geurasia.org » სხვადასხვა

«ევროვიზია“, როგორც პოლიტიკური იარაღი
რამდენიმე წელია, რაც ქართულ ე.წ. „შოუ-ბიზნესში“ გაჩნდა მუსიკალური კონკურსის „ევროვიზიის“ თემა. ამ კონკურსში, როგორც ცნობილია, ევროპის 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს და ის საკმაოდ ფართოდ შუქდება კონტინენტის მას-მედიის მიერ.

პირდაპირ უნდა ვთქვათ: დღეისათვის ეს კონკურსი აშკარად გადაიქცა პოლიტიკური თამაშების ასპარეზად და გავლენის სფეროების გაფართოების ინსტრუმენტად. არავითარი მუსიკალური ფასეულობა მას არ გააჩნია, თუ როდესმე ჰქონდა (ალბათ, გასული საუკუნის 70-იან წლებში, შესაძლოა).

როდესაც ვსაუბრობთ გავლენის სფეროების გაფართოებაზე, იგულისხმება დასავლეთ ევროპის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებზე გავლენის გამყარება. ამ პროცესის ერთ-ერთი ინსტრუმენტი დღეისათვის არის სწორედ შოუ-ბიზნესი (კულტურასაც ვეღარ დავარქმევთ, რადგან სერიოზული კულტურული ფასეულობებიდან თანამედროვე შოუ-ბიზნესში, და კერძოდ, ამ კონკურსში თითქმის აღარაფერი დარჩა).

თუ დავაკვირდებით „ევროვიზიის“ კონკურსის ფორმატს, მის გარშემო ატეხილ აურზაურს და PR-კამპანიებს, ადვილად დავინახავთ, თუ რას ემსახურება ეს შოუ. ერთადერთი რეალური მიზანი არის აღმოსავლეთ ევროპის, და განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების „მიერთება“ გლობალისტურ მას-კულტურასთან, შოუ-ბიზნესთან და ამით – „დასავლურ ფასეულობებთან“.

ამ მიზანს ემსახურება ყველაფერი – დაწყებული სიმღერების ტექსტებიდან, დამთავრებული ჩაცმულობით, სტილისტიკით, PR-უზრუნველყოფით, ხმის მიცემის სისტემით და ა.შ. „ევროვიზიის“ „დაუწერელი კანონია“, რომ ყველა სიმღერა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, მსუბუქი, ე.წ. ლიბერალური ყურისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი ტექსტებით. აშკარად წახალისებულია სხვადასხვა სახის პათოლოგიები („ცისფერები“, „ლესბოსელები“ და ა.შ.).

ძალზე საინტერესოა გამარჯვებული ქვეყნის გამოვლენის ტენდენციები. რა თქმა უნდა, ოფიციალურად ამას არავინ აღიარებს, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ არც ეს ხდება ხოლმე შემთხვევით. როგორც წესი, უპირატესობა ენიჭება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთი კულტურისთვის და მენტალიტეტისთვის უცხო ნომრებს. მაგალითად, შარშან გამარჯვებულად დაასახელეს აზერბაიჯანის წარმომადგენლები, თუმცა არც ტრადიციული აზერბაიჯანლების და არც მუსლიმების ამ დუეტს არაფერი ეცხო. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანი ირანს ესაზღვრება და დასავლეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ირანის კულტურულ-რელიგიური გავლენის შესუსტებას აზერბაიჯანში და პირიქით, გააძლიეროს საკუთარი კოსმოპოლიტური გავლენები.

ის, რომ „ევროვიზიის“ კონკურსი გადაიქცა პოლიტიკურ ასპარეზად, იქიდანაც ჩანს, რომ ბოლო წლებში მას კვლავ შეუერთდა დასავლეთ ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყანა (მაგ. იტალია), რომლებიც ადრე ბოიკოტს უცხადებდნენ მას, რადგან ვერანაირ მუსიკალურ ღირებულებას ვერ ხედავდნენ ამ კონკურსში. იმის შემდეგ მუსიკალური დონე არათუ გაიზარდა, არამედ კიდევ უფრო დაეცა, თუმცა, იტალიელები, ინგლისელები, ფრანგები და სხვები კვლავ მონაწილეობენ „ევროვიზიაში“, იმ დროს, როცა ამ ქვეყნის მუსიკალური კრიტიკოსები სერიოზულად არ აღიქვამენ ამ ღონისძიებას და უბრალოდ დასცინიან მას. ანუ, აშკარაა პოლიტიკური ფაქტორების როლი.

ერთი სიტყვით, „ევროვიზია“ წარმოადგენს უგემოვნო, ძლიერ პოლიტიზირებულ შოუს, რომლის მიზანია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოსახლეობა დაარწმუნოს მათ „ევროპელობაში“ და შეასუსტოს კრიტიკული თვალსაზრისი თანამედროვე ევროპული რეალიების მიმართ, რაც საკმაოდ არასახარბიელოა.

ნიკო ბერძენიშვილი სტუმრად სტალინთან
ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი კორიფის, პროფ.აკად. ნიკო ბერძენიშვილის ჩანაწერები 1945 წელს იოსებ სტალინთან შეხვედრის შესახებ, ევრაზიის ინსტიტუტის ინტერნეტ-კლუბში რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნეთ. ინტერნეტში სხვაგან ეს მასალა არ დევს და ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ, მისადმი მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ მიგვეპყრო.

1945 წელს, გერმანიასა და იაპონიაზე გამარჯვების შემდეგ, სტალინი, როგორც ცნობილია, განიხილავდა თურქეთში სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას. თურქეთს ომის დროს ორაზროვანი პოზიცია ეკავა და თავისი ჯარები ამიერკავკასიაში შემოსაჭრელად მზადყოფნაში ჰყავდა, თუკი გერმანელთა სამხედრო კამპანია ჩრდილოეთ კავკასიაში წარმატებით დასრულდებოდა.  როგორც ჩანს, ეს გარემოება ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ სტალინმა თავისთან მიიწვია ქართველი ისტორიკოსები (იმ პერიოდის ქართულ პრესაში გამოქვეყნდა კიდეც მათი წერილები, სადაც “თურქეთისადმი ქართველი ხალხის სამართლიან პრეტენზიებზე” იყო საუბარი – იგულისხმებოდა ტაო-კლარჯეთი და სხვ., ანუ თურქეთზე იერიშის მიტანის პროპაგანდისტური საფუძველი მყარდებოდა), თუმცა აკადემიკოს ბერძენიშვილის ჩანაწერები სტალინთან გამართული საუბრების ბევრად უფრო ფართო ფორმატზე მეტყველებს.

