Experts

უცნობი იოსებ ქართველი

(5 აპრილი, 2010)

პროფ. გურამ მუჩაიძის ესე სტალინის შესახებ.

ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ღვთისა და ადამიანის თანაშემოქმედება. რაც ხდება, უფლის ნებით ხდება, მაგრამ ადამიანის ხელით ხორციელდება. განსაცდელის ჟამს მამაზეციერი ირჩევს პიროვნებას, რომელსაც მესიად მოუვლენს ქვეყნიერებას. ასე მოუვლინა ხსნა იერუსალიმს უფალმა სპარსეთის მეფე კიროსის სახით, რომელიც თავის ცხებულად ჩათვალა. მირონცხებული იყო ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში შობილი ი.სტალინიც. ჯერ კიდევ ყმაწვილი, იგი ღმად მორწმუნე დედის ხელშეწყობით სამღვდლოდ ემზადებოდა. ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, მერე თბილისის მართლმადიდებლულ სასულიერო სემინარიაში სოსო ჯუღაშვილი დაეწაფა ღვთისმეტყველებას, შეიყვარა სახარება და იესო ქრისტე. ცით შთაგონებული, იგი ლექსებსაც წერდა, რომლებმაც თვით ილია ჭავჭავაძეც აღაფრთოვანეს და მას მათი დაბეჭდვა გადააწყვეტინეს. ეს ლექსები გამსჭვალულია ერთგულებით ღვთის საქმისადმი. ერთ-ერთ მათგანში,მიძღვნილს მთვარისადმი, ყმაწვილ სოსოს ღრმად აქვს გაცნობიერებული, რომ “უფლის განგება დიდია”.

ი. სტალინი სანიმუშო მოწაფე იყო.გამოირჩეოდა წმინდა წერილის ღმა ცოდნით. გალობდა სასულიერო სემინარიის გუნდში. სემინარიაში სწავლის დროს სოსო ჯუღაშვილს გამოეცხადა აფხაზეთის ახალ ათონზე სიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარი და გაანდო ხილვა, რომ უფლის ნებით მას ეკისრება დიდი მისია მართლმადიდებელი ხალხების გადასარჩენად. განგებამ ი.სტალინი მღვდლად კურთხევის ნაცვლად რევოლუციურ მოძრაობაში ჩააბა და იგი, ღვთის მორწმუნე ადამიანი, ათეისტური სახელმწიფოს სათავეში მოაქცია.

მანამ, სანამ ი.სტალინი ქვეყნის პირველი პირი გახდებოდა,გარეშე მტრული ძალების დახმარებით ხელისუფლებაში მოსულმა კოსმოპოლიტებმა და ღმერთის მოძულეებმა ვ.ლენინმა და ლ.ტროცკიმ ამოხოცეს სამღვდელოების დიდი ნაწილი, გაძარცვეს და გაანადგურეს ეკლესია-მონასტრები.

მართლმადიდებელი ხალხები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მაგრამ მალე ცოდვებმა უწიეს ვ.ლენინს,რომელსაც უკურნებელი სენი შეეყარა და სიცოცხლის ბოლო წლები ტანჯვა-წამებაში გაატარა. მისი გარდაცვალების შემდეგ ი.სტალინმა შეაჩერა სასულიერო პირების დაპატიმრება და დახვრეტა,ეკლესია-მონასტრების ძარცვა და ნგრევა.

იგი მიზანმიმართულად, ფრთხილად და თანდათანობით ამკვიდრებდა სახელმწიფო აღმშენებლობაში პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის, მათი ერთიანობის იდეას, რითაც ანგრევდა უჯიშო კოსმოპოლიტიზმის საფუძვლებს. ი.სტალინმა კვლავ აღადგინა ხალხის შეგნებაში მამულის ცნება. მან საყრდენ ძალად გამოაცხადა სამშობლო თავისი შემოღობილი ზეცითა და მიწა-წყლით,გმირული წარსულითა და საამაყო წინაპრებით. როდესაც ლ.ტროცკი მიუხვდა მას და აუმხედრდა, ი.სტალინმა იგი ქვეყნიდან გააძევა, მისი მომხრეები კი ისევე გაჟლიტა, როგორც ილია წინასწარმეტყველმა ჩახოცა კიშინის ხევში 850 მაცდუნებელი.

მართალია, ქვეყნის დასუსტებისა და ი.სტალინის სახელის გატეხვის მიზნით სახელმწიფო ორგანოებში შემორჩენილმა მტრულმა ძალებმა თავად დაატეხეს რეპრესიები უდანაშაულო ადამიანებს, მაგრამ მათი აღსასრულის ჟამიც დადგა.

