Experts

რუსეთი და ჩინეთი: ისტორიული ხელშეკრულება ენერგეტიკის დარგში მზადაა, მაგრამ…

სავარაუდოდ მიმდინარე წლის 10 ივნისს რუსეთი და ჩინეთი ხელს მოაწერენ ისტორიულ ხელშეკრულებას რუსეთიდან ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, რომლის მოქმედება 30 წლით არის გათვლილი, იგეგმება ორი გაზსადენის აშენება, რომელთა საშუალებით ჩინეთი ყოველწლიურად 68 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

(სრული ტექსტი…)

აიათოლა ხომეინის ხსოვნის დღე აღინიშნა მსოფლიოში

ამ დღეებში ირანში აღინიშნებოდა აიათოლა რუჰოლა ხომეინის გარდაცვალების 22 წლისთავი. აიათოლა ხომეინი დაიბადა 1900 წელს და გარდაიცვალა 1989 წლის 4 ივნისს თეირანში.

(სრული ტექსტი…)

მედვედევი და პუტინი: განსხვავებულ იდეოლოგიათა კონკურენცია?

როგორც დასავლური, ისე რუსული ლიბერალური მასმედია მუდმივად აკეთებს აქცენტს პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ პუტინს შორის რეალურ თუ გამოგონილ დაპირისპირებაზე. რა ნაირ-ნაირ სათაურებს არ იგონებენ ჟურნალისტები თავიანთი მასალებისათვის, რომლებშიც აღწერენ იატაკქვეშა ბრძოლას 2012 წლის არჩევნების წინ, თუმცა ამგვარი დაპირისპირების დაწყებაზე თუ არა, მის შესაძლებლობაზე პრაქტიკულად უკვე 2008 წელს მედვედევის ინაუგურაციისთანავე ალაპარაკდნენ.

(სრული ტექსტი…)

ირანი ისევ ყურადღების ცენტრშია

თებერვლის შემდეგ დასავლურ მედიას, მსოფლიოს საზოგადოება ირანის ისლამური რესპუბლიკის ამბებით არ შეუწუხებია. არაბულ ქვეყნებში მიმდინარე რევოლუციებმა, ლიბიის ომმა მედია-საზოგადოების ყურადღება შთანთქა. აღარ ისმის ირანის ყბადაღებული ბირთვული კვლევითი სამუშაოების შესახებ, არც ხელისუფალთა მიერ ოპოზიციური მიტინგის დარბევის თაობაზე ლაპარაკობენ ისე ინტენსიურად და სიყალბით გაჟღენთილი პათოსით, რასაც ორი თვის წინათ ჰქონდა ადგილი.

(სრული ტექსტი…)

ჩრდილოეთ-სამხრეთის რკინიგზის მარშრუტის მნიშვნელობა

„გადატვირთვის“ პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ამერიკა-რუსეთს შორის, უპირველეს ყოვლისა, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებს ეხება, თუმცა ღრმად ჩაფიქრებული გეგმით – პოსტსაბჭოთა სივრცეს, განსაკუთრებით კავკასიას, ცენტრალურ აზიას, ინდოეთის სუბკონტინენტს, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩინეთსაც მოიცავს.

(სრული ტექსტი…)

რუსულ-ამერიკული ურთიერთობები, როგორც თვითმიზანი ანუ აი-აი-„ვალდაი“!

ცნობილი რუსი პოლიტიკური კომენტატორი მიხაილ ლეონტიევი, როგორც ჩანს, მართალი იყო, როდესაც ბარაკ ობამასა და ჯონ მაკკეინს შორის გამართული საპრეზიდენტო დუელის წინ ამბობდა, რომ რუსეთის ინტერესებში იყო საგარეო-პოლიტიკური ჰარდლაინერის მაკკეინის გამარჯვება, და არა ობამასი, რომელიც აქცენტს ამერიკის შიდა ეკონომიკურ მდგომარეობაზე აკეთებდა.

(სრული ტექსტი…)

ირანის ეკონომიკამ მძიმე ტვირთი მოიშორა

დღეს ხშირად ისმის კითხვა, არაბული რევოლუციები გადაედება თუ არა ანტიამერიკულად განწყობილ სახელმწიფოებს ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ირანს, რომელიც პირდაპირ ყელში ეჩხირებათ შეერთებული შტატების ხელისუფალთ და მის მოკავშირეებს ევროპასა და განსაკუთრებით ისრაელში.

(სრული ტექსტი…)

სამი გამოაშკარავებული ამერიკული პროპაგანდისტური მითი

რით არის განპირობებული მსოფლიოში არსებული საყოველთაო სიძულვილი აშშ-ის მიმართ? ეგრეთ წოდებული ატლანტისტებისგან, ანუ ამერიკანოფილებისგან, ხანდახან გაიგებთ, რომ სძულთ მხოლოდ ყველაზე ძლიერები და ამ სიძულვილის წყაროა შური. მაგრამ მართლა შური და მოჩვენებითი სიძლიერე არის ამის მიზეზი? გულბაათ რცხილაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში აღნიშნა 3 პროპაგანდისტური მითი, რომელიც შეიქმნა ვაშინგტონში და რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში იმეორებენ ატლანტისტები.

(სრული ტექსტი…)

ირანის ისლამური რევოლუციის აღსანიშნავად

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, განსაკუთრებით არაბულ სამყაროში დაწყებულმა რევოლუციებმა ნათელჰყვეს, რომ ხელისუფალთა ცვლა დემოკრატიულად, არჩევნების გზით, ჯერაც სანუკვარ ოცნებად რჩება ბევრი ქვეყნისათვის. პოლიტიკური ცოდნის თვალსაზრისით, უკვე გაზრდილი მოსახლეობა ვეღარ ეგუება ავტორიტარულ, დიქტატორულ, პერმანენტულ რეჟიმებს.

(სრული ტექსტი…)

ირანის ისლამური იდეალები და რევოლუცია

ჩვენს მკითხველებს ვთავაზობთ მეტად საყურადღებო ნაწყვეტებს რუსული გაზეთ „ზავტრას“ მთავარი რედაქტორის ა. პროხანოვის და ირანული გაზეთ „კეიხანის“ (ქართულად – „კოსმოსი“) მთავარ რედაქტორის ჰუსეინ შარიათმადარის საუბრიდან: რა განსხვავებაა ირანის ისლამურ რევოლუციასა და რუსეთის ოქტომბრის რევოლუციას შორის; რა წყაროდან იღებენ შაჰიდები თავიანთ ენერგიას და სიკვდილისადმი შიშის დაძლევის ნიჭს; რატომ უძლებს ირანელი ხალხი გარე ძალების ზეწოლას; ცრუ-რეფორმატორთა პრობლემა; რა პასუხი გასცა ირანის სულიერმა ლიდერმა ამერიკელ ჟურნალისტს…

(სრული ტექსტი…)