Experts

“ამ მოვლენას არა ვიზიტი, არამედ საქართველოში შემოვლა ჰქვია”

(5 ივლისი, 2010)

კახა შარტავამ ამერიკის შეეთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისი აზრით, ამ მოვლენას არა ვიზიტი, არამედ საქართველოში შემოვლა ჰქვია. შარტავას განცხადებით, კარგია, რომ კლინტონი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. “ფორუმელების” ლიდერი იმედს იტოვებს, რომ ოპოზიციიდან ვინმემ მაინც უთხრა სიმართლე კლინტონს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, “წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წავიდოდა გაკვირვებული სააკაშვილის სასახლით. იმ მრავალმხრივი კრიზისის ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აწუხებს, ასეთი მშენებლობები ბევრ რამეზე მიანიშნებს და იმედია, ჩვენს ამერიკელ სტუმრებს ეს არ გამორჩებოდათ.”

კითხვაზე, არიან თუ არა “ფორუმელები” ნაწყენი იმით, რომ ისინი შეერთებული შტატების სახლმწიფო მდივანთან შესახვედრად არ მიიწვიეს, შარტავა პასუხობს: “ჩვენ დიდი მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია იმისთვის, ვიქნებოდით თუ არა იმ შეხვედრაზე. რაც შეეხება წყენას, “ფორუმი” ძლიერი ორგანიზაციაა და ასეთი მარტივი ემოციებით ჩვენს საქმიანობას არ ვმუხტავთ”.

http://forumi.ge/index.php?option=com_cont…57&Itemid=1



Опубликовать в LiveJournal