დიდი სამამულო ომის წინ ვითარებამ ი.სტალინს სრული შესაძლებლობა მისცა პატრიორიზმისა და მართლმადიდებლობის ერთიანობის დასამკვიდრებლად. პირველ რიგში მან აღადგინა რუსეთის პატრიარქის ინსტიტუტი, მიაღწია იმას, რომ რუსულმა ეკლესიამ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

ი.სტალინი ანტირელიგიურ ლიტერატურას მაკულატურად მიიჩნევდა. მისი ხელშეწყობით გაიხსნა ბევრი სასულიერო სემინარია და აკადემია,გამოიცა საპატრიარქოს ჟურნალი, საღვთო წიგნები, აღსდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი,განახლდა რელიგიური დღესასწაულების ჩატარება. მის დროს დიდი ზეიმით აღინიშნა რუსეთის მართლადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მე-500 წლისთავი.

ისტორიული ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს: როდესაც ფაშისტური გერმანიის ჯარი მოადგა სანკტ-პეტერბურგს, სტალინმა განკარგულება გასცა, გამოებრძანებინათ ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და ლოცვით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო.

საკვირველმომქმედი ხატის, ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვიც, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა.

მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა. ცნობილია, რომ ი.სტალინი შვებულებების გატარებას აფხაზეთში არჩევდა, სადაც ის სტუმრობდა ახალ ათონზე სიმონ კანანელის მონასტერს, რომლის წინამძღვარმაც თავის დროზე იგი სიყმაწვილეში აკურთხა და აზიარა ღვთის განგებულებას. მონასტრის ბერებთან საუბრების დროს ი.სტალინი ანვითარებდა აზრს, რომ დაუშვებელია ადამიანს წაართვა რწმენა და ლოცვის კანონიერი უფლება. გარდაცვალებადე ცოტა ხნით ადრე ი.სტალინმა დაწერა ლექსი “მორჩილი”, სადაც აღნიშნავდა, რომ მას ზეციური ძალა ასულდგმულებდა და მთელ მის საქმიანობას იგი წარმართავდა. ეს ლექსი სულ ახლახან აღმოაჩინეს მის არქივში.

ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ კვლავ იმძლავრეს ღმერთის მოძულე ძალებმა და ზესახელმწიფოდ აღზევებულ მართმადიდებლურ ქვეყანას ძირი გამოუთხარეს. ნ.ხრუშჩოვმა განაახლა ეკლესიისა და მორწმუნეთა დევნა. მის დროს უფრო მეტი ხატი განადგურდა, ვიდრე ვ.ლენინის მმართველობისას. ნ.ხრუშჩოვმა ისიც კი დაიტრაბახა, რომ უკანასკნელ მღვდელს გამოიყვანდა ტელევიზიით.

შემდგომი პერიოდის ხელმძღვანელებიც უღვთო პოლიტიკის გატარებას აგრძელებდნენ. უდავოა, რომ ი.სტალინი ღვთივრჩეული იყო. მისი ფენომენი არ არის ჩვეულებრივი.მას ბადალი არ ჰყავს ხელმწიფეთა შორის, ვინც ყველაფერი მოიკლო და ხალხს შესწირა. მან იესო ქრისტეს დარად დააპურა მშიერ-მაშვრალნი და მუსრი გაავლო ღვთის მოძულე ძალებს. ამიტომ იყო, რომ სამღვდელოებამ იგი უფლის ცხებულად აღიარა.

ამ მხრივ საგულისხმოა ამბროსი ხელაიასთან ერთად დევნილი კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატეს წერილი (1949) ი.სტალინისადმი: “კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო, საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამის ღირსი არ ვარ. ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართმევთ ქართულ კულას წარწერით: ”იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს,მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან”.

ი. სტალინმა მართლმადიდებლობა პატრიოტიზმის სულისკვეთებით გამსჭვალა, რასაც მას დღესაც არ პატიობენ უჯიშო კოსმოპოლიტები.

არ არის შემთხვევითი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყნის კათოლიკოს-პატრიარქს ილია II ხილვებში ხშირად სტუმრობს ი.სტალინის სახე, რაც, უეჭველია, ჩვენი მეფე-მღვდელმთავრის ეპისტოლეების შინაარსს გამსჭვალავს. ვფიქრობ, რომ არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ი.სტალინს წმინდანად აღავლენენ მართლმადიდებელი ხალხები. სხვანაირად ისინი თავს ვერ დააღწევენ განსაცდელს,რომელის მათ ცოდვებისათვის უფალმა მოუვლინა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი გურამ მუჩაიძე



Опубликовать в LiveJournal

კომენტარი

  1. კომენტარის ავტორი: Levani

    vai shen patrons ubedurs…

  2. კომენტარის ავტორი: samreklo

  3. კომენტარის ავტორი: ხვარხვი

    ბატონო გურამ
    დიდის მოწიწებითა და კრძალვით

  4. კომენტარის ავტორი: kolkhida

    ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს!
    ბატონო მიხეილ,

    როგორც მოგეხსენებათ, სამეგრელოს რეგიონი დასახლებულია ხალხით, რომელთა სასაუბრო რეგიონალურ ენას წარმოადგენს მეგრული.
    ევროსაბჭოში გაწევრიანებისას 1999 წელს საქართველომ აიღო ვალდებულება ერთი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიისათვის და მოეხდინა მისი რატიფიცირება. თუმცა 10 წლის გასვლის შემდეგაც, ქარტია არ არის რატიფიცირებული და ეს საკითხი საზოგადოებაში არც განხილულა.
    ქართული სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა, შეასრულოს თავისი ვალდებულება აღებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, არის გააზრებული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს მეგრული ენის, როგორც მეგრელთა თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტის განადგურებას.
    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთერთ ძირითად მიზნად, როგორც გაცხადებულია წესდებაში, გახლავთ წახალისება და განვითარება, პატივისცემისა ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებების მიმართ ყველასათვის განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და სარწმუნოებისა.
    ვხელმძღვანელობ რა შემდეგი მუხლების მდგომარეობით:
    1. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო
    შეთანხმება:
    მუხლი27. იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობები
    არსებობენ, იმ პირებს, რომლებიც მათ მიეკუთვნებიან, არ უნდა აეკრძალოთ
    უფლება ამ უმცირესობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აღიარონ თავიანთი
    კულტურა, რელიგია და გამოიყენონ თავიანთი ენა.
    2. ეროვნულ და ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობათა
    უფლებების დეკლარაცია (მიღებულია გაეროს გენერალური
    ასამბლეის მიერ; 1992 წლის 18 დეკემბრის რეზოლუცია 47/135)
    მუხლი 1
    1. ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიებზე უნდა დაიცვან უმცირესობების
    არსებობა, მათი ეროვნული ან ეთნიკური, კულტურული, რელიგიური
    და ენობრივი თვითმყოფადობა და შექმნან პირობები ამ
    თვითმყოფადობის განვითარებისათვის.
    3. ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ
    მუხლი 6
    1. მხარეები წაახალისებენ ტოლერანტობისა და კულტურათშორისი დიალოგის სულისკვეთებას და მიიღებენ ეფექტურ ზომებს მათ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა პირს შორის ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად, კერძოდ, განათლების, კულტურისა და მასმედიის სფეროში, მიუხედავად ამ პირების ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური ან რელიგიური კუთვნილებისა.

    4. ევროპული ქარტია რეგიონალური ან უმცირესობათა ენების შესახებ
    ნაწილი I
    მუხლი 1 – განსაზღვრებები
    ამ ქარტიის მიზნებისათვის:
    ა) “რეგიონალური ან უმცირესობათა ენები” ნიშნავს ენებს, რომლებიც:
    ი. ტრადიციულად გამოიყენებიან სახელმწიფოს შესაბამის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს
    მოქალაქეების მიერ, რომლებიც რიცხობრივად უფრო პატარა ჯგუფს წარმოადგენენ, ვიდრე ამ
    სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობა; და
    იი. განსხვავდებიან სახელმწიფოს ოფიციალური ენისაგან (ენებისაგან);
    იგი არ მოიცავს სახელმწიფოს ოფიციალური ენის დიალექტებსა და არც მიგრანტების ენებს;
    ბ) “ტერიტორია, რომელზედაც გამოიყენება რეგიონალური ან უმცირესობის ენა” ნიშნავს
    გეოგრაფიულ რაიონს, სადაც აღნიშნული ენა გამოხატვის საშუალებას წარმოადგენს იმ რაოდენობის ხალხისათვის, რომ ამ ქარტიით გათვალისწინებული სხვადასხვა დამცავი და ხელშემწყობი ზომების მიღება გამართლებული იყოს;

    5. საქართველოს კონსტიტუცია
    მუხლი 6
    2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
    მუხლი 38
    1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.

