Experts

უკრაინის შსს ეკლესიასთან მომხდარი აფეთქების შესაძლო მიზეზად ტერორისტული აქტის ვერსიასაც არ გამორიცხავს

(30 ივლისი, 2010)

10:51 – 30.07.2010
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მომხდარი აფეთქების შესაძლო მიზეზად ტერორისტული აქტის ვერსიასაც არ გამორიცხავს.

როგორც “უკრაინული კომერსანტი” იუწყება, ქალაქ ზაპოროჟიაში უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს საკათედრო ტაძართან მომხდარი აფეთქების საგამოძიებო სამუშაოებს პირადად უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გააკონტროლებს.

უკრაინის ძალოვანი სტრუქტურები აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად ტერორისტულ აქტსაც განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება 28 ივლისს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიაში უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს საკათედრო ტაძართან მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.



Опубликовать в LiveJournal