, მოხდება გარკვეული „გაუგებრობა“. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია.

–	და ელიტური უძრავი ქონების ბაზარზე რას იტყვით?

–	მე ვიმყოფები ძალზე ვიწრო სექტორში, მე არ გახლავართ ექსპერტი. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, შესაძლოა, არასწორი. მე იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია. თუკი მიმაჩნია, რომ მე არ ვარ კომპეტენტური რაიმე სფეროში, მაშინ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

–	სასტუმროს გუბერნატორის შეცვლის გამო ჰყიდით?

–	როდესაც მეკითხებიან, თუ რატომ მიყალიბდება ყველა გუბერნატორთან ნორმალური ურთიერთობა, მე ვპასუხობ ხოლმე – ყოველთვის უბრალოდ ვმუშაობდი. რაც შეეხება გეორგი სერგის ძე პოლტავჩენკოს, ეს წესიერებით გამორჩეული ადამიანია, რომელსაც პირადად ვიცნობ.

–	ითვლება, რომ პეტერბურგის ცენტრში ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელია შენება, ამაზე რას იტყვით?

–	„ტალიონი“ ძალზე რთული ობიექტია. მე არ მსურს განვაგრძო მსგავსი პროექტები ქალაქის ცენტრში. რთულია მათ შორის იმიტომ, რომ ხელისუფლება მუდმივად იმყოფება ქალაქის დამცველთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წნეხის ქვეშ. რომ არ გვქონოდა ხელისუფლების მხარდაჭერა, ამ სახლის რესტავრაცია და რეკონსტრუქცია არასოდეს დასრულდებოდა. არ მესმის, რა ამოძრავებს ამ ხალხს. სხვადასხვა საზოგადო მოღვაწე მოქმედი პროექტების კრიტიკას მხოლოდ პირადი მიზნებისთვის იყენებს, ეს მიზნები ამაღლებული ფრაზებით ინიღბება. საკმარისია ერთი მაგალითი: ყველა კრიტიკოსთაგან მხოლოდ ორი ადამიანი, ბატონები მარგოლისი და მილჩიკი მოვიდნენ ადგილზე. მე მათ აზრს ძალზე ვაფასებ, ამან ჩვენ ბევრ რამეში გაგვიწია დახმარება, საბოლოო ჯამში. სხვა კრიტიკოსები მე თვალით არ მინახავს არც მშენებლობის დაწყებამდე, არც მისი მსვლელობის დროს და არც შემდეგ.

მე ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებდი და მიმაჩნია, რომ ეს საკმარისია. ვფიქრობ, რესტავრაციის ჩვენეული გამოცდილება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც საპილოტო პროექტი. მე მალე მექნება შეხვედრა ბატონ პოლტავჩენკოსთან, რომელზეც აუცილებლად გავუზიარებ ჩემს მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით.

–	მარგოლისი და მილჩიკი – დამეგობრდით მათთან?

–	ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან და იმედი მაქვს, ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან ანგლიისკაია ნაბერეჟნაიას პროექტთან დაკავშირებით. ადრე მინდოდა იქ 12 ათასი კვ. მეტრი, მაგრამ მათ დამარწმუნეს, რომ არ შევცვალო ნაგებობის მასშტაბი და ფორმა. ამიტომ ყველაფერი არსებულ პროპორციებში დარჩება. ეს მათი დამსახურებაა. დიალოგი მათთან ადრე რომ შემდგარიყო, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებდით მეთვრამეტე საუკუნის ფლიგელის შენარჩუნებას „ტალიონში“, რომელიც დავანგრიეთ მისი ძალზე ძველი მდგომარეობის გამო.

–	რატომ უფრო ადრე არ დაიწყეთ მათთან დიალოგი?

–	მუჰამედი არ მიდიოდა მთასთან, და მთაც არ მიიჩნევდა საჭიროდ მუჰამედთან მისვლას! მაგრამ რაღაც მომენტში ისინი დაახლოვდნენ.

–	ქალაქის დამცველებთან კონფლიქტი სახურავზე მოწყობილ ბასეინს უკავშირდებოდა?

–	არა მხოლოდ. ერთმა ეგრეთ წოდებულმა „ქალაქის თავმა“ ბრალი დაგვდო იმაში, რომ ჩვენ თითქოს სახლის მთელი ფასადი დავანგრიეთ. ეს პიროვნება ამას პრესაში წერდა, რადიოს საშუალებით იძახდა, თავის თავში ძალზე დარწმუნებული გამოიყურებოდა. ეს საინტერესოა, როდესაც ამგვარი ხალხი გამოდის, დავფიქრდები ხოლმე, ისინი ან არანორმალურები არიან ან ასე ძალიან კარგი მსახიობები. სხვა ახსნა მე არ გამაჩნია. ეს ადამიანი ისე დარწმუნებით ლაპარაკობდა, რომ თვით მე, როდესაც მას ვუსმენდი, ეჭვები დამეწყო, მართლა ხომ არ დავანგრიე იგი?

–	ბასეინის შესახებ რას იტყვით?

–	ბასეინიც წარმოადგენდა უთანხმოების მიზეზს. მაგრამ ახლა იგი არავის უშლის, ისეა გაკეთებული, რომ არც ერთი წერტილიდან არ ჩანს, ნეიტრალურ ზონაშია, მეთვრამეტე საუკუნის დეკორებთან არ იკვეთება. „ნეიტრალური ზონა“ ნიშნავს, რომ ბასეინი არის ეზოს ვერტიკალურ ნაწილში, სადაც მისთვის სპეციალურად აიგო ფუნდამენტი. არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, არავითარი შენობა არ დგას. მე ისღა დამრჩენია, გავიღიმო და მოვიწვიო ყველა მძაფრად მოლაპარაკე ადამიანი და ვაჩვენო მათ ყოველივე. მაგრამ ისინი არ ჩანან.

–	თქვენ აპირებდით საქართველოს პრეზიდენტობას. ეს თქვენი ერთადერთი პოლიტიკური გეგმაა?

–	არ არის არავითარი გეგმები, ერთის გარდა – შევეცადო, შევცვალო საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გვარად სააკაშვილის ანტირუსული, მეტიც, ანტიქართული პოლიტიკა.

–	იცით, როგორ შეიძლება ამის მიღწევა?

–	ამისათვის საქართველოს ხელისუფლებამ მე მოქალაქეობა უნდა მომცეს. მაგრამ ისინი სწორად მაფასებენ, იციან, რომ ეს რომ გააკეთონ, ამჟამინდელი ხელისუფლების მარცხი გარდაუვალია.

–	და თქვენ ცდილობთ, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე გარედან მოახდინოთ ზეგავლენა?

–	არ შეიძლება. ეს არადემოკრატიულია. უნდა მივიღო მოქალაქეობა. მაშინ მექნება ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა საქართველოს კონსტიტუცია. მე შემეძლება თუნდაც ჩასვლა საქართველოში, მე ხომ დღეს იქ პერსონა ნონ გრატა ვარ. საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების საბედნიეროდ.

