ალექსანდრე ებრალიძის ახალი ინიციატივა – მიმართვა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს |
|
| (22 ივნისი, 2011) | |
მკითხველთა ყურადღებას მივაპყრობთ საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის ალექსანდრე ებრალიძის მეტად საინტერესო მიმართვაზე საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობებისადმი. ამ წერილში ჩამოყალიბებულია 26 მაისს ხელისუფლების მიერ მშვიდობიან მომიტინგეებთან სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ შექმნილი ურთულესი სიტუაციიდან გამოსვლასთან დაკავშირებული მოსაზრებები და შესაძლებლობები.
ევრაზიის ინსტიტუტი ეჭვობს, რომ ებრალიძის ამ ინიციატივას ფორმალურად “ოპოზიციური” და “ნეიტრალური” მასმედია საქართველოში უბრალოდ მიაჩუმათებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მთავრობისადმი პირდაპირ დაქვემდებარებულ სატელევიზიო არხებზე. წივილ-კივილი და ემოციების ამოფრქვევა მათ დაეწყებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოჩნდებიან პასუხისმგებლობით აღვსილი ძალები და გამოეხმაურებიან ამ ინიციატივას.
საქართველო – 2011. ვინ არის დამნაშავე, რა და როგორ ვაკეთოთ?
რას წარმოადგენს საქართველო დღეს, როდესაც ქვეყანაში გაცხარებული კამათი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხის სისხლი კიდევ ერთხელ დაიღვარა თბილისის ქუჩებსა და მოედნებზე?
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო დღემდე ვერ ჩამოყალიბდა სრულყოფილ სახელმწიფოდ.
ის არასრულყოფილია იმის გამო, რომ 20 წლის დამოუკიდებლობის მანძილზე ვერ ეღირსა ხელისუფლებას, რომელსაც ხალხის ნდობა ექნებოდა. განადგურებულია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ქვეყანას აქვს უდიდესი საგარეო ვალი, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაღატაკებულია. მიუხედავად ხელისუფლების გამუდმებული მტკიცებისა, არ არსებობს ეკონომიკის აღორძინების რეალური პერსპექტივები. ქვეყანას არ აქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა.
ყველა ამ ფაქტორმა გამოიწვია ქვეყნის მოსახლეობის მასობრივი გადინება სხვა ქვეყნებში, რაც, თუ გაგრძელდა, იქამდე მიგვიყვანს, რომ საქართველოში უბრალოდ აღარ დარჩება ქართველი.
დაბოლოს, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის ფონზე მმართველი ძალა ავლენს უნიათობას, არ აქვს სურვილი და არ შესწევს უნარი, გამოასწოროს ტრაგიკული სიტუაცია.
დღეს მთავარი კითხვებია – ვინ არის დამნაშავე? რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა გავაკეთოთ?
ვინ არის დამნაშავე? ხელისუფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაახლოებული პირების სახით, ასევე ოპოზიციის ყველაზე ამბიციური ლიდერები, რომლებმაც პირადი ინტერესები საზოგადოების ინტერესებზე მაღლა დააყენეს და, შედეგად, ხალხის ნდობა და სიმპათია დაკარგეს.
რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვაწარმოოთ რეალური პოლიტიკური ბრძოლა; მოვემზადოთ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, დავაგროვოთ ენერგია და რესურსები გამარჯვებისათვის; გავაერთიანოთ ოპოზიციური ძალები და წამოვაყენოთ საერთო ლიდერი, რომელსაც ექნება უნარი, დიალოგის გზით შეთანხმებას მიაღწიოს წამყვან გეოპოლიტიკურ ცენტრებთან და იმავდროულად, განახორციელოს პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.
როგორ უნდა გავაკეთოთ?
1. ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ბრძოლის ყველა მონაწილემ ნათლად უნდა გაიგოს, რომ ერთიანი მთავარი მიზანია სააკაშვილის ხელისუფლებისა და მისი გუნდის გადადგომა.
2. უნდა შესრულდეს ხალხის მოთხოვნა – შეიქმნას ერთიანი ოპოზიცია. უნდა გავთავისუფლდეთ საკუთარი ამბიციებისაგან, დავივიწყოთ ძველი უთანხმოება და წყენა. სხვაგვარად, დამარცხება გარდაუვალია, ეს კი საქართველოს დამარცხების ტოლფასი იქნება.
3. უნდა წამოვაყენოთ საერთო ლიდერი. საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავმოყრილი იქნება უღიმღამო დეპუტატთა ჯგუფის ხელში. საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში ლიდერი სჭირდება.
