Experts

ნიკო ბერძენიშვილი სტუმრად სტალინთან

ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი კორიფის, პროფ.აკად. ნიკო ბერძენიშვილის ჩანაწერები 1945 წელს იოსებ სტალინთან შეხვედრის შესახებ, ევრაზიის ინსტიტუტის ინტერნეტ-კლუბში რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნეთ. ინტერნეტში სხვაგან ეს მასალა არ დევს და ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ, მისადმი მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ მიგვეპყრო.

(სრული ტექსტი…)

საუდის არაბეთი იმუქრება

რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთის პრინცმა ტურკი ალ-ფეისალმა სენსაციური განცხადება გააკეთა: სპარსეთის ყურის მონარქიების წარმომადგენლების თათბირზე, რომელიც ერ-რიადში გაიმართა, მან განაცხადა, რომ რადგან მსოფლიო თანამეგობრობა უძლურია გააკონტროლოს ისრაელის ბირთვული არსენალი და ირანის ბირთვული პროგრამა, საუდის არაბეთი ასევე განიხილავს ბირთვული იარაღით აღჭურვის შესაძლებლობას.

(სრული ტექსტი…)

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის 1-ლი და მე-4 არტიკულების მნიშვნელობა ერთიანი რუსულ-ქართული ინტერესების გასააზრებლად

“კომუნიზმისგან გათავისუფლებულ” რუსეთსა და საქართველოში ახლა მოდაშია, ერთმანეთის წინაპართა დადანაშაულება რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლის 23 ივლისს დადებული ხელშეკრულების, რომელიც “გეორგიევსკის ტრაქტატის” სახელითაა ცნობილი, პირობების დარღვევაში.

(სრული ტექსტი…)

ნაციონალური სტატისტიკის თავისებურებანი

“მსოფლიოს №1 რეფორმატორი ქვეყნის“ ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ტრაბახობს „არნახული“ მიღწევებით. ამის დასადასტურებლად მოჰყავთ რაღაც საერთაშორისო რეიტინგები, რომლებსაც, ავი ენების თქმით, პოლიტიკური შეკვეთის და კორუფციის სუნი უფრო ასდით. ამავე დროს, საქართველოს საკუთარი ოფიციალური სტატისტიკა ბევრ საოცარ ფაქტს შეიცავს.

(სრული ტექსტი…)

რომან ფინის ახალი წიგნი “წერილები საქართველოდან”

გამოვიდა საბჭოთა დროის ცნობილი დისიდენტის, საქართველოს, რუსეთის და კანადის მოქალაქის, რომან ფინის წიგნი “წერილები საქართველოდან” (რუსულ ენაზე).

დაარქივებული სახით წიგნი იხ. ამ ბმულზე

ებრაელი ტროცკისტები და ფაშიზმის გამართლება

ებრაელი პოეტისა და პუბლიცისტის შმუელ იერუშალმის შეტყობინება: დღეს, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ “ლიბერალურ” წრეებში, როგორც იტყვიან, მიღებულია “ფასეულობების გადაფასება”. არ ვიტყვი, რომ სწავლულებს არ აქვთ უფლება, გადახედონ გასული წლების ამა თუ იმ დასკვნას.

(სრული ტექსტი…)

“ვარდოსანი რაინდების ორდენი”

“ვარდოსან რაინდებში“, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მთავარი „მაგისტრი“ – მიხეილ სააკაშვილი იგულისხმება. რატომ ორდენი? ეს სახელი ძველ ეპოქებში ერქვა სხვადასხვა რაინდულ და სასულიერო, ჩაკეტილ გაერთიანებებს, რომლებშიც მოხვედრა ჩვეულებრივი ადამიანისთვის ან შეუძლებელი იყო (არისტოკრატიულ-რაინდულ ორდენებში), ან საკმაოდ ძნელი (სასულიერო ორდენები).

(სრული ტექსტი…)

ოჯახის ინსტიტუტის კრიზისი ევროპაში

საქართველოში დღემდე პოპულარულია მითი ქართული კულტურის და საერთოდ, ქართველობის „ევროპული კუთვნილების“ შესახებ. ამ მითის პოპულარიზაციას ეწეოდა ოდესღაც (რამდენიმე წლის წინ) პოპულარული ხელისუფლება, მისი ცალკეული წარმომადგენლების სახით (სააკაშვილი, ჟვანია და სხვ.).

(სრული ტექსტი…)

გივი ვეფხვაძე – მოგზაურობა წარსულში

მოგზაურობა წარსულში

ჩვენი ცხოვრების ყოველი ჩავლილი დღე, თვე, წელიწადი, თვით წამიც კი წარსულია და მხოლოდ მეხსიერებაში რჩება. რაც უფრო გვემატება ასაკი, გასახსენებელიც მეტი გვაქვს, უფრო ხშირად “ვმოგზაურობთ”  ხოლმე ტკბილ-მწარე მოგონებებში და თითქოს ხელმეორედ გავდივართ იმ გზას, რაც ერთხელ უკვე გამოვიარეთ…

(სრული ტექსტი…)

მსოფლიოს სამეცნიერო–პოლიტიკური რუკა

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ამგვარი ტერმინი – სამეცნიერო–პოლიტიკური რუკა, თუმცა აქ გასაკვირი არაფერია: მეცნიერება ყოველთვის მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული დიდ პოლიტიკასთან, და საერთოდ, ამა თუ იმ ქვეყნის იდეოლოგიასთან, ფილოსოფიასთან და რელიგიასთან.

(სრული ტექსტი…)