Experts

იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის ტერიტორიაზე რადიოაქტიული ნივთიერება აღმოაჩინეს

(30 ივლისი, 2010)

11:30 – 30.07.2010
თბილისში, იზოტოპების ყოფილი ინსტიტუტის ტერიტორიაზე კონტეინერში მოთავსებული რადიოაქტიული ნივთიერება აღმოაჩინეს.

კონტეინერში პლატონიუმი 42 წლის განმავლობაში ინახებოდა, თუმცა კარგად შეფუთვის გამო მისი გამოსხივება მინიმალური იყო. საცავში შენახული საშიში მასალების შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცოდა.

აღნიშნული მასალები საქართველოში დარეგისტრირებული არ იყო და იგი იზოტოპიის ინსტიტუტში არალეგალურად ინახებოდა.

საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების თანახმად, ქართული მხარე ვალდებულია, ბირთვული მასალების აღმოჩენის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ გააუვნებელყოს.

რადიოაქტიულ ნივთიერებას სპეციალურ ბაზაზე დღესვე გაანადგურებენ.



Опубликовать в LiveJournal