ცალკე პრობლემაა ქართული დიასპორები საზღვარგარეთ. სამშობლოში ღირსეული სამსახურისა და პერსპექტივის უქონლობის გამო მილიონნახევარი სხვა ქვეყნებში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულე ყოველწლიურად საქართველოში თავის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უცხოეთში მძიმე შრომით ნაშოვნ ასობით მილიონ რუბლს, დოლარს თუ ევროს უგზავნის. როდესაც სააკაშვილი საზღვარგარეთიდან ფინანსურ ნაკადებზე საუბრობს, შიშით მალავს იმ ფაქტს, რომ მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების დახმარებით შეუძლია საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, შიმშილით სიკვდილს გადაურჩეს. ამიტომაც, ქართულ დიასპორებს უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება ისტორიული სამშობლოს მომავლის გადაწყვეტის საქმეში.
ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ყველა ადამიანმა, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა სურვილის შემთხვევაში. საქართველოსთვის დადგა ჟამი, მთელი მსოფლიოდან შეკრიბოს თავისი შვილები, როგორც ამას მრავალი ქვეყანა აკეთებს.
თავის მხრივ, ქართული დიასპორებიც ვალდებული არიან, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მომავალ საარჩევნო პროცესებში, აამოქმედონ თავიანთი სოლიდური შესაძლებლობები და ხმა მისცენ გაერთიანებულ ოპოზიციას.
ჩვენ ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრების გაუმჯობესებას ვესწრაფვით მთელი ხალხის საკეთილდღეოდ, ერთნაირად გვეხება იესო ქრისტეს გაფრთხილება: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ დაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი და სახლი, რომელიც დაიყოფა თავის თავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს(მათე. 12:25)“.
აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ახალი ინიციატივით გამოვდივართ: დავაარსოთ სახალხო ერთობის ფორუმი, რომლის მიზანი იქნება საქართველოს ოპოზიციური ძალებისა და ქართული დიასპორების გასაერთიანებლად წინადადებების შემუშავება, პროგრამის ძირითადი მიმართულებების, მოქმედების ტაქტიკისა და მომავალი საქართველოსთვის სხვა აქტუალური საკითხების განხილვა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე საზოგადო მოღვაწეებს, რომლებსაც აღელვებთ ჩვენი საერთო სამშობლოს მომავალი. გვესმის, რომ ძალიან რთულ საქმეს გთავაზობთ. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებობს სხვადასხვა ოპოზიციური გაერთიანებები (”რვიანი”, სახალხო კრება, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი და სხვა). მრავალ მათგანს ერთმანეთში შეურიგებელი პოლემიკა აქვს, მათი ლიდერები უარს ამბობენ ნებისმიერ ინიციატივაზე, თუ ისინი სხვისგან მოდის. ჩვენ პირდაპირ ვამბობთ – ერთი ნაბიჯით უნდა დავშორდეთ იმას, რაც გვყოფს, რათა წინ ვიაროთ გაერთიანებისაკენ! ისიც კმარა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ერთმანეთს წაგვკიდოს. ნუ გავახარებთ მას ჩვენი გაუთავებელი უთანხმოებით. სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციონერებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც სიტყვით სააკაშვილს აკრიტიკებენ, სინამდვილეში კი მის ნებას ასრულებენ. ნუ შევუშინდებით ამას, ჩვენი საერთო საქმის სიმართლე, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა აქვს, მათაც აიძულებს ხელი აიღონ ასეთ მცდარ მოქმედებაზე.
რასაკვირველია, კარგი იქნებოდა სახალხო ერთობის ფორუმი ჩვენს ძველ დედაქალაქ მცხეთაში, საქართველოს სულიერ ცენტრში შეგვეკრიბა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ იგი მთლიანად სააკაშვილს დავუქვემდებაროთ – დიასპორებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების წარმომადგენლებს არ შეუშვებენ ქვეყანაში, ხოლო თვითონ ფორუმი პროვოკაციების, დაშინების, მოსმენისა და თვალთვალის ატმოსფეროში წარიმართება.
მიზანშეწონილი იქნება ფორუმის ჩატარება ვენაში, სტრასბურგში ან ბრიუსელში, სადაც შეიძლება ევროპის საზოგადოების უშუალო მხარდაჭერის იმედი ვიქონიოთ. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი მზადაა, თავის თავზე აიღოს საორგანიზაციო საკითხები.
საქართველოს სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით წინ სახალხო ერთობის ფორუმისაკენ, საერთო გადაწყვეტილებების მიღებისა და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისაკენ!
ალექსანდრე ებრალიძე,
საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი
საკონტაქტო მისამართი:
1010 ვენა, ავსტრია, შტუბენბასტაი 12/12
ტელ: +43/676 62 583 64
ელ-ფოსტა: darbazi@eclipso.at
კომენტარის ავტორი: გიორგი ბერეჟიანი
დღეს საქართველო ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ვიდრე როდისმე ის იყო. საუკუნეების განმალობაში მას უხდებოდა ლავირევა ორ ან სამ ერთმანეთს დაპირისპირებულ ვეშაპს შორის. დღეს სამწუხაროდ რუსეთმა ამერიკასთან შეთანხმებით თავისი წაიღო და აღარ აინტერესებს ჩვენი ბედი. მე არ ვიცი რუსეთი საით მიდის მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ ამერიკას ჯოჯოხეთისაკენ მივყევართ. ორასი წელი, მიუხედევად მთავრობის დამპალი პოლიტიკისა, ჩვენ რუსეთის იმპერიაში არ დაგვიკარგავს ეროვნული ფასეულობები. შვიდ წელწადში ამერიკის მოყვანილი ნაცების მართველობამ თითქმის ყველაფერი დაგვაკარგინა. გაუმარჯოს ახალ ძალებს ქართულ პოლიტიკაში იქნებ მათ გარშემო მაინც მოხდეს კონსოლიდაცია.
