
ერეკლე მეორის საზოგადოების, გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობის ,,წინ“, ევრაზიის ინსტიტუტის და მოძრაობის ,,შემოგვიერთდით” ინიციატივით, თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, მცხეთის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში გარდაცვლილებისა და, ასევე, სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სერბი მართლმადიდებელი ქრისტიანების სულის მოსახსენიებელი შეკვეთილი წირვა აღევლინა.

საარჩევნო კამპანია ფინალს უახლოვდება, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სცენაზე, უფრო სწორად კი ცირკის არენაზე, თავისი კლოუნები გამოიყვანა. ზოგ მათგანს წითელი ცხვირი აქვს და უზარმაზარი ფეხსაცმელები აცვია, ზოგი კი შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილი, თუმცა, ჩვენი აზრით, დიდად არ განსხვავდება პირველი კატეგორიისგან…
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მაშინ, როდესაც სათავისოდ ვერ მიჰყავთ ინტერვიუ ან მოვლენები არ ვითარდება ისე, რომ ”საქმეს” ვერც მონტაჟი და ცრუ კომენტარები შველის, ხელისუფლების ტელევიზიები მომზადებულ სიუჟეტებს საერთოდ არ უშვებენ ეთერში. ამის ნათელი მაგალითია ქვემოთ მოცემული ორი სიუჟეტი, რომელიც ტ/კ ”იმედის” ეთერში უნდა გასულიყო.
რუსი მწერლის და ჟურნალისტის საუბარი “RTVi”-ს სტუდიაში, მოსკოვში მომხდარი ტერაქტების შესახებ. მიუხედავად ბევრი საკამათო მოსაზრებისა, მაინც გთავაზობთ ამ ვიდეოს, რადგან საკმაოდ საყურადღებო მომენტებს შეიცავს.
![]()
Интервью директора Института Евразии азербайджанскому агентству 1news.az
2010 წლის 9 მაისს აღინიშნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით დროდადრო შემოგთავაზებთ ისტორიული ქრონიკის კადრებს, რომლებიც ასახავენ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ომის მიმდინარეობას.
სტალინის გამოსვლა 1941 წლის 7 ნოემბერს, როცა გერმანელთა ჯარი მოსკოვის მისადგომებთან იდგა და საბჭოთა კავშირის ბედი ბეწვზე ეკიდა, საყურადღებოა თავისი სიმტკიცით და შორსმიმავალი გეგმებით. სტალინი უკვე საუბრობს ევროპის განთავისუფლებაზე გერმანელი დამპყრობლებისგან.
ახლახან ფრანგულ გაზეთ „ლიბერასიონში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის ფრაგმენტს ციტატად მოვიყვანთ. ციტატა შეეხება სააკაშვილის ჰიპერაქტიურ, შეიძლება ითქვას, ისტერიულ მცდელობებს, საკუთარი კვალი დატოვოს საქართველოს ქალაქების არქიტექტურაში და ურბანულ გარემოში:
სიტყვა „კულტურული“ სათაურში შემთხვევით არაა ჩასმული ბრჭყალებში. ფაქტიურად ჩვენს თვალწინ, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მოხდა სრული გაძევება ნებისმიერი კულტურულად ფასეული პროდუქციისა წამყვანი („ნაციონალური“) არხების ეთერებიდან. თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სატელევიზიო ბადეში საკმაოდ ხშირად გვხდებოდა ქართული ფილმები, ალაგ-ალაგ საბჭოთა (რუსული) კლასიკა, დასავლური თუ სხვა ქვეყნების მაღალხარისხოვანი კინოპროდუქცია, დღეს ტელეეკრანი წალეკილია უმდაბლესი დონის, ჩაწოლილი ლათინოამერიკული სერიალებით ან ჰოლივუდური კონვეიერული ნაწარმით, რომელსაც არავითარი მხატვრული ღირებულება არ გაააჩნია.

რა თქმა უნდა, საუბარია ქართულ ნაციონალურ ტელეარხებზე. აი იმათზე, ვისი მფლობელთა ვინაობა ე.წ. ოპოზიციამ და ქართველმა ჟურნალისტებმა დღემდე რომ „ვერ გაარკვიეს“ და კაფკას პერსონაჟები (მაგალითად, იოზეფ კ.) ჰგონიათ. არა, „კურიერზე“, „ქრონიკაზე“ და „მოამბეზე“ (თუ არ ვცდებით, ასე ჰქვია ე.წ. საზმაუს „ნიუსებს“) საუბარი მეტისმეტად ბანალური იქნებოდა. ზომბირების და ჰიპნოზის ამ სეანსებს,რომლებსაც „საინფორმაციო გამოშვებებს“ უწოდებენ, სერიოზულად არავინ აღიქვამს, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაპროგრამებაში მათ თავისი წვლილი არ შეაქვთ… ამჯერად გვინდა შევეხოთ „უწყინარ“ ტელეგადაცემებს, რომლებსაც ასევე უხვად გვთავაზობენ ჩვენი ნაციონალურები.