„პოშლოსტ“ – ასე შეაფასა RTVI-ს ჟურნალისტმა სამსონოვამ გამარჯვების პარადის ჩატარების იდეა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა აღნიშნული ებრაული ტელეკომპანიის ანტისაბჭოური, ანტირუსული განწყობა.
პარლამენტში მომხდარი ინციდენტი ქართული საზოგადოებისთვის უცხო არ არის. 20 წლის განმავლობაში არაერთ მსგავს და უარეს ხელის ქნევასა და გინებას ჰქონდა ადგილი. ამ „ვაჟკაცობით“ ყველა მოწვევის პარლამენტი იპყრობდა სეირის მოყვარულთა ყურადღებას.
ქართულმა საზოგადოებამ 23-ჯერ გაიხსენა 9 აპრილი – მისთვის დამახასიათებელი პათოსით, სუბიექტურ-ობიექტური განწყობით. 1989 წლის აპრილი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.
სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს სააკაშვილმა კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო მტკიცედ გაგვანდო, რომ მის მიერ ამორჩეული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური კურსი სწორია და განხილვას არ ექვემდებარება. ამ ქვეყანაში ნანახმა საყოველთაო წარმატებამ აფიქრებინა მას, რომ აზიური „ვეფხვების“ მიერ განხორციელებული რეფორმები საქართველოსთვისაც მისაღებია და არათუ მისაღები – სამაგალითოც.
ბოლო დროს საერთაშორისო არენაზე აქტიურობით გამოირჩევიან პატარა ქვეყნები, რომელთა გავლენა რეგიონსა და მსოფლიოზე საგრძნობია. მათი რიცხვი არცთუ დიდია, მაგრამ პოლიტიკა განუზომელი. პატარა, მაგრამ გავლენიან სახელმწიფოთა კლუბში მოხვედრას ლამობს სააკაშვილის საქართველოც. მცდელობაში მას ხელს უწყობს დიდი სტრატეგიული პარტნიორი.
მიდიოდა რა ჩვენგან მისმა აღმატებულებამ, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონ ბასმა დაგვიბარა… დაახლოებით ასეთ ან ზუსტად ასეთ განცხადებას აახლებს სრულიად საქართველოს მისი „მოჭირნახულე“ და მასზე გამუდმებული „მოდარდე“ ოპოზიცია. ალბათ აშშ-ს არც ერთ ელჩს იმდენი ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებით არ მიუქცევია ქართველთა ყურადღება, რამდენითაც პატივცემულმა ამერიკელმა დიპლომატმა.
მ.სააკაშვილის გამონათქვამებზე ყურადღების გამახვილება არავითარ შედეგს რომ არ იძლევა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. აღშფოთებულმა გუშინდელებმა ანუ „ჩარეცხილებმა“ ანუ „წითელმა ინტელიგენციამ“, მართალია პროტესტი გამოხატა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არც მიტინგი მოჰყოლია და არც დანარჩენ „ჩარეცხილთა“ სოლიდარობის განცხადებები.
გასული საუკუნის ორმოციან წლებში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც აშშ-ს როლი მსოფლიოში არც ისე გამოკვეთილი იყო, როგორც დღეს, ამერიკის პრეზიდენტ რუზველტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჩერჩილს შორის ურთიერთობა დიამეტრაულად განსხვავდებოდა თანამედროვე პირობებში ამ ორი ქვეყნის ლიდერთა ურთიერთობისაგან.
ამას წინათ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვესტრეველემ, მთელი ევროკავშირის სახელით, გააკეთა განცხადება, რამაც გული დამწყვიტა. განცხადება ბელორუსიის პრეზიდენტს, ლუკაშენკოს ეხებოდა, რომელმაც ბელორუსიაში პოლონეთის ელჩს არ შეუქო საქციელი და პოლონეთის ხელისუფლებასთან დათათბირებისკენ მოუწოდა, რაც, დიპლომატიურ ენაზე, ქვეყნის დროებით დატოვებას ნიშნავს. ამას როგორ უბედავს ლუკაშენკო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსო და ბრუსელმა 27 ქვეყნის ელჩი გაიწვია ბელორუსიიდან -კონსულტაციისთვის.
ჩემს მეგობარსა და კოლეგაზე, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ დირექტორ არნო ხიდირბეგიშვილზე თავდასხმა მოხდა მის სამუშაო კაბინეტში რაღაც გაურკვეველი არსებების მხრიდან – საპატრულო პოლიციის თანდასწრებით.