სახიფათო თამაშები |
|
| (25 მარტი, 2010) | |

ამ დღეებში თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ამერიკული ორგანიზაცია „ჯეიმსთაუნის ფონდი“ და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე პირი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან.
როგორც „ჯეიმსთაუნის ფონდის“ პრეზიდენტმა, გლენ ჰორვარდმა აღნიშნა, „თბილისი კავკასიის დედაქალაქია და სწორედ ამ დედაქალაქში გვინდოდა ამ ღონისძიების ჩატარება. საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის ერებს შორის ბუნებრივ ხიდს წამოადგენს“. ჰორვარდის თქმით, „ჩრდილოეთ კავკასიაში წლების მანძილზე არასტაბილური გარემო, საქართველოს ნატოში წევრობასაც აფერხებს, რადგან ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან საქართველოს საზღვრები გააჩნია“.
კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორის, ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის თქმით, „უნივერსიტეტი პრაქტიკულ ღონისძებებსაც ასრულებს კვლევების ჩატარების სახით და აქვს მასალები, რომელიც ჩერქეზების გენოციდს ადასტურებს“.
ჩვენი აზრით კი, კვლავ გრძელდება საქართველოს ხელისუფლების ავანტიურისტული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ყოველმხრივ გაღიზიანებას ითვალისწინებს. ის, რომ ეს კონფერენცია უშუალოდ ხელისუფლების დაკვეთით და მხარდაჭერით მომზადდა, ეჭვგარეშეა, თუ გავითვალისწინებთ ი. ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, კერძოდ გიგი თევზაძის და ისეთი ექსპერტების, როგორიცაა გია ნოდია, ახლო კავშირებს სააკაშვილის მთავრობასთან. ამას ისიც ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის აქტიური წევრი ნ. წიკლაური მიესალმა კონფერენციის ჩატარებას და თავისი სახელით მხარდაჭერა აღუთქვა მის ინიციატივებს. დაახლოებით იგივე გააკეთა „ცნობილმა ოპოზიციონერმა“ თორთლაძემ, რომლის ოპოზიციონერობა ალბათ მისივე ოჯახის წევრებსაც არ სჯერათ (მათ ყველაზე ნაკლებად).
რა ინიციატივებია ეს? პირველ რიგში, ესაა კონფერენციის მონაწილეთა მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი, ოფიციალურად სცნოს ჩერქეზულ (ადიღეურ) ეთნოსთა გენოციდი მე-19 საუკუნეში, მეფის რუსეთის დროს. თუმცა, როგორც გ. ნოდიამ აღნიშნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ამგვარი რეზოლუცია, მაგრამ თავად ჩერქეზული წარმოშობის ცალკეული პირების თუ ორგანიზაციების ამგვარი მიმართვის განხილვაც კი პარლამენტში რუსეთის სერიოზულ გამოწვევას და მის მიმართ მტრულ ნაბიჯს წარმოადგენს.
შევეცადოთ გავაანალიზოთ, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამგვარმა ნაბიჯებმა. თავი დავანებოთ მორალურ ფაქტორს და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის სურვილს. საქართველო არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ ამგვარი საკითხების გადაწყვეტით იყოს დაკავებული. ცალკეული პროსახელისუფლო ექსპერტები თუ რუსი კომენტატორები ასახელებენ რამდენიმე შესაძლო პოზიტივს საქართველოსთვის.
პირველი, ეს არის აფხაზ სეპარატისტებთან ურთიერთობის გაუმჯობესების და ნდობის აღდგენის შესაძლებლობა. თითქოსდა აფხაზების მონათესავე (როგორც ისინი თვლიან) ხალხების მიმართ საქართველოს მხრიდან გამოჩენილი დადებითი დამოკიდებულება თუ მორალურ-პოლიტიკური დახმარება ე.წ. გენოციდის აღიარების სახით, აფხაზ ლიდერებს და ხალხს საქართველოს მიმართაც დადებითად განაწყობს.