რეალური საქმეები ქართული ფულით ამერიკული მარიონეტების პიარის წინააღმდეგ
სააგენტო “ინტერფაქსის” მოსკოვის სტუდიაში საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა და მეცენატმა ალექსანდრე ებრალიძემ სააკაშვილის მმართველობის დასრულების შემდგომი საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური მომავლის მისეული ხედვა წარმოადგინა.

ქართული დიასპორის ლიდერმა საზოგადოებას კონგრესის მოსკოვური ფილიალის დაარსებაც ამცნო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ქვევით წარმოგიდგენთ პრეს-კონფერენციის ვიდეოჩანაწერს, მაგრამ ასევე თავს მოვუყრით ჩვენი შეხედულებით მთავარ და განსაკუთრებით საყურადღებო მომენტებს, რომლებიც ალექსანდრე ებრალიძის მიერ იქნა გახმოვანებული.

პირველი, რაც განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა, ეს არის ის, რომ ეკონომიკას არ გააჩნია აბსტრაქტული მნიშვნელობა, მისი ყურადღების ცენტრში კონკრეტული ადამიანი უნდა იდგეს, თავისი აწმყოთი და მომავლით. ეს მოსაზრება მკვეთრად განსხვავდება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიდგომისაგან, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევს კონკრეტული ადამიანების – საქართველოს მოქალაქეების მსყიდველუნარიანობასა და ცხოვრების დონეს, ხოლო თავად საკუთარ „წარმატებებს“ აბსტრაქტული ეკონომიკური მონაცემების მანიპულირების გზით აფასებს, რომლებიც არანაირად არ ასახავენ ეკონომიკის რეალურ მდგომარეობასა და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს.

თავისი ეკონომიკური პროგრამის განხორციელებას საქართველოში მოქმედი ყველა სხვა პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით, ებრალიძე აპირებს საკუთარი საფინანსო რესურსების ხარჯზე, რისი მიღწევაც მან დაუღალავი შრომით შეძლო, მოახდინა რა ასეულ მილიონობით ევროს ინვესტირება საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში. სააკაშვილმა თქვა, რომ ვიღაც არაბ შეიხს საქართველოში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაუკეთებია, ხოლო მე დაახლოებით 300 მილიონი ევრო ჩავდე სახლების მშენებლობასა და მე-18 საუკუნის კულტურის ძეგლების რეაბილიტაციაში სანკტ-პეტერბურგში, და კიდევ 250 მილიონი ტორჟოკში, წებოვანი შპონების ქარხანაში, რომელიც 25 ჰექტარზეა გაშენებული და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მსოფლიოში ამ ტიპის საუკეთესო ქარხანაა – განაცხადა ებრალიძემ. თუმცა ქართულ ეკონომიკაში ფულის ჩადება სურთ ებრალიძის თანამოაზრეებსაც – საქართველოდან გამოსულ ბიზნესმენებს, სულ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის მოცულობით.

იმისათვის, რომ ებრალიძემ შეძლოს ქართული ეკონომიკის დახმარება, მასში ფულის ჩადება, მას, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ კაცს, სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. სააკაშვილი ებრალიძისთვის მოქალაქეობის მინიჭებას უსაფუძვლოდ ბლოკავს. თუმცა ებრალიძემ შარშან ღიად განაცხადა უარი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რათა სააკაშვილისთვის შიშები მოეხსნა.

აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დარეგულირების გზას ებრალიძე მათთან პირდაპირ დიალოგში ხედავს, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც აფხაზებთან, ისე ოსებთან, მაგრამ არ ახდენს პროცესის კონკრეტული მონაწილეების ვინაობასა და განხილულ თემებს. ებრალიძემ მხოლოდ თქვა, რომ უკვე შედგა ორმოცამდე ასეთი შეხვედრა.

ძალზე საინტერესოა, რომ ებრალიძემ ყოველგვარი დიპლომატიური ზედმეტობის გარეშე სააკაშვილს „შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მარიონეტი“ უწოდა. როგორც მან აღნიშნა, მას თავისი ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად არ ძალუძს, კონკურენცია გაუწიოს ამერიკიდან დაფინანსებულ სააკაშვილს პიარში, როდესაც სააკაშვილი ვირტუოზულად ახდენს შავის თეთრად წარმოდგენას… ებრალიძისა და მისი მომხრეების იარაღია სიმართლე, და ეს სიმართლე მათ წარმატებას მოუტანს – დარწმუნებულია ებრალიძე.

ებრალიძის ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ ხალხს საქართველოში რეალურად აღარ უნდა ისე ცხოვრება, როგორც ახლა ცხოვრობს, ხალხს უნდა არსებითი ცვლილებები და საარჩევნო ურნებთან ადამიანები გააკეთებენ სწორ არჩევანს. ებრალიძე დარწმუნებულია, რომ იგი და მისი მომხრეები გაიმარჯვებენ მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესმა უკვე შექმნა მონიტორინგის ჯგუფი (ხელმძღვანელი – ვლადიმერ ხომერიკი), რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას. ხელისუფლების მხრიდან მორიგი ფალსიფიკაციის მცდელობების შემთხვევაში მონიტორინგის ჯგუფმა ამის შესახებ ხმამამღლა უნდა განაცხადოს. საყოველთაო ზეწოლამ საქართველოს ხელისუფლება უნდა აიძულოს კანონების დაცვა.

პრეს-კონფერენციის ბოლოს სტუდიაში გავრცელდა ალექსანდრე ებრალიძის ღია წერილი მიხეილ სააკაშვილისადმი.

ქვევით იხ. ვიდეო:

<object id="player" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="400" height="360" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="menu" value="false" /><param name="scale" value="noScale" /><param name="allowFullscreen" value="true" /><param name="allowScriptAccess" value="always" /><param name="bgcolor" value="#000000" /><param name="flashvars" value="source=http://video.congress-georgia.org/ru/1602interfax.flv" /><param name="src" value="http://congress-georgia.org/inc_global/player.swf" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed id="player" type="application/x-shockwave-flash" width="400" height="360" src="http://congress-georgia.org/inc_global/player.swf" flashvars="source=http://video.congress-georgia.org/ru/1602interfax.flv" bgcolor="#000000" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" scale="noScale" menu="false"></embed></object>

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის ალექსანდრე ებრალიძის ღია წერილი
„საქართველოს პრეზიდენტო, მიხეილ სააკაშვილო, რატომ გეშინიათ ასე ჩემი?“

ბატონო მიხეილ სააკაშვილო! ხალხმა თქვენ საქართველოს პრეზიდენტად აგირჩიათ, თქვენ ქვეყნის კონსტიტუციის გარანტი გახდით.

