Experts

საბერძნეთის კრიზისი და ევროკავშირის მომავალი

ამ დღეებში, თბილისის სავალუტო ჯიხურებში ევროს კურსი რეკორდულად დაეცა, რისი მიზეზიც მსოფლიოს ბირჟებზე ევროს გაუფასურება გახდა. თავის მხრივ, კი ევროს გაუფასურებას ანალიტიკოსები საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ.

ბოლო წლებში საბერძნეთის თემა მუდმივად წინა პლანზე ტივტივებს. ე.წ. მსოფლიოს ფინანსური კრიზისის დროიდან მოყოლებული, მკვეთრად გაუარესდა ამ ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა. როგორც ირკვევა, ათწლეულების განმავლობაში, საბერძნეთის ხელისუფლება და ფინანსური ინსტიტუტები „საპნის ბუშტს“ ბერავდნენ, ანუ ფინანსურ პირამიდას აშენებდნენ.

ევროკავშირის ამ პატარა ქვეყანას გამოეყოფოდა აურაცხელი რაოდენობის სესხები (ძირითადად, გერმანული და ფრანგული ბანკების მიერ), ხდებოდა აქტივების ხელოვნურად გაბერვა და მონაცემების გაყალბება, მათ შორის სახელმწიფო შემოსავლების შესახებ. ცხოვრების დონე საბერძნეთში მკვეთრად იზრდებოდა, რასაც თან არ ახლდა შრომის ნაყოფიერების ზრდა. ანუ, ეს პირამიდა განწირული იყო, ადრე თუ გვიან, დასანგრევად.

რაც მოხდა კიდეც 2008-2009 წლებში, მსოფლიო კრიზისის დროს. მაგრამ თუ სხვა ქვეყნებმა ნაწილობრივ მაინც დასძლიეს კრიზისის შედეგები, საბერძნეთის ეკონომიკის დეგრადაცია დღემდე გრძელდება, ეს კი მიუთითებს იმაზე, თუ რა მასშტაბის აფიორასთან გვქონდა საქმე. თუმცა, მთავარი პრობლემა არა თავად საბერძნეთია, არამედ მისი ზემოქმედება მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკაზე.

იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბანკებმა ასეულობით მილიარდი ევროს სესხები გასცეს საბერძნეთის მიმართ, ამ ქვეყნის დეფოლტი მძიმედ დაარტყამს გერმანიის, საფრანგეთის და მთლიანად, ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს. ამიტომაც, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები იძულებული არიან, ახალ-ახალი კრედიტები მისცემ ბერძენ „ამხანაგებს“, რომ თავიდან აიცილონ საბერძნეთის გაკოტრება.

ოღონდ, ცხადია, ამჯერად კრედიტებს მკაცრი პირობებიც სდევს თან. ევროკავშირის მოთხოვნით, საბერძნეთის მთავრობა იძულებული გახდა შეემცირებინა საბიუჯეტო ხარჯები თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ხელფასები, პენსიები, დახმარებები და ა.შ. ამან მკვეთრად დასცა ცხოვრების დონე საბერძნეთში და ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც უკვე შეეჩვია „კარგ ცხოვრებას“.

ამ პირობებში, საბერძნეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ათენის პოლიტიკურ სცენაზე ორი პარტია დომინირებდა – მემარჯვენე ცენტრისტული გაერთიანება „ახალი დემოკრატია“ და მემარცხენე ცენტრისტული „სრულიად ელინთა სოციალისტური მოძრაობა“ (პასოკ). სწორედ ეს ორი პარტია ენაცვლებოდა ერთმანეთს ხელისუფლებაში.

მაგრამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ამა წლის 7 მაისს გაიმართა, ორივე ამ პარტიამ გამანადგურებელი მარცხი იწვნია. სოციალისტთა შედეგი 44%-დან (წინა არჩევნები) 13 (!) %-მდე დაეცა, ხოლო მემარჯვენეების – 34%-დან 19%-მდე. ჯამში, ამ ორმა პარტიამ ხმების მესამედზე ნაკლები მიიღო, მაშინ როცა წინა არჩევნებში მათ ხმა მისცა ამომრჩეველთა თითქმის 80%-მა.

თუმცა, „ახალმა დემოკრატიამ“ (ანუ ძველმა მემარჯვენეებმა) მაინც მოახერხა პირველ ადგილზე გასულიყო პარტიათა შორის. ამან კი მას დიდი უპირატესობა მისცა, რადგან საბერძნეთში მოქმედებს საკმაოდ უცნაური საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილზე გასულ პარტიას დამატებით 50 ადგილი ეძლება პარლამენტში, იმ ადგილების გარდა, რაც მან მოიპოვა არჩევნების შედეგად (სულ საბერძნეთის პარლამენტში 300 დეპუტატია).

მიუხედავად ამისა, ორმა ტრადიციულმა პარტიამ, რომლებიც კოალიციურად მართავდნენ ქვეყანას ბოლო თვეებში, მაინც ვერ მოახერხა ახალი მთავრობის ჩამოყალიბება, რადგან ყველა დანარჩენმა ძალამ უარი თქვა მათთან გაერთიანებაზე. ახლად წამოჩიტულ პარტიებს შორის გამოირჩევა ე.წ. რადიკალურად მემარცხენე გაერთიანება „სირიზა“(SYRIZA). ამ პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა არჩევნებში და სამიოდე პროცენტით ჩამორჩა პირველადგილოსანს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა და საბერძნეთში ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ვარაუდობენ, რომ ამჯერად პირველ ადგილზე „SYRIZA“ გავა და ბონუსად დაწესებული 50 ადგილი პარლამენტში მას გადაეცემა. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ამ პარტიას გაუჩნდება შანსი, ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა ორ სხვა მემარცხენე ძალასთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი კომუნისტური პარტიაა.

