Experts

თემურ ბასილია თავისუფალია

(29 ივნისი, 2010)

17:54 – 29.06.2010
შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი თემურ ბასილია, რომელიც “ინტერპოლის” წითელი ცირკულარით იძებნებოდა და ცოტა ხნის წინ ამერიკელი სამართალდამცველების მიერ იქნა დაკავებული, თავისუფალია.

ამის შესახებ “პირWელს” არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის პრიორიტეტის” ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ განუცხადა.

“პროკურატურის და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თემურ ბასილიას უახლოეს მომავალში საქართველოში მოსალოდნელი ექსტრადირების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. თემურ ბასილია მაშინვე იქნა გაათავისუფლებული, ფაქტობრივად, შეიძლება, ითქვას, დაპატიმრებული არც კი ყოფილა. რაც შეეხება ქართული მხარის მოთხოვნას მისი ექსტრადირების შესახებ, იგი იმდენად არაარგუმენტირებული და საფუძველსმოკლებული იყო, რომ ამერიკული სასამართლო ასე ხელაღებით ვერ დააკმაყოფილებდა,” – განაცხადა მუხაშავრიამ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია ამერიკელმა სამართალდამცველებმა საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს და ქართულმა მხარებ მისი ექსტრადიცია მოითხოვა.

ბასილია ბოლო დროს აშშ-ში ცხოვრობდა და ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა. იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, გულგრილობისა და თაღლითობის ბრალდებით 2004 წლიდან იძებნებოდა, 2006 წლიდან კი მასზე ძებნა “ინტერპოლის” წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 4 თებერვალს გავრცელდა, თუმცა გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას აღარ გაუჟღერებია.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com…62&Itemid=1



Опубликовать в LiveJournal