გთავაზობთ ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ისტორიული მასალის ინტერნეტ-პუბლიკაციის ბმულს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნიკო ბერძენიშვილის ჩანაწერების ოდნავ შემოკლებული ვარიანტი რუსულად პირველად ითარგმნა ევრაზიის ინსტიტუტის, კერძოდ, გიორგი ვეკუას მიერ, და ეს თარგმანი ქვეყნდება ჩვენი საიტის რუსულენოვან განყოფილებაში.

ნიკო ბერძენიშვილი. სურათი აღებულია www.burusi.wordpress.com -იდან.

საუდის არაბეთი იმუქრება
რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთის პრინცმა ტურკი ალ-ფეისალმა სენსაციური განცხადება გააკეთა: სპარსეთის ყურის მონარქიების წარმომადგენლების თათბირზე, რომელიც ერ-რიადში გაიმართა, მან განაცხადა, რომ რადგან მსოფლიო თანამეგობრობა უძლურია გააკონტროლოს ისრაელის ბირთვული არსენალი და ირანის ბირთვული პროგრამა, საუდის არაბეთი ასევე განიხილავს ბირთვული იარაღით აღჭურვის შესაძლებლობას.

საყურადღებოა თავად პრინც ტურკი ალ-ფეისალის პიროვნება. ის მუშაობდა საუდის არაბეთის ელჩად დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში, მანამდე კი თითქმის 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საუდის არაბეთის მძლავრ სადაზვერვო სამსახურს. სწორედ ეს სამსახური მონაწილეობდა ავღანელი მებრძოლების დაფინანსებასა და აღჭურვაში და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა როგორც ალ-ქაიდას, ისე „თალიბანის“ ცალკეულ ლიდერებთან, და ასევე მთელ მსოფლიოში გაბნეულ ვაჰაბიტურ დაჯგუფებებთან. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ტურკი ალ-ფეისალი თანამდებობიდან გადადგა… 2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან ათი დღით ადრე.

აშკარაა, რომ ბ-ნი ტურკი მეტად ინფორმირებული პიროვნებაა და სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. რას უნდა ნიშნავდეს მისი განცხადება ბირთვული იარაღის თაობაზე? ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება აშშ-ს და დასავლეთის მიმართ, რომ არ დაუშვან საუდის არაბეთის შემდგომი დასუსტება და შიდა არეულობები, თორემ რეჟიმი, როგორც იტყვიან, „თავის თავზე პასუხს არ აგებს“. ასევე ეს არის გაფრთხილება ირანის მიმართ, რომ არ შეეცადოს საუდის არაბეთის დესტაბილიზაციას, თორემ მომავალში ბირთვულ სახელმწიფოსთან მოუწევს დაპირისპირება.

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთი გამოირჩევა საკმაოდ ხისტი და მკაცრი შინაგანი რეჟიმით, რომელიც ეფუძნება ისლამის ერთ-ერთ მიმდინარეობას. ამ ბოლო დროს, ისლამურ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები არ შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ. მთელ რიგ არაბულ ქვეყნებში ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ე.წ. ზომიერი ისლამისტები, რომლებმაც შეცვალეს პროამერიკული დიქტატორული რეჟიმები. ერთ-ერთი ყოფილი დიქტატორი, ტუნისელი ბენ ალი, სწორედ საუდის არაბეთში გაიქცა, მისი რეჟიმის დამხობის შემდეგ.

ამას წინათ, ტუნისის აწ უკვე მმართველი ისლამისტური პარტიის ლიდერმა განუშიმ, მიმართა საუდის არაბეთის ლიდერებს და მოუწოდა რეფორმების გატარებისკენ, სხვა შემთხვევაში კი რევოლუციის გარდუვალობა შეახსენა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს განცხადება ასახავს ისლამურ, კერძოდ, სუნიტურ სამყაროში ორი მიმართულების გააქტიურებულ კონკურენციას თუ დაპირისპირებას: ერთი მათგანია საუდის არაბეთის მიერ სპონსირებული ვაჰაბიზმი და სალაფიზმი, ხოლო მეორე – ე.წ. მუსლიმი ძმების მოძრაობა, რომელსაც მრავალ ქვეყანაში აქვს ფილიალები. ეგვიპტეში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც მიუთითებს, რომ სწორედ ეს ორი ძალა იბრძვის პირველობისთვის ისლამურ-სუნიტური მიმდინარეობის არაბულ ქვეყნებში.

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის 1-ლი და მე-4 არტიკულების მნიშვნელობა ერთიანი რუსულ-ქართული ინტერესების გასააზრებლად
“კომუნიზმისგან გათავისუფლებულ” რუსეთსა და საქართველოში ახლა მოდაშია, ერთმანეთის წინაპართა დადანაშაულება რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლის 23 ივლისს დადებული ხელშეკრულების, რომელიც “გეორგიევსკის ტრაქტატის” სახელითაა ცნობილი, პირობების დარღვევაში.

მაგრამ ჩვენს წინაპრებს თავში აზრადაც არ მოსვლიათ ერთმანეთის დადანაშაულება ხელშეკრულების დარღვევაში. მიუხედავად ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ მალევე წარმოშობილი პრობლემებისა, ქართველები და რუსები ჯიუტად განაგრძობდნენ მიღწეული შეთანხმებების სულისკვეთების შესაბამისად ერთმანეთთან დაახლოების გზების ძიებას.

ყველაზე “მოდურ” ბრელდებებს განეკუთვნება ქართველი ნაციონალისტების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ რუსეთი, როგორც იმპერია, თურმე ყოველთვის ისწრაფოდა საქართველოს დაქუცმაცებულობისკენ და ხელს უწყობდა მის ცალკეულ სამეფო-სამთავროებს შორის მტრობას, აქცენტი კეთდება იმპერიის ხელისუფლების მხრიდან “მეგრული სეპარატიზმის” მხარდაჭერასა და “ჯავახეთისა და სხვა მხარეების სომხებით დასახლებაზე”… რუსული მხრიდან კი, არა მხოლოდ გრუზინოფობული თხელი, მაგრამ აქტიური ფენა არის დარწმუნებული, რომ საქართველო, როგორც ასეთი, არ არსებობდა და ამას ამტკიცებს მისი ფეოდალური დაშლილობა, რუსეთთან მისი ნაწილ-ნაწილ შეერთების მომენტისათვის.

