არაბული ქვეყნების რევოლუცია და მისი მოსალოდნელი შედეგები |
|
| (25 თებერვალი, 2011) | |
ჰამლეტ ჭიპაშვილი: “ბევრი მიიჩნევს, რომ არაბულ რევოლუციას საქართველოშიც ექნება გამოძახილი. სრული შესაძლებელია. სახალხო ჯანყს არც ლიბიაში მოიაზრებდნენ. ხელისუფლება ხვდება, რომ რაღაც მოხდება, ამიტომაც დარბის დაოთხილი 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგებაში. გვიან ხომ არ არის?!, სოციალური ყოფა გვავიწყებს გაცილებით მძიმე პოლიტიკურ პერსპექტივას – რადიკალური ისლამის აღზევებას”.
ტუნისის წარმატებული რევოლუციის შემდეგ ამბოხება ეგვიპტესაც გადაედო, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ 18 დღეში ეგვიპტის პრეზიდენტის მმართველობის 32-წლიანი პერიოდი დასრულდებოდა. ქვეყნის გმირი, სამხედრო მფრინავი, იძულებული შეიქნა გადამდგარიყო. იმ დროს პრესა იტყობინებოდა იემენის, იორდანიის, ალჟირის სახალხო გამოსვლებზე. აღნიშნავდნენ იმასაც, რომ რეგიონის ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოებში მსგავსს ადგილი არ ექნება, ვინაიდან ხელისუფლება კარგა ხანია, ნავთობიდან მოღებულ შემოსავალს მოსახლეობის კეთილდღეობას ახმარს.
ზემოთ მოყვანილი ქვეყნების ჩამონათვალში არც ლიბიაა და არც ბაჰრეინი, ვინაიდან თუნდაც 20 დღის წინათ ვერავინ იფიქრებდა, რომ სახალხო რევოლუციის ლიდერს, მოამარ კადაფის ან ბაჰრეინის მონარქიას ვინმე შეუტევდა.
ლიბიის ნავთობი ევროპის გარდა მრავალ ქვეყანაში მიდის. ლიბიის კრიზისმა ნავთობზე ფასების მკვეთრი გაზრდა გამოიწვია და ბარელზე 107 დოლარი შეადგინა. არც ერთ არაბულ ქვეყანაში ნავთობის გაყიდვით შემოსული ფულის საკმაო ნაწილი არ მიდიოდა ხალხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, როგორც ლიბიაში. ლიბია ის ქვეყანაა, სადაც მათხოვრებისათვის თვალის მოკვრა შეუძლებელია და მიუხედავად ამისა – სახალხო აჯანყება.
აქვე უნდა ითქვას, რომ არაბული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაღალმა პროცენტმა (3-4%) ვერ შეძლო უმუშევრობის ლიკვიდაცია, ხალხის მასების გაღარიბების ტენდენციის შეჩერება. ექსპერტები ამას მოსახლეობის რაოდენობის სწრაფ ზრდას აბრალებენ, თუმცა დემოგრაფიას გაცილებით ნაკლები წვლილი მიუძღვნის, ვიდრე სახელმწიფო დოვლათის არაკეთილსინდისიერ განაწილებას, სოციალურ უთანასწორობას. მოსახლეობის ძირითადი გამაღიზიანებელი სახელმწიფო მმართველობის მანკიერებაშია, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მოსახლეობის საშუალო და ღარიბი ფენების ხარჯზე ხელისუფლებაში მყოფი ვიწრო წრის საარაკო გამდიდრებას.
ცხადია, ყოველივე აღნიშნულს ცეცხლი შეუნთო მიმდინარე მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა, კვების პროდუქტებზე ფასების მატებამ, სხვა ნეგატიურმა ფაქტორებმა. ერთად აღებულმა გაუსაძლისმა პირობებმა ქუჩაში გამოიყვანა მილიონობით ადამიანი – დამშეულიც, საშუალო ფენაც, ყველა ის, ვინც ვერ შეეგუა მმართველი კლასის გაბღენძილობას, თავხედობას, ყოყოჩობას, ქურდობას.
