Experts

ახალი ტერმინი: ”სტრატეგიული პატრონყმობა”

(7 ივლისი, 2010)

კითხვა: რჩება თუ არა საქართველო ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად, და თუ რჩება, რა იგულისხმება ტერმინში ”სტრატეგიული პარტნიორი” ანუ რამდენად მყარი გარანტიები გვაქვს იმისათვის, რომ გადამწყვეტ მომენტში საქართველო არ აღმოჩნდეს რუსეთის პირისპირ მარტო?

პასუხი: მე ვფიქრობ, რომ ”გადამწყვეტი მომენტი” უკვე იყო, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოში. ამერიკამ და მთლიანად დასავლეთმა საქართველოს მხოლოდ იმ დოზით აღმოუჩინა დახმარება, რამდენიც საკუთარი ინტერესებისთვის იყო აუცილებელი – არ დაუშვა ”რეჯიმ ჩეინჯ” – არსებული რეჟიმის, ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ იოლად შეეგუა, და მეტიც, კმაყოფილია იმით, რომ რუსეთმა აღიარა სეპარატისტული რეგიონები და დამატებითი ტერიტორიებიც მიუერთა მათ, ახალგორის რაიონის, ლიახვის ორი ხეობისა და კოდორის ხეობის სახით. კმაყოფილი იმიტომაა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ისედაც მძიმე მდგომარეობა საბოლოოდ გაფუჭდა, ეს კი საქართველოს კიდევ უფრო მეტად ხდის დამოკიდებულს დასავლეთზე, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთთან დამატებითი სავაჭრო ”მასალა” ეძლევა საქართველოს სახით: თუკი ამერიკას რუსეთის ქმედებებში რაიმე არ მოეწონება, მაშინ მას ”ოკუპაციას” წამოაძახებს, როგორც ახლახანს ეს ობამამ გააკეთა და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებში ამან ბავშვური ჟრიამული გამოიწვია. არადა, – დავით ბაქრაძის გასაგონად მინდა ვთქვა – დღეს არც რეიგანის ეპოქაა და არც რუსეთს აქვს აფხაზეთსა და ცხინვალში ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორიც ავღანეთში ჰქონდა 1980-იანი წლების მანძილზე. ამერიკამ ”საზოგადოებრივი ტელევიზიასავით” ხშირ-ხშირადაც რომ გაიმეოროს სიტყვა ”ოკუპაცია”, აფხაზები და ოსები რუსებს ავღანელებივით არ აუჯანყდებიან. ამიტომ, ბატონი დავითი იქნებ გამოვიდეს ეიფორიიდან და ნუ შეადარებს ჩვენთან არსებულ სავალალო ვითარებას 1980-იანი წლების ავღანეთს, როდესაც აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური დახმარებით ავღანელმა მოჯაჰედებმა აიძულეს მოსკოვი, ჯარები გაეყვანა მათი ქვეყნიდან.

ამგვარად, თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდე, საქართველო დასავლეთში პარტნიორად არ აღიქმება, საქართველო უბრალოდ რაღაც ნივთივით გამოიყენეს დიდ პოლიტიკაში და მას კვლავაც გამოიყენებენ. პარტნიორობა არის ორ თანასწორუფლებიან სუბიექტს შორის ურთიერთობა. სააკაშვილის ხელისუფლება ამერიკამ პირდაპირ დასვა (რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანის მეშვეობით, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის) და მითითებებს დღემდე აძლევს. რომელ პარტნიორობაზე შეიძლება ლაპარაკი? ეს არის უფრო ”სტრატეგიული პატრონ-ყმობა”, ვიდრე პარტნიორობა. პატრონი – ამერიკაა, ყმა – საქართველო. დასავლეთში ხედავენ, რომ სააკაშვილი მათი ინტერესების საუკეთესო შემსრულებელი და გამტარებელია რეგიონში, ალასანიას და სხვების კუდის ქიცინი ამერიკელების წინაშე ამაოა, სანამ სააკაშვილი იქნება ”ჯანზე”, მას არ შეცვლიან. მივა მისი მმართველობის საკონსტიტუციო ვადა ბოლომდე და ახლა, მოგეხსენებათ, კონსტიტუციას კიდევ ერთ გაუპატიურებას უმზადებენ… მოკლედ, ”სტრატეგიული ყმის” ფუნქციის შესრულებას საქართველო კვლავაც განაგრძობს.

