Experts

თემურ შაშიაშვილი: “ვთქვათ სკამებზე უარი და ხალხი მეტად დაგვიჯერებს”

(3 სექტემბერი, 2010)

17:03 – 03.09.2010
პოლიტიკური მოძრაობა “თეთრები” ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, ხალხის ნდობის მოსაპოვებლად სახელისუფლებო ამბიციებზე უარი თქვან.

ამის შესახებ მოძრაობის ლიდერის თემურ შაშიაშვილის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამისთვის საკმარისია, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერონ თანხმობის დოკუმენტს, რომ სააკაშვილის წასვლის შემთხვევაში, 2-3 წლით ხელისუფლებაში მისვლაზე უარს იტყვიან.

“პოლიტიკოსების ავტორიტეტი ხალხში განულებულია. გასული წლის 9 აპრილს დაწყებულმა აქციებმა ოპოზიცია პრაქტიკულად, გაანადგურა, ხალხში შიში და უიმედობა გააძლიერა. ხალხმა იცის, რომ ეს მთავრობა უვარგისია, მაგრამ ასეთივედ თვლის ოპოზიციასაც. პირდაპირ ვთქვათ: ხალხი მთავრობასაც და ოპოზიციასაც დამსახურებულად აფასებს. ნამდვილი ოპოზიციისაგან საჭიროა რაღაც განსაკუთრებული, რომელიც ამ განწყობას შეცვლის. “თეთრებს” ასეთად მიგვაჩნია გამოკვეთილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისაგან სახელისუფლებო ამბიციების მოთოკვა და ბრძოლა სააკაშვილისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული თანხმობის ხელისუფლების იდეით. “თეთრების” პოზიციაა, ეროვნულ ყრილობაზე შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა მოხდეს და ამავე ყრილობაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დავიწყოთ, – აცხადებს შაშიაშვილი და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, “ნუ გაწირავენ ქვეყანას სკამისათვის ბრძოლის გამო”.



Опубликовать в LiveJournal