მიშას ბედნიერება |
|
| (5 ივლისი, 2010) | |

დასრულდა ჰილარი კლინტონის ყოფნა მიშას ანუ პრეზიდენტად წოდებული სააკაშვილის მიერ კონტროლირებად (უპრიანი იქნება ვთქვათ, ოკუპირებულ) ტერიტორიაზე და დასრულდა მიშასთვის ბედნიერი ეს დღეც. არა მარტო მიშათვის, არამედ გრიშათვის და გიგასთვისაც. ასევე ბედნიერები იყვნენ „ქალი-ლიდერები“, რაოდენობით ერთ ასეულზე მეტი.
ცოტა თუ დავსერიოზულდებით (რაც ადვილი არ არის, იმ კლოუნადის შემხედვარე, რომელიც ჯერ კიდევ ბუშის ვიზიტიდან მოყოლებული გრძელდება წლიდან წლამდე), უნდა ვთქვათ, რომ ამჯერად ქ-ნი კლინტონი „ოპოზიციიდან“ მხოლოდ ალასანიას და თარგამაძეს შეხვდა. ი. ალასანია უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჟურნალისტ თარგამაძესთან ერთ დონეზე მდგარ „ხალიან, სიმპათიურ ბიჭად“. რა თქმა უნდა, მისმა ფანატებმა (თუ ამგვარი კიდევ დარჩა ვინმე) შეიძლება თავი იმშვიდონ, რომ ალასანია მხოლოდ გარეგნულადაა გ. თარგამაძის დონეზე მყოფი მარიონეტული „ოპოზიციის“ წარმომადგენელი, სინამდვილეში კი ერთგვარი მასკირებული დივერსანტია, რომელიც კრიტიკულ მომენტში, ამერიკელების დახმარებით, შიგნიდან ააფეთქებს სააკაშვილის რეჟიმს. მაგრამ ამისი შანსები ნაკლებად არსებობს, რადგან ალასანიას ტიპის სუსტ ფიგურას ამერიკელები საქართველოს არასოდეს ჩააბარებენ.
რაც შეეხება „ქალ-ლიდერებს“, განსაკუთრებით „შთამბეჭდავი“ იყო ლეიბორისტად წოდებული ნესტან კირთაძის კომენტარი. მაშინ როცა მისი პარტიის უცვლელი ბელადი შალვა ნათელაშვილი, პერიოდულად მრისხანების ქარიშხალს ატეხავს ხოლმე თავს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამ ქვეყნის პოლიტიკას, ლამის ანტიიმპერიალისტური „რეჩებით“ გამოდის, ქ-ნი ნესტანი სიამოვნებისგან მინაზებული ხმით კრუტუნებდა „თავისუფალი სამყაროს ლიდერზე“ და მსგავს ფენომენებზე. თამარ მეფის შემდეგ, ალბათ სწორედ ნესტან კირთაძე, სხვა „ქალ-ლიდერებთან“ ერთად, შეუძღვება საქართველოს „ახალ ოქროს ხანაში“ (რა თქმა უნდა, „დეოკუპაციის“ შემდეგ).
სამაგიეროდ, შალვას მაგივრად, ამჯერად ნინო ბურჯანაძე განრისხდა და ათეულობით „ლიდერთან“ ერთ მარაქაში გარევა იუკადრისა. რაც სრულიად გასაგებია. ამ ფაქტის შემდეგ, სავარაუდოდ, ქალბატონ ნინოს საბოლოოდ უნდა გაუქრეს ილუზიები ამერიკის პოლიტიკის მიმართ საქართველოში…
აქვე გთავაზობთ ჩანაწერს ერთი ბლოგიდან, რომელიც, მიუხედავად მცირედი შეცდომებისა, მშვენივრად ასახავს საქართველოს მდგომარეობას „ბედნიერი მიშას“ ზეობის ჟამს.
კომენტარის ავტორი: vasasi
ჩემი აზრით, პოსტის შინაარსთან ორთოგრაფიული შეცდომები არანაირ კავშირში არაა..
გმადლობთ, რომ ჩემი პოსტი გაიზიარეთ.
კომენტარის ავტორი: А.Гвадзабия
Стыдно за Грузию, стыдно за ее народ.
კომენტარის ავტორი: გაგი
პუტინმა და დუმის დეპუტატებმა გამოაცალეს სახელმწიფოებრივი არსებობის უმთავრესი იდეა – რუსეთის ტერიტორიალური ერთიანობისა და დაურღვევლობის სამართლებრივი საფუძველი!
ამჟამად არც არსებობს რუსეთის სახელმწიფოებრივი განვიტარების იდეოლოგია, არსებობს მხოლოდ უტოპისტი დუგინის განუხორციელებელი ევრაზიული იმპერიის შექმნის იდეა,
დუგინისეულ იდეებს განხორციელება რომ არ უწერია, რადგან ამას ჩინეთის არსებობა და ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების დემოკრატიული სისტემა და ნატო-ს არსებობა უშლის ხელს.