არაბულ რევოლუციას ხშირად 32 წლის წინანდელ ირანის ისლამურ რევოლუციას ადარებენ. მაშინაც სოციალური უფსკრული შაჰის ოჯახსა და მოსახლეობას შორის თვალშისაცემი იყო. ამბოხებულ ირანს აწუხებდა შაჰის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის კორუმპირებულობა, სისასტიკე, საიდუმლო პოლიციის „სავაკის“ აღვირახსნილობა, ხელისუფლების მოწინააღმდეგთა ციხეებში ჩაყრა, წამება, მკვლელობა.
რევოლუციის შემდეგ თეირანში, საიდუმლო პოლიციის შენობაში, გაიხსნა მუზეუმი, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოსახავს იმჟამინდელი ვითარების შემაჟრჟოლებელ სინამდვილეს. ბეტონის პატარა საკნებში განთავსებული რევოლუციონერები, მათზე რეჟიმის მიერ გამოყენებული წამების მეთოდები, ნათელი დამადასტურებელია შაჰის მმართველობის სისასტიკისა. ვის არ ნახავთ საკნებში – ალი ჰამენეის – ამჯერად ირანის ლიდერს, სხვა რევოლუციონერებს, იმათ, ვინც დღეს ქვეყანას უდგას სათავეში, ბევრი მათგანი სიკვდილით დასაჯეს. 32 წლის წინათ შაჰის რეჟიმი ისე უსწორდებოდა სახალხო აჯანყებას, როგორც დღეს იემენში, ლიბიაში, ეგვიპტეში, ბაჰრეინში…
თანამედროვე ირანი ერთადერთი მაჰმადიანური ქვეყანაა, რომლის ხელისუფლება მიესალმა ეგვიპტელი ხალხის ბრძოლას მუბარაქის წინააღმდეგ. ისლამური ირანის ვარაუდით, სულაც არ არის გამორიცხული ეგვიპტის, სხვა არაბული ქვეყნების ისლამიზაცია. ეგვიპტეში აკრძალული „მუსლიმანი ძმების“ ორგანიზაცია უკვე ჩაერთო ეგვიპტის დროებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებათა პროცესში. ისინი საჯაროდ აცხადებენ, რომ არ გეგმავენ ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება შემოდგომით, საყოველთაო არჩევნების დროს?
არანაკლები შანსი აქვს ფუნდამენტური ისლამის აღზევებასა, რაც წყალს შეუყენებს არაბულ სამყაროზე აშშ-ს გავლენას. აშშ-ს ნამდვილად აქვს სადარდებელი, ისე, როგორც 32 წლის წინათ, ირანის რევოლუციის დროს. მაშინ დემოკრატმა კარტერმა ვერ გარისკა უახლოეს მოკავშირე შაჰისათვის დახმარების გაწევა, ისე, როგორც ამას ითხოვდა კარტერის უშიშროების საბჭოს მდივანი ზბიგნევ ბჟეზინსკი.
ოფიციალური მასალების მიხედვით, ბჟეზინსკის პოზიცია აშკარად წამგებიანი იყო. მან ვერ გაითვალისწინა ირანში დაგუბებული რევოლუციური სულისკვეთება, უფრო მეტიც, არაფრად ჩააგდო ირანში აშშ-ს ელჩის მიერ გაგზავნილი შეტყობინება – ქვეყანაში არსებულ დუღილთან დაკავშირებით. მან უგულებელჰყო რჩევა – პარიზში მყოფ რევოლუციის ლიდერ აიათოლა ხომეინისთან საერთო ენის გამოძებნის თაობაზე.
ირანის რევოლუციიდან 32 წლის შემდეგ დემოკრატი ობამაც საგონებელში ჩავარდა. თითქმის ორი კვირის განმავლობაში მან არ იცოდა ეგვიპტის მთავრობის მიმართ რა პოზიცია დაეკავებინა. ობამა აცხადებდა, რომ მუბარაქმა უნდა გაითვალისწინოს ხალხის მოთხოვნები და გაატაროს რადიკალური რეფორმები. მას ბოლო დრომდე არ გაუკეთებია განცხადება – მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით, თუმცა აშშ-ში დაბარებულ ეგვიპტის გენერალური შტაბის უფროსს კატეგორიულად განემარტა ძალა არ გამოეყენებინა აჯანყებული ხალხის წინააღმდეგ.
ცნობისათვის – აშშ-ი ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებს ყოველწლიურად ერთ მილიარდ სამას მილიონ დოლარს აძლევს.
