Experts

“ევრო 2012″- ის შესარჩევი ეტაპის სადებიუტო მატჩი დღეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა

(3 სექტემბერი, 2010)

17:27 03-09-2010
“ევრო 2012″- ის შესარჩევი ეტაპის სადებიუტო მატჩს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მაყურებელი დღეს პირდაპირ ეთერში იხილავს .
თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ეროვნული გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას ქალაქ პირეოსში ჩაატარებს. ეროვნული გუნდი მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით გამართავს, საბერძნეთის ნაკრების რამდენიმე წევრს კი ტრავმა აქვს.
გუნდებმა მატჩის წინა, ბოლო ვარჯიში გუშინ საღამოს ჩაატარეს. საბერძნეთისა და საქართველოს საფეხბურთო შეხვედრა 22.45 საათზე დაიწყება და პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.



Опубликовать в LiveJournal