ბიძინა ივანიშვილის პოლიტ-საჭადრაკო პარტია: ძლიერი სვლა – სუსტი სვლა – ძლიერი სვლა… |
|
| (14 იანვარი, 2012) | |
ევრაზიის ინსტიტუტმა არაერთხელ მისცა შეფასება ბ.ივანიშვილის ამა თუ იმ მოქმედებას პოლიტიკურ არენაზე და, ბუნებრივია, განაგრძობს ვითარებაზე დაკვირვებას. ენერგიული და არასტანდარტული დასაწყისის შემდეგ ივანიშილმა ერთგვარი „დამუხრუჭება“ და ინიციატივის ხელიდან გაშვება იწყო. მისი ცალკეული ნაბიჯების კრიტიკული ანალიზი ჩვენს საიტზე საკმარისადაა წარმოდგენილი. მაგრამ ევრაზიის ინსტიტუტი არ ეწევა კრიტიკას კრიტიკის მიზნით, არამედ შეძლებისდაგვარად ცდილობს რეკომენდაციების შემუშავებას.
შეიძლება დავასკვნათ, რომ ივანიშვილის გუნდი, ჩვენი დახმარებითა თუ მის გარეშე (ეს არ არის გადამწყვეტი საკითხი) მიხვდა, რომ გაიზიაროს ჩვენს რეკომენდაციებში წარმოდგენილი იდეები. პირველ რიგში, ჩვენი რეკომენდაცია იყო ივანიშვილის იურისტების შტაბის გაძლიერება. მართლაც, ამის შემდეგ მალევე მის გუნდში პირველ პლანზე გამოვიდნენ ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან ადვოკატები ა.კბილაშვილი და ზ.ქუცნაშვილი. ჩენ ასევე ვწერდით, რომ ივანიშვილისთვის ქართული მოქალაქეობის არარსებობის პირობებში აუცილებელია და გარდაუვალიცაა პოლიტიკაში მისი ოჯახის იმ წევრების ჩართვა, რომლებსაც აქვთ მოქალაქეობა. ივანიშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ შესაძლოა, მან ფორმალურად თავის უფროს ვაჟს გადასცეს პარტიის ხელმძღვანელის სტატუსი, ახლა კი, როდესაც ივანიშვილის მეუღლე ე.ხვედელიძემ მიაღწია მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქართული მოქალაქეობის აღდგენას, სწორედ იგი ჩაუდგება სათავეში მომავალ პარტიას, რათა რეჟიმს არ მიეცეს კანონიერი საბაბი რეპრესიული ღონისძიებების გასატარებლად.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტნიორმა, თინა ხიდაშელმა სიტყვა ჩამოაგდო საქართველოს იმ მოქალაქეების ფინანსური დაცვის აუცილებლობის შესახებ, რომელთაც ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სახელმწიფო სექტორში დაკავებული პოზიციებიდან (თუმცაღა კერძო სექტორიც არ არის დაცული რეჟიმის თვითნებობისაგან). “მივმართავ საქართველოს მოსახლეობას – ყველა ადამიანს, ვინც საჯარო სექტორშია დასაქმებული, აქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და გააჩნია განცდა, რომ ამის გამო მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ და ლუკმა-პურის გარეშე დატოვებენ, გარანტირებულად ვთავაზობთ მათი უფლებების დაცვას, არავის მივცემთ მათი დევნა-შევიწროების უფლებას და გარწმუნებთ, რომ ყველა ასეთი ადამიანი გარანტირებულად მიიღებს კომპენსაციას პრობლემისთვის, რომელსაც მათ მიხეილ სააკაშვილი უქმნის“ – განაცხადა ხიდაშელმა გუშნდელ პრესკონფერენციაზე.
სულ მოკლე ხნის წინათ, სააგენტო საქინფორმისათვის მიცემულ ინტერვიუში ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ამბობდა: „ივანიშვილმა უნდა შეძლოს, რომ საზოგადოებას დაანახვოს თავისი ძალა, ის, რომ მას შეუძლია თავისი მხარდამჭერებისა და რეჟიმის მოწინააღმდეგეების ელემენტარული დაცვა. აი მაგალითად, გივი ბერიკაშვილის ქალიშვილი მოხსნეს სამსახურიდან იმის გამო, რომ მან მხარდაჭერა გამოთქვა ივანიშვილის მიმართ და ხელისუფლება გააკრიტიკა. ეს ყველამ გაიგო – არასახელმწიფო სტრუქტურამ, ტელეკომპანია ‘იმედმა’ სამსახური დაატოვებინა ამ პიროვნებას, მაგრამ ახლა რას აკეთებს იგი, ნაკლებად არის ცნობილი. არადა, ივანიშვილმა უნდა გამოაცხადოს, რომ თავად დაასაქმებს მანანა ბერიკაშვილს, ასევე, უყურადღებოდ არ დატოვებს რეჟიმის ყველა მსხვერპლს – თუნდაც იმ კახელ კაცს, რომელმაც თავის ეზოში ტუალეტი გახსნა და სააკაშვილის პოლიტიკური შარჟის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა ინტერნეტში, რის შედეგადაც იგი, ასევე, სამსახურიდან გაგდებით დაისაჯა. აუცილებლად უნდა გაპიარდეს, რომ ივანიშვილი ყველა ასეთ პიროვნებას დაეხმარება! ეს ხალხს შესძენს იმის რწმენას, რომ ივანიშვილი რეალური კაცია და მის გამო ღირს რაღაც რისკებზე წასვლა. ეს სახუმარო თემა არ არის, ბოლო წლებში ხალხი ძალიან დაიქანცა, ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოექცა. ადამიანებს სჭირდებათ გარკვეული პერსპექტივის დანახვა, რომ რაღაც რისკის სანაცვლოდ ისინი ელემენტარულად მშივრები არ დარჩებიან. თუ ეს ვერ მოახერხა ივანიშვილმა, მისი მოღვაწეობა უპერსპექტივო გახდება“.