მე  საქართველოში დავიბადე,  თაობებით ვარ ქართველი, ჩემი წინაპრები ასეული წლების განმავლობაში იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, საქართველოში ცხოვრობს დედა, ქართულ მიწაში განისვენებს ჩემი მამა. და მე მოგმართეთ თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, რომ აღგედგინათ ჩემთვის ჩემი ისტორიული სამშობლოს მოქალაქეობა. ჩემს მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დეტალურად იყო დასაბუთებული ყველა იურიდიული და მორალური მოსაზრება ჩემი უფლების შესახებ, რომ ვიყო საქართველოს მოქალაქე. პასუხად უარი მივიღე. რატომ, ეს არც თქვენმა ჩინოვნიკებმა და არც მოსამართლეებმა, არ ჩათვალეს საჭიროდ, განემარტათ.

ავწონ-დავწონე რა ყველა გარემოება, შევაფასე რა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის სიმწვავე, რომელსაც 2 წელია ეწევა საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის წინააღმდეგ, შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა – მოქალაქეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და უმაღლეს დონეზეა მიღებული, ესე იგი პირადად თქვენს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

აქედან გამომდინარე, მე საჯაროდ გისვამთ შეკითხვას – რატომ ეშინია ასე ძლიერ ქართველ მიხეილ სააკაშვილს  ქართველი ალექსანდრე ებრალიძის, რომ არღვევს ყველა საღმრთო ცნებასა და ადამიანურ კანონს? განა ღმერთი გვაძლევს უფლებას, რომ ადამიანი სამშობლოს გარეშე დავტოვოთ? განა საქართველოს კანონები არ გავალდებულებთ თქვენ, რომ ხელი შეუწყოთ ადამიანებს სამშობლოში დაბრუნებაში? 2010 წლის ივლისში თქვენ განაცხადეთ, რომ საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლებიც „საშუალებას მისცემს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, მათ შორის მათაც, ვინც საზღვარგარეთ დაიბადა, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ყველა დონის არჩევნებში, ასევე აუცილებლობის შესახებ, რომ კონსტიტუციურად შესაძლებელი იყოს  ორმაგი მოქალაქეობის მიღება“. მაშ რატომ არ ასრულებთ საკუთარ მოვალეობებს და საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებას და უარს ამბობთ ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის მონიჭებაზე?

ბატონო პრეზიდენტო, რისი გეშინიათ ასე? თქვენს ხელშია მთელი ხელისუფლება საქართველოში, თქვენს უკან არის ჯარი, ავიაცია და ფლოტი, პოლიცია და უშიშროების სამსახურები, დაზვერვა და კონტრდაზვერვა. ჩემს უკან – მხოლოდ ჩემი საკუთარი შრომით შექმნილი ბიზნესი და საზოგადოებრივი ორგანიზაციის – საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის – წევრები. და თქვენ იყენებთ სახელმწიფო აპარატის მთელ ძალას, რათა ხელი შეუშალოთ ჩემი კონსტიტუციური უფლების – საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის – განხორციელებას.

თუმცა, მესმის, რატომ გეშინით ჩემი. იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეობა მე მჭირდება, რათა პირადად მივიღო მონაწილეობა ჩემი ისტორიული სამშობლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იმიტომ, რომ მე ღიად და გულახდილად ვაცხადებ – თქვენი, როგორც პრეზიდენტის, მოღვაწეობის შედეგად ქვეყანა დანაწევრებულია, გახლეჩილია საზოგადოება, დანგრეულია ეკონომიკა, დეგრადირებას განიცდის კულტურა. თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო ჩიხში შევიდა. მაგრამ მე არ ვაპირებ რევოლუციებისა და შეიარაღებული აჯანყებების მოწყობას, როგორც არ უნდა იგონებდეს ამას საქართველოს ხელისუფლება. თქვენ თანამდებობიდან უნდა გადადგეთ დემოკრატიული გზით – მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. სწორედ ამის გეშინიათ თქვენ. იმიტომ, რომ მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გაერთიანდნენ და დაგამარცხონ საჯარო დემოკრატიული პროცედურების საფუძველზე. მე ვიცი – თქვენ გინდათ, რომ თქვენთან იბრძოლონ არადემოკრატიული მეთოდებით, თქვენ ხომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდით პროვოკაციებისა და ინტრიგების მოწყობაში. ჩემთან ეს არ გამოგივათ. მე ვიბრძოლებ თქვენთან, თქვენს მოედანზე და თქვენი წესების მიხედვითაც კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ამ წესებს მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს. ისტორიული სამართალი ჩემს და იმ ჩემი მოკავშირეების მხარეზეა, რომლებსაც უნდათ საქართველოს დემოკრატიულ, დამოუკიდებელ, ნეიტრალურ, აყვავებულ სახელწიფოდ გადაქცევა თავისუფალი საყოველთაო არჩევნების საფუძველზე.

ბატონო პრეზიდენტო. არცთუ ისე დიდი ხნის წინ თქვენ ევროპარლამენტის წინაშე თქვენი თავი დემოკრატიული ნორმებისა და პრინციპების მიმდევრად გამოაცხადეთ. გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური შესაძლებლობა სწორედ მათ საფუძველზე  და დამიბრუნეთ საქართველოს მოქალაქეობა!

ალექსანდრე ებრალიძე

ქართული დიასპორა მოსკოვში, როგორც სააკაშვილის რუპორი
მიხეილ სააკაშვილის მიერ გახმოვანებული იდეა ქართულ–აზერბაიჯანული კონფედერაციის შესახებ რია–ნოვისტის სტუდიაში გამართული ტელეხიდის განსჯის საგანი გახდა. რუსმა პოლიტოლოგმა გრიგორი ტროფიმჩუკმა მოსკოვის სტუდიაში მოიწვია ქართულ–აზერბაიჯანული კონფედერაციის რადიკალი მომხრეები, რომლებიც სააკაშვილზე უფრო შორს წავიდნენ და საქართველო წარმოადგინეს, როგორც კერძო კომპანია, რომელიც შეიძლება, შეუერთდეს რომელიმე სხვა, უფრო მსხვილ კომპანიას, რაღაც მითიური მატერიალური სარგებლის გამო.

სამიდან ორი ეს რადიკალი რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ. არ–ახალია, რომ რუსეთში მყოფი ქართული დიასპორის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის თავგამოდებული და მეტიც, პათოლოგიური მხარდამჭერია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას იტყვის მათი „ბელადი“, მისი ყველა ინიციატივა ამ ვაი–პატრიოტებისთვის მისაღებია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააკაშვილის „გათეთრებას“ მისივე ბოდვითი იდეებით საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთ კონფედერაციაში გაერთიანების შესახებ შეეცადნენ მეწარმე ლევან ფესვიანიძე და მისი „ამფსონი“ ორგანიზაციაში „ლაზარე“, ვინმე ჯონი კვარაცხელია. ისინიც თამაშობდნენ „ექსპერტობანას“, მხარდაჭერა გამოთქვეს თურქული სამყაროსადმი საქართველოს „ანშლუსის“ მიმართ, მაგრამ მათ ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ და არც დასცდებათ რუსეთთან საქართველოს დაახლოების აუცილებლობის შესახებ, რასაც ხელს უშლის მათი ბელადი სააკაშვილი.

