ვარკეთილში 29 წლის მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოხტა |
|
| (30 ივლისი, 2010) | |
12:22 – 30.07.2010
ვარკეთილში, მეხუთე სართულიდან 29 წლის ალბერტ არუთინოვი გადმოხტა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა არუთინოვი I კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა გარდაცვლილის სახლში ცივი იარაღიც იპოვეს, რომლითაც არუთინოვმა მეხუთე სართულიდან გადმოხტომამდე სხეულზე ჭრილობები მიიყენა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კვლევა უკვე დაწყებულია.