პრეზიდენტის “სიმბოლური საჩუქრების’’ პრეზენტაცია სოროსის ფონდში |
|
| (30 ივლისი, 2010) | |
ხუთშაბათი, 29 ივლისი 2010 21:47
დღეს ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს’’ ოფისში ,,სტუდია მონიტორის’’ მორიგი ჟურნალისტური გამოძიების ,,პრეზიდენტის სიმბოლური საჩუქრების’’ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალისტური გამოძიება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სახელმწიფო ქონების განაწილებას ეხება. სტუდია მონიტორის მიერ მოძიებული დოკუმენტაციით, პრეზიდენტმა წლის განმავლობაში პირდაპირი განკარგვის წესით რამდენიმე ათეული უძრავი ქონება განკარგა, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს. თუმცა ფილმის ავტორმა, გიორგი მელაძემ, თავის ფილმში ,,გაჩუქებული’’ 5 ობიექტის შესახებ შეძლო მასალების მოგროვება და ფილმის გადაღება. გიორგი მელაძე მომავალშიც გააგრძელებს ფილმზე მუშაობას და დარჩენილ უძრავ ქონებაზე ფაქტებისა და დოკუმენტების მოძიებას.
http://mms-infoagency.ge/index.php?option=…y&Itemid=88