გამყიდველი ქართული ვაი–დიასპორის თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, ახლა კი გთავაზობთ გამართული ტელეხიდიდან ვიდეოამონარიდებს. ტელეხიდის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულის საშუალებით.

Video-1:

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="640" height="385" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/XsPZ1Trlx3M?fs=1&hl=en_US" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="640" height="385" src="http://www.youtube.com/v/XsPZ1Trlx3M?fs=1&hl=en_US" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

Video-2:

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="480" height="385" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/OCAwuVEuDz0?fs=1&hl=en_US" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="480" height="385" src="http://www.youtube.com/v/OCAwuVEuDz0?fs=1&hl=en_US" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

სააკაშვილის ნაცვლად ბოდიშის მოხდა ქართველ პატრიოტებს უწევთ
სააკაშვილის მიერ გაჩაღებული დანაშაულებრივი აგვისტოს ომის ორი წლის თავზე საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე შემდეგი შინაარსის წერილს აგზავნის ცხინვალში:

Президенту Республики Южная Осетия

господину Эдуарду Кокойты

Председателю парламента Республики Южная Осетия

господину Станиславу Кочиеву

Уважаемый Эдуард Джабеевич!

Уважаемый Станислав Яковлевич!

Исполняется 2 года трагическим событиям августа 2008 года. Из-за преступной авантюры М.Саакашвили в те дни пролилась кровь людей многих национальностей – осетин, грузин, русских…

Благодаря стойкости народа Южной Осетии, активным миротворческим усилиям Российской Федерации  военные действия были остановлены. В вашем доме вновь воцарился мир.

Мы вместе с Вами скорбим обо всех пострадавших в те дни.

От имени 420 тысяч членов Всемирного конгресса народов Грузии из 22 стран мира приношу гражданам Южной Осетии извинения за те страдания, которые они перенесли по вине зарвавшихся тбилисских политиканов.

Всемирный конгресс народов Грузии убежден, что мир на Кавказе возможен только на путях мирного диалога всех заинтересованных сторон. Свою роль мы видим в восстановлении дружественных, братских отношений между грузинами и русскими, между грузинами и осетинами, между всеми народами, проживающими на территории Южной Осетии и Грузии, содействии миру, а также в выработке эффективного механизма недопущения использования силы в решении межнациональных вопросов.

Желаем руководству Южной Осетии успехов в социально-экономическом развитии республики и налаживании всесторонних связей с ближайшими соседями.

С уважением,

Александр Ебралидзе

Президент Всемирного конгресса народов Грузии

Санкт-Петербург, 8 августа 2010 года

დემოკრატიული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისათვის
ქართული დიასპორები აქტიურდებიან პეტერბურგში გამართული დიასპორების მსოფლიო ფორუმის მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში.  ახლა უნდა გაირკვეს, რამდენად მზად არის საქართველოს ხელისუფლება, უზრუნველჰყოს არჩევნების გამჭვირვალობა. იხილეთ დოკუმენტი:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის თავმჯდომარეს

ბატონ ზურაბ ხარატიშვილს

პატივცემულო თავმჯდომარევ!

მოგმართავთ საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის, 2009 წლის 6 თებერვალს ავსტრიაში დარეგისტრირებული საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის სახელით. კონგრესის დაარსების მიზანია საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთის დიასპორათა გაერთიანება ისტორიული სამშობლოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად და მის  დემოკრატიულ ნეიტრალურ აყვავებულ თანამედროვე სახელმწიფოდ გარდასაქმნელად.

კონგრესის შტაბ-ბინა მდებარეობს ვენაში (ავსტრია), მისი ფილიალები რეგისტრირებულია თბილისში (საქართველო) და სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი).

კონგრესის ინიციატივით 2010 წლის 23-24 აპრილს შედგა საქართველოს ხალხთა მსოფლიო ფორუმი – საქართველოს ისტორიაში საქართველოს მოქალაქეების პირველი მასშტაბური შეხვედრა თანამემამულეებთან მთელი მსოფლიოდან. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 2000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ყველა რეგიონს და ევროპის, აზიისა და ამერიკის 21 ქვეყანას.

მსოფლიო ფორუმმა ერთხმად დააარსა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საარჩევნო პროცესებისა  და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და დემოკრატიის განვითარების მონიტორინგი. ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა ვლადიმერ ხომერიკი, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.

ფორუმის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად მიმდინარეობს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის შემადგენლობის დაკომპლექტება სხვადასხვა ქვეყნების ქართული დიასპორების წარმომადგენელთაგან. მომზადებულია დოკუმენტები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერის განყოფილებაში (United Nations Assistance Division)  წარსადგენად და 2005 წლის 27 ნოემბრიდან არჩევნების მიმდინარეობისადმი საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის  და საერთაშორისო ექსპერტებისათვის მართვის სისტემის მხარდამჭერი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრში (გაერო, ნიუ-იორკი) შესატანად.

გთხოვთ დაარეგისტრიროთ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლები საერთაშორისო დამოუკიდებელ დამკვირვებლებად საქართველოს ხელისუფლების ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნებზე, რომელიც ჩატარდება 2010 წლის 30 მაისს. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაყოვნების გარეშე გადმოგვიგზავნოთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანკეტა საერთაშორისო დამკვირვებლების პერსონალური რეგისტრაციისათვის.

დანართი:

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის რეგისტრაციის მოწმობა – 3 გვერდი.

ალექსანდრე ებრალიძე,

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი,

საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმის

ორგკომიტეტის თავმჯდომარე

საკონტაქტო მისამართები:

190000, Россия, Санкт-Петербург, Английская наб., д.10

ტელ. (812) 570-6439,ფაქსი (812) 571-8129

ელ-ფოსტა: press.congress@gmail.com

სჭირდება თუ არა საქართველოს დიასპორა?
CMSR. Пресс-релиз

В среду 26 мая 2010 года в 11.00 в информационном агентстве РИА Новости (Москва, Зубовский бульвар, 4, зал №2) состоится круглый стол, посвящённый проблематике участия грузинской диаспоры в жизни Грузии.

К дискуссии приглашены представители ведущих грузинских, армянских и еврейских неправительственных организаций.

Вопросы для обсуждения:

1) Роль и место диаспоры в жизни исторической родины на фоне опыта ведущих мировых диаспор;

2) Формат участия грузинской диаспоры в общественно-политических процессах в Грузии;

3) Обращение грузинской диаспоры к Президенту США Бараку Обаме.

Участники дискуссии:

- Григорий ТРОФИМЧУК, первый вице-президент Центра моделирования стратегического развития (CMSR);

- Гегам ХАЛАТЯН, заместитель председателя Совета по делам национальностей при Правительстве Москвы, вице-президент Союза армян России;

- Матвей ЧЛЕНОВ, советник президента Всемирного конгресса русскоязычного еврейства;

- Владимир ХОМЕРИКИ, вице-президент Всемирного конгресса народов Грузии.

Аккредитация (РИА Новости):

+7 (495) 637-5019, +7 (495) 645-6472

Плакат круглого стола

«Нужна ли Грузии диаспора?»