თუ ეს ასე მოხდა, ახალი მთავრობა მძიმე არჩევანის წინაშე დადგება. ერთი მხრივ, მემარცხენეები უარს ამბობენ ევროკავშირის და საბერძნეთის მთავრობების მიერ შეთანხმებული ე.წ. Baylout-ის პროგრამის განხორციელებაზე, ხოლო მეორე მხრივ, უნდათ საბერძნეთის შენარჩუნება ევროს ზონაში. მაგრამ იმ პირობებში, როცა ევროკავშირი კატეგორიულად უარს ამბობს შესწორებები შეიტანოს შეთანხმებულ პროგრამაში და შეღავათები გაუწიოს ბერძნებს, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა მოხერხდეს ქვეყნის დეფოლტის თავიდან აცილება.

როგორც ჩანს, ბერძენი პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს ევროკავშირის დაშანტაჟებას, რადგან საბერძნეთის დეფოლტის შემთხვევაში, ევროპაც დაზარალდება. მაგრამ გერმანიის ხელისუფლებისთვის უკან დახევა სირცხვილის ტოლფასი იქნებოდა, ამიტომ მათ კატეგორიულად განაცხადეს, რომ Baylout-ის პირობები არ გადაიხედება. თავის მხრივ, საბერძნეთის მოსახლეობაც არ აპირებს უკან დახევას, ამიტომ საინტერესო მოვლენები გველოდება წინ.

დასავლელი დიპლომატები ”დემოკრატიის ზეიმზე” თურქმენეთში (ვიდეო)

როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები თავს დემოკრატიის ეტალონად მიიჩნევენ მთელი დანარჩენი, არადასავლური სამყაროსათვის. სწორედ ამ მიზეზით დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები ბოიკოტს უწყობენ უკრაინას, რომლის ხელმძღვანელობამ გაბედა და, მადამ ტიმოშენკო კანონის ძალით ჩასვა ციხეში, რომელიც, რუსული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, მის გამო დიდხანს ”ტიროდა”.

(სრული ტექსტი…)

პოსტსაბჭოთა ქვეყნები – ქართველი სტუდენტების გამოკითხვა

18 – 23 აპრილს ევრაზიის ინსტიტუტის სოციოლოგ. სამსახურმა ოთხი უმაღლესი სასწავლებლის 360 სტუდენტის (184 გოგონა, 176 ვაჟი) გამოკითხვა ჩაატარა: თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწ. უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწ. ტექნიკურ უნივერსიტეტში, ESM-სა და თელავის ი.გოგებაშვილის უნივერსიტეტში.

(სრული ტექსტი…)

ივანიშვილის „ბექგრაუნდი“ და საქართველოს პერსპექტივები

რამდენიმე ხნის წინ ჩატარდა ბ. ივანიშვილის ახალი პარტიის დამფუძნებელი შეკრება და გამოქვეყნდა გარკვეული საპროგრამო დოკუმენტები. თუმცა, როგორც ყველა პარტიის პროგრამა საქართველოში, ივანიშვილის პროგრამაც ძირითადად სურვილების და დეკლარაციების დონეზეა აგებული. ამიტომ შევეცადოთ ამ პოლიტიკური სუბიექტის რეალური პოზიციების გარკვევას ე.წ. „ბექგრაუნდის“ (ასე ვთქვათ, წარსული ცხოვრების) მიხედვით.

(სრული ტექსტი…)

დამაიმედებელი შეხვედრა სტამბოლში

სტამბოლში გამართული შეხვედრა ექვსეულსა და ირანს შორის განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის და აქედან გამომდინარე – საქართველოსთვის.

(სრული ტექსტი…)

ეგვიპტეში საპრეზიდენტო კამპანია იწყება

ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე არაბულ ქვეყანა ეგვიპტეში, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა საპრეზიდენტო კამპანია, ხოლო არჩევნებამდე რამდენიმე კვირა დარჩა. 2011 წელს ეგვიპტე მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა იქ მიმდინარეობდა მრავალწლოვანი მმართველის და დიქტატორის, ჰოსნი მუბარაქის საწინააღმდეგო გამოსვლები, რომლებიც მისი დამხობით დასრულდა.

(სრული ტექსტი…)

“მესამე ძალა” განაცხადს აკეთებს

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” და მისი ლიდერის კ.კუკავას სრული მორალური და მატერიალური მხარდაჭერის შესახებ განაცხადა საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ა.ებრალიძემ. ეს ნიშნავს ერთს – საქართველოში ალტერნატიული პოლიტიკური ძალა ბოლოს და ბოლოს, იწყებს ჩამოყალიბებას.

(სრული ტექსტი…)

ნაციონალები ივანიშვილის ”პრორუსულ” იმიჯს ”ევროპულზე” ცვლიან

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელსაც ფაქტობრივად უარი უთხრეს მოქალაქეობაზე, მაგრამ აძლევენ შესაძლებლობას, კენჭი იყაროს ფრანგული პასპორტით, ბევრ კითხვას ბადებს პირველ რიგში ამ უცნაური გადაწყვეტილების მოტივთან მიმართებით.

(სრული ტექსტი…)

31 მარტი და საქართველოს დამოუკიდებლობა – 21 წლის შემდეგ

1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც გამოტანილი იყო საკითხი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. მაშინ ქართული საზოგადოება ერთობ რომანტიკულად და პატრიოტულად იყო განწყობილი.

(სრული ტექსტი…)

იერუსალიმის პატრიარქთან დავით ბაქრაძის საუბრის შესახებ

ინფორმაცია: ”საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური დ.ბაქრაძის მიერ იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ბერძნული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და…

(სრული ტექსტი…)