ეგვიპტის რევოლუციამ, ისე, როგორც 32 წლის წინათ ირანისამ, სერიოზული ბზარი გააჩინა ახლო აღმოსავლეთში. ამერიკელთა მრავალწლიან ბატონობას საფუძველი შეერყა. გაცილებით დამძიმდება ვითარება, თუ ეგვიპტესა ან სხვა არაბული ქვეყნების მმართველობაში ფუნდამენტალისტები გამოჩნდებიან. მოვლენების ასეთი განვითარება ისრაელ-არაბთა შორის მორიგი სისხლისმღვრელი ომის საწინდარი გახდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეტანიაჰუს პანიკური რეაქცია სუეცის არხში 32 წლის შემდეგ ირანის სამხედრო გემების გატარებასთან დაკავშირებით, ასეთი ვარაუდის საშუალებას იძლევა.
არანაკლები საფრთხე შეექმნება რუსეთის ხელისუფლებასაც. ფუნდამენტალისტური ახლო აღმოსავლეთი თავის გავლენას პოვებს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთის კავკასიის ავტონომიებზეც. ვლადიკავკაზში მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი.
არაბეთში განხორციელებული სახალხო რევოლუციები მსოფლიოში ახალი ეტაპის დაწყების მომასწავებელია. მსოფლიოს ჟანდარმმა აშშ-ა და მისმა სანაქებო ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ვერ გამოიცნეს არაბულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. მათ გაეპარათ არაბული რევოლუცია. მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ი აქცენტს აკეთებდა პიროვნებაზე და არა ხალხზე, მუბარაქ-ბენალის და სხვათა სახით. თვალს ხუჭავდა კორუმპირებულობაზე, აღვირახსნილობაზე, დიქტატორულ მმართველობაზე. მისთვის მთავარი იყო პრეზიდენტების ლოიალურობა. აშშ-ი ანალოგიურად იქცევა სააკაშვილის მიმართ. სწორედ ეს იწვევდა და იწვევს აშშ-ს მიმართ, როგორც არაბების, ისე ქართველების, სხვების გაღიზიანებას. როგორც ჩანს ამგვარი პოლიტიკა ისტორიას ბარდება და მასთან ერთად ამერიკული ჰეგემონიზმი, მსოფლიოს ერთპოლუსიანობაც.
ეგვიპტის, სხვა არაბული ქვეყნების რევოლუციები ირანის რევოლუციის გამოძახილია, თუმცა დაგვიანებით, 32 წლის შემდეგ. ის, ვინც შეძლებს ახალ არაბულ სამყაროსთან საერთო ენის გამოძებნას – ირანის ისლამური რესპუბლიკაა, რაც თავისთავად უნდა მიანიშნებდეს ვაშინგტონს ამ სახელმწიფოს მიმართ პოზიციების შეცვლისკენ. პერმანენტული ეკონომიკური სანქციების შემოღების ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა პერმანენტულ მოლაპარაკებაზე გადასვლა.
ირანი ძალაა. ეს უნდა გაითვალისწინოს დასავლეთმა. მან წერტილი უნდა დაუსვას ირანის ხელისუფალთა, განსაკუთრებით პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ მილიონობით დოლარის ყრას, სახალხო აჯანყებაზე ოცნებას. ირანის პოლიტიკური სისტემა როტაციულია და არა უზურპატორული.
ირანის ისლამურმა რევოლუციამ საფუძველი ჩაუყარა ხელისუფლების ცვლის დემოკრატიულ სისტემას, ისეთს, რასაც დასავლეთში აქვს ადგილი. დასავლეთს არ მოსწონს პრეზიდენტი აჰმადინეჟადი, რომელსაც მხარს უჭერს საკუთარი ამომრჩევლის უმრავლესობა, მაგრამ ის ხომ მუბარაქ-კადაფივით ცას არ გამოეკერება. აჰმადინეჟადი მესამე ვადით პრეზიდენტი ვერ გახდება, ვერც სააკაშვილივით შეცვლის კონსტიტუციას იმისათვის, რომ გაპრემიერდეს (ირანში ეს თანამდებობა არ არსებობს). ორი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ის დაასრულებს თავის მოღვაწეობას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია კორუფციის საკითხიც. ირანის ხელისუფალთა კორუმპირებულობის თაობაზე არაფერი იწერება დასავლურ მედიაში, მარტივი მიზეზის გამო – ასეთი უცხოა ირანისათვის ანუ იმას, რასაც ადგილი აქვს არაბეთში, სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში. ეწვიეთ თეირანში ირანის რევოლუციის ბელადის აიათოლა რუხოლა ხომეინის სახლს და დარწმუნდებით ამაში. სახლი სამი პატარა ოთახისაგან შედგება – ხის ტახტით, ჯორკოთ, გრაფინიანი მაგიდით. არავითარი ფუფუნება ან „ბელუქსის“ ფართო ასორტიმენტი. შეადარეთ ის ნიავორანის პარკს – შაჰის სასახლეებით. ამჯერად ისიც მუზეუმადაა ქცეული ან არაბეთის მმართველთა მილიარდებიან ქონებას.