Sotkilava and Girls
ზურაბ სოტკილავა და მისი მოწაფეები, კონცერტი ქართულ დიასპორათა მსოფლიო ფორუმის მონაწილეთა საპატივსაცემოდ – ალექსანდრინსკი თეატრი, სანქტ-პეტერბურგი, 24 აპრილი, 2010 წელი.

სანქტ-პეტერბურგში საქართველოს მომავალზე მსჯელობდნენ
23-24 აპრილს, რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქად წოდებულ სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა საქართველოს ხალხთა დიასპორების მსოფლიო ფორუმი. ფორუმის ორგანიზატორი იყო პეტერბურგელი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე, რომელმაც შარშან ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის სურვილი გამოაცხადა.

ღონისძიებას ესწრებოდა 270-ზე მეტი დელეგატი და ასეულობით სტუმარი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, აშშ-დან, რუსეთიდან და რა თქმა უნდა, საქართველოდან. მონაწილეთა შორის იყვნენ კულტურის მოღვაწეები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები. ფორუმის მუშაობაში ჩაერთვნენ ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, კერძოდ, კობა დავითაშვილი და კახა კუკავა.

საქართველოს ხალხთა დიასპორების მსოფლიო ფორუმმა მიიღო რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილება, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ რეალურად განხორციელდა. მათ შორის არის საერთაშორისო სადამკვირვებლო (საარჩევნო მონიტორინგის) ორგანიზაციის შექმნა, საქართველოს ხალხთა დიასპორების საკოორდინაციო საბჭოს დაფუძნება და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის გააქტიურება ეთნიკურად შერეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების გზით.

არჩევნების რეალური მონიტორინგი ის ყბადაღებული და „დაწყევლილი“  თემაა, რომელიც აგერ უკვე 15 წელია თან სდევს ქართულ პოლიტიკას. გაყალბების ტექნოლოგიები ჩვენში მუდმივად წინ უსწრებს არჩევნების სამართლიანობის და დაცვის ტექნოლოგიებს. ამასთან, გაყალბება სულ უფრო „დახვეწილი“ ხდება და პრიმიტიული „კარუსელების“ დატრიალებიდან ინაცვლებს ადმინისტრაციული რესურსის უფრო ადრეულ, წინასაარჩევნო ეტაპებზე გამოყენებისკენ. ასე რომ, არჩევნები უკვე „მოპარული“ გამოდის ჯერ კიდევ იქამდე, სანამ საარჩევნო უბნები გაიხსნება და პირველი ბიულეტენი ურნაში მოხვდება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ევროკავშირის, დსთ-ს თუ სხვა ორგანიზაციების ეგიდით მოქმედებენ, არ ან ვერ ებრძვიან ეფექტურად ამ მოვლენას. ასე რომ, მრავალრიცხოვანი, მობილიზებული, კარგად დაფინანსებული ორგანიზაციის არსებობა, რომლის წევრებსაც უმაღლეს დონეზე ექნებათ გავლილი ტრენინგები, მათ შორის ევროპის ქვეყნებში და დაეუფლებიან საარჩევნო კანონმდებლობის ყველა ნიუანსს, სერიოზულ წვლილს შეიტანდა გაყალბებისგან თავის დაცვის პროცესში. რაც მთავარია, ამგვარი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას უნდა გააჩნდეს პოლიტიკური ნება, რომ რეალურად აღკვეთოს არჩევნების ფალსიფიცირება ნებისმიერ ეტაპზე.

საყურადღებო ინიციატივაა ქართულ დიასპორათა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის იდეა. იგი ხალხის პარტიის ლიდერს ეკუთვნის და თავის გამოსვლაში ფორუმზე კ. დავითაშვილმა პარალელი გაავლო სომხური და ქართული დიასპორების მოღვაწეობის შედეგებს შორის. ცხადია, რომ ქართული დიასპორის მიღწევები ბევრად უფრო მოკრძალებულია. ეს გასაგებიცაა ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან სომხური დიასპორა იქ გაცილებით მრავალრიცხოვანი, მდიდარი და გავლენიანია ტრადიციულად, ქართულთან შედარებით, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით, მაგალითად, რუსეთზე. ქართველებს არანაკლები რაოდენობის, თუ მეტის არა, ცნობილი პიროვნება, კულტურის მოღვაწე, ბიზნესმენი, ექიმი და ა.შ. გვყავს რუსეთში, ვიდრე ჩვენ მეზობელ ერს, თუმცა ქართული დიასპორის საქმიანობა ფაქტიურად სამშობლოში ფულის გამოგზავნით ამოიწურება. არავინ დავობს იმაზე, რომ ამით რუსეთში მცხოვრები ქართველები უამრავ ოჯახს ინახავენ საქართველოში, მაგრამ დღევანდელ პირობებში ეს უკვე აშკარად არასაკმარისია, მითუმეტეს, აგვისტოს ომის შემდეგ, როცა რეალურად დადგა საქართველოს საბოლოო დაშლის და დანაწევრების საფრთხე. ამ საფრთხის თავიდან აცილებაში რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა თავისი სერიოზული წვლილი უნდა შეიტანონ. ერთგვარი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა კი დიასპორების საქმიანობის გაძლიერების და მოღვაწეობის სფეროების გაშლის შესაძლებლობას ქმნის, თუკი ეს იდეა რეალურად განხორციელდება.

ამ კონტექსტში დადებით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური შერეული სამუშაო ჯგუფების შექმნის ინიციატივაც. მართალია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების საკითხი არა იმდენად საქართველოში წყდება, მაგრამ მაინც აუცილებელია და ძალზე მნიშვნელოვანი, რეალური დიალოგის დაწყება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან. აქამდე ეს დიალოგი ფაქტობრივად არ მიდიოდა, ან ამოიწურებოდა ჟენევაში თუ საზღვარგარეთის სხვა ქალაქებში ცალკეული პირების პერიოდული შეხვედრებით კონფლიქტების მონაწილე მხარეებიდან. არანაირი შედეგი ამ შეხვედრებს არ ჰქონდა, და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, თუ გავიხსენებთ, რომ ისინი მიმდინარეობდა საქართველოს ხელისუფლების აგრესიული და ანტირუსული რიტორიკის ფონზე, რასაც ქართული მხარის წარმომადგენლები სათანადო შეფასებას ვერ აძლევდნენ, რადგან ბევრი მათგანი თავადაც ანტირუსული და პროამერიკული განწყობებით გამოირჩეოდა.