კომენტარის ავტორი: Бережиани Гиорги
мой интервью из вчерашней газети “ахали таоба” რედაქციის კართან შემხვდა. მთხოვა, რომ მისთვის მომესმინა.სასწაული გადამხდა 26 მაისს, მინდა მოგიყვეო ,დავთანხმდი,მისთვის მომესმინა.
– რუსეთიდან ოთხი წლის ჩამოსული ვარ, ოცი წელი ვიცხოვრე მოსკოვში, ბოლოს 1999 წელს ვიყავი ჩამოსული. 2007 ში ჩამოვედი საბოლოოდ. ძალიან ბევრი სასიკეთო ძვრა ვნახე .ძვრა კი არა იმ საშინელ დროს ვერც შევადარებ. იმედით ავივსე ვიფიქრე ეშველა ჩემს სამშობლოს. მიშამ მომნუსხა თავის სასწაული ქარიზმით. 2008 წელს მე სულ სხვა რამ დავინახე იმ სცენაში, როდესაც მიშა ძირს დაეცა თვითმფრინავის ხმაზე. მე, ჩემი თავი გამახსენდა. აფხაზეთის ომის დროს მეც ისეთივე შეშინებული ვიყავი ,როცა ტამიშთან რუსებმა „დაგვაყარეს“. მაშინ მეც ძლივს დავძლიე შიში და წამოვდექი. პრობლემაა, შიშის მიზეზით, დაცემული, რომ ვეღარ დგები. მიშა ადგა და არა მარტო ადგა, დამარცხება გამარჯვებად აქცია.
აქ, მე რესპოდენტს შევაწყვეტინე და ვკითხე:
– თქვენ თვლით რომ გავიმარჯვეთ?
= მე არა, მიშაზე ვამბობ. მას მართლა გამარჯვებული ჰგონია თავი. 2007 წლიდან გაოგნებული შევყურებდი იმას რაც აქ ხდებოდა. ნაგლობა მინახია მაგრამ ასეთი?არა! ჯერ 99 პროცენტით აირჩიეს, რაც უკვე ერის ავადმყოფობის ნიშანია, მერე უნამუსოდ, შეგნებულად ან შეუგნებლად, მიუშვეს პატარა ბიჭი კანონის იგნორზე. ნდობის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ შენ მუდმივად უნდა იზრუნო მასზე, ადამიანზე, რომელმაც ფაქტიურად თავისი სული საშინელი საფრთხის წინაშე დააყენა, როცა ქართველების მსგავსი გაუნათლებელი, ხეპრე ,ერის ხელმძღვანელობა იტვირთა. ერი თვითონ ირჩევს, თვითონ მიუშვებს ჭაობში ხელისუფალს და მერე ნაგლობა ყოფნის იმაზე, რომ იქეთ აგინოს და რვოლუციები მოუწყოს. ნუთუ ძნელია ესოდენ ნიჭიერი ერისათვის სულიერად განვითარება და ქრისტეს მცნებებით ცხოვრება. ქრისტე გეუბნება, ყველაფერში შენი თავი დაადანაშაულეო. ქართველების ერთი ნაწილი ანგარებამ შეიპყრო ,მეორე ნაწილი გულგრილობამ და შიშმა, თავის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიმართ. თქვე მამაცხონებულებო ჯერ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ მმართველები ჩიხში შეგეყვანათ და ახლა გინდათ თქვენი მონდომებით ან გაუნათლებლობით გაფუჭებული საქმე მიშას შეტენოთ. 2007 ში იმ „შეკვეთილ თუ გაყიდულ“ მიტინგზე ვიყავი იპოდრომზე. ყველას ვეკითხებოდი :რას თხოულობთ? რა არის დემოკრატია? მედია მეოთხე ძალაუფლებაა, ვიცი, პირველი სამი რა არის? უმრავლესობამ პასუხი ვერ გამცა. შეიძლება პირი დააფჩინო და იძახო ჩურჩხელა მინდა, როცა წარმოდგენაც არ გაქვს ჩურჩხელაზე. რაღაც სხვას, მოყავისფროს, ჩაგიდებენ პირში და გეტყვიან ჩურჩხელა არისო. ჩვენ ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ, მეგობრები არ გვყავს, ყველა სხვა ზესახელმწიფო ჩვენი მტერია. ადრე ორ ან სამ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ვეშაპთან