“გაზპრომი” “მილანის” აქციებს ყიდულობს |
|
| (3 სექტემბერი, 2010) | |
თარიღი: 12:32 – 03.09.10
“გაზპრომი” “მილანის” აქციებს ყიდულობს
რუსეთის ნავთობისა და გაზის გიგანტმა “გაზპრომმა” შესაძლოა უახლოეს მომავალში იტალიური საფეხბურთო კლუბის “მილანის” აქციათა 20 დან 30 % მდე იყიდოს, ინფორმაციას ამის შესახებ “მილან-ნიუსი” ავრცელებს.
სწორედ ეს ფაქტი სახელდება იმის ერთ ერთ ყველაზე შესაძლო მიზეზად, რომლის გამოც საფეხბურთო კლუბმა ასე მძლავრად შეძლო საზაფხულო ტრანსფერული კამპანიის წარმოება – კლუბმა ზალატან იბრაგიმოვიჩი და რობინიო შეიძინა.
სულ აქციათა პაკეტის ფასი რომლითაც დაინტერესებულია “გაზპრომი” 100-200 მილიონ ევროდ ფასდება.
სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-21416.html
Copyright © GHN