მეორე პოზიტიურ მომენტად ჩვენთვის სახელდება ის, რომ ჩრდილო კავკასიის ხალხებთან, კერძოდ ჩერქეზებთან (ადიღეელებთან, ყაბარდოელებთან), გარკვეული ურთიერთობების დამყარებით საქართველო შეიძენს რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტს და მომავალში ლამის დააშინებს კიდეც მას სხვადასხვა შესაძლო გართულებებით, რომელთა მოწყობა ჩვენს ხელში იქნება.
ორივე ეს არგუმენტი ნაკლებად უძლებს კრიტიკას. რაც შეეხება აფხაზების „შემობრუნებას“ ქართველებისკენ, ამგვარი ჟესტების თუ რევერანსების შედეგად, არარეალური ჩანს, რადგან აფხაზთა ლიდერები საკმაოდ პრაგმატულები არიან და მოსკოვის არ იყოს, ცრემლების, ემოციების და „ჩახუტებების“ არ სჯერათ. მათ აინტერესებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და არა ჩერქეზების გენოციდი მე-19 საუკუნეში. სეპარატისტებს შეუძლიათ რუსეთის ამგვარი ჩხვლეტები თბილისის მხრიდან სათავისოდ გამოიყენონ კრემლთან ურთიერთობის და ვაჭრობის დროს, მაგრამ ჩვენთვის ეს დიდი შეღავათი ვერ იქნება.
კიდევ უფრო რთულადაა საქმე საქართველოს მხრიდან რუსეთის „შანტაჟის“ შემთხვევაში. პრაქტიკამ არაერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთის მიმართ მუქარის, დაპირისპირების და ლანძღვის ენით საუბარი ისევ ჩვენ შემოგვიბრუნდება ხოლმე. მერამდენედ უნდა დავაბიჯოთ ამ „ფოცხს“ და გავიტეხოთ თავი, რომ დავრწმუნდეთ ამ თეზისის ჭეშმარიტებაში? თუ საქართველოს ხელისუფლებას ან მის სატელიტ ექსპერტებს ჰგონიათ, რომ კრემლის მესვეურები დაფრთხებიან საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების შიშით და აფხაზ-ოსებს თბილისს გადმოულოცავენ, ამგვარ აბსურდულ იმედებს ახდომა არ უწერია. პირიქით, არსებობს საშიშროება, რომ მოხდეს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში „მტკივნეული წერტილების“ გააქტიურება, რომელთა რაოდენობა არც ისე მცირეა.
საერთოდ, რას ნიშნავს თბილისში, ამერიკული მხარის მონაწილეობით იმგვარი ღონისძიების გამართვა, რომელიც სეპარატიზმის წახალისებას ისახავს მიზნად? აშკარაა, რომ რუსეთის გარეთ მოწყობილი სპეკულაციები ჩერქეზთა „გენოციდის“ შესახებ აუცილებლად აღიქმება ამგვარ ჭრილში, როგორც რუსეთის საქმეებში ჩარევა და ცენტრთან (მოსკოვთან) დაპირისპირების პროვოცირება. აწყობს კი საქართველოს სეპარატიზმი ნებისმიერი სახით კავკასიაში? ეს აბსოლუტურად არ შედის ჩვენს ინტერესებში. არათუ კავკასიის რეგიონში, არამედ ევრაზიის რეგიონებში არსებული სეპარატიზმიც კი არ ასხამს საქართველოს გაერთიანების წისქვილზე წყალს. რაც უფრო მეტი სეპარატისტული რეგიონი წარმოიქმნება კავკასიაში თუ მეზობელ რეგიონებში, მით ნაკლებია აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის შანსები. ამის ნათელი მაგალითია კოსოვო, რომლის პრეცედენტმა პირდაპირ იმოქმედა საქართველოზე. მაშ რა აზრი აქვს თბილისის მიერ ჩრდილოკავკასიური სეპარატიზმის თუ ანტირუსული განწყობების მხარდაჭერას თუ პროვოცირებას? ეს უბრალოდ ცეცხლზე ნავთის დასხმას წააგავს.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა იმედი, რომ შეძლებს რუსეთთან რაიმენაირი ურთიერთობების დამყარებას და აფხაზეთ-ცხინვალის პრობლემების ოდნავ მაინც ადგილიდან დაძვრას და ვა-ბანკზე წავიდა პრინციპით „ჩემს შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“. ეს კარგად ჯდება სააკაშვილის მიერ პროპაგანდირებული ავადმყოფური ლოზუნგის „რუსეთი მალე დაიშლება“-ს ჩარჩოებში. საიდუმლო არაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს თავის კრახი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, რაც სააკაშვილის მიერ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის მთავარ პრიორიტეტად სახელდებოდა, გადაფაროს ილუზორული იმედით, რომ „რუსეთი დაიშლება და საქართველო დაიბრუნებს აფხაზეთს, ცხინვალს“ და ლამის სოჭსაც კი. ამ იმედით კვებავს სააკაშვილი თავისი მომხრეებს და მსგავსი ღონისძიებებიც, როგორიც ამ დღეებში ჩატარდა, მის პროპაგანდისტულ უზრუნველყოფას ემსახურება.
