„სავარაუდოდ, სააკაშვილმა სარკოზის მედვედევთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა“ |
|
| (9 ივნისი, 2010) | |
[„პირველი“]
უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთში ვიზიტის დროს ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შუამდგომლობით მიმართა.
ცხადია, რომ ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა სამწუხაროდ, რაიმე სერიოზული მოლოდინებისა და შედეგების გარეშე. ნაწილობრივ ვიზიარებ იმ აზრს, რომ შეხვედრა უფრო მეტად შეხვედრის დასაფიქსირებლად შედგა, ვიდრე იმისთვის, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულების კუთხით ვითარება ადგილიდან დაიძრას, – განუცხადა პირWელს ვიზიტის შეფასებისას სესიაშვილმა.
ამ კონტექსტში ექსპერტი სააკაშვილი-სარკოზის შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი ბრიფინგის არგამართვის ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ეს შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ ამ შეხვედრაზე ვერანაირი პოზიტიური შედეგი ვერ იქნა მიღებული.
ხელისუფლება სააკაშვილის ამ ვიზიტსაც, ტრადიციისამებრ, წარმატებულად აფასებს. თავად სააკაშვილი, ასევე ტრადიციულად, თავს იქებს და მორიგ დიდ წარმატებებზე საუბრობს, თუმცა თუ ზემოაღნიშნულ ფაქტს გავითვალისწინებთ, რეალურად ალბათ, არანაირ დიდ წარმატებას ამ შეხვედრის შედეგად ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი საქართველოს ხელისუფლებისთვის ქაჯეთის ციხედ არის შერაცხული, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილმა სარკოზის მედვედევთან შეხვედრის შუამდგომლობით მიმართა, – განუცხადა პირWელს სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთს სამდღიანი ვიზიტით 7 ივნისს ეწვია.
http://presa.ge/index.php?text=news&i=11351
15:18 09.06.2010