მაგრამ თუკი გადავხედავთ ხელშეკრულების პირველ “სეპარატულ არტიკულს”, სხვა სურათი წარმოგვიჩნდება. აი როგორ ჟღერს ეს არტიკული:

“სეპარატისა არტიკული პირველი

ჰაზრი მტკიცე მისის იმპერატორების დიდებულებისა, რათა ერთ-მორწმინენიმცა ერისა მისისანი ესოდენ მჭირსითა საკრველითა შეერთებულნი მისისა თანა იმპერიისა იგნენ ურთიერთარს მეგობრობასა შინა და სრულსა თანხმობასა საშიშრად მოშურნეთა მეზობელთა მათთა და მოსაწყვლელად შეერთებულთა ძალითა მათდა,რომელნიცა შეეხებიან ვნებად თავისუფლებასა,განსვენებასა და კეთილდღეობასა მათსა,რომლისათვიც უკვე აღიძვრის დიდებულება მისი. მისისა უგანათლებულესობისადმი მეფისა ქართლისა და კახეთისა ირაკლი თეიმურაზოვიჩისა, მიცემად მეგობრობითისა ჰ(ა)ზრისა და განზრახვისა (ესე იგი რჩევისა) დაცვისათვის მეგობრობისა და კეთილისა თანხმობისა უგანათლებულესისა მეფისა მიმართ იმერთასა სოლომონისა განწესებისათვ(ი)ს ყოვლისა მის რაიცაღა შესაძლებელ არს ოდენ ღონიერ-ყოფად, წინათვე ჰსწრობად ყოვლისა ვერ გულისხმისსაყოფელისა, აღსთქუამს იმპერატორებრითა სიტყვითა თვისითა არა თუ ოდენ შეწევნად მეცადინობითა თვისითა ყოფისათვის ესოდენ სასარგებლოისა ამის საქმისა, არამედ ამას ესევითარსა ზედა მშვიდობასა და თანხმობასა მისცემს თვისსა თავს-მდებობასა.

უგანათლებულესობა მისი მეფე ირაკლი, მიმღებელი თანამდებობითითა მადლობითა დიდსულობასა მისისა დიდებულობისა ზრუნვისასა დაცვისათვის მეგობრობისა ერთა შორის ერთ-გვართა და ერთ-სჯულთა, და უმაღლესსა თავსმდებობასა მისსა აღიარებს ამით, ვითარმედ ურთიერთთა საქმეთა შინა მათთა უგანათლებულესისადმი მეფისა სოლომონისა აწ და შემდგომად შერაცხს მისისა იმპერატორებისა დიდებულებასა სრულიად მეშუამავლედ და განაგდებს მისისა მიერ უზენაესისა განჩინებისა ანუ განჩენისა ვერ გულისხმის-საყოფელთა შფოთთა შორის ორთა მფლობელთა უფროს ყოვლისა მოლოდებისა გამოსრულთა”.

რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად მოქმედებს, როგორც ძალა, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა ქართველი მმართველების ერთიანობაში. რუსეთი გამოდის მშვიდობისმყოფლისა და შუამავლის როლში, ერთმანეთთან მოქიშპე ქართველ მეფეებს შორის. ამის აღიარება ქართველ ნაციონალისტებისთვის ფრიად მტკივნეული იქნება, ამიტომ ისინი 1783 წლის რუსულ-ქართული ხელშეკრულების ამ პუნქტს ჯიუთად აჩუმათებენ და იგნორირებას უკეთებენ.

მაგრამ მათ რუსულ ანალოგებსაც მოუწევთ აღიარონ, მიუხედავად ასეთი აღიარების მტკივნეულობისა, რომ რუსეთი სხვადასხვა ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს ერთ მთლიანობად განიხილავდა. თუკი ამას ხედავდნენ რუსი პოლიტიკოსები მე-18 საუკუნეში, მაშინ 21-ე საუკუნის რუს პოლიტიკოსებს არ უნდა უღირდეთ რეალობის უგულებელყოფა და ცალმხრივი პოზიციების დაკავება, აფხაზებისა და ოსების სეპარატისტული ნაციონალური მითების შეთხზვაში.

რაც შეეხება ხელშეკრულების მეოთხე “არტიკულს”, მასში რუსეთი ვალდებულებას იღებს, მოხერხებულ მომენტში საქართველოს დაუბრუნოს მისი ისტორიული მიწები, რომლებიც მეზობლებმა მიიტაცეს:

“არტიკული მეოთხე სეპარატისა

დიდებულება იმპერატორებისა მისისა აღსთქვამს, რათა დროსა ბრძოლისასა იხმაროსმცა ყოველი შემძლებელობაი მეცადინობისა ღონითა საჭურველისათა, ხოლო დროსა მშვიდობისასა დაზავებისა მიერ უკმო-ქცევისათვის ქვეყანისა და ადგილთა მტერთაგან ქონებულთა და ძველადვე სამეფოისა მიმართ ქართლისა და კახეთისა შერაცხილთა, ესენი უკვე დაშთებიან სამფლობელოდ მუნებურთა მეფეთა საფუძველსა ზედა თქმულთა ჰ(ა)ზრთასა, რომელნიცა ითქვნენ მფარველობისათვის და უზენაესისა ხელმწიფისა ყოვლისა რუსეთისა იმპერატორთა”.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის იმპერიამ თავისი ეს ვალდებულება შეასრულა: რუსების წყალობით სამცხე და ჯავახეთი ოსმალეთის იმპერიას ბრძოლებით ჩამოერთვა 1829 წელს. მაგრამ ეს ფაქტი პირველ რიგში ამყარებს ზემოთ წარმოდგენილ ჩვენს მტკიცებულებას, რომ რუსეთი საქართველოს უკვე მაშინ აღიქვამდა ერთ მთლიანობად, და არა ცალკეულ სამეფოებად და სამთავროებად.

გეორგიევსკის ტრაქტატის რუსული ტექსტი.

გეორგიევსკის ტრაქტატის ქართული ტექსტი.

ნაციონალური სტატისტიკის თავისებურებანი
“მსოფლიოს №1 რეფორმატორი ქვეყნის“ ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ტრაბახობს „არნახული“ მიღწევებით. ამის დასადასტურებლად მოჰყავთ რაღაც საერთაშორისო რეიტინგები, რომლებსაც, ავი ენების თქმით, პოლიტიკური შეკვეთის და კორუფციის სუნი უფრო ასდით. ამავე დროს, საქართველოს საკუთარი ოფიციალური სტატისტიკა ბევრ საოცარ ფაქტს შეიცავს.

