“ლეიბორისტული პარტიის” კანონპროექტზე მომხსენებლი შესაძლოა, გიგი წერეთელი აღმოჩნდეს |
|
| (28 ივნისი, 2010) | |
16:11 28-06-2010
“ლეიბორისტული პარტიის” მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლი შესაძლოა, გიგი წერეთელი აღმოჩნდეს .
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს განმეორებით წარედგინა “ლეიბორისტი” დეპუტატების საკანონდმებლო ინიციატივა, რომელიც თავდაპირველად უკან იმიტომ დაუბრუნეს, რომ “დოკუმენტის განმარტებით ბარათი, იურიდიული დოკუმენტის ნაცვლად, მიტინგზე გამოსვლას ჰგავდა”.
დღეს კი, პარლამენტს გასწორებული განმარტებითი ბარათი წარედგინა და “ლეიბორისტებმა” მისი დაჩქარებული წესით განხილვაც მოითხოვე. იმის გამო, რომ თავად ბოიკოტის რეჟიმში არიან, კანონპროექტის დეპუტატებისთვის წარდგენა “შესაბამის სამსახურს” სთხოვეს.
ბიუროს წევრებმა გასწორებული კანონპროექტის წარდგენა მოიწონეს, თუმცა დეპუტატები ვერ გაერკვნენ, რომელი სამსახური იყო “შესაბამისი”
კამათის დასაწყანერებლად, კანონპროექტის წარდგენაზე მზადყოფნა ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა გამოთქვა, თუმცა შეასრულებს თუ არა წერეთელი პირობას, ჯერ უცნობია.
“ლეიბორისტები” ცვლილებას ითხოვენ “სისხლის სამართლის კოდექსში”, რომლის მიხედვითაც, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება რელიგიური აღმსარებლობის გამო, თუ ამით დაირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1…ghmochndes.html