ამას წინათ აუქციონზე გამოიტანეს პრეზიდენტ აჰმადინეჟადის ავტომანქანა , 1977 წლის გამოშვების „პეჟო“ . პრეზიდენტის სახელმა დაადო მას ფასი, უკვე არარაობაში გადავარდნილს.

ბევრი მიიჩნევს, რომ არაბულ რევოლუციას საქართველოშიც ექნება გამოძახილი. სრული შესაძლებელია. სახალხო ჯანყს არც ლიბიაში მოიაზრებდნენ. ხელისუფლება ხვდება, რომ რაღაც მოხდება, ამიტომაც დარბის დაოთხილი 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგებაში. გვიან ხომ არ არის?!, სოციალური ყოფა გვავიწყებს გაცილებით მძიმე პოლიტიკურ პერსპექტივას – რადიკალური ისლამის აღზევებას.
სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების რევერანსული დამოკიდებულება ჩრდილო კავკასიური ფუნდამენტალური ისლამისადმი, ქვეყნისათვის უარყოფითად შეიძლება დასრულდეს. ისლამის რადიკალიზმით შეწუხებული აშშ-ი იძულებული გახდება რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დასამყარებლად. ის იძულებული იქნება ხელი აიღოს საქართველოს ხელით წარმოებულ ანტირუსულ იატაკქვეშა პოლიტიკაზე, რაც თავისთავად ჩამოალაბორანტებს სააკაშვილს და მასთან ერთად საქართველოს, შესაბამისი შედეგებით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი
კომენტარის ავტორი: zviadi
DE IYOS XMA XVTISA, XMA ERISA
კომენტარის ავტორი: omar ardashelia
ბატონო ჰამლეტ. როგორ გიყვართ ყველაფრის უტრირება. თქვენი ასეთი ,,პათოსი” გასაგებია, მაგრამ რატომ აბნევთ იმ მკითხველს რომელიც არ არის ჩახედული საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის ლაბირინთებში. განა თქვენ არ იცით რომ არაბულმა სამყარომ თავის დროზე თვითონ აირჩია ე. წ. არაბული სოციალიზმისა, რომელსაც ასე მხარს უმაგრებდა ჯერ კიდევ სსრკ, ხოლო ის რაც მოხდა მოსალოდნელი იყო უკვე დიდი ხანია, რაზეც არაერტხელ გამოთქმულა ანალიტიკურ ცენტრების მოხსენებებში. ანდა რატომ უნდა ჩარეულიყო აშშ ეგვიპტის საქმეებში, განა თქვენ არ იციტ რომ ,,восток дело тонкое” . ხოლო თქვენი მოსაზრებების მიბმა საქართველოსთან არ მგონია შეესაბამებოდეს ჩვენს პოლიტიკას და სამომავლო გეგმებს. კრიტიკა ადვლია ხელისუფლების, საქმეა ძნელი თორემ. ასე რომ გირჩევდით, უფრო საქმიანი მოსაზრებეი შემოგვთავაზებინათ მკითხველისთვის და არა პოლიტიკური საფრთხობელების ქნევა, რომელიც უკვე არავის აშინებს
კომენტარის ავტორი: ზურაბი
ზემორე ანალიზი სავსებით ეთანხმება ჩემს ვარაუდს. დროა წარსულს ჩაბარდეს სესერეკასდროინდელი დისიდენტების მცდარი წარმოდგენები დასავლეთისა და აშშ–ს შესახებ. შტატებმა ყველა დაპყრობილ ქვეყანაში შექმნეს სამარცხვინო რეჟიმები, რომელთა ტიპური სახე სააკაშვილის რეჟიმია. არაბული რევოლუციები უნდა განვიხილოთ ამერიკანიზმის დასასრულის დასაწყისად. ამ პროცესს სათავეში უდგას ისლამი, რომელიც ამერიკის პროპაგანდისტულმა მანქანამ საფრთხობელად დაუხატა საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს.