ავიღოთ, მაგალითად, მშენებლობის სექტორი. როგორც ვიცით, პრეზიდენტად წოდებული მიხეილი თავის თავს „აღმაშენებლად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ არასოდეს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში იმდენი არ აშენებულა, რამდენიც დღეს შენდება. ეს, რა თქმა უნდა, „მამალი“ ტყუილია, რადგან მიხეილის ეპოქის შედარებაც კი არ შეიძლება, ვთქვათ, საბჭოთა პერიოდთან. მაგრამ როგორ დავადგინოთ ეს ობიექტურად? გაუთავებელი „პიარის“, ერთი და იგივე ობიექტის სამ-სამჯერ გახსნის, ფასადების ღებვის და მხატვრული მინათებების ტელევიზორში მაცქერალი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ვერ აანალიზებს, რა შენდება და რა რაოდენობით.

ამისთვის, წესით, უნდა არსებობდეს სტატისტიკის სამსახური, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით გაანალიზდეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, შეფასდეს განვითარების ტენდენციები. სტატისტიკა შესანიშნავი იარაღია ცრუპენტელა და მკვეხარა მმართველების ადგილზე მოსასმელად, რომლებიც ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობენ. სწორედ ამიტომ, ყველა ეპოქაში ძლიერნი ამა ქვეყნისა ცდილობდნენ სტატისტიკური ინფორმაციის გაყალბებას და მის წარმოჩინებას სათავისოდ.

სააკაშვილის რეჟიმმა აქაც ორიგინალობა გამოიჩინა. რა თქმა უნდა, გაყალბებაზე მას უარი არ უთქვამს. ავიღოთ თუნდაც სააკაშვილის მიერ საჯარო გამოსვლებისას დაბრეხვებული ფანტასტიური ციფრები, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილი არიან რეალობას და „მიხეილის რეალობას“ ქმნიან მხოლოდ (სამწუხაროდ, ამ რეალობაში ცხოვრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი).  მაგრამ, გარდა გაყალბებისა, სააკაშვილის სტატისტიკა გამოირჩევა კურიოზული შეუსაბამისობებით და ზოგან კი „შავი ხვრელების“ არსებობით.

რომ დავუბრუნდეთ ისევ მშენებლობის სექტორს, ისმის მარტივი შეკითხვა: რა არის მშენებლობის სფეროს ყველაზე მთავარი და საინტერესო მაჩვენებელი მოსახლეობისთვის? ნებისმიერი ადამიანი უპასუხებს ამ კითხვას, რომ ეს არის წლის ან რაიმე პერიოდის განმავლობაში აშენებული ფართის (საცხოვრებელი თუ კომერციული) მოცულობა კვადრატულ მეტრებში. რა თქმა უნდა, აშენებული ფართი ხელმისაწვდომიც უნდა მოსახლეობის ფართო ფენებისთვის იყოს ფასის მიხედვით. ეს უმარტივესია. მაგრამ ამ ძირითად მონაცემს ფაქტიურად ვერსად ნახავთ. ყოველ შემთხვევაში, ის არ არის მოცემული სტატისტიკის სამსახურის საიტზე. სამაგიეროდ, ნახავთ ასეთ მონაცემს: გამოშვებული პროდუქცია, მლნ.ლარი. ძნელი სათქმელია, რა იგულისხმება ამ „გამოშვებულ პროდუქციაში“ – ცემენტი, ქვიშა, არმატურა თუ ბინები? თუმცა, აქაც გვაქვს კურიოზები. მაგალითად, სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, ყველაზე მეტი პროდუქცია სამშენებლო სექტორს გამოუშვია … 2009 წელს (1 752 მლნ. ლარი). ეს ის წელია, როცა ომის და კრიზისის შემდეგ, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, თითქმის ყველა მშენებლობა გაჩერებული იყო და მეორადი ბინებიც კი არ იყიდებოდა. მთელ მსოფლიოშიც დაცემული იყო ეკონომიკური აქტივობა. არ არის ეს აბსურდი?

მაინც რატომ არის გასაიდუმლოებული სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი – აშენებული საცხოვრებელი და კომერციული ფართის რაოდენობა კვადრატულ მეტრებში? იმიტომ, რომ მისი გამოქვეყნება ხელს არ აძლევს სააკაშვილის ხელისუფლებას. მაშინ ხომ ყველა დაინახავს, რა „აღმაშენებელიც“ არის პრეზიდენტად წოდებული მიხეილი. შეთხუპნული ფასადების მიწერა აშენებულ ფართობზე არც ისე ადვილია. ვერც ტელეგახსნებს მიაწერ მას და ვერც ტამპონის ფორმის ხიდს თუ მახინჯ ქანდაკებებს. საერთოდ, ამ მაჩვენებლის ფალსიფიცირება საკმაოდ რთულია. ამიტომაც, მას საერთოდ არ წერენ სტატისტიკურ მონაცემებში, რომლებიც საჯარო მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.

განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა შედარება რუსეთთან. მაგალითად, ცნობილია, რომ რუსეთში ყოველწლიურად დაახლოებით 50-60 მილიონი კვ. მეტრის საცხოვრებელი და სამშენებლო ფართი შედის ექსპლუატაციაში. ცნობილია მათი განაწილებაც რეგიონების მიხედვით. საშუალოდ, ერთ სულ მოსახლეზე რუსეთში დაახლოებით 0,4 კვ.მ. აშენებული ფართი მოდის წლის განმავლობაში. რომ შევადაროთ საქართველოს, სადაც 4 მილიონზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს (ისევ და ისევ სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით), გამოდის, რომ რუსეთის დონის მისაღწევად საქართველოში 1,5 მილიონ კვ. მ-ზე მეტი ფართი უნდა აშენდეს.

რამდენია ეს? თუ ავიღებთ აშენებული ბინის ფართს დაახლ. 70 კვ.მ-ს, მივიღებთ 20-25 ათას ბინას. ანუ ყოველწლიურად საქართველოში უნდა შენდებოდეს 25 ათასამდე ბინა (დაახლოებით 500 ახალაშენებული კორპუსი). 500 კორპუსი კი ჩვენში ბოლო 15 წლის განმავლობაში არ აშენებულა. ბოლო წლებში, წელიწადში ათიოდე კორპუსი თუ შენდება ქვეყნის მასშტაბით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მშენებლობის დონე საქართველოში 25-30-ჯერ (!) ნაკლებია რუსეთის დონეზე (25-30 იმიტომ, რომ სააკაშვილის ბობოლები ვილებს ინტენსიურად იშენებენ და ესეც უნდა გავითვალისწინოთ სტატისტიკაში). იგივე შეიძლება ითქვას ბელორუსიასთან მიმართებაში, სადაც მშენებლობა, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, რუსეთზე უფრო სწრაფი ტემპებითაც კი მიმდინარეობს. ესეც თქვენი მიხეილ „აღმაშენებელი“…

რომან ფინის ახალი წიგნი “წერილები საქართველოდან”
გამოვიდა საბჭოთა დროის ცნობილი დისიდენტის, საქართველოს, რუსეთის და კანადის მოქალაქის, რომან ფინის წიგნი “წერილები საქართველოდან” (რუსულ ენაზე).

