Experts

სამი პროექტი საქართველოსთვის

(31 მარტი, 2010)

ეგრეთ წოდებული ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომლის კონტურებიც საკმაოდ რეალური ჩანდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, უკვე აღარ განიხილება, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა, მაგრამ სულ უფრო უთმობს ადგილს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შესახებ მსჯელობებს.

როგორც ვიცით, ერთპოლუსიანობა გულისხმობდა ამერიკის შეერთებული შტატების ბატონობას მთელ მსოფლიოზე – პოლიტიკურს, ეკონომიკურს, კულტურულს, იდეოლოგიურს. ისეთი ქვეყნების როლის და მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილი (ე.წ. ბრიკ-ს ქვეყნები), თურქეთი, ირანი და სხვ. ევროკავშირის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდასთან ერთად, ცხადი ხდება, რომ აშშ-ს შეუზღუდავი დომინაცია უახლოვდება ისტორიულ დასასრულს. მაგრამ რა შეიძლება განიხილებოდეს ამერიკული შაბლონების მიხედვით აგებული ერთპოლარული მსოფლიოს პროექტის სანაცვლოდ?

მულტიპოლარულობის რეალურ საფუძვლად უნდა იქცნენ ე.წ. დიდი სივრცეები. ეს ტერმინი შემოიღო გერმანელმა იურისტმა, ფილოსოფოსმა და გეოპოლიტიკოსმა კარლ შმიტმა (Carl Schmitt). აღნიშნულ ტერმინში გულისხმობენ კულტურულ-ცივილიზაციური მახასიათებლებით ახლოს მყოფი ქვეყნების მსხვილ სტრატეგიულ გაერთიანებებს. ამგვარი გაერთიანებების მაგალითი შეიძლება იყოს ლათინური ამერიკის ქვეყნები, არაბული ქვეყნები, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები და სხვა. ერთ-ერთი ამ სიიდან უნდა გახდეს ე.წ. ევრაზიული დიდი სივრცე, რომელიც თავის თავში მოიცავს ევრაზიის რეგიონის მართლმადიდებელ და მუსულმანურ ქვეყნებს, შავიზღვისპირეთს და შესაძლოა ზოგიერთ სხვასაც.

ამ გაერთიანების კარკასი უკვე არსებობს ”ევრაზესის” (ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანება), ”ოდკბ” (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია), საბაჟო კავშირის და სხვა სტრუქტურების სახით. ამ ორგანიზაციებში შედის განსხვავებული რაოდენობის ქვეყნები, მაგრამ არსებობს ქვეყნების „ბირთვიც“ (მაგ. რუსეთი, ყაზახეთი), რომელიც ჩამოთვლილი ორგანიზაციების საფუძველს წარმოადგენს.

ახლა მიმდინარეობს რუსეთის და თურქეთის დაახლოების საკმაოდ საინტერესო პროცესი. თურქეთი ასევე ახორციელებს ინტენსიურ დიალოგს არაბულ ქვეყნებთან და ირანთან. თუ რუსეთის და თურქეთის დაახლოება გაგრძელდება, ეს ხსნის რეგიონალური თანამშრომლობის დიდ შესაძლებლობებს, ზრდის კავკასიის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსებს და შესაბამისად, დააჩქარებს ევრაზიული დიდი სივრცის ფორმირების პროცესს.

საქართველოსთვის დგება მომენტი, როცა მან უნდა გააკეთოს არჩევანი და გამოვიდეს ე.წ. ევროატლანტიკური ინტეგრაციის ილუზიიდან. სრულიად ცხადი ხდება, რომ საქართველოს შესვლა ნატო-ში ან შეუძლებელია, ან კატასტროფულ შედეგებს და ქვეყნის შემდგომ დაშლას მოიტანს. ევროკავშირში გაწევრიანება კიდევ უფრო ფანტასტიურ პერსპექტივად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით შეიძლება იყოს გადადგმული რაღაც ნაბიჯები, როგორიცაა სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება, მაგრამ ეს არანაირად არ წყვეტს საქართველოს ძირითად პრობლემებს – არც ეკონომიკურს, არც პოლიტიკურს და არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და უსაფრთხოების კუთხით.

კიდევ ერთი გზა საქართველოსთვის, რომელსაც გვთავაზობენ ცალკეული პოლიტიკური ძალები თუ მოღვაწეები, მდგომარეობს დამოუკიდებელ გზაში, არც ევროპა და დასავლეთი, არც ევრაზია და არც აღმოსავლეთი, ამბობენ ისინი. მათი აზრით, საქართველოს გააჩნია საკუთარი განსაკუთრებული გზა, ღრმა ტრადიციები, რომელთა გამოყენებით შეგვიძლია სრულიად ვმართოთ საკუთარი თავი, არავისზე დამოკიდებული არ ვიყოთ და ა.შ. ამ პოზიციაში არის დადებითი მხარე – ფესვებთან დაბრუნების მისწრაფება, საკუთარი არსის გააზრება, ტრადიციების გაცოცხლება, მაგრამ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად ეს გზა უტოპიას წარმოადგენს. საქართველო არ არის ცალკე ცივილიზაცია და მისი მცირე მასშტაბები ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური თვითკმარობის საფუძველს. ამგვარი „იზოლაციონიზმი“, საბოლოო ჯამში, ისევ ატლანტისტური, პროამერიკული ძალების და მათი ადგილობრივი ფილიალების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან უარყოფს ევრაზიული ინტერგაციის პროექტებს.