კომენტარის ავტორი: ზურაბი
ისლამისთვის, ისევე როგორც ქრისტიანობისთვის, მიუღებელია მიწიერი სიამეებისკენ სწრაფვის გადაქცევა ფანატიზმად. ევროამერიკელები ისლამს და მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ფანატიზმს აბრალიან, თვითონ კი ყველაზე საძაგელი ფანატიზმის – სექსის ინდუსტრიის, სისასტიკის და ურწმუნობის მაგალითს იძლევიან. ეწევიან ტვინისა და სინდისის გამორეცხვას; დასცინიან მამულიშვილობას, კაცობრიობის წარსულს, უფროსისადმი პატივისცემას, ქმნიან მანქურთებს და მათვე აწონებენ თავს.
კომენტარის ავტორი: ზურაბი
ყველა ქართველს, პროპაგანდისტული მანქანის რახრახისგან დაქანცულს და დაბნეულს, მოვუწოდებ: ჩაფიქრდეს ერთი წამით მაინც და სცადოს იდეოლოგიის სტანდარტული და სულელური ტექსტებისგან თავის დახსნა. იცოდეთ: ზნეობა მარადიულია, “პოლიტოლოგიური ტექსტები” კი – დროებითი და მოჩვენებითი. უსინდისო ქართველი ყოველთვის გრძნობდა, რომ უსინდისოდ იქცეოდა. დღეს ის ამას ვეღარა გრძნობს. ეს მას ასწავლეს მომღიმარე უსინდისოებმა.
კომენტარის ავტორი: ვასო
პირველ რიგში რაც შეეხება ირანს…. დღევანდელი ირანის ანტიამერიკული და ანტიდასავლური პოლიტიკა არის გამოძახილი არც ისე შორეული წარსულისა, როცა 1979 წელს ისლამისტებმა დაამხეს შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი…. როცა ვსაუბრობთ შაჰის რეჟიმის კორუფციაზე და მისი უშიშროების ”სავაკ”-ის სისასტიკეზე, ნუ დაგვავიწყდება რომ ეს უწყება შექმნა ამერიკის ცსს-მ (ცენტრალური სადაზვერვო სამსახური)….. ყველასთვის ცნობილია ასევე ის ფაქტი რომ შაჰი ითვლებოდა პროამერიკულ მმართველად….. რას ნიშნავდა მაშინდელი ირანის რეალობებში პროამერიკული?… ჩრდილოეთით მდებარეობდა საბჭოთა რუსეთი რომელიც მუდმივად ცდილობდა დესტაბილიზაცია მოეხდინა ირანში თავისი პოზიციების გასამყარებლად…. იგი აფინანსებდა ირანელ კომუნისტებს პარტია ”თუდე”-დან…. როცა აშშ-მ და დასავლეთმა აიძულეს საბჭოეთი დაეტოვებინა ირანი, იგი აგრძელებდა შიდა ოპოზიციის დაფინანსებას… რა თქმა უნდა მემარცხენე ორიენტაციის დაჯგუფებებს… ესენი იყვნენ ”ფედაინე ისლამი” და ”მოჯაჰედინე ჰალკი”, და რამოდენიმე წვრილი ორგანიზაციები…. ფედაინები და მოჯაჰედები იყვნენ შეიარაღებული და მკაცრად გაწვრთნილი ორგანიზაციები…..თავისთავად საგარეო დახმარების გარეშე ისინი ვერ იარსებობდნენ რადგან შაჰის რეჟიმი მათ მიმართ იყო განსაკუთრებით სასტიკი…. ეს მემარცხენე ორგანიზაციები მიზნად ისახავდნენ შაჰის რეჟიმის დამხობას შეიარაღებული გადატრიალების ან აჯანყების მეთოდით, რაც თავისტავად იწვევდა ხელისუფლების ადეკვატურ ნაბიჯებს….. როცა შაჰი დაამხეს, აიათოლა ჰომეინიმ შექმნა სპეციალური კომისია რომელსაც უნდა დაედგინა შაჰის მმართველობის პერიოდში 1941-დან 1979 წლამდე რამდენი მუსულმანი ირანელი იმსხვერპლა ”სასტიკმა