11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ უმალვე გაჩნდა კითხვა, რომელიც დღესაც აქტუალურია, კერძოდ, როგორ შეძლეს თვითმფრინავების სავარაუდო გამტაცებლებმა აშშ-ის საჰაერო თავდაცვის გადალახვა. ახალი გარემოებები საშუალებას იძლევა, ეს უცნაური ფაქტი ავხსნათ, მაგრამ შესაბამისი დასკვნები მნიშვნელოვანწილად კითხვის ნიშანს აჩენს გამოძიების ოფიციალური ვერსიის მართებულობასთან დაკავშირებით.
მაშინ, როდესაც ნიურნბერგში დამარცხებულ ნაცისტებს არაადამიანური დანაშაულებებისათვის ასამართლებდნენ, ამერიკელი ექიმები თავიანთი გერმანელი ნაცისტი კოლეგების მსგავს საქმიანობას, იურიდიული თვალსაზრისით, სავსებით ლეგალურად ეწეოდნენ ცენტრალურ ამერიკაში.
ტუნის-ეგვიპტის რევოლუციებით გამოწვეული დაბნეულობა დასავლეთმა გადალახა და წარმატებით მოექცა არაბული უკმაყოფილების სათავეში, გახდა რა ამ უკმაყოფილების მთავარი ინსპირატორიც.

2012 წლის ნოემბერში გაიმართება აშშ- პრეზიდენტის მორიგი არჩევნები. ამერიკული ტრადიციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებისადმი აქტიური მზადება კენჭისყრის თარიღამდე წელიწადზე მეტი ხნის წინ იწყება, ასე რომ უკვე ამა წლის შემოდგომაზე უნდა გამოიკვეთონ მომავალი არჩევნების მთავარი მოქმედი პირები.
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანულ-რუსული ურთიერთობების ბოლოდროინდელი გააქტიურების ფონზე ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეარხ “რაშა ტუდეი”-ს. ამ ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთის ფრიად მნიშვნელოვანი სახელმწიფოს პრეზიდენტი ბევრ საყურადღებო საკითხს ეხება. ჩვენს მკითხველებს ექსკლუზიურად ვთავაზობთ მაჰმუდ აჰმადინეჟადის პასუხების ქართულ თარგმანს შემოკლებით, ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა რუსულ ენაზე კი საიტის რუსულენოვან განყოფილებაში შეიძლება.

საფინანსო კრიზისი, რომელმაც მიმდინარე წელს ბელარუსი მოიცვა და გამოიხატა უცხოური ვალუტების დეფიციტში, რამაც, როგორც ცნობილია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და სხვა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია, მეტად მნიშვნელოვანი მომენტია როგორც საკუთრივ ბელარუსის მომავლისათვის, ისე მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის მდგომარეობის ჩამოყალიბებისათვის – იქნება ეს ქვეყანა მსოფლიო მნიშვნელობის ძალა, რეგიონული ძალა თუ მეორეხარისხოვანი პოლიტიკური წარმონაქმნი რუკაზე.

2 აგვისტოს იწურება ვადა, რომლის დადგომამდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის სახელმწიფო ვალის „ჭერის“ აწევის შესახებ. „ჭერი“ ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს უფლება აქვს, ჰქონდეს სახელმწიფო ვალი გარკვეულ ზღვრულ ნიშნულამდე. ამჟამად ეს ციფრი შეადგენს 14,3 ტრილიონ დოლარს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ განხორციელებულმა საშუალო და შორი რადიუსის რაკეტების გამოცდამ კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია ეს სახელმწიფო და მისი ბირთვული პროგრამა. აშშ-ი და მისი ახლოაღმოსავლელი სტრატეგიული პარტნიორი ისრაელი ტრადიციულად, ისე, როგორც ყოველთვის კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ოფიციალური თეირანის პოლიტიკას, მოუწოდებენ რა მსოფლიოს ქვეყნებს მეტი სერიოზულობით და სიმკაცრით მიუდგნენ ირანს.

2003 წლის 19 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა გასცა ბრძანება საკუთარი არმიის მიმართ, რომ დაეწყო შეჭრა ერაყის ტერიტორიაზე. იმავე დროს, აშშ-ს საჰაერო ძალებმა მასირებულად დაბომბეს ობიექტები ერაყში, ხოლო წყალქვეშა ნავებმა ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს იერიში.
სავარაუდოდ მიმდინარე წლის 10 ივნისს რუსეთი და ჩინეთი ხელს მოაწერენ ისტორიულ ხელშეკრულებას რუსეთიდან ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, რომლის მოქმედება 30 წლით არის გათვლილი, იგეგმება ორი გაზსადენის აშენება, რომელთა საშუალებით ჩინეთი ყოველწლიურად 68 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.