ციტატი: ”მსოფლიოში ჯერ კიდევ არიან სახელმწიფოები, რომლებიც ვერ ეგუებიან აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას, ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ აზერბაიჯანს უსაფრთხოების საკითხებში”.
აშშ-ში ხელისუფლების პრეზიდენტად ბარაკ ობამას მოსვლისა და რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვის” გამოცხადების შემდეგ ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის აშკარად დათბობის გზით წავიდა – ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც. მაგრამ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ბოლოდროინდელი ნაბიჯების შემდეგ (ირანის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერა, ჭიდილი ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან, პასიურობა ყირგიზეთის საკითხების მიმართ) ისმის კითხვა, თუ რა გზას ადგას საკუთრივ რუსეთი, რა სტრატეგიული კურსი აქვს და რა იდეოლოგიას თუ ფასეულობებს ეფუძნება მისი სტრატეგია.
კითხვა: ირან-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება ხომ არ გააღიზიანებს საქართველოს მეგობარ ქვეყნებს?
Новость: “Иран продолжит развивать ядерную программу”.
Комментарий: Пока непонятно, что Россия получает от Запада взамен фактической поддержки санкций против Ирана.

გერმანულმა გაზეთმა Freitag -მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ ფილოსოფოსთან, ლინგვისტთან და პოლიტიკურ მოაზროვნესთან ნოამ ჩომსკისთან. სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.freitag.de/politik/1013-iran-obama-weltordnung-sanktionen
კითხვა: ბარაკ ობამას ნობელის პრემია მიანიჭეს მშვიდობისათვის, მაშინ, როდესაც იგი ავღანეთში დამატებით ჯარებს გზავნიდა. რა დაემართა “ცვლილებას”, რომელსაც ის პირდებოდა ხალხს?

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (“სი-აი-ეის”) ყოფილმა ოფიცერმა, მოგვიანებით კი ამ ორგანიზაციის კრიტიკოსმა რალფ უოლტერ მაკგიმ შენიშნა ერთხელ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მთავარ საქმიანობას არ შეადგენს დაზვერვა, ანუ უცხო ქვეყნიდან სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და მიწოდება შესაბამისი უწყებისათვის (სახელმწიფო დაზვერვის დირექტორისთვის, პრეზიდენტისთვის). ამის ნაცვლად, როგორც მაკგი ამტკიცებს, სადაზვერვო სააგენტო ძირითადად დაკავებულია “ფარული ქმედებებით” (covert action), რომლის მეშვეობითაც ის მანიპულირებს პოლიტიკურ მოვლენებს ამა თუ იმ უცხო ქვეყანაში – სასურველი პოლიტიკური ძალების მოსვლას და არასასურველების “წასვლას” მათი პოლიტიკური მარგინალიზების, ფიზიკური ნეიტრალიზების, თუ რაიმე სხვა “შუალედური” საშუალებებით.

ზოგიერთი პოლიტიკური მოვლენის არსის გასაგებად სასურველია ამერიკელებისა და ”ამერიკულის” შესახებ რამდენიმე სტერეოტიპის დაზუსტება. ხშირად “ამერიკული” მოიაზრება როგორც “ჰედონისტურის”, “არარელიგიურის” ანტონიმი და “თავისუფალი მორალის” სინონიმი.
1. გამოძიების ფედერალური ბიურო „ანტრაქსის (ციმბირული წყლულის) საქმეს“ ხურავს;
2. ობამას ადმინისტრაციის მიერ ე.წ. “წამების შესახებ მემორანდუმების” ავტორები არ ეძლევიან პასუხისმგებლობაში.

ირანის ისლამური რევოლუციიდან 31 წელი გავიდა. თებერვალში ირანში ტრადიციულად აღინიშნებოდა რევოლუციის თარიღი, ე.წ. ფაჯრის დღეების (დეკადის) სახით. 11 თებერვლის მიტინგში, რომელიც თეირანში გაიმართა, ასეულ ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მიტინგის ამსახველი კადრები ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.
ჩვენი ვებ-გვერდის რუსულენოვანი ვერსიის ორ განყოფილებაში – ”ტრიბუნა” და ”ირანი-რუსეთი-აშშ” გამოქვეყნდა გ. რცხილაძის (ევრაზიის ინსტიტუტი) სტატია ”Почему Иран ОБЯЗАН иметь ядерное оружие”. სტატია აგებულია პუბლიცისტ ლ. რადზიხოვსკის კრიტიკაზე.