ერთხელ უკვე დავწერე, რომ მომბეზრდა ე.წ. სექსუალური უმცირესობების, (ჩვენებურად და მოკლედ _ პედერასტების) თემაზე წერა და ის პუბლიკაცია სათაურით«ბარემ პედოფილებსაც გადაეფარეთ,შალვა ბატონო» ამ თემაზე მართლაც ბოლო იქნებოდა, მეგონა. არა იმიტომ,რომ შინ თუ გარეთ დაილეოდნენ პედერასტების გულშემატკივრები,არამედ იმიტომ, რომ უაზროდ ჩავთვალე ამ თემაზე წერა, რადგანაც ჩემი და ჩემნაირების წერა-კითხვას ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის, გულის ფხანის გარდა, სხვა შედეგი არ მოაქვს.
თუმცა ბოლო ხანს გადავხედე ჩემს პოზიციას და იმ დასკვნამდე მივედი, რომ არც ერთი გამოხდომა თავად პედერასტების თუ მათი უფლებადამცველებისა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, ანუ მათ «სიყვარულში დაღლის» უფლება არ გვაქვს. საზოგადოებას არამც და არამც არ უნდა გაუჩნდეს ამ ყველაფრის მიმართ შეგუების, ხელის ჩაქნევის, გნებავთ, სულერთიაობის განცდა, რადგანაც პედერასტობის ზღვარგადასული პროპაგანდა-აგიტაცია (რაც ამ ბოლო დროს დაუფარავად და ურცხვად მიმდინარეობს დასავლეთში და დასავლეთიდანვე წაქეზებულ, ხშირად დაფინანსებულ ქართულ ელექტრო (გადაცემები: «აუდიტორია», «ნანუკას შოუ», «პროფილი» და სხვა) თუ ბეჭვდით ( გამოცემები: «ტაბულა», «ლიბერალი» და ა.შ.) მედიაში), დიდი ხანია, აღარ აღიქმება, როგორც ბანალური «ადამიანის უფლებების» დაცვად. დიახ, აღარ, რადგანაც უკვე ცხადია, რომ ეს ყველაფერი გაცილებით გლობალური მასშტაბის მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება.
ეს რომ ასეა, ამაში აშშ-ის პრეზიდენტის _ ბარაკ ობამას ბოლო განცხადებამაც დამარწმუნა, როცა მან პირველად ისტორიაში და არა მხოლოდ აშშ-ის ისტორიაში,არამედ ზოგადად, როგორც სახემწიფოს პირველმა პირმა მსოფლიოში, ღიად დაუჭირა მხარი ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას აშშ-ში!
ბარაკ ობამა, რომელიც აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ მეორე კათოლიკე პრეზიდენტია (პირველი ჯონ კენედი იყო), სამაგიეროდ სხვა რამეშია პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი.
პირველმა აფროამერიკელმა (სიტყვა შავკანიანს შეგნებულად ვერიდები, ემანდ რასისტობა არ დამწამონ) პრეზიდენტმა შარშან პირველმა ისაუბრა გეების ისტორიულ (!!!) დამსახურებაზე ამერიკის წინაშე; გამოაცხადა ყოველი წლის ივნისი სექსუალური უმცირესობების, ე. წ. ლგბტ-ს თვედ, რა დროსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა გაიმართოს ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსსექსუალთა (ასე იშიფრება ლგბტ) აღლუმები; ბარაკ ობამამვე გააუქმა ჯერ კიდევ რონალდ რეიგანის დროინდელი რესპუბლიკელების მიერ მიღებული კანონი, რომელიც აშშ-ის არმიაში პედერასტების სამსახურს კრძალავდა;
აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურად და თანმიმდევრულად მოჩანს ბარაკ ობამას ზემოთ ხსენებული განცხადება ამერიკაში ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების შესახებ!………………