თ.ხიდაშელის განცხადება, რომელიც ემთხვევა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის იდეას, მისასალმებელია, თუმცა განცხადებას კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყვეს (სულ ცოტა, უკვე უნდა დაიწყოს სამუშაო ადგილებიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოქალაქეების რეგისტრაცია).
მაგრამ არ შეიძლება, მივეცეთ კმაყოფილების გრძნობას – არც ევრაზიის ინსტიტუტი და მით უმეტეს, არც ბიძინა ივანიშილის გუნდი. საზოგადოებრიობის მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს მისადმი ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად ისევ და ისევ მიგვაჩნია ფორმულირება, რომელზეც იქნა დაწყებული საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება (და ისიც, გაურკვეველი შედეგით): საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტის მ.სააკაშვილისადმი მიმართული განცხადება შეიცავს თხოვნას, მოქალაქეობა მიენიჭოს (პრინციპში კი აღუდგეს) ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო არა სააკაშვილისადმი თხოვნა და მუდარა, არამედ მოთხოვნა, ამ კონკრეტულ საკითხზე დაინიშნოს რეფერენდუმი, პარალელურად კი სააკაშვილის ჯიბის სასამართლოზე ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ შეწყვეტასთან დაკავშირებით „შეტევის მიტანა“ (პოლიტიკური ფონის შესაქმნელად და ყველა იურიდიული შესაძლებლობის გამოსარიცხად). შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში გარანტირებულია რეფერენდუმის უფლება, თუკი ამას მოითხოვს 200 ათასი მოქალაქე. მიგვაჩნია, რომ ამ რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება ივანიშვილს ძალუძდა. ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაფერს გამოედევნებოდა, იტყოდა, რომ ხელმოწერები „ყალბია“, დროს გააჭიანურებდა, მაგრამ პოლიტიკური ინიციატივა მთლიანად გადავიდოდა ივანიშვილის მხარეს, ხოლო ხელისუფლებაზე ზეწოლა ძალზე მძიმე ხასიათს მიიღებდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების მონიტორინგს, ამასთან წარმატებას ვუსურვებთ ივანიშვილს, მაგრამ ვინარჩუნებთ ფხიზელ მიდგომას, ზედმეტად ოპტიმისტური განწყობის გარეშე. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ივანიშვილმა კი უნდა დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად ძალუძს რეჟიმის შეცვლა. ჯერჯერობით მის ქმედებებში ერთი ძლიერი სვლა ცვლის სუსტს და პირიქით. მაგრამ წარმატებისათვის საჭიროა გაძლიერებული ზეწოლა, რაც მხოლოდ ბევრი ძლიერი სვლის შედეგად, შეცდომების მინიმალური რაოდენობით არის შესაძლებელი.
კომენტარის ავტორი: VANO
ИДИТЕ НАХУЙ ВСЕ КТО МИНЕТ ДЕЛАЕТ РОССИИ!!!!!! ВСЕХ ВАС ПЕРЕБЬЕМ ПИДАРАСТЫ И ИЗМЕННИКИ ГРУЗИИ!!!!!! ЕБРАЛИДЗЕ ИДИНАХУЙ!!!
კომენტარის ავტორი: VANO
АСЛАН АБАШИДЗЕ И ХУБУТИЯ И ИДИТЕ ВСЕ НАХУЙ!!!!!! ВЫ ВСЕ ПИДАРАСТЫ И ЕТОТ САЙТ И ТОТ, КТО СДЕЛАЛ ЕТОТ САЙТ ВСЕ ХУЕСОСЫ
კომენტარის ავტორი: VANO
ვიცით ვინ ხართ სად ხართ და რასაც აკეთებთ და სანამ გვაწყობ, რომ სამშობლოს მტრებს განასახიერებდეთ თქვენი ყლეობებით მანამდე იყლევეთ, თქვენი ადგილი არ არის არსად, არც რუსეთში, არც საქართველოში, თქვენი ადგილი მხოლოდ სომალიშია და მოშორდით საქართველოდან და რუსეთიდან სანამ დროა, თორემ ვეღარ გაიქცევით, ორივე ხალხს არცხვენთ და უბრალოდ მოსატყნავები ხართ, მოგიტყანთ ტვინი!!!!!!!
