Experts

რუსეთის საპატრიარქო მთელ რიგ მედიასაშუალებებს გავრცელების საეკლესიო სისტემაში აღარ დაუშვებს

(3 სექტემბერი, 2010)

[პირველი]

რუსეთის საპატრიარქო მთელ რიგ მედიასაშუალებებს გავრცელების საეკლესიო სისტემაში აღარ დაუშვებს.
გავრცელების საეკლესიო სისტემაში მოსახვედრად მედიასაშუალებებს სპეციალური გრიფი დასჭირდებათ, რომელსაც საეკლესიო სინოდის საინფორმაციო სამსახური გასცემს.

მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე რუსეთის პატრიარქის კირილის მიერ დამტკიცებული რეგლამენტი გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, სპეციალური გრიფი შეიძლება, მიენიჭოს მხოლოდ იმ გამოცემას, რომელიც მართლმადიდებლურ სწავლებას არ ამახინჯებს, არ შეიცავს ეთიკურად დაუშვებელ, გადაუმოწმებელ და იმ სახის ცნობებს, რომლებიც ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება.
საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კირილმა საეკლესიო მაღაზიებში არსებული რიგი ლიტერატურული გამოცემების წინააღმდეგაც გაილაშქრა. საეკლესიო მაღაზიებში ხშირად ხვდება წიგნები, რომლებიც მათში ცრურწმენის ფაქტების არსებობის გამო ადამიანის სულიერი ცხოვრებისთვის საშიშია. მსგავსი გამოცემები ეკლესიის მეშვეობით არ უნდა ვრცელდებოდეს – ბრძანა პატრიარქმა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=13000

15:29 02.09.2010



Опубликовать в LiveJournal