გვქონდა ურთიერთობა, რაც რაღაც შანს გვაძლევდა. დღევანდელ ორივე ვეშაპს საერთო ინტერესი აქვთ. ჩვენი საქართველო გაინაწილეს და უკვე აღარც თამაშით იწუხებენ თავს. ჩვენ ყველანი წაგებაში ვართ. ერთი ისტორია გამახსენდა მამაჩემის მონაყოლი. ოცდაათიან წლებში მამაჩემის ოჯახი ფაქტის წინ დააყენეს, რომ ბინა დაეცალათ. ბებიაჩემი თავადის ქალი წერეთელი ჩინოვნიკებს დაემუქრა, რომ თავის მამის ნათლულთან იჩივლებდა, სერგო ორჯონიკიძესთან. ჩინოვნიკები საშინელ დღეში ჩავარდნენ არ დაგვღუპოთ ყველაფერი გაფორმებული გვაქვს უკვე გვიან არის რამის შეცვლა, დაგვიჭერენო. ჩემ წინაპრებს შეეცოდათ უკეთურები და 220 კვადრატულ მეტრიანი ბინის მაგივრად 90 კვადრატულ მეტრიან ბინაში აღმოჩნდნენ. მახსოვს საშინლად აღვშფოთდი, რატომ დაინდეთ ის ოხრები თქო ,ვუთხარი მამას. მან გაკვირვებით შემომხედა, როგორ არ გესმის მათ ხომ შვილები ჰყავთ, მშობლები, ცოლები, იმათ რა დააშავესო. მე ვუპასუხე: აბა ჩვენ დავაშავეთ? ამ საქათმეში რომ ვცხოვრობთ. გიჟი ხარო მითხრა, როცა გაიზრდები ალბათ მიხვდებიო. მე მივხვდი, თქვენ რა გჭირთ რით ვერ ხვდებით?. 21 აპრილს მიტინგზე მივედი, დამკვირვებლის როლში. გავიცანი ნანა ლეჟავა, ულამაზესი და უსაყვარლესი გოგონა. ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე თუ რა საიდუმლო გეგმა შეიძლება ჰქონოდა ნინოს. დავასკვენით, რომ მხოლოდ ერთი, სისხლი უნდა დაღვრილიყო, რომ მიშას ძალაუფლება შერყეულიყო. სამწუხაროდ ჩიხში შეყვანილ მიშასაც სხვა გზა არ დავუტოვეთ, ჩვენ ქართველებმა, „ერთიანი“ „მართლმადიდებელი“ ერის შვილებმა. ასე რომ, მასაც აწყობდა სისხლისღვრა ერის დაშინებული, უღმერთო ნაწილის კიდევ მეტად დასაშინებლად. მშიშარა ადამიანი არ არის მორწმუნე.
– მიტინგის ორგანიზატორებზე რას იტყვით? მათი გულწრფელობის შესახებ.
– რა გულწრფელობაზე მელაპარაკებით პოლიტიკოსი და გულწრფელობა სად გინახავთ? პატივმოყვარე და ანგარებიანი ადამიანები, ყველა ერთნაირია. ნახევარ ერს გაჟლიტავენ, თუნდაც მეორე ნახევარში, რომ იმეფონ. არც ნინოა გამონაკლისი. ისე, ისიც უნდა ითქვას, რომ ეგენი ყველანი მაგარი მამაცი ხალხია. პოლიტიკოსები არიან, საწვავი ,რომელიც მანქანაში უნდა ჩაასხა, ისე წინ ვერ წახვალ. თუ მანქანა არ გივარგა და გადაიჩეხები ეს ჯერ მანქანის ბრალია მერე მხოლოდ პოლიტიკოსის. პარლამენტი წყალია, რადიატორში, სასამართლო სამუხრუჭო სითხეა, თუ ჩვენ, უტვინოები და გაუნათლებლები, უფლებას მივცემთ ბენზინს, რომელსაც მისწრაფება აქვს ყველგან შეძვრეს, რომ რადიატორში შეაღწიოს, სამუხრუჭო სითხეში, და ამასთან „პრიბორებიც“, მედია, არასწორს გვიჩვენებენ, ბუნებრივია გადავიჩეხებით. ვისი ბრალია? უფრო ჩვენი ვიდრე ბენზინის. თავიდანვე განწირული ვიყავით, ვინაიდან, რადიატორშიც და ბენზო–ბაკშიც ნაციონალური ბენზინი ჩავასხით.
– თავიდანვე მეცნეთ, თქვენ ის ხომ არ ხართ რეალ ტივიზე, და უითიბზე, რომ გაჩვენეს „მიშას მომხრე ოპოზიციის მიტინგზე“.