დაარქივებული სახით წიგნი იხ. ამ ბმულზე

ებრაელი ტროცკისტები და ფაშიზმის გამართლება
ებრაელი პოეტისა და პუბლიცისტის შმუელ იერუშალმის შეტყობინება: დღეს, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ “ლიბერალურ” წრეებში, როგორც იტყვიან, მიღებულია “ფასეულობების გადაფასება”. არ ვიტყვი, რომ სწავლულებს არ აქვთ უფლება, გადახედონ გასული წლების ამა თუ იმ დასკვნას.

მეცნიერება, როგორც ასეთი, გარკვეულწილად მუდმივად სკეპტიკურად არის განწყობილი. მაგრამ ამავე დროს გაოცებას იწვევს, თუ როგორ იოლად ახერხებენ “ლიბერასტური” სამეცნიერო სკოლის დღევანდელი აღზრდილები, გადაუხვიონ მეცნიერულ ჭეშმარიტებას (დამტკიცებულს), ევროპარლამენტიდან ან საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მოვლენილი მორიგი “ლიბერასტის” საამებლად.

ამ მხრივ ყველაზე საინტერესო (ფსიქიატრიული თვალსაზრისით) მე მეჩვენება ისრაელელი ტროცკისტების ერთი მცირე ჯგუფის პოზიცია, ადვოკატ იოსი შვარცის ხელმძღვანელობით. შვარცისა და მისი თანამოაზრეების მიხედვით, სტალინმა და სიონისტებმა სპეციალურად მოახდინეს ადოლფ ჰიტლერის პიროვნების დემონიზება, რათა ისრაელის შექმნა გაემართლებინათ. მეტიც, თავის შიზოფრენულ აღტკინებაში ეს “ტროცკისტები” ამტკიცებენ, რომ არ არსებობს იმის საბუთი, რომ ჰიტლერი ებრაელებს, სერბებსა და სხვა ხალხების წარმომადგენლებს მხოლოდ მათი ეროვნული კუთვნილების გამო ანადგურებდა. ისინი ამბობენ, რომ გერმანელები მარტო იმ ებრაელებს ხოცავდნენ, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ სსრკ-სთან კავშირსა და კომუნისტურ საქმიანობაში.

სამწუხაროდ, ასეთი, ფაქტობრივად ნაცისტების მხეცობების გასამართლებელი აზრები შეიძლება დასავლეთის ძალიან ბევრი სწავლულისა და ინტელექტუალისგანაც გავიგოთ. უფრო მეტიც, ხან აქ, ხან იქ, გაისმის მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან შეკრული სტეპან ბანდერასა და სხვა უკრაინელი, ლატვიელი, ხორვატი და სხვ. ნაციონალისტების მხარდამჭერი ხმები. განსაკუთრებით სამწუხაროა ფაქტი, რომ ამ “დემოკრატიის გულშემატკივართა” შორის არის ჩემი ერის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი. რად ღირს თუნდაც უკრაინის ებრაული თემების ვაადის ვლადიმირ ზისელსისა და ევროპული ებრაული საბჭოს იგორ კოლომოისკის სახელები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ებრაელები უნდა შეურიგდნენ ორგანიზაციების ОУН და УПА მომხრეებს, რომლებიც ომის დროს გერმანელებთან თანამშრომლობდნენ და რომელთა სინდისზეა ასეული ათასი ებრაელის, პოლონელის, ბელორუსის, ისევე როგორც იმ უკრაინელების სისხლი, რომლებიც არასაკმარისად ლოიალურნი იყვნენ ბანდერასა და შუხევიჩის დამსჯელების მიმართ. კოლომოისკი უფრო შორსაც მიდის: მასმედიაში გაჟღერებული საკმაო სანდო ინფორმაციის მიხედვით, იგორ კოლომოისკი პირადად აფინანსებს უკრაინელი ნაციონალ ფაშისტების პარტია “სვობოდას”, ოლეგ ტიაგნიბოკით სათავეში. ეს სწორედ ის “სვაბოდაა”, რომელმაც ამა წლის 9 მაისს გამარჯვების დღის ზეიმისას ლვოვში ფაშისტური დებოში განახორციელა.

დღეს, “მემარცხენე” ლიბერასტების ტაშისკვრის ფონზე ლატვიის დედაქალაქ რიგის ქუჩებში აღლუმებს აწყობენ ლატვიის Waffen-SS-ის ვეტერანები და მხარდამჭერები; დღეს მთელს დასავლეთ უკრაინაში ჰიტლერთან თანამშრომლობის მქონე უკრაინული ბანდფორმირებების საპატივსაცემოდ ძეგლებს აღმართავენ. დღეს, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა უნგრეთი და ხორვატია, ეროვნული გმირების რანგში აჰყავთ ნაცისტების მომხრე პრეზიდენტი ჰორტი და უსტაშების რაზმები. დღეს, ლიბერასტური “აკადემიური” წრეების სრული მხარდაჭერით, ევროპის საბჭოსა და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებში არ წყდება მცდელობები, კომუნიზმი გათანაბრებულ იქნას ნაციზმთან. მაგრამ როგორც ჩვენ გვიჩვენებს ბოლო ორი ათწლეულის ისტორიული რეალობა, ნაცისტების  და  მათი მხარდამჭერების გამართლების ნებისმიერი  მცდელობა ცუდად მთავრდება.

ევრაზიის ინსტიტუტისგან:

ის, რომ დღეს დასავლეთის მთავარ მიზანს რუსეთთან მიმართებით მისი “დესტალინიზაცია” წარმოადგენს, თითქმის ეჭვს არ იწვევს. ამასთან “დესტალინიზაცია” სულაც არ ნიშნავს კონკრეტული ადამიანის – სტალინის – გაღმერთებასთან (თუკი ასეთ რამეს საერთოდ აქვს ადგილი) ბრძოლას. “დესტალინიზაცია” დასავლურად – ეს არის აღმოსავლეთის იდეოლოგიური დამორჩილება, მისი სრული დაქვემდებარება დასავლეთისადმი, პოსტსაბჭოთა სივრცისათვის დასავლური აზროვნებისა და მისეული შეფასებების თავს მოხვევა.

