Experts

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუშალოს მსოფლიო ფორუმის ჩატარებას

ჩვენ უკვე ვიუწყებოდით იმის თაობაზე, რომ ალექსანდრე ებრალიძის გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე ზომაზე მეტად შეაშფოთა საქართველოს ამჟამინდელი მმართველები. ხელისუფლების შიშები ჯერაც არ განელებულა.

(სრული ტექსტი…)

ა. ებრალიძის გამოსვლა ქართველ ახალგაზრდობასთან შეხვედრაზე

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე სანქტ-პეტერბურგში შეხვდა იმ იმ პეტერბურგელ სტუდენტებს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან. გთავაზობთ ა.ებრალიძის შესავალ სიტყვას, რომელშიც ხაზგასმულია თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის მნიშვნელოვანი მომენტები.

ახალგაზრდა თაობა: დიალოგი საქართველოს მომავლის შესახებ

„ტალიონ იმპერიალ ოტელის” თეთრ დარბაზში გაიმართა ალექსანდრე ებრალიძის შეხვედრა სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტებთან და ასპირანტებთან, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან. დაისვა 40-ზე მეტი შეკითხვა სტუდენტების მხრიდან, ზოგჯერ საკმაოდ მწვავეც, არც ერთი მათგანი უპასუხოდ არ დარჩენილა ალ. ებრალიძის მხრიდან. დიალოგი მიმდინარეობდა რუსულ და ქართულ ენებზე. 

შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა:

საქართველოს ხალხთა უცხოეთში მყოფი დიასპორების საერთაშორისო კონფერენციის რეპორტაჟი

2009 წლის 15 დეკემბერს, ქ. სანქტ-პეტერბურგში, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ქართული და საქართველოს ხალხთა დიასპორების 60-ზე მეტმა წარმომადგენელმა. გთავაზობთ რეპორტაჟს ამ ღონისძიებიდან, რომელიც ასახავს მის მიმდინარეობას და მასზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ქართული დიასპორის შეხვედრა ქ. სუზდალში. 1-ლი ნაწ.

2009 წლის 23 ნოემბერს, ქ. სუზდალში გაიმართა რუსეთის ცენტრალურ ოლქებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელთა შეხვედრა. ღონისძიება ორგანიზებული იყო დევნილთა რეგიონთაშორისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ვალერი ქობალიას ინიციატივით. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ა. ებრალიძემ და კონგრესის სხვა ხელმძღვანელებმა.

ქართული დიასპორის შეხვედრა ქ. სუზდალში. შეკითხვები და პასუხები.

ქ. სუზდალში გამართული შეხვედრის მე-2 ნაწილი, შეკითხვები ა. ებრალიძის მიმართ და მისი პასუხები.

ა. ებრალიძის გამოსვლა ქ. კრასნოდარში გამართულ ფორუმზე

2009 წლის 10 სექტემბერს ქ. კრასნოდარში ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით “რუსეთი-საქართველო: რა სურს ხალხს”. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და საქართველოდან ჩასულმა სტუმრებმა. დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ.