თეიმურაზ მამსუროვი – ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება გარდაუვალია |
|
| (12 მაისი, 2010) | |
ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი დარწმუნებულია, რომ “ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი გაერთიანდებიან”. ამის შესახებ მან რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მამსუროვის თქმით, “ემზადებოდნენ, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერს წამოიწყებდა და მიიღებდა იმას, რაც მიიღო”.
“და მივიღეთ დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი, მაგრამ ყველა ნორმალურ ადამიანს ესმის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ მაინც ვიქნებით ერთიანი ტერიტორია. ჩვენი გაერთიანება ისტორიულად გარდაუვალია. ისინი ფსიქოლოგიურად რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევენ თავს, რუსული პასპორტები აქვთ”, – აღნიშნა მამსუროვმა.
ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის აზრით, “ედუარდ კოკოითის და სამხრეთ ოსეთსელიტას გაერთიანების იდეა სახელმწიფოებრივ სიამაყეს არ უნდა ულახავდეს »
“ედუარდ ჯაბეევიჩიც ხომ მიწაზე დადის. ჩვენ ხალხი ვართ, გვყავს წინაპრები. საბჭოთა დროს ერთად ვიბრძოდით, 64 წლის წინ გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. ყველაფერი ერთად გვქინდა – ქარწინებები, ქორწილები, დაკრძალვები. ამიტომ ხელს არაფერი გვიშლის”, – განაცხადა მამსუროვმა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/…l&hd_line=1