როგორც ცნობილია, ყველაზე რადიკალური და აგრესიული მემარჯვენე წრეები შეერთებულ შტატებში – ეგრეთ წოდებული ნეოკონსერვატორები – იდეოლოგიურად დაფუძნებული არიან რადიკალურ მემარცხენე ტროცკიზმზე. მათი მამები-დამფუძნებლები ჯეიმს ბერნჰემი და ლეო შტრაუსი, აგრეთვი ირვინგ კრისტოლი (ყველა მათგანი წარმოშობით ებრაელია), თავის დროზე აქტიური ტროცკისტები და ანტისტალინისტები იყვნენ. თავიანთი რადიკალური ტროცკისტული აღტკინების რეალიზება მათ, მოგვიანებით, 1950 – 1960-იან წლებში, “ნეორეალიზმის” დოქტრინის ფარგლებში მოახდინეს, რომელსაც აგრეთვე “ნეოკნსერვატიზმს” უწოდებენ. სწორედ ეს დაჯგუფება გვევლინება ყველა იმ “ფასეულობის” განსაკუთრებით რადიკალურ მცველად, რომელსაც გვთავაზობს თანამედროვე დასავლური (ნეო-)ლიბერალიზმი. როგორც ჩანს, შმუელ იერუშალმის მიერ მოხსენიებული ისტორიის ებრაელი რევიზიონისტებიც ამერიკელი ნეოკონსერვატორ-ტროცკისტული “რეალპოლიტიკის” სულისკვეთებით განიმსჭვალნენ. ისრაელში, როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის დასავლეთის მიერ თავს მოხვეული “დესტალინიზაციის” თემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ანტისემიტიზმთან ბრძოლა.

ამ ფონზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ფაქტი, რომ გავლენიანი ებრაული ორგანიზაციები მსოფლიო მასშტაბით, ისევე როგორც თავად ებრაული სახელმწიფო, რომლებიც, როგორც წესი, ისრაელის პოლიტიკის მიმართ გაკეთებულ ნებისმიერ კრიტიკულ გამონათქვამთან დაკავშირებით “ანტისემიტიზმს” ეძებენ, საკმაოდ უღიმღამო რეაგირებას ახდენენ ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ანტისემიტი ნაციონალისტების და თვით გაცხადებული ნაცისტების კულტის დანერგვაზე. ისრაელსა და ამერიკაში ებრაულ ლობის უზარმაზარი გავლენა აქვთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე, რისი კიდევ ერთი დადასტურებაა აშშ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ამას წინათ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, როდესაც ობამამ ახსენა, რომ თუკი ისრაელი 1967 წლის საზღვრებს არ დაუბრუნდება, პალესტინაში მშვიდობა ვერ დამყარდება.

მკითხველს მოკლედ შევახსენებთ, რომ ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტზე განხორციელდა წარმოუდგენლად დიდი ზეწოლა, თანაც სრულიად დაუფარავად, აშშ-ში ისრაელის ლობისტების მხრიდან, რომლებიც დაიმუქრნენ, რომ აღარ დააფინანსებდნენ ობამას მომავალ საარჩევნო კამპანიას, თუკი იგი თავისი განცხადების დეზავუირებას არ მოახდენდა. ისრაელის პრემიერმა ნეტანიახუმ გადაჭრით განაცხადა უარი, განეხილა 1967 წლის საზღვრებთან დაკავშირებული საკითხები. ობამა იძულებული გახდა, სამარცხვინოდ წაეღო უკან თავისივე სიტყვები და გაქცეულიყო შეერთებულ შტატებში მოქმედი უმძლავრესი ებრაული სტრუქტურის – AIPAC-ის წინაშე ახსნა-განმარტებების მისაცემად. ობამამ მთელი 180 გრადუსით შემოაბრუნა თავისივე სიტყვები და განაცხადა: “ისრაელი და პალესტინელები მოლაპარაკებებს განახორციელებენ სხვა საზღვრების საფუძველზე, ვიდრე 1967 წელს არსებობდა. ეს ცნობილი ფორმულირებაა, რომელიც საშუალებას აძლევს მხარეებს, მხედველობაში იქნას მიღებული ბოლო 44 წლის მანძილზე მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები”… ასეთი წარმატებული ზეწოლა პრეზიდენტზე ამერიკის ისრაული ლობისტების მხრიდან პირველად არ მომხდარა, მაგრამ ეს სხვა თემაა. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ არ აცხადებს პროტესტს ამგვარი ძლიერი ლობი აშშ-ს მხრიდან აღმოსავლეთ ევროპაში იმ რეჟიმების მხარდაჭერის მიმართ, რომლებიც პატივს მიაგებენ ნაცისტებს და რის შედეგადაც ფაქტობრივად ჰოლოკოსტის იგნორირება ხდება. ჰოლოკოსტის თემა ისრაელისთვის ხომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე 1967 წლის საზღვრები.

რა თქმა უნდა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ისრაელის მთავრობა და გავლენიანი ებრაული ორგანიზაციები ისევე ფიქრობენ, როგორც იოსი შვარცის ჯგუფი, მაგრამ მაინც აშკარაა მათ მიერვე დეკლარირებული ფასეულობების იგნორირება დასავლეთის აღმოსავლური სტრატეგიის სასარგებლოდ. ისრაელი ამგვარად წარმოჩნდება გლობალური მასშტაბით დასავლური პოლიტიკის გამტარებლად, მიუხედავად იმისა, რომ მას თავად აქვს სერიოზული გავლენა დასავლეთზე, და განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებზე.

“ვარდოსანი რაინდების ორდენი”
“ვარდოსან რაინდებში“, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მთავარი „მაგისტრი“ – მიხეილ სააკაშვილი იგულისხმება. რატომ ორდენი? ეს სახელი ძველ ეპოქებში ერქვა სხვადასხვა რაინდულ და სასულიერო, ჩაკეტილ გაერთიანებებს, რომლებშიც მოხვედრა ჩვეულებრივი ადამიანისთვის ან შეუძლებელი იყო (არისტოკრატიულ-რაინდულ ორდენებში), ან საკმაოდ ძნელი (სასულიერო ორდენები).