შაჰმა”, რათა მას შემდეგ დახმარება გაეწიათ დაღუპულთა ოჯახებს… ამით კი ახალი ხელისუფლება იმიჯს შეიქმნიდა მასებში…. ამ კომისიის დასკვნა იყო კატასტროფული… საქმე იმაშია რომ 38 წლის მანძილზე შაჰის რეპრესიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა არ აღემატებოდა 5000…. აქედან 3500 იყვნენ შეიარაღებული მემარცხენე ისლამისტები…. ამ კომისიის დასკვნა (2 ტომი) დღემდე აკრძალულია ირანში…… შემდეგი საინტერესო ფაქტორი….. ირანის შაჰის დამხობა აწყობდათ როგორც აშშ, ისე საბჭოებსაც….. მათ მოიშორეს ”არასასურველი მეგობარი” და მიიღეს ”სასურველი მტერი”…… თუ ამერიკა უჭერდა მხარს შაჰს, მაშ რატო ურჩევდა პრემიერის პოსტზე დანიშვნას სუსტ გენერალს (1978 წ. ნოემბერი)… 6 ნოემბერს ირანის ახალ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა გენერალ-მაიორო გოლამ რეზა აზჰარი, რომელიც არ იყო რევოლუციის ძალით ჩახშობის მომხრე….. ამ პოსტზე უნდა დანიშნულიყო 4-ვარსკვლავიანი გენერალი გოლამ ალი ოვეისი, რომელიც ითვლებოდა ულტრამონარქისტთა დაჯგუფების ლიდერად ირანის გენერალიტეტში…. იგი მზად იყო რევოლუცია სისხლში ჩაეხშო, თუნდაც 100.000 ადამიანის სიცოცხლის საფასურად….. იყო ასთი გამოთქმა მაშინ გენერლებს შორის – თუ მოვკლავთ ერთ-ორ ადამიანს, ისინი გახდებიან მოწამეები…. თუ გავანადგურებთ 100.000, ირანში კვლავ იქნება 35 მილიონი ადამიანი…. სამაგირეოდ ყველასთვის ეს სამაგალითო დასჯა იქნებოდაო…… ასევე სხვა ფაქტიც…… თუ აშშ მხარს უჭერდა შაჰს და ეწინააღმდეგებოდა ისლამისტების მოსხვლას ხელისუფლებაში, მაშ რა ესაქმებოდა გენერალ რობერტ ჰიუსერს როცა იგი 4 იანვარს (1979 წელს) ჩავიდა ირანში და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ირანის გენერალებთან…. შაჰმა კი მისი ჩასვლა ქვეყანაში შეიტყო რამდენიმე დღის შემდეგ….. ანუ, შაჰი უკვე ჩამოწერილი ყავდათ ამერიკელებს, მათ უბრალოდ ყველანაირ ხერხად უნდა გაენეიტრალებინათ ირანის არმია რომელიც ბოლომდე იყო შაჰის ერთგული….. 1979 წლის აპრილში დახვეტის წინ, შაჰის გენერალმა ამირ ჰოსეინ რაბიიმ განაცხადა: გენერალ ჰიუსერმა გააგდო შაჰი ირანიდან როგორც მკვდარი ვირთხა……. და კიდევ ერთი საინტერესო რამ….. 1979 წ. 12 თებერვალს ირანია არმიამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, რამაც წერტილი დაუსვა შაჰის მონარქიულ წყობილებას და ისლამისტების მოსვლას…… ამ ნეიტრალიტეტს ხელი მოაწერა 27 უმაღლეს გენერალმა… აქედან 15 უახლოეს პერიოდში დახვრიტეს, დანარჩენების ბედი სამწუხაროდ ვერ დავაზუსტე…… გასკვა თქვენ თვითონ გამოიტანეთ…. არც ისე ლამაზადაა ყველაფერი როგორც ჩვენ თავს გვახვევენ…… ყველაფერი სულ სხვანაირად მიმდინარეობს……
კომენტარის ავტორი: @ვასო
თქვენს რეპლიკაზე პასუხი გაცემულია: http://geurasia.org/irani-ruseti-amerika/istoriis-gaxseneba/