აგვისტოს დასაწყისში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს |
|
| (30 ივლისი, 2010) | |
11:35 – 30.07.2010
სინოპტიკოსების ვარაუდით, ცხელი დღეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 10-15 აგვისტომდე შენარჩუნდება, რამდენჯერმე იწვიმებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა არ დაიკლებს და 37-დან 40 გრადუსამდე აიწევს.
“შავი ზღვისპირა ქალაქებში აგვისტოს პირველ დეკადაში ხანმოკლე წვიმები შესაძლოა, იყოს, თუმცა ტემპერატურა მაინც 40 გრადუსამდე აიწევს”, – აცხადებენ სინოპტიკოსები.
მედიკოსები კი მაღალი სიცხეების დროს მოსახლეობას ურჩევენ, მზეზე ყოფნას მაქსიმალურად მოერიდონ და რაც შეიძლება, ბევრი სითხე მიიღონ.