ე.წ. ნაციონალური მოძრაობაც, როგორც ორდენს შეეფერება, საკმაოდ ჩაკეტილი ორგანიზაციაა. ახლახან ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა გადაიღო სიუჟეტი, სადაც ამ ორგანიზაციის ოფისებში მოხვედრას ცდილობდა, რაც თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს მართლაც ასეა. მაგალითად, ვინმე მოქალაქე N-მა, მცხოვრებმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, მირცხულავას ქუჩა №X-ში, რომ მოინდომოს ნაციონალურ მოძრაობაში შესვლა, მას, დიდი ალბათობით, არაფერი გამოუვა. ზუსტად ასევე იყო თავის დროზე სკკპ ანუ კომუნისტური პარტია, რომელიც ასევე ორდენის პრინციპებზე გახლდათ აგებული, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპებზე. მასში მოხვედრა ბევრი ადამიანისთვის, მაგალითად, არისტოკრატიული წრის წარმომადგენლისთვის, ძალზე ძნელი იყო, ზოგჯერ საერთოდ შეუძლებელი.

მოქალაქეთა კავშირი, რომლის მემკვიდრე გარკვეულ წილად არის ნაციონალური მოძრაობა და რომელიც, თავის მხრივ, იყო კომპარტიის მემკვიდრე, არ იყო ამდენად ჩაკეტილი ორგანიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ჟვანია-საააკაშვილის გუნდი ძალიან ცდილობდა მის უზურპაციას და საკუთარ ორდენად გადაქცევას. მათ ეს გამოვიდათ კიდეც მოქალაქეთა კავშირის საბოლოოდ ხელში ჩაგდების შემდეგ. თავად ჟვანია სწორედ ორდენის შიგნით მომხდარ სასტიკ ბრძოლას შეეწირა. შემდეგ ორდენიდან განდევნეს ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს ამოტივტივებული ფიგურების უმრავლესობა, რომლებსაც სააკაშვილი იყენებდა. თუმცა, ზოგიერთი მათგანის, მაგალითად, ოქრუაშვილის ექსპლუატაცია დღესაც ხდება, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ, ასე ვთქვათ, „დისტანციურად“.

არათუ „რიგით მოქალაქეს“, არამედ მილიარდერ ოლიგარქსაც არ შეუძლია ვარდოსნების ორდენში მოხვედრა. ასე იყო ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში, რომელიც ყველანაირად ეხმარებოდა ვარდოსნებს „რევოლუციის“ პირველ წლებში, ყველაფერს აფინანსებდა და უამრავ ფულს იხდიდა, მაგრამ მაინც აიძულეს ოპოზიციაში წასულიყო და დაპირისპირებაში ჩაითრიეს. მისი შემდგომი ბედი ცნობილია.

ზუსტად ანალოგიურად ვითარდება მოვლენები ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, რომელიც ასევე აფინანსებდა სააკაშვილის ყველა ხუშტურს და ბრძანებას. პირველი, რაც გააკეთა ივანიშვილმა „რევოლუციის“ შემდეგ – საკუთარი, ძალიან უწყინარი და ზომიერი ტელეარხი („მე-9 არხი“) დახურა. სააკაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში დასცინოდა და მასხრად იგდებდა ივანიშვილს. ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტს, რომელმაც ინტერვიუ ჩამოართვა მას, სააკაშვილი აგდებულად და სიცილით უყვებოდა „საჩხერელ განდეგილზე“, რომ მას თურმე ჟირაფები და სხვა ეგზოტიკური ცხოველები ჰყავს მოშენებული თავის მამულში და რომ ის ვერასოდეს ჩაერევა პოლიტიკაში, რადგან ის არ აინტერესებს. ივანიშვილმა ითმინა, ითმინა და ბოლოს, ლეიბორისტების კრიტიკის საბაბით, სააკაშვილის მიმართ კრიტიკული ორიოდე განცხადება გააკეთა. თუმცა, ქართული ოპოზიციის უსუსურობის და მოსყიდულობის პირობებში, ეს განცხადებებიც ისევ მმართველი რეჟიმის სასარგებლო აღმოჩნდა.

რაც შეეხება „სულიერ“ ლიდერებს, ჩვენს ვარდოსნებს მთავარი მაგისტრის – სააკაშვილის გარდა – ჰყავთ სხვა მაგისტრებიც, მაგალითად, ბოკერია, ბენდუქიძე, ლევან რამიშვილი და ა.შ. ორდენი რისი ორდენი იქნებოდა, რომ მას საკუთარი „ეზოთერული“ და „ფუნდამენტური“ მოძღვრება არ ჰქონდეს. ვარდოსნების „ბიბლია“ ე.წ. ნეოლიბერალიზმია, რომლის მიხედვითაც ისინი ცდილობენ ისტორიაში ჯერ არ ნახული „ქართული სახელმწიფოს“ აშენებას და მეტიც, „ახალი ქართველის“ გამოყვანას. „გამოყვანაში“ შეიძლება ვიგულისხმოთ დაახლოებით იგივე, რასაც მეცხოველეობაში თუ სელექციაში აკეთებენ. სხვათა შორის, ვარდოსნების მთავარი იდეოლოგიური ჟურნალის სახელწოდებაა „ტაბულა“. აქ, რა თქმა უნდა, გამრავლების ტაბულა არ იგულისხმება, არამედ ლათინური გამოთქმა „Tabula rasa”, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „სუფთა დაფას“. ანუ ამ სუფთა დაფაზე შესაძლებელია ყველაფრის დაწერა, რასაც „განდობილები“ – ვარდოსნების იდეოლოგები საჭიროდ ჩათვლიან.

თუმცა შესაძლებელია კი? პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ნეოლიბერალური, ნაციონალ-ლიბერალური და სხვა ლიბერტარიანული ექსპერიმენტებით ხერხდება მხოლოდ ადამიანების კიდევ უფრო დამახინჯება და ღრმა იდეოლოგიურ ჩიხში შეყვანა, ვიდრე „ახალი ადამიანის“ შექმნა. ასე რომ, ვარდოსნების „გოლემი“ – „ახალი ქართველი“ – ისევე განწირულია კრახისთვის, როგორც ყველა გოლემი დედამიწაზე (გოლემი – ებრაული მითოლოგიის პერსონაჟი, თიხისგან ან სხვა მასალისგან ხელოვნურად შექმნილი არსება, ღმერთის ჩარევის გარეშე).

