Experts

სარწმუნოება თუ ნაციონალიზმი: საქართველო გლობალურ კონტექსტში

(29 ივნისი, 2010)

Просмотреть картинку полностью

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ ინტერვიუ მისცა რუსეთის ორ საინფორმაციო სააგენტოს – ”რეგნუმსა” და ”ინტერფაქსს”. საუბარი შეეხო საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას 30 მაისის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივებს, ევრაზიულ პროექტს, ასევე რელიგიასთან და ეკლესიასთან დაკავშირებულ მდგომარეობას საქართველოში.

1. ბმული ”რეგნუმზე”.

2. ბმული ”ინტერფაქსზე”.

შენიშვნა: ილუსტრაციად გამოყენებულია ნახატი ”მარგალიტი ზღვაში” (”Eine-Perle-im-Meer”)

კომენტარი

  1. კომენტარის ავტორი: გაგი

    რუსული გეგმა (მე მას “რუსული ბარბაროსას”გეგმას ვეძახი) შემუშავებულია კრემლის დაკვეთით და ახლა უამრავი სტრატეგიული ცენტრი იხილავს ამ გეგმას. მას ქვია : “Неоевразийский геополитический проект и Кавказа” ხოლო ამ სტრატეგიული გეგმას (რუსული ბარბაროსა) აქვს იმპლემეტაციის სრული ასევე კარგად გამოკვეთილი მისალოდნელობით, ის ჩამოყალიბებულია შემდეგ გეგმაში სათაურით : «Новый геополитический порядок Кавказа»,
    ესეიგი “რუსული ბარბაროსად” წოდებული კავკასიის დაპყრობის გეგმა გენშტაბის დაგეგმარების სრულ ელემენტებს მოიცავს – არის სამოქმედო პროგრამა , ამასტან ერთად პარაგრაფირებული ამ გეგმის აღსრულების ეტაპები, ასევე დაგეგმარება და მისაღწევი შედეგი… ესაა საკმაოდ მზაკვრული გეგმა და ამაში ახლა ნოღაიდელ-ბურჯანაძეების ჩართვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის აღსრულება – ამას რუსეთის სამართლებრივი იზოლაციიდან გამოსვლის გეგმა ქვია. ნოღაიდელ-ბურჯანაძე რომ პოლიტიკურად წარმატებულნი ვერ იქნებიან საქართველოში, ეს ესმით კრემლში, მაგრამ მომავალში რომ წამოაყენონ საქართველოს მიერ რუსეთთან იზოლაციონისტური ურთიერთობების მიმართ პრეტენზიები, ამის საფუძველს კი ქმნიან ეს საკუთარი ქვეყნის შემძულებლები.
    კრემლის სპეცსამსახურები საქართველოში მცირე პროვოკაციებით, მედია საშუალებებით, ფორუმებით ცდილობენ ევროკავშირის მეთვალყურეთა უდიდესი როლის დაკნინებას, რათა მომავალში შეძლონ ჯერ ნოღაიდელისნაირთა დახმარებით პროვოცირება მოუწყონ ვითომდა ქართული მხარიდან ევროკავშირის დამკვირვებლებს, მერე ეცდებიან ევროდამკვირვებლები აიძულონ წავიდნენ ოკუპაციის ზონის მიმდებარე ხაზიდან, რათა მომავალში შეუფერხებლად დაიპყრონ საქართველო. რუსები გამწარებით ცდილობენ ევროკავშირის სახელის შელახვას საქართველოში. ყველას ხომ კარგად ესმის, რომ ევროკავშირი ერთადერთი მშვიდობისმყოფელი ძალაა, რომელიც აკავებს ჩრდილოეთის სატანაილს ახალი მასშტაბური პროვოკაციების, და მერე ქართველთა სისხლისღვრის მოწყობისაგან?!
    ყველას ხომ კარგად ესმის, თუ რა ამაზრზენ პროვოკაციებს მოგვიწყობდა რუსეთი ჯერ ვითომდა “ოსური თრუსოს”, მერე ვითომდა “ალანური ყაზბეგის”, მერე კი ვითომდა “კუდარელების ბორჯომის ხეობის”, მერე “ნეზავისიმაია მენგრელიას,იმერეტიას, კახეტიას და დჟავაკხიას” “გასათავისუფლებლად”, ანუ საბოლოოდ საქართველოს დასაპყრობლად?!
    ეს გეგმა დევს უკვე დიდი ხანია რუსეთის გენშტაბში, მაგრამ ამაში ხელს უშლის ევროკავშირის დამკვირვებელთა არსებობა და საქართველოსტან პირისპირი ურთიერთობის არ ქონა. დიახ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გარეშე რუსეთი ვერ მოახდენს პროვოკაციების მოწყობას და ვერც რამე მიზეზის მონახვას!
    საქართველოსთან ურთიერთობაში კრემლს მკაცრი საერთაშირისო მონიტორინგის ჯგუფი უწევს მეთვალყურეობას ჟენევაშიც, გაეროშიც, ეუთოშიც. ეს კი რუსების ბოროტების ძალას მართალია ვერ ანეიტრალებს, მაგრამ გვარიანად ასუსტებს.
    მეგობრებო, ჩვენი გადარჩენა რუსული საშიშროებისაგან სტრატეგიული გარიდების გზაშია. ჩვენ გამალებით უნდა ვქმნიდეთ აგრესიის შემაკავებელ ფაქტორს ევროკავშირტან და ამერიკასთან ერთად, ამავე დროს დაუღალავად ვავიტარებდეთ საერთო-კავკასიურ საინფორმაციო სივრცეს. ეს ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზაა.