
„აირაის“ დაკვეთით შესრულებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების რეიტინგების დადგენის გარდა, სხვა საკითხებსაც მიაქცია ყურადღება, კერძოდ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
რატომ ძლებს დღემდე რეჟიმი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალიან მალევე გახდა არაპოპულარული – საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის საკვანძო მომენტების ანალიზი და სამომავლო პერსპექტივები.
დღეისათვის, როგორც ცნობილია, ქართულ პოლიტიკაში მიმდინარეობს ე.წ. მეორე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარშემო იქმნება. სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის ლეიბორისტებს, არ შესწევთ ძალა სახელისუფლებო მონსტრს და ივანიშვილის მილიარდებით ზურგგამაგრებულ ახალ ცენტრს სერიოზული კონკურენცია გაუწიონ.
ბ.ივანიშვილის პიროვნებისა და პოლიტიკური პერსპექტივების მიმართ ინტერესი საქართველოში არ ცხრება. ეს ინტერესი დროის განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება. რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებრიობას აღელვებს, გაზეთ „ახალი თაობის“ ჟურნალისტმა დაუსვა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს.

ოცდამეერთე საუკუნეში, ისევე როგორც მეოცე საუკუნის მანძილზე, სავარაუდოდ გაგრძელდება ენერგეტიკული რესურსების გამო ომების წარმოება. “პირველი მერცხალი“ იყო აშშ–ერაყის 1990 წლის ომი. ამას მოყვა აშშ-ს შეჭრა ერაყში 2003-ში. იმავე კურსის გაგრძელება იყო ლიბიის დაბომბვები. ამ დროს სამხრეთ სუდანში – დარფურში 400,000-მდე ადამიანი დაიღუპა და 5 მილიონი დაზარალდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იქ ნავთობი არ მოიპოვება, არავის არ გასჩენია სურვილი, ძალის გამოყენებით წესრიგი დაემყარებინა.
ამგვარი დასკვნის გამოტანა შეიძლება საქართველოს პოლიტიკისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შედეგების მიხედვით, რომელიც საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესისა (პრეზიდენტი – ალექსანდრე ებრალიძე) და პარტია თავისუფალი საქართველოს (თავმჯდომარე – კახა კუკავა) თანამშრომლობის საფუძველზე შედგა 2011 წლის 25 – 26 ოქტომბერს ბრიუსელში, სასტუმრო Royal Windsor-ში. ქართული მასმედია, როგორც ყოველთვის, იუწყება მხოლოდ მეორეხარისხოვანზე და მხედველობიდან უშვებს მთავარს – ამა თუ იმ ღონისძიების შინაარსობრივ ნაწილს, არ აკეთებს მომხდარის ანალიზს. ჩვენ ჩვენი მხრივ შევეცდებით, მოკლედ და ლაკონურად შევავსოთ ეს სიცარიელე, ყურადღების მხოლოდ მთავარზე გამახვილების გზით.
ნიშნავს თუ არა საქართველოს ზოგიერთი ელექტრონული მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიმართ ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლახანს გაკეთებული მკვეთრი განცხადებები იმას, რომ მილიარდერი ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მონოპოლიზებას, ჟურნალისტების მოსყიდვასა და მათ დაქვემდებარებას? ამ კითხვაზე, ისევე როგორც ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებულ ზოგ სხვა შეკითხვაზე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე პასუხობს ყოველდღიური გაზეთ „ახალი თაობის“ ჟურნალისტს შორენა გონგლაძეს.
მიმდინარე წლის აგვისტოში, გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარმა ვენესუელის პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა თითქმის რევოლუციური გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთაც არა მხოლოდ საკუთრივ ვენესუელისათვის აქვთ დიდი მნიშვნელობა, არამედ პერსპექტივაში მთელი მსოფლიოსათვის.
ევრაზიის ინსტიტუტმა თავისი შეფასება უკვე მისცა საიტ “ვიკილიქსის” მოღვაწეობას, საქართველოს მაგალითზე. გამოქვეყნებული მასალების ზოგიერთი დეტალის ანალიზს ნანა დევდარიანი შეეცადა, სპეციალურად ევრაზიის ინსტიტუტის საიტისათვის.
აფხაზეთის ეპიზოდური გახსენება იმ არასასიამოვნო რიტუალივით არის ქცეული, რომლის შესრულება მაინცდამაინც არ გეპიტნავება, მაგრამ რაღაცისა და ვიღაცის ანგარიშის გაწევის გამო იძულებული ხარ გაიხსენო. ბოლო სამი წელია საქართველოს ხელისუფლება იმდენად გაუგებარ პოზიციაში იმყოფება, რომ რა გზას დაადგეს, რა უთხრას საკუთარ ხალხს – აშკარად არ იცის.