– მე, მიშას მომხრე ვარ ნინოსიც და საერთოდ ყველა ჩვენი მოქალაქის, სპეცრაზმელების ჩათვლით. ინტერვიუ სპეციალურად მივეცი მომიტინგეების გასაგონად, მაინტერესებდა, დემოკრატიის, ლიბერალირიზმის, დასავლური ფასეულობების გულისათვის, თავგანწირვისათვის მზად მყოფი ხალხი, თუ ამიტანდნენ ერთ მიშას მომხრეს. გაგიკვირდებათ, მართალია გაჭირვებით მაგრამ მაინც ამიტანეს. ძალიან გამიგრძელდა, ჯობს იმაზე გადავალ რისი თქმაც მსურდა. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ რასაც მოგიყვებით ყველაფერი ის არის რასაც მე მაშინ ვგრძნობდი, „ბელა ჩაოს“ მუხტის ქვეშ.
სცენასთან ახლოს ვიდექი, როცა ჯოჯოთა ჯარი დაიძრა. ნურავის ეწყინება, ჩემთვის ყველა ჯოჯოა, ვინც სახეზე მასკა აფარებული წაქცეულს ცემს, თანაც გამეტებით, პრემიის გულისათვის. ვერავინ დამაჯერებს, რომ რომელიმე ჯოჯო თვლიდა იმას, რომ სამშობლოს გადარჩენისათვის იბრძოდა.
–თქვენ რომელიმე პარტიას ეკუთვნით?
– არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი მე, ერთი რიგითი არაეკლესიური, არა მომარხულე, არა ნაზიარები, ქრისტეს ერთ–ერთი უსაყვარლესი შვილი ვარ. არავინ არის ჩემზე მაგარი და უკეთესი და არც არავინ არის დედამიწაზე ჩემზე ნაკლებად უფლისათვის საყვარელი. მოკლედ უფლის მონა ვარ, ერთი დღით ვცხოვრობ, როგორც უკანასკნელი დღით ჩემს ცხოვრებაში. ვისწრაფი ყველა მიყვარდეს, ვებრძვი აგრესიას ჩემს თავში. მიშაც მიყვარს, ვანოც და ალბათ გაგიკვირდებათ წიკლაური და ხერხეულიძეც კი. მე იქ ვიდექი რასაკვირველია უფრო მათვის, უფრო სწორად მათი წელამდე ჯოჯოხეთში მდგომი სულებისათვის. იმათ ვინც იქ იდგნენ, სულიერებასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ აქვთ პრობლემა, პარტიული ამბიციებით მდგომთა გარდა.
– მაგაში ვის გულისხმობთ?
– კომიტეტების ხემძღვანელების იმ ნაწილს, ვინც ფულები ჩაიჯიბეს და ჩამოყვანილი ხალხი ნახევრად მშიერები ამყოფეს. ჩამოსულების ძირითადი ნაწილი კარგად ხვდებოდნენ, რომ მათ უშუალო ხელმძღვანელები ატყუებენ, მაგრამ არაფერს ამბობდნენ ვინაიდან მართლა გულწრფელად იდგნენ იქ. ისე, რომ იცოდეთ მომავალი თანამდებობების მომლოდინეები ძირითადათ გაიპარნენ დარბევამდე. ვაგრძელებ თხრობას, იმ დღის განცდით. ჩემი მოქალაქეები გაიყო სამ ნაწილად უფლის მონებად 3% (თბილისის მაგალითზე გამოვთვალე მილიონიდან სამი ათასი იდგა) გულგრილ და დაშინებულ მონებად 80% და დანარჩენი მასონთა მონები და მონათა მონები. იმ ღამეს ჩვენს წინააღმდეგ ჯოჯოები იდგნენ მონათა მონები. უფალი გვეუბნება ყველაფერში შენი თავი დაადანაშაულეო იგივე ერზე ითქმის. ვისი ბრალია ჩვენი ძმები რომ აღმოჩდნენ იმ ჭაობში? მათი? იქნებ ჩვენი ვინც გაუტარეთ ყველა არასწორი ქმედება? თუ საბერძნეთში ერთი “რიკოშეტით” მოკლული რუმინელი არ შეარჩინეს პოლიციას ჩვენ რა გვჭირს? მე ბედნიერი ვარ რომ დავიბადე უკვე იმ თვისებით რასაც სხვისი ტკივილის შეგრძნება ქვია. მე სანდროს თორმეტივე ჭრილობა მტკივა. მე ზურა ვაზაგაშვილის დაუთვლელი ნატყვიარები მაწუხებს, განსაკუთრებით კი უკვე გარდაცვლილ სხეულის თავში მორტყმული „კანტროლკები“ მტკივა. მე ჩემმა მწყემსმა მითხრა შენ ის ერთი დღე, რომელიც გაქვს, სწორად იცხოვრე და ხვალინდელზე მე ვიზრუნებო. სწორედ ამიტომ ჩემთვის არც გუშინ არსებობს არც ხვალ. მე ვერ შემაშინებენ ვერც წარსულით ვერც მომავლით. და საერთოდ ერთი და უკანასკნელი დღით მაცხოვრებელს რისი უნდა მეშინოდეს? მე სამი მეგობარი მყავს ნაცების რიგებში ვისაც პირადად ვიცნობ და