Experts

მოგესალმებათ ევრაზიის ინსტიტუტის ვებ-გვერდი

(10 მაისი, 2011)

ძვირფასო მკითხველო,

ქართველ პოლიტოლოგთა ერთმა ჯგუფმა 2009 წლის ბოლოს, თბილისში დააარსა ევრაზიის ინსტიტუტი, რომელიც მოწოდებულია, განახორციელოს საგანმანათლებლო და კვლევითი სამუშაოები, ახალი და არასტანდარტული იდეები შესთავაზოს ქართულ- და რუსულენოვან საზოგადოებას.

ეს მოხდება წინამდებარე ვებ-გვერდის საშუალებით, აგრეთვე, შესაძლებლობის ფარგლებში, ბეჭდვითი მასალების გავრცელებით. ინსტიტუტის ყურადღების ცენტრშია საქართველოს პოლიტიკისა და ეკონომიკის ძირითადი პრობლემები, რუსულ-ქართული ურთიერთობები, კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში (განსაკუთრებით ირანში) მიმდინარე პროცესები, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, ქართული დიასპორების მოღვაწეობა საზღვარგარეთ და კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რომელიც ქართულ და გლობალურ პოლიტიკას პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება.

ევრაზიის ინსტიტუტის საიტი ეყრდნობა ინტერნეტ-ჟურნალ Caucasia-Experts.org-ის წარმატებული ფუნქციონირების გამოცდილებას. ვვარაუდობთ, რომ ამჟამინდელი ფორმატი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო იქნება მკითხველებისათვის. ჩვენი ვებ-გვერდი არ იქნება ქართულ ინტერნეტ-სივრცეში არსებული “საექსპერტო” და ახალი ამბების საიტების მსგავსი, იგი იქნება ორიგინალური და გამორჩეული, ამაში მალე თავადვე დარწმუნდებით. ვებ-გვერდი სულ მალე შეივსება საინტერესო მასალებით. ადევნეთ ხოლმე თვალი პერიოდულ განახლებებს. იმედი გვაქვს თქვენი ინტერესისა.

ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით მოგვწერეთ:

geurasiageo@gmail.com

პატივისცემით,

რედაქცია

12 თებერვ. 2010 წ.