08:57 04-09-2010
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ოპოზიციის ნაწილს “თვითგამოცხადებულ ეროვნულ სინდისებს” უწოდებს და მათ რუსეთის მიერ დაკვეთილი ანტიეროვნული ქმედებებისთვის კვლავ საყვედურობს .
ანაკლიაში, საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრისას პრეზიდენტმა გასული წლის აქციები გაიხსენა და განაცხადა, რომ ოპოზიციის შარშანდელი აქციები ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიქართული იყო, თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს.
პრეზიდენტმა, ავსტრიელი სამართალდამცველების გამოძიების საფუძველზე, სრულიად ნათელი უწოდა ოპოზიციის გასული წლის აქციების დაფინანსების საკითხს და იმ გარემოებას, რომ ეს აქციები რუსულ-ქართული მაფიის მიერ ფინანსდებოდა. “ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, რაც დამფინანსებელი ჰყავდათ, ისეთი იყო მათი ესთეტიკა”, – განაცხადა სააკაშვილმა და ოპოზიციას ესთეტიკა პატიმრების ფორმის ჩაცმის და შემდეგ “გალიებში” ჩაჯდომის კუთხით დაუწუნა. პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ საკნებსა და გალიებს შორის, დიდი განსხვავებას ვერ ხედავს.
ოპოზიციის ნაწილს პრეზიდენტმა “მამთაჯებს, ბიწაძეებსა და კალაშოვებს” მიტმასნილი თვითგამოცხადებული ეროვნული სინდისები, რეალურად კი ბოლომდე დისკრედიტებულებიც უწოდა.
გასული წლის აქციების გახსენებისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ბევრი რამ გადაიტანა, თუმცა არ უნდა მოეშვას და ორიენტაცია პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის შეუქცევადობისკენ უნდა აიღოს.
13:10 04-09-2010
რუსულ “გაზპრომს” “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ყიდვა სურს. ამის შესახებ პოლონური “TVN24″ იუწყება .
“გაზპრომის” ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის განცხადებით, თუ “BP” აზერბაიჯანში აქტივებს გაყიდის, მისი კონცერნი ამ აქტივებს სიამოვნებით შეიძენს.
“BP” ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოპერატორია. აღნიშნული ნავთობსადენი ერთადერთია, რომლითაც კასპიის ნავთობი პოსტსაბჭოთა სივრცეში, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ჯეიჰანის პორტში ხვდება.
“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი” ყოველწლიურად 35 მილიონი ტონა ნავთობს ატარებს, რაც მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 1%-ია.
კონცერნი “BP”, ასევე, ტრანსკასპიური გაზსადენის ოპერატორია, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გავლით თურქეთის ქალაქ ერზერუმში ჩადის.
ევროკავშირრი გეგმავს, აღნიშნული გაზსადენის გამოყენებით “ნაბუქოს” მაგისტრალი ააშენოს, რომლის მთავარი ფუნქცია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაა.
თარიღი: 20:06 – 03.09.10
საქართველო პატარა ხუთოსან გოგოს თუ ბიჭს შეადარა, რომელმაც გაბედა და უბნის ყოჩს, ანუ რუსეთს არ შეეპუა, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველო პატარა ხუთოსან გოგოს თუ ბიჭს შეადარა, რომელმაც გაბედა და უბნის ყოჩს, ანუ რუსეთს არ შეეპუა, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მოქმედებებისა საქართველოს მიმართ მოქმედებებისა არის რუსეთის ხელისუფლების სუბიექტური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ.
“მაგალითად, რუსეთი არის უბნის ძველი ბიჭი, ყოჩი, კრიმინალური ავტორიტეტი და უცებ პოსტსაბჭოთა სივრცეზე გამოჩნდა ხუთოსანი გოგო თუ ბიჭი არ ვიცი, იღებს ფრიადებს ყველას მოსწონს, ყველა თავზე ხელს უსვამს, ყველას უნდა რომ დაეხმაროს და მანიც და მანიც ამ ძველ ბიჭსაც არ ეპუება. ერთხელ წამოარტყა თავზე ხელი, ორჯერ და ბოლოს გადაწყვიტა, რომ კარგად მისცხოს და ამ ხუთოსანმა ხელი შუბრუნა და ერთი პანღურიც ამოარტყა. ამასობაში უბანში შემოხედა მსოფლიო თანამეგობრობამ და ყველა გააჩერა. ყველამ იცის რომ ეს ხუთოსანი ისევ დადის სკოლაში და ისევ იზრდება”, _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, “რა თქმა უნდა, ძველი ბიჭის მენტალიტეტიდან გამომდინარე, ეს მიუღებელია”.
სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-21463.html
Copyright © GHN
თარიღი: 19:34 – 03.09.10
ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ როდესაც თვალებში დოლარის ნიშნები აესხა და ვითომ ოპოზიციონერობა სცადა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გაიხსენა და განაცხადა, რომ “როგორც კი მას თვალებში დოლარის ნიშნები აესახა იგი პოლიტიკური ასპარეზიდან განიდევნა”
“ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ როდესაც თვალებში დოლარის ნიშნები აესხა და ვითომ ოპოზიციონერობა სცადა და არავითარი ოპოზიციონერი იგი არ იყო, იგი გაირიყა საქართველოს პოლიტიკური ასპარეზიდან”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-21462.html
Copyright © GHN
თარიღი: 20:18 – 03.09.10
რუსეთმა ყველაფერი დაგვიშავა რისი დაშავებაც შეეძლო და ამის იქით არაფრის დაშავება აღარ შეუძლია
რუსეთმა ყველაფერი დაგვიშავა რისი დაშავებაც შეეძლო და ამის იქით არაფრის დაშავება აღარ შეუძლია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
სააკაშვილის თქმით, ანაკლია და განმუხური არის საოკუპაციო ზოლთან ახლოს და ეს ყველაზე კარგი მაგალითი და ყველაზე ნათელი დასტურია იმპერიალისტური ძრახვების ლიმიტისა _ რა შეუძლიართ მათ და რა არ შეუძლიათ.
“მათ მოგვიწყვეს შიდა აშლილობა 1990 წელს, ენერგო-ბლოკადა ვარდების რევოლუციის შემდეგ, რამაც გვასწავლა ის, რომ ახლა ელექტროენერგიას იქით ვყიდით რუსეთში, მოგვიწყვეს ეკონომიკური ბლოკადა და იმედია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად გაიზრდება ვიდრე რუსეთის და ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეკონომიკას შარშან სამჯერტ ნაკლები ზიანი მიადგა რუსეთთან შედარებით”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს მოუწყო სამხედრო პროვოკაციები და ბოლოს თავს დაესხა.
“ისინი თავს დაგვესხნენ და მოახდინეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ომამდე ყველაფერი მუშაობდა რუსეთის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვქონდა დრო, ხოლო მათ ჰქონდათ დრო ჩვენს მოსათხრელად”, _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და ამის მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებს.
“ამის ორი მიზეზი არსებობს: ერთია ის ობიექტური რეალობა, რომელიც შეიქმნა საქართველოს გარშემო და მეორე სუბიექტური მენტალიტეტი იმპერიალისტული ძალისა. ობიექტური მიზეზი არის ის, რომ საქართველო გახდა რუსეთის მთავრი კონკურენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარების მოდელის თვალსაზრისით, მთავრი კონკურენტი იდეოლოგიურ სფეროში, ჩვენ გვქონდა ძალიან მოკრძალებული ამოცანა, რომ ადამიანებს ეცხოვრათ ნორმალურად და ჩვენს შვილებს ჰქონოდათ მომავალი. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა, იმასთან რაც არის დამკვიდრებული ცხოვრების წესი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში”, _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ დღეს უკრაინიდან ყოველდღე ჩამოდიოდნენ და კალიმისტარით და რვეულით დადიოდნენ საქართველოს უწყებებში და ყველაფერს იწერდნენ.
“ეს ყველაფერი კარგად იცის იმპერიის წამომადგენელებმა და სასიკვდილოდ მოქმედებს მათზე. პოლიციის რეფორმაზე მედვედევის გამოსვლა წავიკითხე და ერთადერთი იქ სიტყვა საქართველო არ ეწერა, თორემ ნათქვამი იყო, რომ რაც გააკეთა საქართველომ ის უნდა გაკეთდეს რუსეთში”, _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, საქართველო ახლა არის იმ სიტუაციაში როცა დრო მუშაობს საქართველოზე.
“ჩვენ ბოლო წლებში მოვახერხეთ რეფორმირება რაც ქმნის უნიკალურ სიტუაციას ქვეყნის განვითარებისთვის”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-21465.html
Copyright © GHN
თარიღი: 20:17 – 03.09.10
ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა მიხეილ სააკაშვილმა შარშან თბილისში გამართულ მიტინგებს.
ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა მიხეილ სააკაშვილმა შარშან თბილისში გამართულ მიტინგებს. “შარშანდელი მიტინგები თბილისში ანტისახემწიფოებრივი და ანტიეროვნული იყო”, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
სააკაშვილის განმარტებით, “ანტიეროვნული მიტინგები იყო იმიტომ, რომ აჩვენებდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რუსთაველზე დადგმული გალიები იყო”, _ აცხადებს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ბოლოს გაირკვა ისიც თუ ვინ დააფინანსა ეს აქციები _ “ავსტრიის პოლიციამ 43-გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ამას რუსულ-ქართული მაფია აფინანსებდა”.
“რაც დამფინანსებელი ჰყავდათ ის ესთეტიკა ჰქონდათ, ჩაიცვეს პატიმრის ტანსაცმელი და ჩაჯდნენ გალიაში. ამაზე უფრო თავხედურად კრიმინალის გამოსვლა პოლიტიკურ არენაზე არ მინახავს”, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, თუმცა დასძინა, რომ ყოველივე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ყოველივე ეს გადაიარა და ახლა თვითკმაყოფილებას უნდა მიეცეს.
სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-21464.html
Copyright © GHN
თარიღი: 20:54 – 03.09.10
საქართველოს წინ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სესია, რომელზეც უნდა ჩამოვაყალიბოთ საქართველოს რეალურად ახალი კონსტიტუცია. პარლამენტი ემზადება, რომ ჩამოაყალიბოს ახალი თამაშის წესები პოლიტიკაში სამართლებრივად, კონსტიტუციურად მომავალი ათწლეულებისათვის.
საქართველოს წინ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სესია, რომელზეც უნდა ჩამოვაყალიბოთ საქართველოს რეალურად ახალი კონსტიტუცია. პარლამენტი ემზადება, რომ ჩამოაყალიბოს ახალი თამაშის წესები პოლიტიკაში სამართლებრივად, კონსტიტუციურად მომავალი ათწლეულებისათვის. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
მისივე თქმით, კონსტიტუციის მთავარი მიზანი არის ის, რაც არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა _ იმის მიხედვით მოაწყოს პარლამენტი, ხელისუფლება.
“ჩვენ 2003 წელს გვჭირდებოდა რეფორმა. პოლიტიკური კლასი, ბევრი ჩვენგანი იყო ამ კლასი წარმომადგენელი. შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ იყო გახრწნილი, ყველა ღირებულებაზე არ იყო შეთანხმება, არავის არ სჯეროდა, რომ შეიძლება ყოფილიყო არაკორუმპირებული მთავრობა, ნორმალური სახელმწიფო სექტორი”, _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და დასძენს, რომ დღეს საქართველომ მოახერხა ის, რომ რამდენიმე პოლიტიკურ საკითხზე თანხმდება პოლიტიკური სპექტრი.
“პირველი _ გაჩნდა საერთო სახელმწიფოებრივი შეგნება და მენტალიტეტი და არა კუთხური და ფეოდალური. კუთხური აქ კი არ იყო სამეგრელოში, არამედ მთავარი კუთხურობა იყო საქართველოს დედაქალაქში და მის პოლიტიკურ კლასში, იქ იყო მთავარი პრობლემა და არა სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში და საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში”, _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოსათვის მთავარი პრობლემა ნამდვილად არ არის დიალექტებზე მოსაუბრე საქართველოს მოქალაქეები.
“ეს არის სწორედ კუთხურობისა და სეპარატიზმის ცენტრი, რომელიც ჩვენ გადავლახეთ და მივაღწიეთ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ბათუმში და ადრე მაგალითად შალიკო, რომ იტყოდა, დღეს როგორ მოვხვდე ტელევიზორში მოდი შევივლი საკონსტიტუციო სასამართლოში და გავაჩმახებ ახლა მოუხდება ბილეთის აღება, ბათუმში ჩამოსვლა და თან იმედის გაცრუება, რომ ნახავს როგორ შენდება საქართველო და ამის მერე სარჩელის შეტანა, მაგრამ მას ეს აღარ უნდა, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო თავის საქმით დაკავდა”, _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ქართული არმია და პოლიცია, თავისუფლია ყოველგვარი კუთხურობისგან და მიკერძოებისგან, _ “ვინ რომელი ეთნიკური, რელიგიის წარმომადგენელია ჩვენი პოლიციისთვის არ აქვს მნიშვნელობა”.
სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-21467.html
თარიღი: 21:23 – 03.09.10
ჩვენ მივაღწით იმ პრინციპს, რომ სიმდიდრე და პოლიტიკა გამიჯნულია ერთთმანეთისგან. აქ სხედან ხალხი რომელთა უმრავლესობას არ უჭირს, მაგრამ თქვენი შემოსავალი არანაირ კავშირში არ არის თქვენს თანამდებობებთან, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
მისივე თქმით, არიან დეპუტატები, რომლებიც მთელი ცხოვრება არიან ქვეყნის სამსახურში და არც ერთი გრამი სიმდიდრე და ქონება არ მომატებიათ.
“არის ქვეყნები და პარლამენტები რომელთა პარლამენტარები და მთავრობები ძალიან მდიდრულად ცხოვრობენ. როდესაც ასეთი პოლტიკური კლასი გყავს, როდესაც ასე მდიდრულად ცხოვრობს რეალურად ქვეყანა საკუთარ სხეულა ჭამს _ საქართველომ კი ეს თავიდან აიცილა. ამის გამოხატულება იყო საირმის გორა და ახლა აღარ არსებობს არც საირმის გორა და არც ეს პრინციპუ ფულის პოლიტიკასთან გადახლართვის. ეს იყო 6 წლის წინ აბსოლუტურად გამორიცხული”, _ განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-21469.html
Copyright © GHN
თარიღი: 22:16 – 03.09.10
საერთოდ არ მანერვიულებს, რომ რუსეთმა სომხეთსა და უკრაინასთან მოაწერა ხელშეკრულებას ხელი ბაზების განლაგებაზე, _ განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
“როდესაც ვლაპარაკობთ მოდერნიზაციაზე მთავარი გზა მიდის განათლებაზე. როცა ვლაპარაკობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ანგარიშგასაწევი ქვეყანა, მთავარი ანგარიშის გაწევა არის ის, რომ ჩვენ მსოფლიო ცივილიზაციაში შეგვაქვს ჩვენი წვლილი.
ახლა რუსეთმა სომხეთსა და უკრაინასთან მოაწერა ხელშეკრულებას ხელი ბაზების განლაგებაზე – საერთოდ არ მანერვიულებს ეს ყველაფერი. პირდაპირ გეტყვით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. თავისი დაჟანგული ბაზებით, როგორც გავიდა საქართველოდან ასევე ბევრად უფრო ადრე გავა იმ ქვეყნებიდან, აღარაფერს ვამბობ უკვე ჩვენს ტერიტორიებზე. მაგრამ მთავარი რაც მათ დაკარგეს არის ის, რისი მოზიდულობის ცენტრი იყო რუსეთი ადრე _ ეს არის ტექნოლოგიების, განათლების, ადამიანები სამკურნალოდ მიდიოდნენ მოსკოვში, საუკეთესო უნივერსიტეტები იყო მოსკოვში, საუკეთესო კულტურის დღეები და საუკეთესო აუდოტორია იყო მოსკოვში. ეს ყველაფერი დაიკარგა და გაიცვალა დაჟანგულ ბაზებზე და მუქარითა და ცემა-ტყეპით მოპოვებულ გავლენაზე და ვითომ ამით მოპოვებულ სიყვარულზე. ამიტომ ჩვენი ამოცანაა დღე არის რომ უნდა განვავითაროთ ჩვენი განსაკუთრებულობა. ჩვენი განსაკუთრებულობა იმპერიაში ყოველთვის იყო ეს, ჩვენ არ გვქონდა ძალა, ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული კულტურა, განსაკუთრებული ნიჭიერება და განათლებულობა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბირთვული იარაღი აგერ გვერდზე მდებარე სოფელ მერხეულის ერთმა მკვიდრმა შეუქმნა და ჩვენდა საუბედუროდ და მსოფლიოს გასაუბედურებლად დაუტოვა მაგ ქვეყანას”, _ განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-21474.html
Copyright © GHN
თარიღი: 21:09 – 03.09.10
“როგორც კი საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ წამოგვიყენა ის პირობები რომელიც ცდებოდა გუნდური თამაშისა და პრინციპების საკითხს, ჩვენ ყველა ერთად შევიკრიბეთ და ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამის მიღება იყო შეუძლებელი, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
“არ არსებობს უფრო მეტი პატივი ვიდრე ლოიალობა შენი ქვეყნის მიმართ და ეს ლოიალობა ნიშნავს არაკორუმპირებულ და აბსოლუტურად ყოველგვარი პირადი მოტივებისგან დაცლილ ქმედებებს”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-21468.html
Copyright © GHN