Experts

ქართული მხარე ეუთო-ს განხილვებში სოხუმისა და ცხინვალის ჩართვის შესახებ რუსეთის მოთხოვნას “უშინაარსო განცხადებას” უწოდებს

(30 ივლისი, 2010)

10:54 – 30.07.2010
ქართული მხარე ეუთო-ს განხილვებში ოსური და აფხაზური მხარის ჩართვის შესახებ რუსეთის მოთხოვნას უშინაარსო განცხადებას უწოდებს.

როგორც ეუთო-ში საქართველოს ელჩმა პაატა გაფრინდაშვილმა ეუთო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ანვარ აზიმოვის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა, “ეს არის რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა, თავი აარიდოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას”.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების საკითხების განხილვისას ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომებზე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების დასწრება სასარგებლო იქნება.

“მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზაცია სამხრეთ კავკასიაში საკუთარი თავის კეთილსინდიერ “ბროკერად” წარმოჩენას ცდილობს, სოხუმსა და ცხინვალს აუცილებლად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ეუთო-ს წინაშე საკუთარი მოსაზრებები და უკმაყოფილება დააფიქსირონ. აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების აზრის გათვალისწინების გარეშე მუდმივ საბჭოს ობიექტური სურათის მიღების შესაძლებლობა არ მიეცემა”, – განაცხადა აზიმოვმა.



Опубликовать в LiveJournal

კომენტარი