იანუკოვიჩი საკონსტიტუციო რეფორმას გეგმავს |
|
| (1 მაისი, 2010) | |
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მთავრობას საკონსტიტუციო რეფორმის გასატარებლად შესაბამისი კანონპროექტის მომზადება დაავალა.
საკონსტიტუციო ცვლილებები იანუკოვიჩის სტრასბურგში ვიზიტის დროს მიღწეულ შეთანხმებათა საფუძველზე უნდა განხორციელდეს. პრეზიდენტის პრესსამსახური არ აკონკრეტებს, რა ცვლილებებზეა საუბარი.
თავის მხრივ, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ალექსანდრე ლავრინოვიჩმა, რომელიც სტრასბურგში ვიზიტის დროს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ ვენეციური კომისიის წარმომადგენლებმა უკრაინულ მხარეს რეკომენდაცია მისცეს, 2004 წლის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს.
2004 წელს უკრაინაში ჩატარებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ საპრეზიდენტო მმართველობის მქონე უკრაინა საპარლამენტო ქვეყანად აქცია.
2009 წელს ექს-პერზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ საკონსტიტუციო რეფორმის ახალი პროექტი წარმოადგინა, რომელიც ორპალატიანი პარლამენტის შექმნას და უკრაინის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შეცვლას ითვალისწინებდა. ეს პროექტი ვენეციურმა კომისიამ მოიწონა, მაგრამ იუშჩენკოს მისი განხორციელება არ დასცალდა, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნები წააგო.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.