მიყვარს ორი იმათთაგანი ძმები არიან, მე მათთან ერთად ვიბრძოდი აფხაზეთში. მესამე ფაქტიურად ჩემი ოჯახის წევრია. ჩემი ძმის უახლოესი მეგობარი. მათ ვერ ვესვრი და საერთოდ ერთწლიანი კალაშნიკოვით სირბილის მერე უარს ვაცხადებ ძალადობაზე. მე მაცხოვრის გზას ვირჩევ. დროშის ტარსაც არ დავიჭერ. ლაგატკა ბავშობაშიც არ მჭერია „ლისიჩკა“ უფრო მევასებოდა. კოქტეილს კარგი ხვანჩკარა მირჩევნია, მითუმეტეს მოლოტოვისას. ისე ყველა ღამე იქ ვიყავი და როგორც ხვანჩკარა არ მინახია ისე ვერც კოქტეილის კვალიც ვერ ვნახე. რაიმე მსგავსი რომ მენახა ან გამეგონა მე იქ არ დავდგებოდი ალბათ როგორც ნონა და სხვა ყველა ნინოს ჩათვლით, იმედი მაქვს რომ არ ვცდები. საბედნიეროდ ეგ გზა მიშამ და ვანომ ნამდვილად ჩაკეტეს. თან დავატარებ 90 ფსალმუნს და ზუსტად ვიცი რომ დამიცავს ღმერთი. ერთი რამ ვთხოვე, წაკითხვის მერე, „უფალო ჩემო მთლად უვნებელი არ დამტოვო“. ალყა შემორტყმული ვიყავით თითქმის ცხრა აპრილს გავდა, მხოლოდ ერთი სხვაობა იყო რუსებმა გასაქცევი დაგვიტოვეს. დარბევა დაიწყო, სცენას ჯიპები მოადგნენ, მესმოდა როგორ აგდებდენ ნინოს ორგანიზატორები ბადრისთან ერთად წადით, თქვენ მოგკლავენო. ნინო დათანხმა ჩაჯდა და სხვებსაც თხოვდა ჩაჯექითო. თითქმის არავინ გაყვა. ხალხი მომაწვა და ძირს დავეცი. სცენასთან ვიდექი და ჩემი თავი მანქანის ქვეშ აღმოჩნდა. დავინახე როგორ აახიეს „ჟეშტი“ ღობეს ლევანის თანმხლებმა და როგორ შეასწრეს მათ, ჭინკებს, სამშენებლო მოედანზე. ის იყო გამოძრომა დავაპირე რომ ჯოჯოები მოვარდნენ. ფეხების შეყოფა მინდოდა მაგრამ ვერ მოვასწარი. რამდენჯერმე დამკრა ფეხებზე ხელკეტი ერთ–ერთმა. მოულოდნელად, გვერძე მდგომმა ხელი უტაცა გეყოფაო. მივხვდი უფლის კალთა რომ მეფარა და ის ჩემი თხოვნაც რომ შემისრულდა. დავინახე ათიოდე ადამიანი ლევან გაჩეჩილაძის გზას მიყვებოდა. ტკივილს არ ვგრძნობდი უცებ გამოვძვერი და მეც შევარდი სამშენებლო მოედანზე მათთან ერთად. ორი თუ სამი ქალიც იყო. დავეშვით, „კატლავანის“ პირზე და აღმოვაჩინეთ რომ გასასვლელი არ არის. დავინახე ვიღაც კაცი შემოძვრა ხვრელში მარტო მე არ დამინახავს, ორი ჯოჯო შემოყვა სასტიკად სცემეს მერე გაათრიეს და……დაგვინახეს. დარაჯს ჭიშკარი გააღებინეს. დავიფანტეთ დამალვას ვცდილობდით. შევშინდი ლევანზე, არ იპოვნონ თორემ მოკლავენ. ჩემს პატრონს, უფალს, ვთხოვე ლევანისაც უშველე. მე რა მიჭირდა ვიცოდი რომ დაცული ვიყავი. მილს ამოფარებულს შავი კაცი მომადგა რომელიღაც ზომბი აკვალიანებდა დავინახე მანდ არისო. შავ კაცს ვუთხარი ომში კანტუზია მაქვს მიღებული თავში რომ მომხვდეს უეჭველი დავიბრიდები. კაცმა ხელი მკრა თხრილში ჩავსრიალდი. მანდ იყავი არ ამოხვიდეო. საშინელი ხმები მესმოდა. ერთმა უფლის მონამ უთხრა ორ ჯოჯოს, ყოფილი პოლიციელი ვარო. კარგა ხანს ცემდნენ ძალიან გამეტებით, მივხვდი რომ ის ორი ჯოჯო „ლახმაჩი“, იყო და არა პოლიციელი. (ღირსება დაკარგული ყოფილი „პრესტუპნიკები“, ყველა რომ ეზიზღებათ, საკუთარი თავის ჩათვლით) მუხლამდე ტალახში ვეგდე, თავზე მაწვიმდა, მაკანკალებდა სიცივისაგან, მაგრამ ვიცოდი რომ არ გავცივდებოდი მე ხომ ფსალმუნის ძალით უფლის კალთა მეფარა. მომბეზრდა ტალახში გდება. თავში აზრი შემომეჭრა „ადექი ჩემო მონავ რისი გეშინია შენ ხომ დავითის და ქეთევანის შთამომავალი ხარ“. იმავ წამს ავდექი ამოვძვერი, წინ გავიხედე და ვხედავ „პლაშიანი“ პოლიციის ფორმიანი კაცები მიყურებენ. შიშმა შემიპყრო უფალს მოვუხმე და წმინდა ნიკოლოზ სასწაულ მომქმედს ვთხოვე რომ ეშველა ჩემთვის. პოლიციელ–კაცებს ჯიქურ მივადექი და ვუთხარი შვილებო ვერ მეტყვით ტაქსი სად მოვნახო? ერთ–ერთმა ხელი გადამხვია და მითხრა: ბიძაჩემო აი მხოლოდ ამ გზით წადი და გააღწევ აქედანო. თორმეტივე კაცი თანაგრძნობით მიყურებდა. მივხვდი რომ ის ბიჭები იმათი შთამომავლები იყვნენ ვინც 9 აპრილს მიცავდნენ. ბიჭს ვუთხარი: „მადლობთ! შენს გამძრდელს ვენაცვალე, რა ქვია შვილო?