სინამდვილეში, „რუსეთის დაშლის“ ლოზუნგები, რომლებიც საქართველოში გაისმის, შლის და ანადგურებს თავად ჩვენს ქვეყანას. შემთხვევითი არაა ამგვარი ღონისძიებების მოწყობა ამერიკული ფონდების და ორგანიზაციების მიერ. საქართველოს დაშლა რუსეთის ხელით კარგად ჯდება აშშ-ს ინტერესებში, რომელიც ცნობილია „მართული ქაოსის“ სტრატეგიის არაეთგზის რეპროდუცირებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. ამ შემთხვევაშიც, ამერიკელთა ინტერესია, რომ დაშლილი (აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე დარჩენილი) საქართველო გახდეს მუდმივი წყარო რუსეთის ჩრდილო კავკასიაში პერმანენტული არასტაბილურობისთვის, რაც რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი იქნება, ოღონდ არა საქართველოსთვის, არამედ აშშ-თვის. საქართველო კი კვლავაც მხოლოდ ბრმა იარაღის და ინსტრუმენტის როლს ასრულებს.
P.S. 25 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნალჩიკში ლიკვიდირებული იქნა ცნობილი ბოევიკი, ყაბარდო-ბალყარეთის ვაჰაბისტური იატაკქვეშეთის ლიდერი ანზორ ასტემიროვი, მეტსახელად საიფულა. ასტემიროვი იყო ჩერქეზული (ადიღეური) წარმოშობის თითქმის ერთადერთი ცნობილი „საველე მეთაური“ და შედიოდა ე.წ. „მოჯაჰედების“ ხელმძღვანელობაში. ნიშანდობლივია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის 26 მარტს, ასტემიროვმა ინტერვიუ მისცა… სწორედ იმ ჯეიმსთაუნის ფონდს, რომელმაც მოაწყო თბილისის კონფერენცია. ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ე.წ. „კავკასიის იმარატის“ საიტზე. და აი, ერთი წლის შემდეგ „საიფულა“ მოკლეს. შემთხვევითობაა თუ რუსული სპეცსამსახურების „საჩუქარი“ ამერიკელებს და მათ თბილისელ მარიონეტებს?
კომენტარის ავტორი: Лелик и Болик
А какое отношение имеет ваххаб Астемиров к черкесскому национальному движению, которое он публично ругал и которому он публично угрожал?
Вообще за всей этой омерзительной торговлей как-то сам-собой испарился сам ФАКТ геноцида абхазо-адыгов в 1850-70-х гг, который легко подтвердит любое беспристрастное разбирательство.
Кстати, геноцид черкесов официально признана двумя государствами в составе России (Кабардино-Балкарией в 1992 году и Адыгеей в 1996 году), а геноцид абхазов суверенной Абхазией в 1997 году, и если федеральные власти РФ что-то в этом не устраивает – пусть судятся.
