ბათუმელმა გეებმა სააკაშვილის წუხილი გულთან ახლოს მიიტანეს |
|
| (29 ივლისი, 2010) | |
ოთხშაბათი, 28 ივლისი 2010 12:30
ვიდრე ერევანში სომეხ ჰომოსექსუალებს თავგამოდებით ებრძვიან, საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში ქართველმა გეებმა საკუთარი ინტერნეტ-საიტი შექმნეს (www.gaybatumi.com). აღსანიშნავია, რომ საიტი მხოლოდ ინგლისურენოვანია. ქართველი ჰომოსექსუალები ამ ენაზე საიტის მომხმარებლებს ბათუმის წარმტაც პეიზაჟებსა და სასტუმროების ბრწყინვალებაზე ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან, ასევე ეპატიჟებიან იმ კაფეებსა და ბარ-რესტორნებში, სადაც ამ კატეგორიის სექსის მოყვარულები ”ფართებსა” და ივენთებს” აწყობენ. საიტი ძალზე ტევადია. გარდა ბათუმისა, მასში წარმოდგენილია ჰომოსექსუალთა თავშეყრის ადგილები თბილისის ფეშენებელურ უბნებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. თურმე სად აღარ აქვთ ოკუპირებული ცნობილი კაფეები: პეროვსკაიაზე, ვაშლოვანის ქუჩაზე, შარდენის ქუჩის კაფეებში და აშ. აღსანიშნავია, რომ ბათუმელმა გეებმა გულთან ახლოს მიიტანეს პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება ბათუმში ტურისტული სეზონის მაღალ დონეზე ჩატარების შესახებ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისი საიტის “Gay Batumi”-ის მეშვეობით ნებისმიერი ჯურის ავანტიურისტს წალკოტად ქცეულ ბათუმში ეპატიჟებიან.
http://mms-infoagency.ge/index.php?option=…8&Itemid=75