Experts

მიხეილ სააკაშვილი: ოქრუაშვილს როგორც კი თვალებში დოლარის ნიშნები აესახა, პოლიტიკური ასპარეზიდან განიდევნა

(4 სექტემბერი, 2010)

თარიღი: 19:34 – 03.09.10

ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ როდესაც თვალებში დოლარის ნიშნები აესხა და ვითომ ოპოზიციონერობა სცადა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გაიხსენა და განაცხადა, რომ “როგორც კი მას თვალებში დოლარის ნიშნები აესახა იგი პოლიტიკური ასპარეზიდან განიდევნა”

“ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ როდესაც თვალებში დოლარის ნიშნები აესხა და ვითომ ოპოზიციონერობა სცადა და არავითარი ოპოზიციონერი იგი არ იყო, იგი გაირიყა საქართველოს პოლიტიკური ასპარეზიდან”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-21462.html
Copyright © GHN



Опубликовать в LiveJournal