კომენტარის ავტორი: VANO
ВАШЕ МЕСТО НЕ В ГРУЗИИ И НЕ В РОССИИ, ВАШЕ МЕСТО В СОМАЛИ И ПОКА ВАС ВСЕХ НЕ УНИЧТОЖИЛИ ИДИТЕ ОТ СЮДА, ВЫ ИЗМЕННИКИ НЕ ТОЛЬКО ГРУЗИИ НО И РОССИИ И НАХУЙ ОТ СЮДА!!!!!!!!!
კომენტარის ავტორი: Нодари
доцент ты маленкий был
был
доцент у тебя папа мама был
был
а почему тогда такой злой,как собака
კომენტარის ავტორი: შშშშშშ
რა იყო ვანო რამ გაგამწარა ასე რამდენი ხანია ამერიკის მინეტშიცები ვართ დაგითვალო თუ მათემატიკაში არ მოიკოჭლებ?
კომენტარის ავტორი: შშშშშშ
ვანოოოოოოოო აშკარად ფსიქიატრის დახმარება გჭირდება ….მიშიკოს ხომ აქვს უფასო სამედიცინო მომახურება ისარგებლე და შენს დაისვენებ და ჩვენც…..
კომენტარის ავტორი: უცნობი
რა მარაზმია ხალხო, ეს ვანო ვინ არის ასეთი რომ უწმაწურ სიტყვებს ხმარობს? ან ვინ იყო მაგის რუსულის მასწავლებელი? ორიანს იმსახურებს გრამატიკაშიც და შინაარსობრივადაც.
კომენტარის ავტორი: VANO
რუსეთი აპლუს სამეგრელოს და აჭარის თავისუფლებას და დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ჩამოყალიბებას თავაზობს და საქართველოს გაქრობას და ამ სიყვარულს დიდი დამფასებელია ევრაზიის ინსტიტუტი. ხოდა მიდიიით, თქვენ უბრალოდ გაგაქრობთ საქართველოს მოღალატე ნაბიჭვრებო. ამერიკა არ მოწონთ, არა ამერიკა ყოფილა იუჟნი ოსეტიის თავისუფლების მომხრე და კიდე საქართველოს დაშლის.
კომენტარის ავტორი: VANO
სანამ გვაწყობს რომ თქვენ არსებობდეთ და საქართველოს მტრებს განასახიერებდეთ მანამდე იქნებით, როცა არააქტუალურები გახდებით და თქვენით ქართველ ხალხს აღარ შევაშინებთ ლიკვიდირებული იქნებით ფიზიკურად.
კომენტარის ავტორი: VANO
საფრთხობელას ფუნქციას ასრულებთ, როცა მოგვბეზრდება საფრთხობელას ფუნქცია ასრულოთ ეგრევე გაქრებით. ფიზიკურად იქნებით ლიკვიდირებული.
კომენტარის ავტორი: VANO
დიდი სიამოვნებით ჩაგქოლავთ იმიტომ კი არა რომ რამეს წარმოადგენთ, უბრალოდ სასიამოვნოა საქართველოს მტრების ჩაქოლვა.
კომენტარის ავტორი: Нодари
Мне трудно представить себе, какая может быть “личная свобода” у безработного, который ходит голодным и не находит применения своего труда. Настоящая свобода имеется только там, где уничтожена эксплуатация, где нет угнетения одних людей другими, где нет безработицы и нищенства, где человек не дрожит за то, что завтра может потерять работу, жилище, хлеб. Только в таком обществе возможна настоящая, а не бумажная, личная и всякая другая свобода…
И.СТАЛИН
კომენტარის ავტორი: VANO
დიდი ხანი საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეას ვუჭერდი მხარს, ეს მისაღები იყო რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც, მაგრამ აგვისტოს ომმა ძირეულად შეცვალა რეალობა. ჩვენ ახლა მოგვიწევს ან აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან საბოლოოდ დამშვიდობება, ან პრიორიტეტების მკვეთრი ცვლილება და ნატოს ნაცვლად ოდკბ-ზე ორიენტაცია, ასევე – რუსეთ-ბელარუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირში შესვლა. _____________________გულბაათ რცხილაძე… და ეგრევე დაგვიბრუნებს რუსეთი ტერიტორიებს, როცა მისი გუბერნია გავხდებით, გენიალურია.
კომენტარის ავტორი: dato
რატომ უქვეყნებთ ვანოს ნაირ ავადმყოფებს უხამს კომენტარებს? რა არის ეს, აქ კამათი-დისკუსია უნდა იყოს და არა ლანძღვა. ვანოს ვურჩევ ყველაზე “დიდი რუსეთუმეს” ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა წაიკითხოს