საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის შედარება 1916 და 2002 წლების მიხედვით.
საბჭოთა ეპოქის ცნობილი დისიდენტი რომან ფინი თავისი პრინციპების ერთგული რჩება – ზოგიერთი სხვა ”ანტისოვეტჩიკისგან” განსხვავებით მისთვის ისეთი ცნებები, როგორებიცაა ”ადამიანის უფლებები”, ”სიტყვის თავისუფლება”, ”მშვიდობა” და ასე შემდეგ არ იზომება ორმაგი სტანდარტებით – იმის უფლება, რაც საბჭოთა სისტემას არ უნდა ჰქონოდა, არც ახალ ”დემოკრატიულ” რეჟიმებს უნდა ჰქონდეთ, საკუთარი ინტერესებით მოქმედი დასავლური დემოკრატიების მხრიდან მათი მიშვების და წაქეზების პირობებში.

მკითხველების ყურადღებას მივაპყრობთ რუსი პოლიტოლოგის სერგეი მარკედონოვის წიგნს ”ტურბულენტური ევრაზია. ეთნიკური და სამოქალაქო კონფლიქტები, ქსენოფობია პოსტსაბჭოური სივრცის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში”.
წიგნი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში: Markedonov-Turbulent Eurasia
ზურაბ სოტკილავა და მისი მოწაფეები, კონცერტი ქართულ დიასპორათა მსოფლიო ფორუმის მონაწილეთა საპატივსაცემოდ – ალექსანდრინსკი თეატრი, სანქტ-პეტერბურგი, 24 აპრილი, 2010 წელი.

ერეკლე მეორის საზოგადოების, გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობის ,,წინ“, ევრაზიის ინსტიტუტის და მოძრაობის ,,შემოგვიერთდით” ინიციატივით, თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში გარდაცვლილებისა და, ასევე, სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სერბი მართლმადიდებელი ქრისტიანების სულის მოსახსენიებელი შეკვეთილი წირვა აღევლინა.

საარჩევნო კამპანია ფინალს უახლოვდება, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სცენაზე, უფრო სწორად კი ცირკის არენაზე, თავისი კლოუნები გამოიყვანა. ზოგ მათგანს წითელი ცხვირი აქვს და უზარმაზარი ფეხსაცმელები აცვია, ზოგი კი შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილი, თუმცა, ჩვენი აზრით, დიდად არ განსხვავდება პირველი კატეგორიისგან…
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მაშინ, როდესაც სათავისოდ ვერ მიჰყავთ ინტერვიუ ან მოვლენები არ ვითარდება ისე, რომ ”საქმეს” ვერც მონტაჟი და ცრუ კომენტარები შველის, ხელისუფლების ტელევიზიები მომზადებულ სიუჟეტებს საერთოდ არ უშვებენ ეთერში. ამის ნათელი მაგალითია ქვემოთ მოცემული ორი სიუჟეტი, რომელიც ტ/კ ”იმედის” ეთერში უნდა გასულიყო.
რუსი მწერლის და ჟურნალისტის საუბარი “RTVi”-ს სტუდიაში, მოსკოვში მომხდარი ტერაქტების შესახებ. მიუხედავად ბევრი საკამათო მოსაზრებისა, მაინც გთავაზობთ ამ ვიდეოს, რადგან საკმაოდ საყურადღებო მომენტებს შეიცავს.
![]()
Интервью директора Института Евразии азербайджанскому агентству 1news.az
2010 წლის 9 მაისს აღინიშნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით დროდადრო შემოგთავაზებთ ისტორიული ქრონიკის კადრებს, რომლებიც ასახავენ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ომის მიმდინარეობას.
სტალინის გამოსვლა 1941 წლის 7 ნოემბერს, როცა გერმანელთა ჯარი მოსკოვის მისადგომებთან იდგა და საბჭოთა კავშირის ბედი ბეწვზე ეკიდა, საყურადღებოა თავისი სიმტკიცით და შორსმიმავალი გეგმებით. სტალინი უკვე საუბრობს ევროპის განთავისუფლებაზე გერმანელი დამპყრობლებისგან.