“აირზენა” მოსკოვის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს 24 მაისიდან განაახლებს |
|
| (18 მაისი, 2010) | |
ავიაკომპანია “აირზენა” თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს 24 მაისიდან განაახლებს.
როგორც დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ავიაკომპანიამ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან მიიღო თანხმობა ჩარტერული რეისების შესრულებაზე. ჩარტერული რეისები თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით შესრულება 24, 26, 27, 29, 31 მაისს, 2, 3, 6, 9, 28, 30 ივნისს და 1 ივლისს.
გიორგობიანის განცხადებით, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია და დაინტერესების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის “აირზენამ” რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებითაც შეასრულოს რეისები.
თბრილისი-მოსკოვი-თბილისის რეისი კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 14:30 საათზე შესრულდება, ხოლო მოსკოვიდან თბილისში თვითმფრინავი 18:00 საათზე გამოფრინდება.
რაც შეეხება რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის” გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს არ ჰქონდა ნებართვა გაცემული ჩარტერული რეისების შესრულებაზე, გიორგობიანმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანხმობა. “გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი. რაც შეეხება “იტარ-ტასის” ინფორმაციას, როგორც ჩანს, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახური აღნიშნულის შესახებ დროულად ინფორმირებული არ ყოფილა”, – აღნიშნა გიორგობიანმა.
ავიაკომპანია “აირზენამ” რუსეთის მი