Experts

აფხაზმა სეპარატისტებმა დიხაზურგაში ოთხი ქართველი დააკავეს

(7 ივნისი, 2010)

18:53 – 06.06.2010
აფხაზმა სეპარატისტებმა გალის რაიონის სოფელ დიხაზურგას მაცხოვრებლები დააკავეს.

როგორც “პირWელს” აფხაზეთის მედია-ცენტრის ხელმძღვანელმა რაულ ქირიამ განუცხადა, დღეს აფხაზი სეპარატისტები 30-მდე მსუბუქი ავტომობილით სოფელ დიხაზურგაში შეიჭრნენ და თემურ კეკუა, არჩილ ჩხაპელია, რამაზ გოგოხია და გამგებელი გენო კიკალიშვილი დააკავეს. გარდა ამისა, გადამწვარია მამუკა ძიგუას, ომარ ძიგუასა და შოთა კეკუას საცხოვრებელი სახლები.

დაკავებულები ამ დროისთვის გალის მილიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილნი.

აფხაზეთის მთავრობა მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, სეპარატისტებთან მოლაპარაკება აწარმოონ, რათა მოსახლეობას საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალება მიეცეს.

აღნიშნულ საკითხს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ჟენევის მოლაპარაკებებზეც დააყენებს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com…90&Itemid=1

——————–



Опубликовать в LiveJournal