    ვ ა ც ხ ა დ ე ბ
    ბატონო პრეზიდენტო,
    გთხოვთ საქართველოს პარლამენტს, უახლოეს სესიაზე წარუდგინოთ საკანონდებლო ინიციატივა შემდეგ საკითხებზე
    1. საქართველოს პარლამენტის მხრიდან რეგიონალურ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება.
    2. საექსპერტო კომისიის შექმნა, რომელიც დაადასტურებს მეგრული ენის, როგორც დამოუკიდებელი ენის სტატუსს.
    3. მეგრულ ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება და გავრცელება მეგრულ ენაზე ქარტიით გათვალისწინებული ნორმებით.
    დაუშვებლად მიმაჩნია ქართული სახელმწიფოს მხრიდან მეგრული ენისადმი დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელება.
    გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ზემოაღნიშნული ზომების მიღებით ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, უზრუნველყოს მეგრული ენის შენარჩუნება-განვითარება.
    პატივისცემით
    იური ღვინჯილია

  5. კომენტარის ავტორი: სტანისლავ ბეჭვაია

    Ну, ты и хуй, товарищь!
    Гвинджилия, тебя и хуем назвать трудно…

  6. კომენტარის ავტორი: ბოცმანი

    კარგი იქნება თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შევა ცვლილება და მსგავსი ტექსტის ავტორს დაეკისრება პასუხისმგებლობა… ამდენი სიბინძურე არ შეიძლება და ამდენი ტყუილი დაიწეროს…

  7. კომენტარის ავტორი: manana

    …sainteresoa

  8. კომენტარის ავტორი: მიშამაგარი

    ჯერ თქვენი ფიურერი დაიჭირეთ, ცენტნერობით ტყუილს რომ აშხეფებს ყოველდღე ტელევიზორში, დორბლებთან ერთად.

  9. კომენტარის ავტორი: სტანისლავ ბეჭვაია

    ეე… ყლეო მუჭაიძე, საიდან გაგეხსნა, რას ეწევი ასეთს?!

  10. კომენტარის ავტორი: samreklo

    ПОСЛУШНИК
    (стихи И.Джугашвили, найденные в его архиве. 1949-й г.)

    Поговорим о вечности с тобою:
    Конечно, я во многом виноват!
    Но кто-то правил и моей судьбою,
    Я ощущал тот вездесущий взгляд.

    Он не давал ни сна мне,
    ни покоя,
    Он жил во мне и правил
    свыше мной.
    И я, как раб вселенного
    настроя,
    Железной волей управлял
    страной.

    Кем был мой тайный
    высший повелитель?
    Чего хотел он,
    управляя мной?
    Я, словно раб, судья
    и исполнитель, -
    Был всем над этой нищею
    страной.

    И было все тогда непостижимо:
    Откуда брались силы,
    воля, власть.
    Моя душа, как колесо
    машины,
    Переминала миллионов
    страсть.

    И лишь потом, весною,
    в 45-м,
    Он прошептал мне тихо
    на ушко:

    «Ты был моим
    послушником, солдатом,
    И твой покой
    уже недалеко!»
    _________________
    samreklo

  11. კომენტარის ავტორი: kobala

    bevr nagavs miayrian stalinis pirovnebas, magram istoriis qari yvelapers gapantavs!!! is araa wmindani da arc jalatia!

  12. კომენტარის ავტორი: EXO

    ამ ლოგიკით ჰიტლერმაც ბევრი რამ გააკეთა გერმანიისთვის და არც ეკლესიას ერჩოდა მაინცდამაინც.გამოვაცხადოთ ისინი გმირებად და ვიძახოთ,რო ჰიტლერი ვაგნერით და ფილოსოფიით იყო დაკავებული,როცა მილიონობით ადამიანს ცოცხლად წვავდნენ,სტალინიც ალბათ ბევრს კითხულობდა რეპრესიების წლებში:Dხელქვეითებზე ხელის შეწმენდა ადვილია და დაკვირვებული ადამიანი(არა თუ ისტორიკოსი)ამგვარ უპასუხისმგებლო დასკვნებს არ გააკეთებს,ჩემი აზრით,ეს უფრო ორიგინალური აზრის გამოხატვის სურვილია ვიდრე ობიექტურად მოვლენის შეფასება.ისინი მკვლელები არიან პირველ რიგში და ადმიანის უფლებათ დამრღვევები,მილიონობით ადამიანების უბედურების მიზეზი და მათი იდეები ამ ფონზე ნაკლებად მნიშვნელოვანია და ცალკეულ შემთხვევებში გამოვლენილი კეთილი ნება,რომელიც აბსოლუტურად უკონტროლო გახლდათ.