ნათელია, რომ შემდეგი სამი პროექტიდან – 1)ამჟამინდელი კურსი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, 2)კურსი სრულ დამოუკიდებლობაზე, იზოლაციონიზმი და „კავკასიის შვეიცარიად“ გადაქცევა და 3)კურსი ევრაზიულ დიდ სივრცეში ინტერგაციაზე – პირველი კატასტროფულია შედეგებით, მეორე უტოპიური და მხოლოდ მესამე აკმაყოფილებს მიზანშეწონილობის ყველა კრიტერიუმს, რადგან უზრუნველყოფს ქვეყნის ჰარმონიულ განვითარებას და მისი ინტერესების რეალიზაციას.



Опубликовать в LiveJournal

კომენტარი

  1. კომენტარის ავტორი: irakli

    დროებითი დაჯგუფებებია ალბათ რომლებიც მალე დაიშლებიან კომუნიზმის ძმური ერთობა საეჭვოა რადგან ყველას საკუთარი ინტერესი და ეგოიზმი აქვს ჩემია შენია სულ იყო საერთო არასდროს, საზიარო საყდარიც არ ვარგაო გაგეგონებათ

  2. კომენტარის ავტორი: Москаль

    Может быть, для Грузии ориентация на Россию и выгодна. А России-то это зачем? Если не брать сумесшедших вроде Дугина, Сергея Маркова или Жириновского, то АБСОЛЮТНОЕ большинство россиян (опросов на сей сюжет было много)на любые проекты хоть какой-то интеграции с Грузией смотрят так: на кой черт нам опять их кормить?! Для пророссийски ориентированных грузин (если таковые вообще есть в природе) это, наверное, не самая приятная новость. Но это так. Забыть раз и навсегда — вот стремление большинства россиян по отношению к Грузии.

  3. კომენტარის ავტორი: Front

    Москаль, с таким багажом знания политики и такими речами вам бы на кухне сидеть и чайку пить, зачем на политические сайты лезть? :-)

  4. კომენტარის ავტორი: Almasxani

    შევარდნაძის როგორი მემკვიდრეცაა დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლება, ასეთივე მემკვიდრეა ელცინის რუსეთისა – მედვეპუტის რუსეთი. რუსეთს (ბ.ელცინს) თავის დროზე შესთავაზა ზ.გამსახურდიამ – თანასწორუფლებიანი, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა – თუმცა როგორც უპასუხა ელცინისეულმა რუსეთმა საქართველოს ამ ინიციატივას კარგადაც მოგეხსენებათ. და რაც მთავარია რუსეთი იმ ავად სახსენებელ მოვლენებში წარმოადგენდა ამრიკის შეერთებული შტატების (კერძოდ კი ჯორჯ ბუშ-უფროსის) ადმინისტრაციის ხელში მხოლოდ ტექნიკურ იარაღს – საქართველოს(ზ.გამსახურდიას) ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ! ვგულისხმობ სახელწიფო გადატრიალებაში უშალო მონაწილეობის მიღებას 1991-1993 წლებში!!! დათვზე “ბაბაიას” ძახილის სურვილის ნაცლად – ილიას “ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდესო” – გეფიქროთ ეგების!!!
    P.S. კიდევ ერთს – დავამატებდი: ერეკლე მეორეს – ვიცე კანცლერად ფრიად გონიერი კაცი ყავდა გვერდით – გაგონილი გექნებათ მისი სახელი: სოლომონ ლიონიძე. ხოდა მაშინ ისიც გეცოდინებათ თუ როგორი დამოკიდებულება ქონდა ერეკლეს სურვილისადმი რუსეთთან “ჩახუტებისა”. ასევე ერეკლეს ვაჟიც არ დაგავიწყდეთ – საქართველოს ეროვნული გმირი – ალექსანდრე ბატონიშვილი!!!

  5. კომენტარის ავტორი: Durmishxani

    @Almasxani
    თქვენ ეტყობა, ზვიად-კერპის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, მაგრამ ფაქტებს მაინც ვერ გადაახტებით: ზ. გამსახურდიამ რაც შესთავაზა ელცინს 91 წლის მაისში, თვითონვე გადაუსვა ხაზი 91 წლის აგვისტოში, როცა ელცინს არ დაუჭირა მხარი მოსკოვის პუტჩის დროს და საერთოდ მიაფურთხა ყველაფერს 91 წლის დეკემბერში, როცა უარი თქვა დსთ-ში შესვლაზე. ელცინის რეაქციაც სავსებით ადეკვატური იყო. ახლა ლოყების ხოკვა გვიანია, გამსახურდიამ თავად მოამწიფა საკუთარი დასასრული.
    ალექსანდრე ბატონიშვილამდე ერეკლე იყო, რომელიცაა საქართველოს ნამდვილი გმირი.

  6. კომენტარის ავტორი: besika

    sakamod realisturi da sakuradgebo daskvnaa. cudia roca xelisufleba ekspertebs da mecnierebs chkuas ar ekitxeba.