პატიმარ მელორ ვაჩნაძის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე ციხის ადმინისტრაცია კვლავ უარს აცხადებს |
|
| (3 სექტემბერი, 2010) | |
15:45 – 03.09.2010
ახალგაზრდული მოძრაობის “შემოგვიერთდით” დამფუძნებლის მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ციხის ადმინისტრაცია კი მის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს.
ვაჩნაძის ადვოკატის ნათია კორკოტაძის განცხადებით, პატიმარმა მედიკამენტურ მკურნალობაზე უარი განაცხადა და სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.
მისივე თქმით, პატიმარს ჩამოართვეს რადიომიმღები და ვერ სარგებლობს ბეჭდური მედიით, რაც მისი უფლებების უხეში დარღვევაა.
შეგახსენებთ, რომ უკანონო, პოლიტიკური და რელიგიური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მელორ ვაჩნაძე მეჩვიდმეტე დღეა შიმშილობს.