არცერთი ეს ხელისშემშლელი ფაქტორი – არც ჩინეთი, არც ევროკავშირი,არც ანგლოსაქსური დემოკრატიული სისტემა და არც ნატოს ალიანსი არ აპირებს ჰარაკირი გაიკეთონ დუგინის იდეების გულისათვის.
ამგვარად მხოლოდ ცინიზმია კრემლის ნაშიერების საფარველი. მათი მომავალი ჩამკვდარია დემაგოგიასა და ცინიზმში, რაც მათსავე არსებობასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის, რადგან სეპარატიზმის წახალისება გასახელმწიფობრიობით ეს უდიდესი გამანადგურებელი ფაქტორია თავად რუსეთისათვის. ჩვენ ამ კეთროვან სეპარატიზმს რუსეთთან ერთად შევახვევთ “თბილად” დეე ეს მახინა საკუთარ ხრწნად სისულელეში, თუ მას ასე ძალიან უნდა. კორუპცია და ცინიზმი, დემაგოგია და ქსენოფობია სეპარატიზმის წახალისების ფონზე სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ისეთი ფაქტორებია, რომლებიც ნებისმიერ ძლიერ სახელმწიფოსაც კი დაანგრევდა, მითუმეტეს სახელმწიფობრიობის ლეგიტიმიური საფუძვლების საკუთარი ხელით დამანგრეველი კორუფციის ჭაობში მყოფი რუსეთისათვის. ჩვენ უდიდესი მსხვერპლის ფასად უკვე განვერიდეტ ამ მახინას და ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს დემოკრატიული ცივილიზებული სამყაროსაკენ.
კომენტარის ავტორი: გაგი
არც სსრკ და მისი უზარმაზარი მოკავშირეების არსებობენ, ახლა არც ის მოტივაცია და იდეოლოგიაა უსაფრთხო, რომელიც რუსეთმა გამოიყენა სეპარატისტების მხარდასაჭერად. სეპარატიზმს არც ჩინეთი და არც სხვა სერიოზული ქვეყანა დაუჭერს მხარს, თავად რუსები კი ამ ექსკლუზიურ იდეოლოგიურ პრო-სეპარატისტულ სტრატეგიას საკუთარ სახელმწიფოებრივ ხელშეუხებლობას სწირავენ უაზროდ. რუსეთმა სეპარატისტების ე.წ. სახელმწიფოებად ცნობით, წირვა გამოუყვანა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის იურიდიულ საფუძვლებს.
ამას მომავალში რუსეთისათვის საკმაოდ ფატალური შედეგები შესაძლოა მოყვეს.
საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას აქვს მიზეზები იმისათვის, რომ გამოაცხადოს სწორედ რომ რუსეთტან სტრატეგიული დისტანცირების გამომწვევი ფაქტორები. აუცილებელია ამ ფაქტორების ზიგადი ფორმულირება მომავალში მისაღები სტრატეგიული დისტანცირების დოქტრინისათვის. ჩემეული ფორმულირება იმედია დაეხმარება ამ დოქტრინის შემუშვებას ახლო მომავალში. სახელმწიფოთაშორის გამიჯვნისა და საერთაშორისო საშუამავლო ინსტიტუტის ჩამოყალიბება აუცილებელი ხდება მაშინ, როდესაც :
1) სახელმწიფოებს შორის პირდაპირი ურთიერთობები გაცილებით მეტ საფრთხეს მოიცავს რომელიმე მათგანისათვის, ვიდრე ამ ურთიერთობებისაგან დროებით თავის შეკავება;
2) სახელმწიფოთაშორისი საზოგადოებრივი შეხედულებების შეუთავსებლობა, სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკისა და სტრატეგიული კურსის ურთიერთგამომრიცხავი მიმართულებები იმდენად აშკარაა, რომ მათი უგულვებელყოფა უკვე შეუძლებელი ხდება. ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი მიმართულებათა დაპირისპირება ქმნის სახელმწიფოთშორის კონფრონტაციას, რაც შეიძლება კონფლიქტში და სახელმწიფოტაშორის ომში გადაიზარდოს.
3) სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის საშიშროების შემთხვევაში გამწვავების თავიდან არიდება მედიატორული საერთაშორისო ძლიერი ინსტიტუტებით ამ კონფრონტაციული მიმართულებების მქონე სახელმწიფოების დროებითი დისტანცირებითაა შესაძლებელი.
ყოველივე ზემოტ მოყვანილი მოსაზრებბების გათვალისწინებით, აუცილებელია შემუშავდეს ”საქართველოს რუსეთთან სტრატეგიული დისტანცირების დოქტრინა”
სტრატეგიულ დისტანცირებას კი ამჟამად ევროკავშირის დამკვირვებლების, ასევე რუსეთთან პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობის – დიპლომატიური კავშირის არ არსებობითა და თანამოკავშირეების საშუალებით ასე თუ ისე ვახერხებთ და იმედიამომავალში კვლავაც მოვახერხებთ.
ჩვენ უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, რუსებთან დისტანცირება კი ამჟამად საკუთარი ერის, სოცოცხლისა და სახელმწიფოს გადარჩენისათვის აუცილებელია.