ეს რაც შეეხება მსოფლიო ფორუმზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მოკლედ შევჩერდეთ ზოგადად საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ქვეყნის წინ მდგარ გამოწვევებზე. დღევანდელი ხელისუფლება ამკვიდრებს აზრს, რომ ის არის „პროდასავლური“, ხოლო ოპოზიცია კი „პრორუსული“, რომელიც ებრძვის არა სააკაშვილის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობას, სურს პუტინს ჩააბაროს ქვეყანა, თბილისში, პარლამენტის თავზე აღმართოს რუსული დროშა, შემოიყვანოს რუსული ტანკები და ა.შ. ამ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ის, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ენდობა სატელევიზიო არხებს. ქართული ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების დასწრებამ პეტერბურგში გამართულ ფორუმზე კიდევ ერთხელ მისცა საშუალება ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ სატელიტ ჟურნალისტებს, ალაპარაკებულიყვნენ „მოღალატეებზე“ და „რუსეთის აგენტებზე“. სინამდვილეში კი რასთან გვაქვს საქმე?

ყოველ დეტალს მნიშვნელობა აქვს და ჩვენი აზრით, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ალ. ებრალიძე მოღვაწეობს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის ყველაზე ევროპულ ქალაქში, რომელიც ისტორიული ცენტრი აგებულია ძირითადად ევროპელი არქიტექტორების მიერ. ებრალიძის მიერ პირვანდელი სახით აღდგენილი სასახლეებიც ამ პერიოდს მიეკუთვნება. ერთ-ერთ ამგვარ სასახლეში, რომელშიც დღეს უმაღლესი დონის სასტუმრო მდებარეობს, ჩატარდა კიდეც დიასპორათა ფორუმი. მიღებულ დეკლარაციაში ერთ-ერთ პუნქტად, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის დამყარებასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში შესვლის მიზანია დაფიქსირებული. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ყურაღდება უნდა მიექცეს. დღეს უკვე შეიქმნა სიტუაცია, როცა პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება საქართველოში ხდება არა „პროდასავლურ-პრორუსულ“ გამყოფ ხაზზე, როგორც ამას ხელისუფლების პროპაგანდა გაჰკივის, არამედ „პროქართულ-ანტიქართულ“ ხაზზე. უფრო ზუსტად, სააკაშვილის ხელისუფლება არის არა პროდასავლური თავისი არსით, არამედ წარმოდგენს ჯორჯ ბუშის ეპოქის პროდუქტს, მახინჯად პროამერიკულს, ანტირუსულს და თავისი არსით ანტიქართულსაც. ახლა კი იკვეთება იმის კონტურები, რომ ქვეყანაში შეიქმნას და გამოიკვეთოს პროქართული, მაგრამ ამავე დროს „პრორუსული“ და „პროევროპული“ ძალები. ოღონდ ეს არ ნიშნავს „ანტიამერიკულობას“. თავად ებრალიძე თავის გამოსვლებში მუდმივად ხაზს უსვამს ამ მომენტს.

მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მოექცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ტელეპროპაგანდის გავლენის ქვეშ, ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება პროქართულობა, ანუ ქვეყნის ინტერესების დაცვა, შეეთავსოს „პრორუსულობას“, ან როგორ შეიძლება „პრორუსულობა“ და „პროევროპულობა“ ერთად არსებობდეს. სინამდვილეში აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის. რუსეთსა და საქართველოს აქვთ თანხვედრი ინტერესები, რომელთა შეჯერება სრულიად შესაძლებელია და სააკაშვილის შემდეგ მოსულმა პრაგმატულმა ხელისუფლებამ ეს უნდა გააკეთოს კიდეც. ასევე საერთო ინტერესები აქვთ რუსეთს და ევროკავშირს. საინტერესოა, რომ სწორედ იმ დროს, როცა პეტერბურგში მიმდინარეობდა დიასპორათა მსოფლიო ფორუმი, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინმა ავსტრიაში ხელი მოაწერა ამ ქვეყანასთან გაზსადენის, ე.წ. „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობის ხელშეკრულებას, რითაც ყველა ქვეყანამ თანხმობა მისცა ამ პროექტის განხორციელებას. მეორე დღეს კი პუტინი უკვე იტალიას სტუმრობდა, თავის მეგობარს და ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს, სილვიო ბერლუსკონის. უფრო მეტიც, მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში, სხვადასხვა ქვეყნებს, რომლებიც წინათ იდეოლოგიური წინააღმდეგობებით გამოირჩეოდნენ, ბევრი საერთო ფასეულობაც გაუჩნდათ, თუმცა არა ყველა. ამგვარად, იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის მიერ „რეფორმირებული“ თუ დეფორმირებული საქართველო უფრო „ევროპული“ ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი, ან თბილისი უფრო ევროპული ქალაქია, ვიდრე, ვთქვათ, პეტერბურგი, სრული აბსურდია. სინამდვილეში, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ დღეს დასავლეთ ევროპაში უფრო ნეგატიური და ფრთხილი დამოკიდებულებაა, ვიდრე პუტინის მიმართ, რაც უნდა გასაკვირი იყოს ეს მავანთათვის.  ეს ყველაფერი კი მომავალში თავის სიტყვას იტყვის საქართველოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრის საქმეში.

გიორგი ვეკუა,

ევრაზიის ინსტიტუტი

ქართველთა ყრილობა პეტერბურგში – შესაძლო გარდატეხა ქართულ პოლიტიკაში
23 – 24 აპრილს ”საქართველოს რესპუბლიკის” მთავარი რედაქტორის მოადგილე ბატონ გურამ გოგიაშვილთან, ევრაზიის ინსტიტუტის საიტის რედაქტორ ბატონ გიორგი ვეკუასთან და სხვა კოლეგებთან ერთად დამკვირვებლის სტატუსით მიწვეული ვიყავი საქართველოს ხალხების საზღვარგარეთული დიასპორების ყრილობაზე სანკტ-პეტერბურგში. ამ თემის გარშემო ბევრი ხმაური ატყდა ქართულ მას-მედიაში, ისევე როგორც ყოველთვის, როდესაც რაიმე მოვლენა ალექსანდრე ებრალიძეს უკავშირდება. აღნიშნული ფორუმის მოწყობის იდეა სწორედ მას ეკუთვნის და ამ იდეის რეალიზებაც მანვე მოახდინა.

რუსეთში მოღვაწე წარმატებული ბიზნესმენი და მეცენატი ალექსანდრე ებრალიძე იმთავითვე მოექცა ყურადღების ცენტრში, როგორც კი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან მან, არც მეტი, არც ნაკლები, საჯაროდ განაცხადა (2009 წლის გაზაფხულზე ქ. სოჭში), რომ  აპირებს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. შემდგომ ეტაპებზე ბატონმა ებრალიძემ კვლავ არაერთხელ დაადასტურა თავისი ეს გადაწყვეტილება. საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად შეფიქრიანდა და გაწიწმატებულმა პროპაგანდისტური კამპანია წამოიწყო ებრალიძის წინააღმდეგ, რაშიც მორჩილ მას-მედიასთან ერთად ფსევდოოპოზიციური პარტიებიც დაიხმარა. თუმცა ებრალიძისთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა პრობლემა, პირიქით, აგორებული ”შავი პიარიც” ხშირად კარგი რეკლამაა პოლიტიკოსისთვის, მით უმეტეს, საწყის ეტაპზე. ებრალიძის მთავარი და გადამწყვეტი პრობლემა იყო საქართველოს მოქალაქეობის არქონა, რის გარეშე, ბუნებრივია, შეუძლებელია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. ა. ებრალიძე თავიდანვე აცხადებდა, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში აპირებდა მოქმედებას. მისთვის მიუღებელია ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობა ან რაიმე ტიპის არეულობაზე ხელის მოთბობა. ამიტომ – არჩევნების გზა კონსტიტუციურ ვადებში, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეობაა საჭირო. მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ებრალიძემ არაერთხელ მიმართა მ. სააკაშვილს და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს კანონის შესაბამისად, თუმცა ამაოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ებრალიძეს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა.