“ მან მიპასუხა: „ნიკა“. სახლში სველი ტალახში ამოთხვრილი ნატკენი სისხლიანი ფეხით მაგრამ უზომოდ ბედნიერი მივედი იმით, რომ პოლიციაში კაცები ბევრი ყოფილა. მე ხომ ერთი დღით ვცხოვრობ, სხვა ერთ დღეზე რა გითხრათ მაგრამ 26 მაისი რომ სწორად ვიცხოვრე მეც და იმ პოლიციელებმაც და იმ ერთმა „მიჩინიომ“, ზუსტად ვიცი. ერთი ქუთაისელი კაცი გავიცანი ყველა ღამე ერთად ვათენეთ. 26 მაისს ჩემი ფსალმუნი მივეცი ვუთხარი წაეკითხა. დამიჯერა, შვიდჯერ წაიკითხა. 27 მაისს დილით დამირეკა და აღტაცებულმა მითხრა კინოთეატრში ვიყავი სამართველოშიც „კარიდორში“ გამატარეს ჩემს წინ და უკან ხალხი ეცემოდა ხელკეტების ცემისაგან (დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი – მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგიახლენ. – ნაწყვეტი 90 ფსალმუნიდან) მე სულ ოთხჯერ მომხვდა ისიც სუსტად. რაღაც სასწაულებრივად გამომიშვეს. შენ გადამარჩინე მადლობაო. მე ვუპასუხე: „მე რა შუაში ვარ ღმერთს რომ თხოვე და იწამე იმან გადაგარჩინა“. ხვალ ხელისუფლება რომ შეიცვალოს და დღევანდელი „ლეგიტიმურები“ დროშის ტარებით რომ დადგნენ, სამართლიანობის მოთხოვნით, მე მათთან დავდგები ვინაიდან მინდა ის ერთადერთი დღეც მომავალში სწორად ვიცხოვრო. ღმერთს მინდა ვთხოვო იქნებ მოიყვანოს ეს ჩემი უსაყვარლესი ერი გონზე და შეაგნებინოს. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ ის სპენაზიც ჩვენი შვილებია, იმათაც დედები, მამები და შვილები ყავთ რომელთაც არაფერი დაუშავებიათ. წითელ ჟილეტიანებიც ჩვენი შეშინებული ძმები არიან რომლებსაც გონიათ რომ გამოსავალი აღარ აქვთ. არის გამოსავალი ერთადერთი უტყუარი რასაც მოყვასის სიყვარული ქვია. თუნდაც მკვლელის და სადისტის. იგი ხომ ჩვენ ყველამ ერთად ვაქციეთ მკვლელად და ეხლა გვინდა ჩავქოლოთ? მერე რა პრეცენდენტის შექმნა აგიჩემებიათ? რომელ პრეცენდენტს უშველია, ისტორიიდან, შემდგომი ხელისუფალისათვის. ის კი არა ღმერთის მიერ შექმნილმა სოდომ გომორის პრეცენდენტმა ვერ უშველა ვეც ერთ სექსუალურად გადახრილს. და თქვენ ფიქრობთ რომ თქვენი შექმნილი სამაგალითო დასჯის პრეცენდენტი გიშველით. სალადინმა პატიების სასწაული პრეცენდენტი შექმნა, სუფთა ქრისტიანული, მუსულმანმა მართველმა. როცა, ვითომ ძაან ქრისტიანი, ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის დიდიან პატარიანად გაჟლეტილი მოსახლეობის სისხლი არ აიღო. აი სწორედ ეგ პრეცენდენტი თუ გვიშველის სხვა არაფერი. გურამ დოჩანაშვილის, „ხორუმი ქართული ცეკვაა“ მახსენდება. იქ, ბრმა წითელ ხელ ჯოხს მიყვება. ის ხელჯოხი ოქროსი იყო მაგრამ კომუნისტებმა წითელი სპილენძით დაფარეს. დღეს საქართველო ისევ ბრმად მიყვება, ამჯერათ, ოქროთი დაფარულ, სპილენძის ხელჯოხს. წითელ ხელჯოხს, როგორც გამოირკვა, თურმე ჩიხისაკენ მივყავდით. ვითომ ოქროსას კი ჯოჯოხეთისაკენ საიდანაც უკან გამოსასვლელი არ არის, ჩიხისაგან განსხვავებით. ჩემთვის რა არის იცით ჯოჯოხეთი? საქართველოში რომ აღარავის ეცოდინება, როდის მეფობდა შოთა რუსთაველი და „სტუმარ მასპინძელი“ ბიჭოლას დაწერილი რომ არის.