გიორგი ვეკუა

ოჯახის ინსტიტუტის კრიზისი ევროპაში
საქართველოში დღემდე პოპულარულია მითი ქართული კულტურის და საერთოდ, ქართველობის „ევროპული კუთვნილების“ შესახებ. ამ მითის პოპულარიზაციას ეწეოდა ოდესღაც (რამდენიმე წლის წინ) პოპულარული ხელისუფლება, მისი ცალკეული წარმომადგენლების სახით (სააკაშვილი, ჟვანია და სხვ.).

ევროკავშირის დროშები დღემდე რატომღაც დასობილია სახელმწიფო დაწესებულებების წინაშე, რაც ერთგვარი ფეტიშიზმის ან კერპთაყვანისმცემლობის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ ქამელეონობაზე.

რა თქმა უნდა, გაღატაკებულ საზოგადოებას ადვილია თავს მოახვიო მსგავსი მითები, როცა ადგილი აქვს ცხოვრების დონის მკვეთრ განსხვავებას ევროპის დიდ ნაწილსა და „სინგაპურიზაციის“ გზაზე დამდგარ საქართველოს შორის. მაგრამ ცხოვრების დონე ევროპაში (რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ დიდი გამოცდების წინაშე დგას) ვერ იქნება ერთადერთი და მთავარი ნიშანი ჩვენთვის, ცივილიზაციური კუთვნილების მხრივ, რადგან კუვეიტში ან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრების დონე კიდევ უფრო მაღალია, მაგრამ არავინ საუბრობს ქართველების „კუვეიტელობის“ ან არაბობის შესახებ. თუმცა, „სინგაპურიზაციაზე“ ხომ საუბრობს ბატონი პრეზიდენტი? ესეც ევროპული მითის ერთგვარ კრახად შეიძლება ჩაითვალოს.

მაშ რა არის ქართველების „ევროპელობის“ ნიშანი? საპარლამენტო დემოკრატიისადმი მიდრეკილება? ქართველების დიდ ნაწილს დემოკრატიული პროცედურები და მრავალპარტიულობა დიდად არ ანაღვლებს და ამას ნებისმიერი კომპეტენტური ფსიქოლოგი ან სოციოლოგი დაგიდასტურებთ. თუმცა ყველას ისედაც შეუძლია თავის გულში ჩაიხედოს. ადამიანის უფლებები? სასაცილოა. ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ასზე მეტი ადამიანი თითქმის არასოდეს მოსულა საქართველოში, ხოლო ხელისუფლების შესაცვლელად და ახალი ბელადის მოსაყვანად ასობით ათასიც გამოსულა.

იმ დროს, როცა საერთო თითქმის არაფერია ქართველების და ევროპულ მენტალიტეტს შორის, არის დიდი და აშკარა განსხვავებები. ერთ–ერთი მათგანია ოჯახის ინსიტუტის მიმართ დამოკიდებულება. მიუხედავად აღვირახსნილი პროპაგანდისა და ზომბირებისა, რომელიც სახელისუფლებო ტელეარხებიდან მოედინება და ძირს უთხრის ტრადიციულ მორალს, ოჯახი მაინც ინარჩუნებს საქართველოში იმ როლს, რომელიც მან დაკარგა ევროპაში.

ევროპაში არსებული მდგომარეობის შესახებ ფაქტებით და ციფრებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. აი ისინიც:

ევროკავშირის ოფიციალური სტატისტიკური ორგანოს, ევროსტატის მონაცემებით, 2009 წელს იმ ბავშვების წილი, რომელიც ქორწინების გარეთ დაიბადნენ, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში აღემატება 30%–ს, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში 50%–საც კი. ანუ ამ ქვეყნებში ბავშვების უმეტესობა იბადება ისეთ ოჯახში, სადაც დედა და მამა (ან მამა და „მამა“, დედა და „დედა“, და სხვა მსგავსი არსებები) ოფიციალურად არ იმყოფებიან ქორწინების მდგომარეობაში. ამასთან, ასეთი ბავშვების წილი სწრაფად და განუხრელად იზრდება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, მცირე გამონაკლისის გარდა (გამონაკლისებია საბერძნეთი და კვიპროსი, ასევე ნაწილობრივ პოლონეთი).

ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებზე ჩანს ეს მონაცემები. სიაში ერთ–ერთი „ლიდერია“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ესტონეთი, რომელშიც ბავშვების 60% (!) ქორწინების გარეთ იბადება. ალბათ, არ ღირს იმის შეხსენება, თუ რას უწოდებდნენ ამგვარ ბავშვებს და ადამიანებს საქართველოში, ტრადიციულად ან ქართული სამართლის მიხედვით.

ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას ადასტურებს ქორწინებების და განქორწინებების მაჩვენებლებიც. განქორწინებების შეფარდება ქორწინებებთან ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში 40%–ს და მეტს აღწევს, ანუ ყოველი 10 ქორწინებიდან 4–5 იშლება… თანაც, ქორწინებების რიცხვიც ყოველ 1000 ადამიანზე ევროპაში ყველა დაბალია მსოფლიოში. ის საშუალოდ 4–6–ის ფარგლებში მერყეობს (შედარებისთვის: საქართველოშიც კი, სადაც არასახარბიელო სიტუაცია იყო 90–იან წლებში, ეს მაჩვენებელი ამჟამად 8–ს უახლოვდება).

სხვათა შორის, განქორწინებების რაოდენობის მხრივ ძალზე არასახარბიელო სიტუაციაა რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსშიც, და ამ მხრივ ეს ქვეყნები გაცილებით უფრო „უახლოვდებიან“ ქცევის ევროპულ მოდელს, ვიდრე კავკასიის ქვეყნები, მათ შორის საქართველო. ამ მართლმადიდებელი ქვეყნების ხელისუფალთ და ელიტებს სერიოზული ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი, თუ როგორ გამოასწორონ სიტუაცია და აირიდონ თავიდან ოჯახის ინსიტუტის ნგრევის ევროპული პერსპექტივა.

გივი ვეფხვაძე – მოგზაურობა წარსულში
ჩვენი ცხოვრების ყოველი ჩავლილი დღე, თვე, წელიწადი, თვით წამიც კი წარსულია და მხოლოდ მეხსიერებაში რჩება. რაც უფრო გვემატება ასაკი, გასახსენებელიც მეტი გვაქვს, უფრო ხშირად “ვმოგზაურობთ”  ხოლმე ტკბილ-მწარე მოგონებებში და თითქოს ხელმეორედ გავდივართ იმ გზას, რაც ერთხელ უკვე გამოვიარეთ…

გთავაზობთ კინორეჟისორ გივი ვეფხვაძის ახალ წიგნს – მოგზაურობა წარსულში.