”ხალხთა ერთიანობის” უკეთ გასააზრებლად |
|
| (18 მაისი, 2010) | |
საბჭოთა კავშირის დროს გვასწავლიდნენ, რომ ყველა დიდი გამარჯვება საბჭოეთმა ხალხთა ერთიანობით მოიპოვა; საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ”ძმური ხალხები”, პირდაპირ ვთქვათ, ერთმანეთს დაერივნენ, გაჩნდა იმის ფიქრის საფუძველი, რომ საბჭოთა დროის ხალხთა ერთიანობა მოჩვენებითი იყო. წინამდებარე მოკლე შენიშვნის ფარგლებში რაიმის დაბეჯითებით დასაბუთება რთულია და არც იმის განხილვა იქნება სწორი, რა იყო რეალური და რა მოჩვენებითი, მაგრამ შესაძლოა და საჭიროც, გამოიყოს უმთავრესი მომენტი.
საბჭოთა კავშირში, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად სიღრმისეული და გულწრფელი იყო მის ფარგლებში მცხოვრები ხალხების (აღარ შევუდგებით მათ დიფერენცირებას ერებად, ეთნოსებად, ეროვნულ ჯგუფებად და ა. შ.) ერთიანობა, ფაქტი აშკარა იყო – ხალხთა შორის არსებობდა მშვიდობა და მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ პასიური (ნეგატიური) მშვიდობა ანუ უბრალოდ ხალხებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების არარსებობა; დიდმა სამამულო ომმა აჩვენა, რომ ამ ხალხების წარმომადგენლები, ერთმანეთის გვერდიგვერდ გმირულად იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ფაქტზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირის ოფიციალური იდეოლოგია, რომელიც ხალხთა მეგობრობისა და ერთიანობის დოგმატს ეფუძნებოდა, ქმნიდა საამისო წინაპირობას სახელმწიფოში, სხვადასხვა ხალხებს შიგნით და მათ შორის. მეფის დროინდელი რუსეთის იმპერიისაგან (ისევე როგორც ბევრი სხვა იმპერიისაგან) განსხვავებით, რომლის მაგალითზეც ხალხთა შორის მშვიდობის არსებობა ასევე მოცემული ფაქტია, საბჭოური (კომუნისტური) იდეოლოგიის პრაქტიკული რეალიზების შედეგად სხვადასხვა ხალხების მობილიზაციის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალი და ამ ხალხებს შორის თანამშრომლობა გაცილებით უფრო მჭიდრო იყო, პოზიტიური ემოციური ფონით გამყარებული. ეს შეიძლება თავისთავად მნიშვნელოვნად არ მოგვეჩვენოს, თუკი არ გავითვალისწინებთ, რა ეპოქასთან გვაქვს საქმე – მეოცე საუკუნე (ანუ სსრ კავშირის არსებობის ხანა) ხომ ნაციონალიზმის გაფურჩქვნის საუკუნე იყო – ხშირ შემთხვევაში მახინჯი ფორმით. ასეთი ნაციონალიზმის ნაყოფია პირველი, და რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომი. ომისშემდგომი მსოფლიო ისტორიაც ფაქტობრივად ნაციონალიზმის ისტორიაა (კოლონიალიზმისგან სხვადასხვა ხალხების გათავისუფლება ნაციონალიზმის პოზიტიურ მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ).
და აი ამ ფონზე საბჭოთა კავშირში რამდენიმე ათწლეულის მანძილზე წარმატებით ხორციელდებოდა ხალხთა ერთიანობის პროექტი. ეს არ იყო უუფლებო ხალხების გაუაზრებელი ერთიანობა, რამდენიც არ უნდა გვიჩიჩინონ ეს დღეს – ყველა ხალხს ჰქონდა შესაბამისი სტატუსი და ორგანიზაციული ფორმა მინიჭებული – მოკავშირე თუ ავტონომიური რესპუბლიკის, ავტონომიური ოლქის, მხარის სახით. საბჭოთა კავშირი იყო რთული ტიპის ფედერალური გაერთიანება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ისტორიკოსები, სამართალმცოდნეები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები და სხვა დარგების წარმომადგენლები აწი და აწი ჩაუღრმავდებიან შესასწავლად. თუნდაც ის რად ღირს, რომ ყველა ხალხში ”მხეცის სახით” არსებული ნაციონალისტური ენერგია საბჭოთა სისტემამ არათუ მიაძინა, არამედ ერთმანეთთან დაპირისპირებული ხალხები დააახლოვა, მათ საერთო ისტორია შეუქმნა და ერთიანი მენტალიტეტიც კი ჩამოუყალიბა. ასევე შეუვალი ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირი მშვიდობიანად დაიშალა, ცალკეული ეთნოკონფლიქტები, მათი სიმწვავის მიუხედავად, მაინც მეტად მცირე ნაწილია იმისა, რასაც ხალხთაშორის ურთიერთობები ჰქვია, სომხეთ-აზერბაიჯანის გარდა არც ერთ სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას შეიარაღებული კონფლიქტი არ მოსვლია მეზობელთან, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის და თვით ჩეჩნეთის კონფლიქტებიც თვისობრივად სხვა მოვლენაა, ვიდრე მაგალითად, ბალკანეთზე გაჩაღებული ტოტალური ომები (და ეს მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი იუგოსლავიაც თითქმის იდენტურ იდეოლოგიურ საფუძველზე იდგა, როგორც საბჭოთა კავშირი).