კომენტარის ავტორი: irakli
რამდენი ხანი გასტანს ასე მერე მოვკალი მერე ისევე სხვა გამოჩნდება ზომბივით უსასრულო ომია და შეიწირავს იმ ძლიერ კვეყანას თქვენ რომ გგონიათ დაუმარცხებელი ისტორიამ აჩვენა მაგის მაგალითები დიდები და დინოზავრები იღუპებიან პირველი, რუსეთის ტერიტორიაზე რამდენი იყო იმპერია ჩამოგითვალოთ? კიმირია, სარმატია, სკვითები, ხაზარები, ალანია (ეხლა რუსეთის დასაცავი გახდა ადრე შიშის ზარს ცემდა რომის იმპერიას), პაჭანიკები, მონღოლები, საინტერესო დაბოლოება დიდებული იტორიის არა? და რამდენი ხნის ვადით? მაქსიმუმ 500 წელში ყოველი განადგურდა თან სუყველა რუსეთის ახლანდელ ტერიტორიაზე იმყოფებოდა ცუდი წინასწარმეტყველებაა დამიჯერეთ, მონროლებსაც არა ჯეროდათ რომ ეუბნებოდნენ თქვენი ბატონობა დროებითიაო გაიგეთ? ბოლო პესნიაა ზოგისთვის და ვერ დაუჯერებია, უბრალოდ გონია რომ თბილისს რომ დაანგრევს მერე ყველაფერი კარგად წავა (თუმცა ასე ბევრმა ქნა ბევრჯელ) მარა არაფერს შეცვლის პირიქით დააჩქარებს მოვლენებს, უკვე დაიწერა წიგნები მაინ კამფის მაგვარი (ჩინეთი) (ჩინელი კმაყოფილი არაა, ჩინელი გაბრაზებულია… ) ეს ისე წამოეპარება ზოგს რომ აზრზეც ვერ მოვა საქართველოსთან კიარა იქით გადაიყვანოს 58-ეტე არმია სანამ დროა, ჩინეთის შემოსევა მონღოლებისას გადააჭარბებს აი მერე ვითვალოთ მკვდრები ვის მეტი ყავდა საქართველოს თუ რუსეთს , რუსეთის ისტორია განა ნაპოლეონით და ჰიტლერით იწყება მ ო ნ ღ ო ლ ი თ ასე რომ ვურჩევ რუსეთის გულშემატკივრებს მატუშკა რასიას დასაცავად ახლავე მოემზადონ არავის ეგონოს მეორე მსოფლიო ომი 3 მილიონი გერმანელი ჯარისკაცის წინააღმდეგ დაახლოებით 30 მილიონი საბჭოეთის არმია ეს იქნება დაახლოებით 100 მილიონი ჩინელის წინააღმდეგ სიკვდილი, როგორც ფაშისტებს მისცეს თვითონვე იარაღი 30-39 წლებში ისევე აიარაღებედნენ “ მეგობარ “ ჩინეთს ეხლა ეს უკანასკნელი ყიდის ყკვე ყველაფერს აღარ საჭიროებს დახმარებას ატომიც აქვს თან, მსურველებს გთხოვთ ჩაეწეროთ ახლავე მოხალისეთა რიგებში ზა პუტინა ზა როდინა იქნება თუ რუსეთი დაიპყრობს საქართველოს და თუ ვინმესთან სერიოზული კონფლიკტი მოუვიდა გარეკავენ ცხვრებივით 700 ათასს როგორც 1941 1945 მაშინ ჩვენ წინააღმდეგ ცოტა ხალხი იყო მართლა გგონიათ წითლებს იარაღი აკლდათ რომ ამბობენ ერთს თოფი მეორეს ტყვიებიო არა ალბათ იმდენი ცოცხალი ძალა იყო რომ არა ყოფნიდა ყველასთვის თოფი და იარაღი, მშვიდობა გქონოდეთ იმედია ასე ცუდათ არაა საქმე!
კომენტარის ავტორი: irakli
რა აფხაზეთის გენოციდი აუტყდათ ჩეჩნეთში 400 ათასი მოკლეს 800 ათასიანი მოსახლედან და როგორც ეგენი ამბობენ ცხინვალში “2000“ 20 000-ანი მოსახლიდან ხომმ არ დაანძრ… დღეს დილას