ხელისუფლებას პრობლემას აგრესიულად და დესტრუქციულად განწყობილი ებრალიძე ვერ შეუქმნის. პირიქით, ხელისუფლებისთვის სწორედ კანონმორჩილი ალექსანდრე ებრალიძეა საშიში. პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში ებრალიძის ტიპის პოლიტიკოსი – ფინანსურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელი, საქმიანი, წარმატებული, წარსული პოლიტიკური შეცდომებით არ-დამძიმებული, ქარიზმატული, შორსმხედველი, დამაჯერებლად მოსაუბრე, შესანიშნავად ერუდირებული (ებრალიძის გატაცება ისტორიაა), ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და კომუნიკაბელური ებრალიძე არჩევნებზე ძალიან იოლად ”ჩააჩოჩებდა” მ. სააკაშვილს და არა მარტო მას, ”საშუალო ინტენსივობის” გაყალბების შემთხვევაშიც კი. ამიტომ ხელისუფლებამ ელემენტარულად არ მისცა საშუალება მას, უშუალოდ ჩართულიყო ქართულ პოლიტიკაში და მას მოქალაქეობა არ მიანიჭა. ებრალიძის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მან ჯერ თავისი პოლიტიკური განზრახვები გააჟღერა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მოქალაქეობის მიღებისათვის ზრუნვა, ნაცვლად იმისა, რომ სანამ იგი არ ჩანდა პოლიტიკურ ასპარეზზე და საქართველოში მას ცოტა ვინმე თუ იცნობდა, მაშინ შემოეტანა შესაბამისი განცხადება მოქალაქეობის თაობაზე და პოლიტიკაში მოქალაქეობის მიღების შემდეგ ჩართულიყო.

მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ შექმნილ ვითარებაში ებრალიძისათვის არსებობდა პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების ორი გზა. პირველი: ებრალიძე საქართველოში აყალიბებს ახალ პარტიას, მას სათავეში თავის ნდობით აღჭურვილ პირებს ჩაუყენებს და ეს პარტია მონაწილეობას მიიღებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში ებრალიძის პარტია გზას უკაფავს თავის ლიდერს საქართველოში ჩამოსასვლელად, იყენებს რა მიღწეულ მორალურ უპირატესობას ჯერ კიდევ არსებულ პრეზიდენტ სააკაშვილზე და საკონსტიტუციო ცვლილებების საშუალებით შესაძლებლობას აძლევს ებრალიძეს, მონაწილეობა მიიღოს მომავალი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთი სქემა ბატონ ებრალიძეს ”ევრაზიის ინსტიტუტმა” (რომელიც პოლიტიკოსების მხრიდან სურვილის შემთხვევაში, კონსულტაციებს უწევს მათ) შესთავაზა გამომდინარე იქიდან, რომ იგი დაბეჯითებით მიისწრაფოდა საპრეზიდენტო პოსტისაკენ, საქართველოში აუცილებელი რეფორმების ჩასატარებლად. მაგრამ პეტერბურგში გამართულ ფორუმზე ებრალიძემ გააჟღერა მეორე გზა, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შანსს უკარგავს, მაგრამ მორალურად უფრო გამართლებულია და ევრაზიის ინსტიტუტიც მას მთლიანად იზიარებს. კერძოდ, ებრალიძე არ შექმნის ახალ პარტიას და არ დაუპირისპირებს მას უკვე ჩამოყალიბებულ რეალურ ოპოზიციას. მომავალში კი ებრალიძე და მისი ”საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი” მხარს იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს, რომლის პროგრამაც და მომავლის ხედვაც ყველაზე უფრო მისაღები იქნება.

ეს გახლდათ პეტერბურგში გამართული ფორუმის პირველი და მთავარი მოვლენა. მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ პროექტის მონახაზიც, რომელიც ბატონმა ებრალიძემ გამოაცხადა და ფორუმმა დეკლარაციაშიც დააფიქსირა. კერძოდ, ებრალიძე გამოდის ინიციატივით, საქართველოში შეიქმნას ძლიერი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და რაც მთავარია, არჩევნების სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის მონიტორინგი. ამგვარ ორგანიზაციაში ებრალიძის განცხადებით ასობით და ათასობით ადამიანი უნდა ჩაერთოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა. ორგანიზაციამ, მისი თქმით, აკრედიტაცია უნდა გაიაროს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამით თავისი პოლიტიკური წონადობა გაზარდოს.

გარდა ამისა, ყალიბდება სამუშაო ჯგუფები აფხაზებისა და ოსების საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის საწარმოებლად. ებრალიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი და აფხაზთა და ოსთა მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაშია შესაძლებელი, და საამისოდ სერიოზული სამუშაოა გასაწევი.

ბუნებრივია, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გარეშე აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესი ვერ განვითარდება. სწორედ ამ მომენტზე გაამახვილა ყურადღება  მსოფლიო ფორუმზე დამსწრე ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა. მან მოუწოდა ქართულ დიასპორებს, ლოიალურნი იყვნენ იმ ქვეყნებისა, სადაც ისინი ცხოვრობენ, სწორედ ამგვარი ლოიალობით შეიძლება საქართველოსთვის მეტის გაკეთება მათი მხრიდან, დასძინა დავითაშვილმა. ხალხის პარტიის ლიდერის ინიციატივით მსოფლიო ფორუმის დეკლარაციის პროექტში დამატებულ იქნა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართული დიასპორების ძალისხმევის კონსოლიდაციასა და გაძლიერებას ამ ქვეყნებში საქართველოს დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის (განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ამ მხრივ, ბუნებრივია, რუსეთი ექცევა). დავითაშვილმა აღნიშნული საქმის მოთავეობა ალ. ებრალიძეს სთხოვა, ამასთან მზადყოფნა გამოთქვა, თანასწორუფლებიან სუბიექტად მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში საქართველოს იმიჯზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში. ამ ინიციატივას დადებითი რეაქცია მოჰყვა დამსწრე საზოგადოების მხრიდან, მათ შორის ალექსანდრე ებრალიძისგან.

