Experts

ამერიკელი დოკუმენტალისტი მაიკლ მური: “ამერიკის ლიდერები დამნაშავეები არიან”

(7 თებერვალი, 2012)

“არ მინდა ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, მაგრამ ამერიკას არ დავტოვებ”

ამერიკელმა დოკუმენტალისტმა სარეკლამო პროექტის შექმნით ამერიკაში არსებული სახელმწიფო სისტემის ხელმძღვანელები ბოროტმოქმედებად სცნო. მაიკლ მურმა ერთ–ერთ უკანასკნელ ნამუშევარში “ჯი პი მორგან”–ის ბანკი დანაშაულებების ადგილად წარმოაჩინა. იგი პროპაგანდისტულ ნამუშევარში, რომლის მიზანიც ამერიკელების გამოფხიზლებაა, ამბობს: არ მინდა ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, მაგრამ ამერიკას არ დავტოვებ. ჩვენ მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანაში ვცხოვრობთ. ყოველი ჩვენგანი ქმნის იმას რასაც განათლება, სამედიცინო დაზღვევა, მკურნალობა და სამუშაო ადგილი ჰქვია.
“დანაშაულია ის როდესაც ამ ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთით ვერ ვისარგებლებთ, ისეთ მდგომარეობაში როდესაც უმცირესობა უმრავლესობის თანხებით მდიდრდება, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. კაპიტალიზმი ერთგავრი სატანური ძალაა და როდესაც ბოროტების მართვა არ ძალგიძს იგი უნდა გაანადგურო და მისი ალტერნატივა გამოძებნო, რაც ყველასათვის სასარგებლო იქნება”.
ამერიკული გაზეთის “ჩიკაგო დეილი ნიუს”–ის რეპორტიორმა შერვუდ როსმა პრეს ტივისთან ინტერვიუსას განაცხადა: ამერიკა გასული ათწლეულების განმავლობაში პოლიციურად იმართებოდა და მთავრობის მიერ ამერიკელების ჯაშუშური სტილით შესწავლა ჩვეული მოვლენა გახდა. ამჟამად ეფ ბი აის ათი ათასობით თანამშრომელი ამ ქვეყნის მოქალაქეების დაზვერვის სტადიაშია. თანამშრომლები ამერიკელების ცხოვრების ყველა მიმართულებას აკონტროლებენ.

http://georgian.irib.ir



Опубликовать в LiveJournal