კომენტარის ავტორი: გიორგი ნაფიშვილი
გიორგი ბერეჟიან-ს- თქვენ ამბობთ -”ორასი წელი, მიუხედევად მთავრობის დამპალი პოლიტიკისა, ჩვენ რუსეთის იმპერიაში არ დაგვიკარგავს ეროვნული ფასეულობები.”-ო. მე მგონი, თქვენ ან უსწავლელი ადამიანი ბრძანდებით და არ იცით საქართველოს ისტორია, ან ის უდიდესი ეროვნული კატასტროფა, რაც საქართველომ განიცადა და ეროვნული გადაგვარების ის უამრავი მაგალითი, რაც საყოველთაოდაა ცნობილი, დანაკარგად არ მიგაჩნიათ. თუ თქვენი ამ პოზიციის მიზეზი გაუნათლებლობაშია, ამას კიდევ ეშველება რამე. განათლების მიღება არასოდეს არის გვიან (დაიწყეთ ილიას “მგზავრის წერილებით”), ხოლო თუ თქვენ საქართველოში რუსიფიკაციის პოლიტიკის შედეგებს – სულიერს, მატერიალურს, ადამიანურს [ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა] – დანაკარგად არ მიიჩნევთ, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ რუსეთს უკვე მიუღწევია თავისი მიზნისთვის პირადად თქვენს მიმართ. თქვენი ასეთი აზრები ძალიან გავს იმ ქალის საქციელს, რომელსაც გააუპატიურებენ და იმპოტენტი ქმრის შემხედვარეს მოძალადე რომ შეუყვარდება. ძალიან სამწუხაროა ეს.
კომენტარის ავტორი: გიორგი
თითქმის ყველაფერი ემთხვევა ჩვენს პოზიციებს, ერთია მხოლოდ, რომ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად აღიარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. შესაბამისად,არჩევნები, როგორც ასეთი, აქ გამორიცხულია, როგორც არ უნდა მოემზადო. თუმცა, ის ღონისძიებები, რომელსაც გვთავაზობთ, მშვენიერია და მისი შედეგები აუცილებლად მოიტანს შედეგს, ეს კი საქართველოს ჭირისაგან გათავისუფლებაა! უნდა მოვიპოვოთ დიდი უპირატესობა აქ მჯდომარე მტერზე და საბოლოოდ მოვკვეთოთ, თუნდაც განდის სატიაგრაჰას სტილში! და საერთოდ, მივესალმებით ბატონი ალექსანდრეს გულმხურვალე მცდელობას ჩვენი სამშობლოს გადარჩენისა!
კომენტარის ავტორი: zura
გიორგი ნაფიშვილს—-
სანამ თქვენს ოპონენტს დააბრალებდეთ უსწავლელობას, თავად გადაშალოთ იქნებ, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო და გაეცნოთ “ეროვნული გადაგვარების უამრავ მაგალითს” რუსეთთან საქართველოს შეერთებამდე: მაგალითად, ტყვის სყიდვას, როდესაც ქართველი ქართველს მონად ჰყიდდა უცხოეთში, გამაჰმადიანებულ “მეფეებს”, უამრავ მოღალატეს, ფლიდს და ვერაგს ქართულ “პოლიტიკაში”. აი ამ ფონზე რუსეთის იმპერიას ვინც დაიწუნებს, ის მართლა უსწავლელია ან კიდევ რაღაცა, არ ვიტყვი.
კომენტარის ავტორი: ბოროტი რობოტი
ბერეჟიანი გიორგი, ჩააბარე შენი გვარი შე ახვ..რო, შენ მაგისი ღირსი არა ხარ, გადაიკეთე ბრეჟნევად და დაუბერე შენ საყვარელ იმპერიაში, გვარს ნუ არცხვენ!