საბჭოთა კავშირს რა სუსტი მხარეები ჰქონდა და რამაც გამოიწვია მისი კრახი, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ბევრი რამ საბჭოთა მოდელიდან შეიძლება, რომ სამომავლოდ პრაქტიკაში იქნას მოდიფიცირებული სახით გამოყენებული – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, პირველ ყოვლისა კი, ისევ და ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
წინამდებარე მოკლე შენიშვნა არ უნდა იქნას მკითხველის მიერ გაგებული, როგორც საბჭოთა წარსულის იდეალიზაციის მცდელობა. მაგრამ აუცილებელია ისტორიის ჯეროვანი დაფასება და წარსულიდან სწორი დასკვნების გაკეთება. ხალხთა ერთიანობა დიდი სიკეთეა და ეს არ უნდა დავივიწყოთ.
კომენტარის ავტორი: dimethyl
აბსოლიტურად გეთანხმებით. თუნდაც რად ღირს კოსმოპოლიტიზმის, როგორც ერების თვითმყოფადობის დამანგრეველი იდეოლოგიის დაგმობა საბჭოთა იდეოლოგიის მიერ და ინტერნაციონალიზმის, როგორც ერების საკუთარი იდენტურობის შენარჩუნების გზის მხარდაჭერა…
კომენტარის ავტორი: nika
sworia me absoliturad vetanxmebi am werils dges sqartvelo aris amerikuli eqspansionizmis msxverpli egret wodebuli erovnuli xazis gatarebit sinamdvileshi umaxinjesi pormit midis erebs shoris dapirispireba qartvelebsa da rusebs shoris. evraziuli gaertianeba aris saqartvelos gadarchenis ertaderti shansi saerto jari, saerto sazrvrebi, saerto valuta. rac sheexeba psevdo patriotizms es aris potsabchota sivrcistvis dagebuli maxe, mgoni chven gamovdivart anesteziisagan romelic mogvaxvies 20 clis win psevdo patriotebma sinamdvileshi amerikis agentebma ertianobas win araferi udgas gaumajos chvens samshoblos baltiis zrgvidan wynar okeanemde gadachimuls !!!!!!!
კომენტარის ავტორი: Алика
Симартле синатлеа!!!
კომენტარის ავტორი: ზვიადი
ამ სტატიის ავტორს რატომღაც არ უხსენებია, რომ ეს ხალხთა ერთობა და ძმობა ათეულ მილიონობით დახვრეტილთა, გადასახლებულთა და დაპატიმრებულთა ხარჯზე ხდებოდა. მოსახლეობის 10%-ს თუ გაჟლიტავ დამერწმუნეთ დანარჩენი 90% ხმის ამომღები ნამდვილად არ არის და იმ 10%-ის მაგალითის შიშით ერთმანეთს კი არა ეშმაკსაც კი შეიყვარებს
კომენტარის ავტორი: Москаль
Дружба народов — это когда глюпый русский Иван оглядывает стол и спрашивает: а кто все эти люди — они вместе со мной не пахали, не сеяли, не убирали. Пей, Ваня, пей — это всё твои друзья. Вот что такое была “дружба народов” в СССР. Разбежались — и слава Богу. Напомню, что первое экономическое эмбарго в отношениях России и Грузии после распада СССР ввел в одностороннем порядке З.Гамсахурдиа. Этот великий человек свято верил в то, что Грузия Россиию кормит. Воскресни, Звиад! Возобнови эмбарго. Главное, чтоб была колючая проволока на границе, а то из светоча демократии в “гэбистскую Рашку” людишки так и прут. Останови их, Звиад!