კობა დავითაშვილის, კონსერვატიული პარტიის გენერალური მდივნის კახა კუკავას და ამავე პარტიის წევრის გიორგი ცანავას დასწრება და მონაწილეობა მსოფლიო ფორუმზე განსაკუთრებულად საყურადღებოა იმის გამო, რომ ისინი წარმოადგენენ ”ეროვნულ საბჭოს” – ანუ ”პრორუსულად” მონათლულ ძალას საქართველოში. აქამდე ე. წ. ”პრორუსული”, სინამდვილეში – პრაგმატული, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მომხრე ძალები დაქსაქსულად მოქმედებდნენ. ალექსანდრე ებრალიძე ხელისუფლებას დემონიზებული ჰყავდა და მასთან ღია ურთიერთობებს გაურბოდნენ ქართველი პოლიტიკოსები, მაგრამ ახლა ეს უკვე გადალახული ეტაპია. პეტერბურგში ადგილი ჰქონდა ფრიად მნიშვნელოვან მოვლენას – საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის შიგნით მოღვაწე პრაგმატული და რეალური ოპოზიციის კონსოლიდაციას საზღვარგარეთ მოღვაწე ასევე პრაგმატულ და რეალურ ქართულ დიასპორებთან, რომელთაც გული შესტკივათ თავიანთ სამშობლო საქართველოზე. ამგვარი კონსოლიდაციით დადებით შედეგს მიიღებს როგორც ქართული ოპოზიცია, ისე – დიასპორებიც, და რაც მთავარია, საქართველო. სწორედ ამიტომ ნეიტრალიტეტის პარტიის ლიდერი ვალერი კვარაცხელია, რომელსაც თავის დროზე მძაფრი კრიტიკა არ დაუკლია ქართული ოპოზიციისთვის, მათ შორის ბოლო პერიოდში რუსეთთან დიალოგის იდეის გარშემო შექმნილი ”ეროვნული საბჭოსთვის”, სიხარულით შეხვდა პეტერბურგში განვითარებულ პროცესებს. აშკარაა, რომ 23 – 24 აპრილის შემდეგ ”ეროვნული საბჭოს” პოლიტიკური წონა უფრო გაიზარდა, ისევე როგორც საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესმაც განამტკიცა თავისი პოზიციები. ყოველივე ეს საქართველოს ინტერესებშია, რათა მან მომავალში შეძლოს რუსეთთან ადეკვატური პოლიტიკოსების საშუალებით საერთო ენის გამონახვა.

ევრაზიის ინსტიტუტი თანმიმდევრულად ემხრობოდა და ემხრობა პრაგმატული ძალების მიერ ქმედებების კოორდინაციის იდეას, პეტერბურგში გამოკვეთილი თანამშრომლობის კონტურებიც ჩვენი ინსტიტუტის გარკვეული ძალისხმევის შედეგიცაა, ამიტომ იმედს გამოვთქვამ, რომ დარჩენილი პოტენციურად თუ უკვე ასეთად გამოცხადებული ”მოღალატე” და ”პრორუსული” პარტიებიც შემოუერთდებიან ”ეროვნული საბჭოსა” და დიასპორების მსოფლიო ფორუმის ინიციატივას.

რაც შეეხება ებრალიძის ინიციატივებს არჩევნების მონიტორინგისა და აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის საწარმოებლად არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბების შესახებ, ამას დრო გვიჩვენებს, რამდენად რეალურად განხორციელდება. ამ გეგმის განხორციელებას სჭირდება კარგი ორგანიზება და დაფინანსება. ჯერ-ჯერობით ვერც ოპოზიცია, ვერც დიასპორები ვერ ავლენენ კონკურენტუნარიანობას ხელისუფლებასთან ამ ორი უმნიშვნელოვანესი პარამეტრით, იმედია, რომ ახლა მაინც შეიცვლება სიტუაცია.

დაბოლოს, მინდა შევეხო მას-მედიაში მსოფლიო ფორუმის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, რომელმაც გარკვეული ზეგავლენა იქონია ფორუმის მონაწილეების შემადგენლობაზე: საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლები, რომლებიც უკვე მზად იყვნენ პეტერბურგში გამოსაფრენად – ბილეთებიცა და რუსეთის ვიზიანი პასპორტები ხელში ეჭირათ – ბოლო მომენტში დაშინდნენ და შინ დარჩენა ამჯობინეს. თუმცა არსებითი გავლენა ფორუმის მსვლელობაზე ამ ფაქტს არ მოუხდენია – ფორუმს დაესწრო მოწვეულ სტუმართა აბსოლუტური უმრავლესობა. გავრცელებული ტელესიცრუის საწინააღმდეგოდ უზარმაზარი დარბაზი ებრალიძის მიერ ხელოვნების ნიმუშად გადაქცეულ ”ტალიონ იმპერიალ ოტელში” გადაჭედილი იყო. მსოფლიო ფორუმის მუშაობაში პირველ დღეს მონაწილეობას იღებდა 267 დელეგატი, მეორე დღეს ”ალექსანდრინსკი ტეატრში” კი 2 ათას კაცზე მეტი სტუმარი შეიკრიბა. ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ქართული დიასპორები  რუსეთით დაწყებული აშშ-ით დასრულებული – თავიანთ საქმეში წარმატებული და გავლენიანი ქართველები – ბიზნესმენები, ჟურნალისტები და სხვ., მაგალითად: ბადრი ჩიტიშვილი ორენბურგიდან, თენგიზ დუმბაძე მინსკიდან, კობა ხომერიკი კიევიდან, ხვიჩა თოლორდავა და გიორგი ფირცხალავა ტვერიდან, ავთანდილ კაცია ტიუმენიდან და სხვები. ფორუმზე იყვნენ საქართველოდან გამოსული აზერბაიჯანლების, სომხების, ოსების, აფხაზების, ქურთების, ასირიელების, ბერძნების ღირსეული წარმომადგენლები. მსოფლიო ფორუმი გახსნა უხუცესმა მონაწილემ, ბატონმა რეზო ჩხეიძემ, სტუმართა საპატივსაცემოდ კონცერტი გამართა ბატონმა ზურაბ სოტკილავამ თავის მოწაფეებთან ერთად.

ერთი სიტყვით, ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. მის მონაწილეებს კი გული მაინც წყდებოდათ, რომ საქართველოში პროსახელისუფლებო ტელეარხები მათ ანუ ჩვენ ყველას ”მოღალატეებად” გვნათლავენ. ”ღალატი” ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოში გაბნეულ ბევრ ქართველსა თუ საქართველოში დაბადებულ არაქართველს ქართულად საუბარი თავისუფლად არ შეუძლია და ამის გამო ფორუმის სამუშაო ენა რუსული იყო (იმის გათვალისწინებითაც, რომ ფორუმს ბევრი რუსი ჟურნალისტი და ექსპერტი ესწრებოდა). თუმცა მათი ქართული – რუსული თუ სხვა უცხო აქცენტით წარმოთქმული, სამაგიეროდ გულიდან ამოსული სიტყვები, გაცილებით უფრო საამო მოსასმენი იყო პირადად ჩემთვის, ვიდრე ქართული ტელეარხების ”ჟურნალიუგების” მეტყველებაში დამკვიდრებული სანტექნიკოს-ნამინისტრალი ლომაიას დონის ”გამართული” ქართული.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 2010 წლის 28 აპრილი.