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის ინტერვიუდან გაზეთისადმი ”ახალი თაობა” (7 ივლისი, 2010წ.).

შენიშვნა: ილუსტრაციაზე ასახულია ნახატი “Herr und Knecht“.



Опубликовать в LiveJournal

კომენტარი

  1. კომენტარის ავტორი: გაგი

    ნახეთ კრემლის გეგმები “დესუვერენიზაცია გრუზიის” სახით აქ ხომ ძირითადად არა მარტო სახელმწიფოს გვინადგურებენ, არა,მედ მომავალში აპირებენ ქართული ეროვნული ყველა ნიშნის მოსპობას სისხლით აკრძალვებით ბლოკპოსტებით და “მეგრული” სვანური, იმერული, აჭარული მხარეების ნეზავისიმი ჯუჯა სახელმწიფოებად ცნობას. ტან რუსი იმპერიალისტი ძაღლები გეგმავბენ აკრძალული გვქონდეს ერთმანეთში ურთიერთობა, რასაც თავად “ჰორიზონტალურ კავშირებს” უწოდებენ. კრემლისა და ვერაზიული ფაშიტური იდეოლოგიის მესვეურები პირდაპირ ამბობენ, რომ აჭარას არავიTარი კავშირი არ უნდა ქონდეს თბილისთან ისევე, როგორც ჩეჩენს დაღესტნელტან, ამას აკრძალულ ჰორიზონტალურ კავშირებს ეძახიან.
    თავად ნახეთ :

    http://cge.evrazia.org/geopolitics_10.shtml

    Во время вертикального разделение районов основным требованием является пресечение всех горизонтальных связей. Например, между чеченцами и Дагестаном, или между Чечней и Ингушетией. После того, как путь к Каспию для чеченцев надежно закроется, они смогут воспользоваться вертикальным союзом. По мнению неоевразийцев, «если Чечне оставить лишь расположенную южнее от нее Грузию, она станет геополитически контролируемой со всех сторон и управление над ней станет возможным со стороны православной Грузии».
    К Грузии надо привязать частично Дагестан и Ингушетию, что приведет к созданию северно-кавказской зоны, которая хоть и будет хорошо развита экономически, но стратегически полностью подчинится контролю Москвы. В то же самое время, этот же регион будет ориентирован по-евразийски. Неоевразийство предусматривает отказ от существующих по сей день на Кавказе модели национальных образований «нация-государство», а также строго фиксированного (ბლოკპოსტებით , სხვანაირად მკაცრად არ გამოვა) административного образования с постоянными границами и государственными структурами.
    «Новый геополитический порядок Кавказа», по неоевразийскому осмыслению, с существующей модели полного союза политических реальностей должен перейти на центро-периферийную систему с таким условием, чтобы периферийная структура определялась не политически, а этно-культурно. Осуществление этого плана возможно созданием «Кавказской Федерации», которая в содержит себе как существующие в Южном Кавказе образования, так и внутрирусское автономное объединениВесь Северный Кавказ и все, что расположено южнее него, должно подчиниться только меридианской ориентации. Стратегические центры “Хазарского Треугольника” свои независимые цепи расположат строго к югу. iз Ростова через Краснодар и Майкоп к Сухуми и Батуми; через Ставрополь, Кисловодск, Нальчик и Владикавказ в Цхинвали и Тбилиси, а из Астрахани в Махачкалу. Во время вертикального разделение районов, основным требованием является пресечение всех горизонтальных связей. Например, между чеченцами и Дагестаном, или между Чечней и Ингушетией. После того, как путь к Каспию для чеченцев надежно закроется, они смогут воспользоваться вертикальным союзом. По мнению неоевразийцев, “если Чечне оставить лишь расположенную южнее от нее Грузию, она станет геополитически контролируемой со всех сторон и управление над ней станет возможным со стороны православной Грузии”. К Грузии надо привязать частично Дагестан и Ингушетию, что приведет к созданию северно-кавказской зоны, которая хоть и будет хорошо развита экономически, но стратегически полностью подчинится контролю Москвы. В то же самое время, этот же регион будет ориентирован по евразийски. Неоевразийзм предусматривает отказ от существующих по сей день на Кавказе модели национальных образований “нация -государство”, а также строго фиксированного административного образования с постоянными границами и государственными структурами
    დაიხსომეთ და არ დაივიწყოთ რას აპირებენ კრემლის ძაღლები!