Experts

ნინო ბურჯანაძე რეგიონებში გასვლას იწყებს

(3 სექტემბერი, 2010)

16:52 – 03.09.2010
“დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე რეგიონებში გასვლას იწყებს.

როგორც “პირWელს” “დემოკრატიული მოძრაობის” პრეს-სამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძეს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები სახალხო წარმომადგენლობითი კრების წევრებთან ერთადაც ექნება.

თავად სახალხო წარმომადგენლობითი კრება კი რეგიონებში უკვე გასულია და მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავს.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს ფილარმონიაში სახალხო წარმომადგენლობითი კრების მხარდამჭერთა დარბაზის შეხვედრა გაიმართება. სახალხო კრების ჩატარების თარიღი სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.



Опубликовать в LiveJournal